SONY DSC

როგორ ცდილობს მტერი საქართველოს დასაშლელად კუთხურობის გაძლიერებას და რატომ არის მიუღებელი კუთხურობაზე აქცენტი მაღალი თანამდებობის პირთა შერჩევა-დანიშვნისას

თუმცა საუკუნეების განმავლობაშიც კი საქართველო არაერთხელ დაქუცმაცებულა სამეფო-სამთავროებად და ორ ურთიერთდაპირისპირებულსა და სხვა აღმსარებლობის იმპერიას შორისაც კი გახლეჩილა, ერთიანი ქართული ცნობიერება რამდენიმე ათსაწლეულს ითვლის (მიუხედავად კუთხურობისა და ქართველური ტომების მრავალგვარობისა), საქართველოს ისტორია ყველა კუთხის შვილისთვის „ქართლის ცხოვრებაა“, ისევე, როგორც ბაგრატიონები ყველა ქართველის სამეფო დინასტიაა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყველასთვის გმირია, ისევე, როგორც თამარი – ყველასთვის სათაყვანო მეფე, ძლევაი საკვირველი საერთო ძლევაა, „ვეფხისტყაოსანი“ კი – თითოეულის საგანძური და ამ ჩამონათვლის გაგრძელელება უსასრულოდაა შესაძლებელი. სულ ახლახან პრემიერ-მინისტრი გახარია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილით შეიცვალა და ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, რომ წარმოშობით მეგრელის უმაღლესი პოსტიდან წასვლა პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. პირადად მე ხელისუფლების პრობლემები ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ თავად მოსაზრებამ, რომ, თურმე, თანამდებობის პირის კუთხურ წარმომავლობას ჰქონია მნიშვნელობა, ცოტა თავზარი დამცა. ამ თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან განვიხილავთ. ვრცლად »

mamuka 123

„ სანამ ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ, არაფერი გვეშველება“

მამუკა გიორგაძე: „საბჭოთა კავშირში როგორ უნდა დავბრუნდეთ, როცა იქედან ჯერ არც გამოვსულვართ“

შორენა მარსაგიშვილი  ქრონიკა+ 24-30.11.2020 

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მამუკა გიორგაძე, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და „უმრავლესობა“ ერთმანეთს კატა-თაგვობანას ეთამაშება. მას ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. ამასთან, მიაჩნია, რომ არჩევნები წელს ისევე გაყალბდა, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, თუმცა მაშინ „ნაციობალებმა“ შეირგეს 27 მანდატი და პარლამენტში შევიდნენ.  გიორგაძეს არ აქვს იმის იმედი, რომ დღევანდელ ოპოზიციას მართლა სურს რამის შეცვლა. ფიქრობს, რომ ოპოზიცია მხოლოდ პერსონალიების შეცვლას აპირებს და არა – სისტემის, რომლის წყალობითაც საქართველო მენტალურად ისევ საბჭოთა კავშირში რჩება.

რატომ ვერ გამოდის საქართველო საბჭოთა კავშირშიდან ? რატომ არაფერი გვეშველება მანამდე, სანამ ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ ?რატომ არ იბრძვიან პარტიები არსებული სისტემის შესაცვლელად? – ამის შესახებ „ქრონიკა+“ -ს მამუკა გიორგაძე ესაუბრება: ვრცლად »

მამუკა121

მამუკა გიორგაძე – „ღარიბაშვილი შეასრულებს იმ როლს, რომელსაც გამოუყოფენ“

„ახალი თაობა“ 22.02.2021

„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალია, მაგრამ არსებული ცესკოთი და საარჩევნო კოდექსით მას აზრი არა აქვს“

„თუ გახარიას პოლარიზაცია არ უნდოდა, რატომ იყო აყოლილი ამ პრინციპს?“

მარიამ მჭედლიშვილი

ვრცლად »

SONY DSC

„დავითგარეჯზე – მთავარია, ქართულმა მხარემ დაიცვას ჩვენი ინტერესები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისას“

„ახალი თაობა“ 3.02.2021
მამუკა გიორგაძე- „პარლამენტში 2000 წლის შემდეგ ნამდვილი ოპოზიცია არ ყოფილა.“
„თუ ბიძინა ივანიშვილი არ უპასუხებს „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ზარებს ქვეყანაში ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების თაობაზე კენჭისყრამდეც ქვეყანაში მთავარი თემა გახდა ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა-არყოფნა. რა ხდება დღეს? 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას აფასებდით მართვად ქაოსად. ვრცლად »
giorgaze_26_maisii_

ეკლესიის ღიად გამოცხადებული ნგრევის მორიგი მცდელობა!

მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი ბუნებრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით დააპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ქვეყნის საჭირბოროტო საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებას შეეცდება, ამა თუ იმ თითიდან გამოწოვილი საბაბით, აბსურდული თემებითა თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟებით, ბინძური მეთოდებითა და ბოლშევიკური გზნებარებით, მის წინააღმდეგ ხორციელდება აგრესიული შეტევა. ვრცლად »

მამუკა აააა

“სულ არ მაინტერესებს, ივერი მელაშვილს დაიჭერენ თუ არა. ის ერთი პაიკია მთელ ამ ამბავში. გამყიდველი არის ხელისუფლებაში მყოფი ძალა”

“თვალსასეირო და ყბადასაღები, შინაარსით – მძიმე” – ასე აფასებს დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, ასეთი პოლიტიკით ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. “ხელოვნურად ქმნიან მოცემულობას, რომ, თითქოს, ქვეყანაში ახლა მთავარი მოვლენა პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლაა”, – ამბობს მამუკა გიორგაძე და “მითებზე აგებული პოლიტიკის” შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება.
მამუკა გიორგაძე:

- დღეს მთავარი კითხვაა – უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში?! პასუხი მარტივია, ან შესვლით რას გააკეთებს ან – შეუსვლელობით?! მე მაინტერესებს, ოპოზიცია რამე სასიკეთოს თუ გვთავაზობს? ნეგატივი გასაგებია – ხელისუფლება არ ვარგა, არჩევნები გაყალბდა, ცუდი საარჩევნო სისტემაა – კი, ბატონო, ამ ყველაფერში მეც ვეთანხმები, მაგრამ ახლა ისიც მაინტერესებს, ოპოზიცია რა ცვლილებას გვთავაზობს და თავად რამდენად რეალურად არის ამ ცვლილების განხორციელებაში ჩართული.  ვრცლად »
mamuka mamuka

მამუკა გიორგაძე – „სააკაშვილი სხვა პოლიტიკურ ლიდერებს არ გაახარებს“

„პოლიტელიტა დასავლელ პარტნიორებს საქართველოზე არასერიოზულ შთაბეჭდილებას უქმნის“

„როცა საქართველოს სახალხო პარტია ვთანამშრომლობდით ევროპის სახალხო პარტიასთან, სააკაშვილი მასთან კონტაქტსაც ვერ ბედავდა“
მარიამ მჭედლიშვილი  ახალი თაობა 11.01.2021

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს საინფორმაციო ბიულეტენებს უგზავნის. მმართველი პარტია იტყობინება, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი აღარაა ერთპარტიული და საკანონმდებლო ორგანოში უკვე მუშაობს ოპოზიციური პარტია -„ევროპელი სოციალისტები“, რომელიც, თავის მხრივ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან“ გამოყოფილმა პირებმა დააარსეს. ბარიერგადალახული ოპოზიცია ( მისი უმრავლესობა) ისევ უარს ამბობს პარლამენტის მანდატებზე და ისევ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. ოპოზიციონერები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიარონ 2 020 წელს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ამ და სხვა თემებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს ვრცლად »

mamuka 123

რატომ გაიყვანეს ქართული პოლიტიკური ველიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში პროფესიონალები და ჩაანაცვლეს პოლიტიკური ჯამბაზებით

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ სინდისი ეს გრძნობაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ ქმედებას აფასებს და აკონტროლებს. ჰოდა, თუ ჩვენებურ პოლიტიკოსებს გადავხედავთ, იოლად შევამჩნევთ, რომ მაკონტროლებელი ფუნქცია ამ გრძნობას დაუკარგავს. 

მაგალითად, ნინო ბურჯანაძე იოტისოდენა უხერხულობასაც არ გრძნობს, რომ პოლიტიკურად ეჭუკჭუკება პოლიტიკურ ძალას, ვრცლად »

mamuka mamuka

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი პოლიტიკური აქტორი მიდის, ეს ან დიდი უპასუხისმგებლობაა ან ვიღაცას ემალება. დამატებით ეჭვებს აჩენს საკუთარი ქონებით მანიპულაცია.

ქვეყნის ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე მოქალაქე თუ მართლა რეალურად დააპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, მაშინ მას მკაფიო განმარტება უნდა გაეკეთებინა იმის შესახებ რა მოსდის:

- მასზე აწყობილ ვერტიკალს – ფინანსური ნაკადებს და ძალოვან სისტემას, რომელიც პერსონალურად მისი კონტროლის ქვეშ იყო. ვრცლად »

mamuka-mamuka

მამუკა გიორგაძე: „საზოგადოება ფიქრობს, – აბა, პირველი ვინ „გაბოზდება“ და პარლამენტში ვინ შევაო?!“

იმას, რასაც 31 ოქტომბრიდან ვუყურებთ, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის ბეგრაუნდი აქვს, ორბანაკიან დაპირისპირებას უწოდებს. მეტიც, მამუკა გიორგაძე „ქრონიკა+“- სთან ამბობს, რომ „ოცნების“ მთავარი სპარინგ პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობაა“ და, შესაბამისად, ვითარების განმუხტვა არც ერთ მხარეს აწყობს და არც – მეორეს.

როგორ უნდა დავაღწიოთ თავი უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ კრიზისს და რატომ არ საუბრობენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ლუსტრაციის კანონის მიღებაზე? – ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს მამუკა გიორგაძე ესაუბრება:

– ბატონო მამუკა, იზიარებთ ზოგიერთის შეფასებას, რომ საქართველოს ჩრდილოეთკორეიზაცია ხდება?

 

– ჩვენს ქვეყანაში ის პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს. იმისთვის, რომ სახელმწიფო არ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, ქვეყანას საყრდენი წერტილები, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები მოეშალოს. ამის გაკეთება კი იმით შეიძლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გარდა, ყველაფერზე ვილაპარაკოთ… ახლა ემოციური პოლიტიკური ჭიდილია, თუმცა, სინამდვილეში, ამ ჭიდილსა და ემოციურ დაპირისპირებაში  მრავალი თაობის მიერ ნაბრძოლი ქართული სახელმწიფო გვეცლება ხელიდან!

– ხელისუფლებას არ უნდარომ ქართული სახელმწიფო შედგეს თუ ოპოზიციას?

– ამერიკული ფილმი „ნათლია“ გახსოვთ? ვრცლად »

Powered by WordPress