დღეისთვის მიმდინარეობს პირველი ტურის შედეგების დადგენა და მეორე ტურის არჩევნებისთვის მზადება.
ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თავისი აქტიურობა.
პოლიტიკური ღონისძიებების შეზღუდვას სჭირდება კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საარჩევნო პროცესის შეჩერება.
მის გარეშე ვერანაირ აქტიურობას ვერც ერთი სხვა აქტით ვერ შეაჩერებ ვერანაირი საბაბით, ვერც პანდემიის საფრთხით და ვერც სტიქიური უბედურების პირობებში.
ზემოთთქმული ცნობილი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა თუ იურისტისთვის.
შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილების დარღვევისთვის ვერც ვერავის ვერ დააკავებ და ვერც დააჯარიმებ.
აბა, რატომ იმუქრებიან?!
ხელისუფლებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილების შეზღუდვით კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ან არ იცნობს კანონმდებლობას ან სულ არ აინტერესებს ის.
- ოცნებაში – ერთი წიგნიერი კაცი არ მოიძებნა.
- ოცნება – შეგნებულად დრამატიზებას უკეთებს პროცესებს.
- ოცნება – დიქტატურისკენ მიდის
ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს.
ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ხელისუფლების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსა და ხალხისთვის და ქვეყნის წინაშე მდგარ ვერც ერთ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება!
მამუკა გიორგაძე 9.11.2020