ახალი თაობა #311 31.12.2011-1.1.2012
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან, “სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. რა მინუსებს ხედავთ ივანიშვილის ნაბიჯებში?
_ ივანიშვილი, სამწუხაროდ, პირადად არ იცნობს პოლიტიკურ სპექტრს და ქართული საზოგადოების ფართო წარმომადგენლობას. მას დრო სჭირდება ამ დეფიციტის შესავსებად. ის, როგორც პოლიტიკის მიღმა მყოფი ადამიანი, მიმდინარე პროცესებს მედიის საშაულებით უყურებდა და ინფორმაციას ღებულობდა არა მრავალი წყაროდან. აქედან გამომდინარე მას ჩვენი შიდა სამზარეულოს ზუსტი აღქმა უჭირს. დროთა განმავლობაში ალბათ ეს დეფიციტი შეივსება და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ, რამდენად ვრცლად »