მამუკა გიორგაძე პრემიერის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს

news.ge 06.9.2013

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლითაც მან ქვეყანაში არსებული პრობლემები საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ კულტურას დაუკავშირა, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

“პრემიერის ეს განცხადება ანალიზისა და დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. რაში გამოიხატება საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურა ან მისი საქმიანობა ამ კულტურის ასამაღლებლად. რატომ მიაჩნია, რომ გამოუცდელი ვართ და პრობლემა არა მთავრობაში, არამედ ჩვენშია. საზოგადოება ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ბოლო წლებში, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, საზოგადოებამ დაადასტურა, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მატარებელია და პრობლემა მთავრობაშია, პოლიტიკურ ელიტაში, იმ ადამიანებში, ვინც უნდა წარმართავდეს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას”, – განაცხადა გიორგაძემ “პრესკლუბში მე-17 სართულზე” გამართულ პრესკონფერენციაზე.

იგი მიიჩნევს, რომ მთავრობა საკუთარი მოსაზრების საზოგადოებისთვის თავზე მოხვევით შეცდომას უშვებს.

“მე გადაგარჩინე, უჩემოდ დაიღუპებოდით, უჩემოდ არ გაქვთ განვითარების პერსპექტივა – ამაშია პრობლემა. რაც შეიძლება მალე უნდა აიღოს მთავრობამ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებასა და მას შორის უფსკრული გაჩნდება”, – განაცხადა გიორგაძემ.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress