იქნებ ახლა მაინც გამოუჩნდეს მიწას პატრონი

საქართველოს მთავრობის წევრიებს: თ. წულუკიანს, გ. კვირიკაშვილს, შ. ფიფიას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი არაერთი წე¬რი¬ლის, ჩვენი არაერთი პუბლიკაციისა და სატელევიზიო გამოსვლის მიუხედავად, სამწუხაროდ, მიწის აღრიცხვისა და მიწის კოდექსთან ჩვენს მიერ დაყენებულ მწვავე საკითხებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ 2005 წლამდე ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთ¬რეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგო¬მარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასა¬მტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.
მას შემდეგ, რაც 2004 წელს ხელისუფლებაში მოსული ახალი მთავრობის მიერ ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მისი ძირითადი ფუნქციები გადანაწილდა საქართველოს იუსტიციის, სოფ¬ლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინი¬სტროებს შორის. კერძოდ, მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციები გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ ფუნქციების შესრულებაზე. შემდგომ ეს ფუნქციები, მართალია, გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა ქვეყანაში დღემდე არ ხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასაოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშ¬ნულებისა და კატეგორიების მიხედვით.
უკანასკნელად საქართველოს მიწის ბალანსი გაკეთდა 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რომლის საფუძველზეც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშ¬ნულების მიწის ფართობები შეადგენდა 3025,8 ათას ჰექტარს, მათ შორის სახნავი – 802,1 ათას ჰექტარს, მრავაწლიანი ნარგავები – 263,5 ათას ჰექტარს, სათი¬ბი – 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი – 1796,6 ათას ჰექტარს.
საყურადღებოა, რომ 2003 წლის მიწის ბალანსი მოიცავდა მონაცემებს დასავლეთ საქართველოში მიწების მეორადი დაჭაობების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში – გაუდაბნოების, ეროზირებული, დამლაშებული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებულ სხვა არასასურველი პროცესების შესახებ. უკანასკნელ პერიოდში ეს პროცესები, ბუნებრი-ვია, უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა, მაგრამ თუ რა მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, სათანადო მონაცემების არარსებობის გამო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მთლიანი ფართობი შეადგენდა მხოლოდ 838,0 ათას ჰექტარს. ამის შესახებ ქვეყანაში შეშფოთება არავის გამოუხატავს, მაგრამ გაოცება ვერ დამალა გაეროს შესაბამისმა სამსახურმა, რის შესახებაც წერილობით აცნობა ჩვენი ქვეყნის მთავრობას და მოითხოვა შესაბამისი ახსნა 2 მლნ. ჰა-ზე მეტი ფართობის `გაქრობის~ შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე იმიტომ გავაკეთეთ ძირითადი აქცენტი, რომ ქვეყნისთვის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის – მიწის რაოდენობრივ-ხარის¬ხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება დროული და უპირველესი ამოცანა უნდა გამხ¬დარიყო ახალი ხელისუფლების შესაბამისი ორგანიზაციებისთვის.
ჩვენი აზრით, საქართველოს მიწის ფართობების აღრიცხვის უგულებელყოფა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მომავალი თაობა ამას არ გვაპატიებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ამჟამად შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს მიწის აღრიცხვისა და მიწის კოდექსის პროექტის შედგენის საკითხებზე, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმე¬ბით. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ კომისიის შემადგენლობაში არ არიან შეყვანილი მაღალკვალიფიციური, შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეცი¬ა-ლისტები, რომლებიც მუშაობდნენ მიწის მართვის პრობლემურ საკითხებზე და აქვთ შესაბამისი გამოცდილება ამ სფეროში (ნ. ტურაბელიძე, დ. ეგიაშვილი, გ. ზიბზიბაძე, გ. ბუცხრიკიძე, გ. ყარჩილავა, ა. ფირცხალაშვილი და სხვ.).
გავეცანით რა ზემოხსენებული კომისის წევრის, ქ. კვიციანის მიერ შედგენილ მიწის კოდექსის პროექტს, გვინდა მის მიმართ გამოვთქვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცალკეული შენიშვნები და წინადადებები:
– მიწის კოდექსის პროექტი, ძირითადად, აგებულია მიწის ერთიანი ფონ¬დის, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი მიწის ბალანსის და მიწის კოდექსის საფუძველზე, რაც მთლიანად ეწინაღმდეგება საქართველოს კანონს: `სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~, ასევე `სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონს (რომელიც მიღებულია 2010 წლის 21 ივლისს, #3512-რს), ამჟამად მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსს;
– როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და მიწის კოდექსის პროექტის ავტორები ვერ გაითვალისწინებდნენ მიწასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც მოცემულია ადგილობრივი თვითმართველობის ახალ (საქართველოსთვის არარაციონალურ) კანონში;
– მიწის კოდექსის პროექტში შემოტანილია ახალი ცნებები და ტერმინები, რომელთა ნაწილი, ჩვენი აზრით, მიუღებელია, ხოლო რაც მისაღებია, პროექტში არაა მოცემული მათი განმარტება; გარდა ამისა, კოდექსის პროექტში გამოყენე¬ბუ¬ლი რიგი სხვა ცნებები და ტერმინები არ არის სრულყოფილად გადმოცემული და ამდენად, არ იძლევა ამა თუ იმ ცნების თუ ტერმინის სრულყოფილად გაგების საშუალებას; ამასთან ერთად, კოდექსის პროექტში არ არის გათვალისწინებული პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული `სასოფლო-სამეურნეო კოოპე-რატივის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
– კოდექსის პროექტის ავტორს არ აქვს გათვალისწინებული ასევე საქართველოს კანონი `წიაღის შესახებ~, რის გამოც არასწორად ადგენს, რომ თითქოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული წიაღისეული მიწის მესაკუთრის საკუთრებაა (საქართველოს კანონი `წიაღის შესახებ~, მუხლი მე-2, პუნქტი 3 ადგენს: `მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას~);
– მიწის კოდექსის პროექტში განხილულია უძრავი ქონების –მიწის გირავნობა, რაც ჩვენი აზრით, არ არის სწორი (უნდა იყოს იპოთეკა), რადგან გირავნობა ხდება მოძრავ ნივთზე. უძრავი ქონება – მიწა კი იტვირთება იპოთეკით);
– პროექტის მთელი რიგი მუხლები ბუნდოვანია და მოითხოვს დაზუსტებას, აკლია კონკრეტულობა და არცთუ იშვიათად, ურთიერთსაწინაღმდეგოა, ამასთან, საკითხები არაასისტემურადაა დალაგებული, კოდექსის პროექტში ხშირ შემთხვევაში მიწის აუქციონის ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი: `ვაჭრობა~, რაც არასწორად მიგვაჩნია;
– მიწის კოდექსის პროექტში ასევე ვრცლად მოცემულია მიწის იჯარის, მიწის განკარგვის, უზურფუქტის…ინსტრუქციები, რაც, ჩვენი აზრით, არ არის საჭირო, რადგან ამ საკითხებზე არსებობს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ნორმატიული აქტები და მათი დაწვრილებითი მოტანა კოდექსის პროექტ¬ში მიზანშეწონილი არ არის. რადგან კოდექსი ისედაც საკმაოდ არის გადატვირთული არააუცილებელი დებულებებით. მიგვაჩნია, რომ მიწის კოდექსი კანონთა კრებული უნდა იყოს და არა მანამდე გამოცემული ნორმატიული აქტების ნაკრები;
– კოდექსის დიდი ნაწილი დათმობილი აქვს ისეთ საკითხებს, რომლებიც მოცემულია ტყისა და წყლის კოდექსებში და ამდენად მათი გამეორება მიწის კოდექსში არ მიგვაჩნია მართებულად.
მართალია, ბუნებაში იმთავითვე, სრულყოფილი კანონის მიღება, როგორც წესი, ვერ ხერხდება (მხოლოდ პრაქტიკის განზოგადება, სიტუაციური ექსცესები სრულყოფს და ხვეწავს მას), მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონის პროექტს მოეთხოვება იყოს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული და ნაკლებ ხარვეზიანი, რაც განსახილველ კანონის პროექტს არ ახასიათებს.
პროექტის თითქმის ყველა მუხლსა და პუნქტზე არსებობს სერიოზული შენიშვნები და წინადადებები, რომელთა საგაზეთო წერილის ფორმატში განხილვა-გაანალიზება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. აღნიშნულის გამო საქართვე¬ლოს იუსტიციის მინისტრთან შექმნილ მიწის აღრიცხვისა და მიწის კოდექსის პროექტის შემმუშავებელ კომისიას მივმართავთ, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში განიხილონ ჩვენი შენიშვნები და არგუმენტული დასკვნების მოსმენის შემდეგ გაითვალისწინონ ისინი პროექტის საბოლოო ვარიანტში.
დაბოლოს: უმჯობესი იქნება მიწის კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება, ვიდრე წარმოდგენილის გადამუშავება ან/და ჩასწორება.

პაატა კოღუაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

ანზორ მესხიშვილი
გაეროს ევროპის კომისიის (ჰორუსის) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინტერნაციონალურ-გეოკონსულტაციურ ფირმა – `დოკტორ ვაისი და პარტნიორი~-ს სერთიფიკატების მფლობელი უძრავი ქონების, თანამედროვე კადასტრისა და რეგისტრაციის საკითხებში

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress