ახალი თაობა #243 13.10.2011 - შორენა კოწოწაშვილი
გუშინ მედიით გავრცელებულმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები დააბნია და გაანაწყენა, არამედ დაბნეულობა შეიტანა სახელისუფლებო გუნდში. ნაციონალი ლიდერები დროებით დამუნჯდნენ და მხოლოდ იმ ღია შეთავაზების ამარა დარჩნენ, რომელიც პავლე კუბლაშვილის მხრიდან გაჟღერდა და რომელიც ოპოზიციისთვის ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფულის მიცემას ითვალისწინებს.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ნაადრევი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ივანიშვილმა თქვა ის, რაც ხალხმა ისედაც იცის და ეს “კავკასიასაც” ეხება.
რა უნდა გაითვალისწინოს ივანიშვილმა და არის თუ არა ის რუსი ოლიგარქი?_ამ საკითხზე გავესაუბრეთ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ მამუკა გიორგაძეს.
-ბატონო მამუკა, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს და მის ხერხემალ ვანო მერაბიშვილს ურჩევს სააკაშვილს ამ მიმართულებით რჩევა მისცეს. რას ნიშნავს ივანიშვილის ეს განცხადება და რეალურად ომი გამოუცხადა თუ არა ივანიშვილმა სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას?
_პირველი: ივანიშვილმა გამოხატა ქართველ საზოგადოებაში დიდი ხანის წინ მომწიფებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა მაქსიმალურად ამოწურა მთელი თავისი დადებითი პოზიტიური ელემენტი, რაც კი მას საერთოდ გააჩნდა, თუმცა, ოდესმე თუ გააჩნდა ეს პოზიტივი, ეს საკითხი შეიძლება საკამათოც კი გახდეს, მაგრამ დღეს უკამათოა ის, რომ სააკაშვილმა ამოწურა თავისი თავი და დადგა ისეთი მომენტი, რომ ვერავინ აუვლის ამ პოზიციის დაფიქსირებას გვერდს. მათ შორის, ვერც ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილს ეს უნდა ეთქვა პირველივე განცხადებაში და თქვა.
_ხელისუფლება ამ დრომდე თავს იკავებს ივანიშვილის განცხადების შეფასებისგან შეეშინდა ხელისუფლებას?
_ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან აქტიურად გამოდიან ამ მიმართულებით. თუ პირველ პირებზე გვაქვს ჩვენ საუბარი, პირველი პირები შესბამის დროს ელოდებიან, შესაბამის ვითარებას. სააკაშვილს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრან, მან რომ პოლიტიკური კულუარული ბრძოლა არ იცოდეს ანდა პოლიტიკურ თამაშებში დგამდეს არასწორ ნაბიჯებს, ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. შეიძლება სააკაშვილი სხვა საკითხებში გაუწონასწორებელია, მაგრამ ამ მიმართულებით მან იცის, რა უნდა აკეთოს, ამიტომ ელოდება მისთვის შესაფერის საუკეთესო დროს იმისათვის, რომ საპასუხო დარტყმა მიაყენოს ოპონენტს. ეს დუმილი შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს, შეიძლება ხვალვე გაკეთდეს ამ კუთხით გაქნცხადება.
_ხელისუფლება ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის იყენებს ტერმინებს: რუსი ოლიგარქი, რუსული ფული ვერ იყიდის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქე არ არის და ა. შ. ეს “შავი პიარი” ვერ იმუშავებს?
_ეს ნაკლებად იმუშავებს, იმიტომ რომ როდესაც ერთი რუსი ოლიგარქი მეორე რუს ოლიგარქს რუსი ოლიგარქობისთვის ლანძღავს, ელემენტარულად, ეს უკვე სასაცილო ხდება. გუნდში კახა ბენდუქიძე გყავდეს,ნ გენერალოვი გაფინანსებდეს, ბიძა ალასანია რუსეთის უშიშროებაში იყოს, ”რაოესის’ ბიზნესპარტნიორი იყო და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქობაზე ედავებოდე სასაცილო და ძალიან არადამაჯერებელია. თავისთავად ცხადია ეს ივანიშვილის წინააღმდეგ თავისთავად არ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანში და ამ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვდნებით ჩვენც, Eეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც პირიქით სააკაშვილს ბრალად ვდებთ სწორედ პრორუსულ მოქმედებებსა და რუსეთის სასარგებლო მოქმედებებს. ალბათ იმის დადასტურება, რომ სააკაშვილი დღეს რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. Mმისი ყველა მოქმედება ამის ნათელი დადასტურებაა. Aაქედან გამომდინარე ეს ვერ იქნება სერიოზული არგუმენტი
_ ივანიშვილმა ღიად ისაუბრა და თანამშრომლობა გამორიცხა ფსევდო ანუ სახელისუფლებო ოპოზიციასთან. სწორია პირველივე განცხადებებში ოპოზიციის დარტყმა?
_ ივანიშვილმა თქვა ის რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ცნობილია და ელემენტარულად იგივე სახალხო პარტია და მრავალი ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფი სწორედ ოპოზიციის წინაშე სვამდა საკითხს, გავემიჯნოთ ფსევდოოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც, პირიქით, საქმეს აფუჭებენ. შესაბამისად, იგივე შეიძლება ითქვას პრესასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილს უნდა ეთქვა “კავკასიასთან” დაკავშირებით, რომ ეს ტელევიზია ფუნქციონირებს არა ოპოზიციური აზრის პროპაგანდასთვის, არამედ იმისთვის, რომ მოახდინოს ოპოზიციური აზრის არ დაცვა, მანიპულირება ოპოზიციური აზრით და ა.შ სადაც ეროსი კიწმარიშვილია, იქ რაიმე პრინციპებსა და ეროვნულობაზე საუბარი რომ არ შეიძლება, ეს ყველასთვის ცნობილია. ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რაც ქართველ საზოგადოებაში კარგად არის ცნობილი და თქვა პირდაპირ. მისასალმებელია, რომ ამ ნაწილში პრაქტიკულად მან თქვა სიმართლე და ის, რაც უნდა ეთქვა. Aარა მგონია ივანიშვილის ნათქვამი რომელიმე ქართველამდე არ მივიდეს. Mმისი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი საზოგადოებისთვის.
-ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლების მსგავსად, ივანიშვილს რუსული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს. Dდამოუკიდებელი მოთამაშე იქნება ივანიშვილი თუ ის რუსეთისა და დასავლეთის შეთანხმებით იმოქმედებს? Fფაქტია, ივანიშვილის გამოჩება სარკოზის ვიზიტს დაემთხვა.
_ ამ საკითხებზე მარჩიელობა გვიწევს. სამწუხაროდ, მინდა ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ პოლიტიკური საპროგრამო განცხადებები არ გაუკეთებია. Aაქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ რომ ვიმსჯელებთ არგაკეთებული განცხადების ტექსტზე, აზრს მოკლებულია. მას ძირითად პრიორიტეტულ საკითხებში: პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავსირებით, დეოკუპაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მან მხოლოდ ზოგადი ხედვის ტენდენციები დააფიქსირა, ამიტომ ჯერჯერობით ამ თემაზე ნამდვილად ვერ ვიმსჯელებთ, ხოლო ზოგადად ის, რომ მას ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი .ფაქტის კონსტატირებაა და მეტი არაფერი. ოდესღაც ვის ემსახურებოდა, რას ემსახურებოდა, არც ეს არის ამ ეტაპზე სალაპარაკო, იმიტომ რომ, სანამ მის პირველ ნაბიჯებსა და ქმედებებს არ ვნახავთ, ვერ შევაფასებთ. ბევრი გვინახავს ისტორიის მაგალითზე, ვინც კარგი იდეებით მოსულა და საქმე გაუფუჭებია ან პირიქით. ჯერ უცნობია მისი პოზიცია საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, რადგან ამის შესახებ არაფერი უთქვამს. საუბრობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც წინასწარ გარკვეული ინტერესი გამოუმუშავდათ ივანიშვილის მიმართ. ის ხალხი, რომელიც ხბოს თვალებით შეყურებს ქართულ პოლიტიკაში კიდევ დიდი ფულის გამოჩენის გამო, ბუნებრივია, ივანიშვილს ყველაფერში გაამართლებენ. ის ოპოზიცია, რომელსაც მარჩენალი უკვე არჩეული Yჰყავს, ივანიშვილს ყველაფერში გააკრიტიკებს, ვინც არც ერთს არ მივეკუთვნებით, დაველოდებით, რა პოზიციას გამოხატავს ივანიშვილი.
_სააკაშვილის საპირწონეა ივანიშვილი? ის პირობას დებს, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში.
_ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელმაც ვერ შეძლო პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზება იმ დონეზე, რომ ქვეყნისათვის რაღაც შვება მოეტანა. Yყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიციას აირჩევს და როგორ გუნდს დაიყენებს გვერდში. თუ ისევ იმ გზით წავიდა, რომ ათასჯერ გამონაცვალ პოლიტიკურ პარტიებსა და ერთჯერადი თუ მრავალჯერადი გამოყენების პოლიტიკოსებს დაეყრდნობა, როგორც ბევრი სხვა ეყრდნობოდა ქართულ პოლიტიკაში, არაფერი გამოუვა. თუ თავის სტილს მოძებნის და სწორ პრინციპებს ჩამოაყალიბებს, ბუნებრივია ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალს პერსპექტივა აქვს.
_ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან თანამშრომლობაზე და ამავე დროს, არ აკრიტიკებს ბურჯანაძეს.
_სწორედ რესპუბლიკელებთან თანამშრომლობის არჩევანი თუ პიროვნული პატივისცემის მხრიდან არის, გასაგებია. თუ პრინციპების მიმართ, მაშინ, მინდა ვუთხრა, რომ დღეს ქართველი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ რესპუბლიკური პარტიის მიმართ არის, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ანტიქართული პოზიციებით ორ უმთავრეს საკითხში _ ლამის აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე აწერენ ხელს და თავიანთ საპროგრამო დოკუმენტებში ღიად ქართული ტრადიციული და ეროვნული ფასეულობების მიმართ სკეპტიკოსები გახლავან, ასევე მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ყველასათვის ცნობილია. ეს იმდენად უარყოფითი მომენტებია, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველა გაურბოდა რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობას, თუ რესპუბლიკელებთან მიმართებით ივანიშვილი პიროვნული ფაქტორებით ხელმძღვანელობს, ეს მისი გადასაწყვეტია. თავისთავად ამ კუთხით ყურადღების გამახვილება ნამდვილად სახეიროს არაფერს მოუტანს. ალბათ ბევრი გამოთქვამს სურვილს, ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილმა სქართველოს უახლეს ისტორიას უნდა გადახედოს არა მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ტელეეკრანზე ხდება, არამედ –რეალურ ვითარებას, რეალურ ისტორიას და თითოეული ადამიანის შეფასება რეალურ ისტორიაში ნამდვილად არ გაუჭირდება. ტელეეთერიდან შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკოსზე არასწორი შეხედულება შეექმნას.
-ანუ ივანიშვილს პირადი უსაფრთხოების გაძლიერების ნაცვლად ქართველი პოლიტიკოსების კულისებს მიღმა საქმიანობაში გარკვევას ურჩევთ?
_რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც საჯარო სივრცეში არ მონაწილეობდა, პირველწყაროდან ვერ აღიქვამს იმ მოვლენებს, რომლებიც რეალურად ვითარდება. ივანიშვილი აუცილებლად უნდა გაერკვეს იმ ძალთა განლაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოშია. მან გუნდი პოლიტიკური პრინციპებისა და ღირებულებების მიხედვით უნდა შემოიკრიბოს და არა მხოლოდ სააკაშვილის სიძულვილით.