ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი ვრცლად »
„რუსეთი საქართველოზე წერტილოვან დარტყმებს ქართველების ხელით ახორცილებს“
„ახალი თაობა“ 26.11.2020
მამუკა გიორგაძე:
„რუსეთი საქართველოზე წერტილოვან დარტყმებს ქართველების ხელით ახორცილებს“
„სააკაშვილმა საკუთარი თავი თვითონ „ჩაუშვა“, როცა განაცხადა, რომ ამერიკელები
2003 წელს მოუწოდებდნენ, არ მოეწყოთ საქართველოში რევოლუცია“
“სამოქალაქო და მედიასექტორი ოპოზიციისაა, ადმინისტრაცია, ძალოვნები და ბიზნესი-ხელისუფლების“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს, რომლის ადრინდელი შეფასებები ემთხვევა დასავლელი კომენტატორების ბოლოდროინდელ გამონათქვამებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ეხმაურება საქართველოს მოვლენებს. იგი აცხადებს, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება აწყობს ერთადერთ მოთამაშეს და ეს მოსკოვია. მისი თქმით, ბატონი პუტინი ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს. თქვენ ამაზე წინა წლებშიც საუბრობდით, ახლანდელი პოლიტიკური პოსტსაარჩევნო ქაოსიც რუსეთს დაუკავშირეთ. ვრცლად »
რატომ მოუხშირა რომის პაპმა სექსის ღვთაებრიობასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებებზე საუბარს
საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
დღეისთვის მიმდინარეობს პირველი ტურის შედეგების დადგენა და მეორე ტურის არჩევნებისთვის მზადება.
ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თავისი აქტიურობა.
პოლიტიკური ღონისძიებების შეზღუდვას სჭირდება კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საარჩევნო პროცესის შეჩერება.
მის გარეშე ვერანაირ აქტიურობას ვერც ერთი სხვა აქტით ვერ შეაჩერებ ვერანაირი საბაბით, ვერც პანდემიის საფრთხით და ვერც სტიქიური უბედურების პირობებში. ვრცლად »
,,იბრძოლეს” იმისთვის, რომ დარჩენილიყო „ი გ ი ვ ე“!
ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით საქართველოში არჩევნებს პოლიტიკურად ნეიტრალური დაწესებულების ნაცვლად მმართველი პარტია ატარებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის აპარლამენტო არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, გააყალბა .“სახალხო პარტიას“ ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულება გააჩნია. ამ უკანონობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქართველ ხალხთან ერთად „სახალხო პარტიაც“ გახლავთ. მაგრამ, ამ მომენტში ეს არ არის მთავარი – ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მთავარია რა მოცემულობა მივიღეთ დღეს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ?! ვრცლად »
სამწუხაროდ, იგივე კვლავ გაგრძელდება!
ქართველი ხალხის გაბითურების მორიგი დრამატული საგა „წარმატებით“ ხორციელდება!
დარჩა სპექტაკლის ეფექტურად დასრულების საბოლოო ეპიზოდი. თამაში რომ არ გაიშიფროს მეორე ტურამდე ცოტა პროტესტი და ხელისუფლების გინებაა საჭირო – პროცესებს მთლად „სექსის“ სახე რომ არ მიეცეს და ორივე „მთავარი“ მომქმედი სუბიექტის მიერ მიღებული სიამოვნება და კმაყოფილება ყველასთვის თვალსაჩინო არ გახდეს! აბა, გაბითურებულების დასანახად „სექსისშემდგომ“ სიგარეტს ერთად ხომ არ გააბოლებდნენ ?! თან გადაგდებულებისთვის როლიდან გამოსაყვანად რელაქსაციის პროცედურებია საჭირო. ვრცლად »
ბავშვებს მაინც დაანებეთ თავი!
კვლავ გრძელდება იგივე. საარჩევნო უბნების უმეტესობა სკოლებში და ბაღებშია განლაგებული და კომისიის წევრების უმეტესობა პედაგოგები არიან, რაც მათ პოლიტიკური ჯგუფების განსაკუთრებულ ინტერესთა არეალში აქცევს. ყველა ხელისუფლების პირობებში, არჩევნების წინ, ძლიერდება სასწავლო დაწესებულების ხელმძღანელებსა და პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე გავლენების მოსაპოვებლად.
სახალხო პარტია, პროგრამული თეზისები – იგივე რომ არ გაგრძელდეს



December 15th, 2020
shalva chkhaidze