ქართველი ხალხის გაბითურების მორიგი დრამატული საგა „წარმატებით“ ხორციელდება!
დარჩა სპექტაკლის ეფექტურად დასრულების საბოლოო ეპიზოდი. თამაში რომ არ გაიშიფროს მეორე ტურამდე ცოტა პროტესტი და ხელისუფლების გინებაა საჭირო – პროცესებს მთლად „სექსის“ სახე რომ არ მიეცეს და ორივე „მთავარი“ მომქმედი სუბიექტის მიერ მიღებული სიამოვნება და კმაყოფილება ყველასთვის თვალსაჩინო არ გახდეს! აბა, გაბითურებულების დასანახად „სექსისშემდგომ“ სიგარეტს ერთად ხომ არ გააბოლებდნენ ?! თან გადაგდებულებისთვის როლიდან გამოსაყვანად რელაქსაციის პროცედურებია საჭირო.
ამასთანავე, „ოპოზიციურ“ ფლანგზე თითოეულმა უნდა აღიაროს ნაცების და პირადად სააკაშვილის მზე ცის კაპადონზე ხელახლა ამომავალი. ვინც არ გაჰყვება აქციებზე ივანიშვილთან შეკრულისა და ოცნების სატელიტის სახელი გარანტირებული აქვს (ამ ფონზე სხვებისგან განსხვავებით ნაცების პროცენტი მატულობს) .
თავის მხრივ, ოცნებამ ძველი ხელისბიჭები და გოგოები დაფინანსებითა და მედიაზე წვდომით კი უზრუნველყო, მაგრამ ჩამოწერა და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა სიიდან ეპიზოდურ პოზიციებზე უმტკივნეულოდ გადაიყვანა. ვეღარ „ქაჩავდნენ“ – სპექლტაკს დრამატიზმს ვეღარ მატებდნენ. ეყოფათ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ან დეპუტატობით კუნტრუში – ასე გადაწყვიტა ზევსმა. თუმცა ზოგიერთს კარგად „გაამზითვებს“.
თამაშში დეკორაციისთვის გამოყენებული შედეგით უკმაყოფილი ე.წ. რადიკალები კი საერთოდ არ არის ანგარიშის გასაწევი – ამბიციების მიუხედავად კვლავ ასეთივე მდგომარეობაში დარჩებიან (მაინც ხურდა ფულზე მუშაობენ). არც ისინი, ვინც საკუთარი თავით ტკბობაში ისე ჩაიძირა რომ მუდმივად მარცხისთვის განწირულები მაზოხისტურ თვითგვემაში არიან გადასულები და თავი ამ სოფლის „მარილად“ მიაჩნიათ.
„მთავარი“ მომქმედი „გმირები“ კი იგივე რჩება (პოზიციები გაიმყარეს კიდეც), მეორეხარისხოვან როლებზე კასტინგში გამარჯვებულები ცოტას წაიბუზღუნებენ და შეეგუებიან ბედს (ზოგი ამაზედაც მადლობას იტყვის).
რუსეთის სპეც-სამსახურების რეჟისურით მიმდინარე ოპერაცია კოდური სახელწოდებით „არჩევნები 2020“ მალე დასრულდება. მწუხარებით უნდა ავღნიშნოთ, რომ მათ ქოც-ნაცების ხელით შეუსრულეს ქართველებს.
მოტყუებული ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო კვლავ იგივე პრობლემების წინაშე დარჩება – პარლამენტში მხოლოდ ის ძალებია „პრობლემების მომგვარებლბლად“ წარმოჩინებული, რომლებმაც ეს პრობლემები თავად შექმნეს! მათგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ! ახლა მაინც გავაკეთოთ დასკვნა!
„სახალხო პარტიის“ მდგომარეობა და პოზიცია არ შეცვლილა კვლავ იბრძოლებს – იგივე რომ არ გაგრძელდეს!