კვლავ გრძელდება იგივე. საარჩევნო უბნების უმეტესობა სკოლებში და ბაღებშია განლაგებული და კომისიის წევრების უმეტესობა პედაგოგები არიან, რაც მათ პოლიტიკური ჯგუფების განსაკუთრებულ ინტერესთა არეალში აქცევს. ყველა ხელისუფლების პირობებში, არჩევნების წინ, ძლიერდება სასწავლო დაწესებულების ხელმძღანელებსა და პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე გავლენების მოსაპოვებლად.
ქვეყანაში არ არის დამკვიდრებული რეალური თვითმართველობა და ჯანსაღი სამოქალაქო ცხოვრება, არ დამთავრდა მავნე და დანაშაულებრივი პრაქტიკა, როცა პარტიული ინტერესების გამო ადმინისტრაციული ორგანოები უხეშად ერთვებიან ბაღებისა და სკოლების საქმიანობაში.
ხშირ შემთხვევაში სუს-თან შეთანხმებით ხორციელდება სასურველი კანდიდატების სამეურვეო საბჭოში შეყვანა და სასურველი დირექტორების დანიშვნა. ვერა და ვერ, თუ შეგნებულად არ შემუშავდა დირექტორების უფლებამოსილების შეჩერების ცივილიზებული წესი. ზოგ დირექტორებს უგრძელებენ ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება, ზოგს უჩერებენ, თანაც მიზეზის ახსნისთვის თავსაც არ იწუხებენ. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმია. თუ კანონი ყველასათვისაა, მაშინ დირექტორის ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა დირექტორი უნდა გათავისუფლდნენ და ახალი არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ ასე იმიტომ არ ხდება, რომ ზოგს უშიშიროება ლობირებს, ზოგს კი მმართველი პარტია.
ბატონებო, ნუთუ არ ფირობთ რა უხერხულობაში აგდებთ დირექტორების, პედაგოგების, საერთოდ სკოლის რეპუტაციას, როგორ რყვნით საზოგადოებას და რაც მთავარია, ამახინჯებთ ჩვენი ბავშვების ფაქიზ სულს. რაზე უნდა იფიქრონ მათ სწავლაზე თუ შერჩევით სამართალზე, კულუარულ ინტრიგაზე, ფარულ გარიგებაზე, მართველი პარტიის მხრდაჭერის მზაობაზე?!. არაფერს ვსაუბრობთ როგორ ნიველირდება მათ თვალში ცნებები თავისუფლება, ღირსება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია…
ნუთუ ვერ ხვდებით რომ საქართველოს მომავლისთვის დამღუპველ საქმიანობას ეწევით. რამდენი ხანი უნდა აშინოთ პედკოლექტივი, ხალხი, ბავშვებს ასწავლოთ მლიქვნელობა.
უხერხულობაში იგდებთ თავს და დასაცინი ხდებით როცა ნაციონალური მოძრაობის მეთოდიკით- ნათესავი ან ოჯახის წევრები რომ ყავს დირექტორს სხვა პარტიის მხარდაჭერები მას სჯით! თუ შეგნებულად აკეთებთ ამას, რომ სხვა დირექტორებისთვის მაგალითად იქცეს და ჩამოყალიბდნენ რაზე და ვისზე გააკეთონ სწორება?!
იმაზე მაინც იზრუნეთ, რომ დირექტორის გათავისუფლებისთანავე სწრაფად არჩევნები ჩაატაროთ, რომ სკოლა უპატრონოდ არ დატოვოთ. ასეთ სიტუაციაში როცა პანდემიის გამო ისედაც საგანგებო რეჯიმში უწევს სკოლებს ფუნქციონირება. ბუნებრივია, რომ მოადგილებზე დირქტორების პასუხისგებლობის დამატებით დაკისრება სწავლების ხარისხზე აისახება. თუ ელოდებით ვის გადაიბირებთ ან ვინ შემოგთავაზებენ მსახურებას.
საქართველოში უნდა დამთავრდეს რწმუნებულების და უშიშროების გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის!
თუ მაინცდამაინც არჩევნებისთვის არ გჭირდებათ ასეთი სადამსჯელო ოპერაციები და გსურთ სკოლებში ჯანსაღი პროცესის წარმართვა კანონი ზოგადი განათლების შესახებ (რამდენად კარგია ეს სხვა თემაა) გაძლევთ ამის საშუალებას. მუნიციპალიტეტს და განათლების სამინისტროს შეუძლია სამეურვეო საბჭოში თითო კაცის წარგზავნა, რაც ნიშნავს რომ ზემდგომი ინსტანციების ხარისხიანად მუშაობის შემთხვევაში შეუძლია სრულფასოვანი მართვა სკოლების. მაგრამ ვის ახსოვს კანონი, რაც მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ისე აკეთებენ.
საზოგადოებას მოვუწოდებთ – აქტიურად დავგმოთ სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებების ცხოვრებაში პარტიული მუშაკების, დანიშნული რწმუნებულებისა და სუსის წარმომადგენლების უხეში ჩარევა, საქართველოს სკოლებში ბოლშევიზმის მეტასტაზებიდან უნდა გათავისუფლდეს. პედაგოგებს, მშობლებს მოგიწოდებთ იბრძოლოთ საკუთარ სკოლებში სიმართლისა და ღირესბისთვის.
„სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხალხს რომ ბაღი, სკოლა უნდა იყოს აპოლიტიკური და თუ გვინდა თავისუფალი მოქალაქეები აღვზარდოთ უნდა მოვეშვათ მათ ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და მივცეთ პედაგოგებს და განათლების მენეჯმენტის სპეციალისტებს საშუალება თვითონ მართონ სასწავლო დაწესებულებები.
„სახალხო პარტია“ მიმათავს ხელისუფლების მოპოვების ცხოველური ჟინით აღვსილებს: ბატონო, მავშვებს მაინც დაანებეთ თავი, ერთი სივრცე მაინც დატოვეთ თქვენი ბინძური ხელის ფათურის გარეშე!
მამუკა გიორგაძე ბესიკ ბოგველი სახალხო პარტია