მამუკა გიორგაძის საპარლამენტო გამოსვლა
პარლამენტიდან
ამ დარბაზში სხედან ადამიანები, რომელთაც ახსოვთ ის “ბედნიერი” დრო, როცა ასე იმართებოდა სამეურნეო-პარტიული აქტივის კრებები. სწორედ ასეთ სტილში იმართებოდა აქტივის კრება. შემდეგ გამოვიდოდა ხელმძღვანელი და შეაჯერებდა კრების შედეგებს. ჩვენ შემოგთავაზეთ ჯანსაღი ფორმა: გამოვიდეს პარლამენტის თავჯდომარე გააკეთოს პოლიტიკური მოხსენება, ჩვენც მაშინვე გავუკეთოთ ოპონირება. ვიმსჯელოთ თემატიკაზე, ვიმსჯელოთ საკითხებზე. შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ეს მაინც წაადგება საქმეს… მაგრამ, სამწხუროდ, თქვენ აირჩიეთ ასეთი ფორმა_ იქნება გამოსვლები. ვუპატაკებთ პარტიას და სამშობლოს: “რა კარგად ვცხოვრობთ ანუ არის, რა თქმა უნდა პრობლემები, 1-2 ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა კიდეც, ვიღაცამ 12 თვე პენსია ვერ აიღო, ვიღაცა ჯარიდან შიმშილისა და ტილიანობის გამო გამოიქცა, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ რა რიხით მივდივართ წინ”……ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ასეთი “შემაჯამებელი” ჩვენს ქვეყანაში ერთი კაცია და ნუ გაიმეორებთ ამ სტილს, მოძებნეთ ის ფორმა, რომელიც უფრო მისაღები იქნება თქვენთვის. ვრცლად »