Archive for March 9th, 2014

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია 2008 წლის ომის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს

სახალხო პარტია ხელისუფლებას სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელმაც უნდა შეისწავლოს და პოლიტიკურ შეფასება მისცემს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. სახალხო პარტიის თავჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების დაპირებისა, რომ გამოიძიებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა ყოფილი ხელისუფლების ქმედებას ამ ომში, საკითხი საერთოდ მიჩუმათებულია. “მხოლოდ სატელევიზიო ტოქშოუებისა და ნაცმოძრაობასთან დებატების დროს [...]

გოგი ლორთქიფანიძე – საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ “შეშფოთების” გამოხატვით კმაყოფილდება

NEWS.GE  08.03.2014    სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოგი ლორთქიფანიძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმიანება. მისი განცხადებით, ბოლო დღეებში გახშირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენებისა და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოჭრა, რომლებმაც მისი თქმით, გადაუფრინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.

მამუკა გიორგაძე – დეპუტატები უმწიფარები და უპასუხისმგებლოები არიან

NEWS.GE  07.03.2014 „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე დეპუტატების პოლიტიკურ უმწიფარობაზე და პასუხისმგებლობის დეფიციტზე საუბრობს. გიორგაძისთვის, აღნიშნული შეფასების საფუძველი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატების შეუთანხმებლობა გახდა. „უკრაინის შესახებ რეზოლუციის განხილვამ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წევრთა პოლიტიკური უმწიფარობა და პასუხისმგებლობის სრული დეფიციტი. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ცხადად დაანახვა საზოგადოებას ამ ორგანოს სრული [...]

იქნებ ახლა მაინც გამოუჩნდეს მიწას პატრონი

საქართველოს მთავრობის წევრიებს: თ. წულუკიანს, გ. კვირიკაშვილს, შ. ფიფიას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი არაერთი წე¬რი¬ლის, ჩვენი არაერთი პუბლიკაციისა და სატელევიზიო გამოსვლის მიუხედავად, სამწუხაროდ, მიწის აღრიცხვისა და მიწის კოდექსთან ჩვენს მიერ დაყენებულ მწვავე საკითხებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ 2005 [...]

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონები დაიხარჯა

ახალი თაობა #55   7  03   2011   თეა მარხვაიძე ჩვენთან უკვე დიდიხანია საუბრობენ იმის შეახებ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ბრჯოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ღიად აკეთებს ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებებს.  მმართველი ელიტის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეიცხადეს, რატომ ერევა პტრიარქი პოლიტიკაში.  ცოტა ხნის წინ ის რუსეთთან გამჭვირვალე დიალოგის ინიციატივით გამოვიდა. ამაზე ნაციონალების [...]

mamuka

ხელისუფლებამ პატრიარქზე ზეწოლისთვის გარეგინ II გამოიყენა

საქართველო  ,,პრახადნოი დვორი” არ უნდა გახდეს ინრერვიუ მამუკა გიორგაძესთან – შორენა კოწოწაშვილი რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებული კანონით საჯაროდ გამოხატული აღშფოთების ტალღა შედარებით მინელდა, თუმცა, როგორც საკითხში კარგად გაცნობიერებული პირები მიანიშნებენ, ამ კანონს თავისი დამანგრეველი შედეგების მოტანა მომავალში შეუძლია, ანუ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი კანონი მიიღო და რელიგიური კონფესიების, მათ შორის სომხური ეკლესიის საჯარო [...]

ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას – 2011

მამუკა გიორგაძე: “ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას” სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, დაყოს ერთიანი მართმადიდებლური სივრცე და ამ გზით მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტება-რღვევა და დასუსტება. _სააკაშვილი სწორედ იმიტომ მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ მან ყოველივე ქართული უნდა დაშალოს და გაანადგუროს. მათ შორის, საქართველოს ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც არის შემკვრელი ქართლი საზოგადოებისა და [...]

SONY DSC

პარლამენტში ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ბუნაგია – 2011.03.23

სხვადასხვა სოციალური გამოკითხვებით ბევრჯერ დამტკიცდა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტით ეკლესია სარგებლობს. ეს კი ჩვენი ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. დღეს ყველა ამბობს, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. ამტკიცებენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების სათავეში ნაციონალების მოსვლის შემდეგ დაიწყო. ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. მას ის [...]

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიდი გარიგება მზადდება: სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი უკვე დაიწყო – 2010

ახალი თაობა  2010-11-13 ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის დიდი გარიგება მზადდება: სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი უკვე დაიწყო ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსის პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, პრაქტიკულად არ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკური ძალები; არ არის პარტიები, რომლებსაც ექნებათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსი, იდეოლოგია, გამართული სტრუქტურები და ა.შ. შესაბამისად, ვიღებთ იმ სურათს, რაც არის. [...]

giorgadze-1

რატომ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში სიტყვის გატეხა – 2011

რატომ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში სიტყვის გატეხა და რატომ იყენებს ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი სისულელით ძველი სისულელის გადაფარვის ერთნაირ მეთოდს 2011-06-21    ნინო ხაჩიძე ის, რაც ქართულ ოფიციალურ პოლიტიკურ სცენაზე ხდება, უნებლიეთ შიდა გარჩევების შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტრადიციით, განსაკუთრებით დაუნდობლად ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფილი თანამოაზრეები მოქმედებენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ერთმანეთის სუსტი წერტილები [...]

Powered by WordPress