ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას – 2011

მამუკა გიორგაძე: “ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას”
სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, დაყოს ერთიანი მართმადიდებლური სივრცე და ამ გზით მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტება-რღვევა და დასუსტება.
_სააკაშვილი სწორედ იმიტომ მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ მან ყოველივე ქართული უნდა დაშალოს და გაანადგუროს. მათ შორის, საქართველოს ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც არის შემკვრელი ქართლი საზოგადოებისა და სწორი ორიენტირების მიმცემი. ამიტომაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულ ეკლესიას შეექმნას პრობლემები, _ აცხადებს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი და ეკლესიის საკითხებში კარგად გაცნობიერებული მამუკა გიორგაძე.
გიორგაძე ეკლესიის წიაღში ხელისუფლების ხელის ფათურს და ამ ეტაპისთვის არსებულ ვითარებას ძალიან მძიმედ აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ჯერ საგანგაშო ვითარება არ არის.
გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რას იტყვით პოლიტიკურ ვითარებაზე. გადაჭარბებულია ოპოზიციის ნაწილის პროგნოზი, პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა გველისო?
_ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური სისტემა უსაქმურობის გადაფარვისა და ხელოვნური აქტიურობის შექმნისა. ჩამოყალიბდა სისტემა, როდესაც ზამთარსა და ზაფხულში თურმე არ შეიძლება პოლირიკური ცხოვრება, რომ ცრუ მოლოდინი იყოს გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ა.შ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.  ქართული პოლიტიკა,  სამწუხაროდ, შიდა დუღილის პროდუქტი არ გახლავთ. ის გარედან მართული პროცესია და შესაბამისად, გარედან მმართულ პროცესს სჭირდება ვირტუალური ბრძოლა, პოლიტიკური პროცესის იმიტაცია. მოსახლეობას უნდან შეექმნას განცდა, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით.   სინამდვილეში ქართული პოლიტიკა დღეს სრულად არის მართული. რუსთაველზე ხდება ამ მართვადი პროცესის წარმოდგენა სპეკტაკლებად, სადაც ჩვენ მოსახლეობას, ხანდახან ანტურაჟად გვიწევს ყოფნა. აქედან გამომდინარეა, რომ ქართული პოლიტიკური ვანგები თავის თავს ექსპერტებად და პოლიტოლოგებად მიიჩნევენ, ან თვით პოლიტიკოსად წოდებული მსახიობები   აცხადებენ რომ აუცილებლად იქნება პოლიტიკურად აქტიური შემოდგომა. შემოდგომა უკვე დაიწყო. სად არის ოპოზიციის აქტიურობა? ისინი იმის მიხედვით აქტიურდებიან თუ რა სჭირდება ქვეყნის გარეთ მყოფ რეჟისორს.
- უკვე გამოკვეთილია ამ ეტაპზე რა სჭირდება ქვეყნის გარეთ მყოფ რეჟისორს? ცხელი ზაფხულის პირობებში უკვე ვიხილეთ მართმადიდებელ ეკლესიაზე მორიგი დარტყმა და ა.შ.
_ რა თქმა უნდა, გამოკვეთილია მთავარი მიმართულება, რომ კურსი _ თვითლიკვიდაცია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარებს, ეს უნდა იყოს შეუქცევადი პროცესი. პრაქტიკულად უნდა  მიმდინარეობდეს იმიტაცია ვითომ საქართველოსთვის ბრძოლისა და, სინამდვილეში  მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის მოპოვებისა და ხელისუფლებისათვის. პრაქტიკულად უარყოფილია საქართველოს  ფუნდამენტური ინტერესები.  ბოლო დროს ვსაუბრობთ ხელისუფლების დამხობაზე, გაშვებასა და ა.შ და არ ვსაუბრობთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რატომაც უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება; არ ვსაუბრობთ  სახელმწიფოებრივ თემებსა  და ქვეყნის განვითარების მძირითად მიმართულებებზე; დეკლარაციისა და ლამაზი ფრაზების გარდა  არ ვსაუბრობთ თუ როგორი საქართველო გვინდა.  რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო და რას უნდა ემყარებოდეს ქართული ცნობიერება. სამაგიეროდ ვსაუბრობთ იმაზე სააკაშვილი წავა თუ  არ წავა; გალახა მინისტრი თუ არა; ამა თუ იმ ქალთან ფლირტაობს თუ არა და ა.შ. შემდეგ გადავდივართ იმ თემებზე სააკაშვილი სომეხია თუ ქართველი. არ ვსაუბრობთ ქართულ სახელმწიფოებრივ საფუძვლებზე. აი ეს უნდა რეჟისორს რომ უქმად დაიხარჯოს ჩვენი ენერგია; რომ არ შედგეს ქართველი ერის ერთობა  და შეფასების ერთიანი შკალა, რათა განვსაზღვროთ, ვინ მტერია და ვინ _ მოყვარე.
- თქვენ შეკვეთილი პოლიტიკის გატარებაზე საუბრობთ. რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებული კანონის მიღებისას ითქვა, სომხური დაკვეთა შესრულდა და რომ ეს კანონი ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიის დაშლისკენ არის მიმართული და ორი პატრიარქის დაკანონებისთვის. ითქვა, რომ რამოდენიმე მოძღვარი დედაეკლესის გამოეყოფა და შპს-დ დარეგისტრირდება. ამ გზით ეკლესიის გახლეჩვის მცდელობაზე თვით სასულიერო პირებიც მიანიშნებენ.
_  საერთოდ  არ  არსებობს  ტყუილი,  მასში  სიმართლი  რაღაც   ელემენტი  რომ არ  იყოს. სწორედ  ამით  არის  ტყუილი  სანტერესო. რაც შეეხება ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებს, ის სწორედ იმიტომაც მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ მან ყოველივე ქართული დაშალოს და გაანადგუროს. მათ შორის საქართველოს ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც არის შემკვრელი ქართული საზოგადოებისა და სწორი ორიენტაციის მიმცემი. ამიტომ ყველაფერი  კეთდება  იმისათვის  რომ  ქართულ  ეკლესიას  შეექმნას  პრობლემები.  რაც  შეეხება   მიღებულ  კანონს  ჩვენ  უნდა  შევეჩვიოთ  ერთ აზრს:  ხელისუფლება  მოქმედებს  მცირე  მუხტების აფეთქების  იდეოლოგიით.  მან იცის,  რომ  ერთბაშად  სერიოზული,  პირდაპირი  იერიშის  მიტანა  მას ძალიან  ძვირი  დაუჯდება.  მან  იცის,  რომ  მისი  მდგომარეობა  საკმაოდ  მყიფეა  სახელმწიფოში  და   დღეს  რომ  პრინციპულად  დადგეს  საკითხი,  ის  აუცილებლად  წააგებს.  ამიტომ,  თავის  პრაქტიკაში  შემოიღო  მცირე  მუხტებით  აფეთქების  თეორია.  პრაქტიკულად  ახორციელებს  ნელ-ნელა  ქართული  სახელმწიფოებრიობის რღვევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.  აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი  ეტაპია ეს  კანონი,  რომელიც  თავისთავად  აბსურდია  იმ  მხრივ,  რომ  საჯარო  სამართლის  იურიდიულ  პირად  შეიძლება  გახდეს  ამა თუ  იმ  აღმსარებლობის  წარმომადგენელი  ორგანიზაცია,  მაგრამ  მასზე არ  ვრცელდება  საჯარო  სამართლის   იურიდიული  პირის  შესახებ  კანონი. ეს თავისთავად აბსურდია. შეიძლება ითქვას ეს არის სამართლებრივი ნონსენსი. მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი იერიშია იქითკენ, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიისაგან განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს ნელ-ნელა მიეცეს ისეთივე უფლებები და შესაძლებლობები, როგორიც საქართველოს ეკლესიას აქვს. გაწონასწორდეს ქონებისა და უფლებების საკითხებში და ა.შ. შემდგომ ბუნებრივია, დასვამენ საკითხს, რომ  დემოკრატიაა ჩვენთან და კონკურეტულ გარემოში ჩავაყენოთ საქართველოს ეკლესიაო. როდესაც საქართველოს ეკლესიას თავისუფალ კონკურენციაში მოუწევს ჭიდილი, თუნდაც კათოლიკურ ეკლესისთან, რომელიც ნახევარი მსოფლიოა, და თუნდაც   ისეთ ფინანსურად და სხვა რესურსებით  ძლიერ სომხეთიოს ეკლესიასთან, ან თუნდაც ისლამთან, უკვე ბუნებრივია ამ ვითარებაში ეკლესია თვითონვე აღმოჩნდება  დისკრიმინაციულ  მდგომარეობაში.  Aაი,  აქეთკენ  მივდივართ.   მეორე მომენტი,  რაზეც  ახლა თქვენ  ამახვლებთ  ყურადღებას, ბუნებრივია  ხელისუფლება  ამ  კანონებით  არყევს ეკლესიის  ერთიანობას;  ის ეძებს ბზარს ეკლესიაში სასულიერო პირების მოსყიდვის, გადაბირების, დაშინების, მათთვის სასურველი პირების პროპაგანდირების ხელშეწყოფით ცდილობს, რომ  ასეთი  ბზარი  გააჩინოს  ეკლესიაში  და ცდილობს  სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ამით სააკაშვილი  თავის ჭკუით  ნელ-ნელა ანგრევს იმ მონოლითს, რასაც საქართველოს ეკლესია ჰქვია. საბოლოო ჯამში, სააკაშვილი ვერაფერს უზამს ეკლესიას. მე მოვესწარი იმ პერიოდს, როდესაც სამი ეპისკოპოსი იყო მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში და 40-მდე მღვდელი და მთელი საქართველოს მრევლი ერთმანეთს ვიცნობდით.
-ამ ხელისუფლების პირობებში ფაქტია, ყველაფერი დასაშვებად უნდა განვიხილოთ, მათ შორის, ეკლესიის მიზანმიმართული ნგრევაც. თავად სასულიერო პირებიც მიანიშნებენ, რომ ხელისუფლების ინტერესებსია ორი პატრიარქის ანუ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ალტერნატივა გააჩინონ.
-ამას ხელისუფლება არც მალავს. დეკლარირებას პირდაპირ არ უკეთებს, მაგრამ თავის სურვილებს არც მალავს. ფიქრობს რითი შეიძლება დაასუსტოს მან ეკლესია. ეკლესია შეიძლება დაასუსტოს სწორედ ისე, როგორც კომუნისტებმა – დახვრიტონ, გაანადგურონ სასულიერო პირები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სულ რაღაც 20 წელი იყო საჭირო კომპარტიის განადგურებიდან და დღეს ვხედავთ, რომ ეკლესია მრევლითა და სასულიერო პირებით სავსეა. ამიტომ გადაწყვიტა ნაცადი ხერხი – დაყავი და იბატონეს პრინციპით ემოქმედა. გადაწყვიტა, ისევ შიგნიდან ააფეთქოს ეკლესია  და რამდენიმე სუბიექტი გახდეს საქართველოში მართმადიდებლური აღმსარებლობის მქონე. მას აქვს სურვილი, რომ გაყოს ერთიანი მართმადიდებლური სივრცე; რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, კიდევ აღმოჩნდეს მართლმადიდებლური კონფესიები საქართველოს შიგნით.
-ამაზე სააკაშვილს გარკვეული მღვდელმთავრები წაყვებიან? რა ინფორმაციებს ფლობთ?
-ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: შეიძლება საზოგადოება ამას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ საქართველოში ფუნქციონირებს ბოსტონის ეკლესიის წარმომადგენლობა ქართველი სასულიერო პირების; ფუნქციონირებს საბერძნეთში მოქმედი ორი მიმდინარეობის წარმომადგენლები ქართველი სასულიერო პირების. საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. სტაროვერები – ძველი წესით მართლმადიდებლები. ასე რომ, ნელ-ნელა ამ სივრცეში მათ შემოჰყავთ ახალ-ახალი სუბიექტები. ნელ-ნელა ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში მართლმადიდებლური სივრცე გაიყოს. ამ კანონით, რომელიც ახლა მიიღეს, თავისუფლად შეუძლია საბერძნეთში რეგისტრირებულ იმ ეკლესიებს, რომლებშიც ქართველი სასულიერო პირებიც არიან გაერთიანებულნი, ისეთივე სტატუსით დარეგისტრირდნენ, როგორც საქართველოს სამოცუქყლო ეკლესიაა დარეგისტრირებული. ეს პირველი ნაბიჯი იქნება. ხვალ ყველანაირ პრივილეგიებს მიანიჭებენ. Kკიდევ უფრო მეტი: მათ მისცემენ იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად რადიკალურები გამოჩნდნენ, ვიდრე საქართველოს ეკლესია. ეს ყველაფერი დევს ხელისუფლების გეგმებში. აუცილებლად გამოჩნდება და დღესაც არის ეს მინიშნებები. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს იგივე საქართველოს ეკლესიის წიაღიდან განკვეთილი მკალავიშვილი, რომელიც გაცილებით რადიკალური და აგრესიული იყო ე.წ. სექტების თუ იაღოველების მიმართ და მას საკმაოდ სერიოზულ ტირაჟირებას უკეთებდა საქართველოს ცენტრალური ტელევიზიები. ჩვენ ვხედავთ ე.წ. “რადიკალურ” სამღვდელოებას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან ხმამაღალი პროტესტის ფონზე უკვე უშვებს ანტიეკლესიურ წინადადებებს; უკვე უშვებს ქვეცნობიერად ქართულ საზოგადოებაში იმის დანერგვას, რომ აი, საქართველოს ეკლესია უმოქმედოა; რომ აი, ეს “რადიკალი” მღვდლები, ეს “ორთოდოქსი” როგორც რწმენით, ასევე პოლიტიკური საქმიანობით გაცილებით უფრო მიმზიდველები არიან. ისინი ცდილობენ, რომ წაართვან მრევლი საქართველოს ეკლესიას; ცდილობენ, რომ დაყონ ერთიანი ქართული მართმადიდებლური სხეული. მათ ყველანაირად ხელი ეწყობათ. გადახედეთ პრესას და დაინახავთ რომ ძალიან ბევრია ასეთი ტირეჟირებული და პროპაგანდირებული სასულიერო პირები  თუ ეკლესიასთან ახლოს მდგომი, ან ეკლესიასთან  კეთილმოსურნეობის ტერმინოლოგიით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, მოუწოდებენ სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად და პოპულარობას იძენენ საპროტესტო ელექტორატში, ან საპროტესტო მრევლში, შეიძლება ასეც ითქვას. მეორე მხრრივ, პრაქტიკულად ყურადღებას ამახვილებენ ქართული ეკლესიის არაერთსულოვნებაზე; ზოგიერთი იერარქის ცუდ საქციელზე. შე კაი დედმამიშვილო, თუ მორწმუნე ადამიანი ხარ, არსებობს იერარქის, მღვდლის თუ მრევლის წარმომადგენლის ქმედების შეფასების ეკლესიური წესი. რა შუაშია პრესითა და ტელევიზიით საჯარო სივრცესი ამ ყოველივეს გამოტანა. მაგრამ ხელისუფლება ამ ადამიანებს, მე არ ვამბოვ, რომ ეს ადამიანები ამას ხელისუფლების დაკვეთით აკეთებენ, ძალიან ბევრი მათგანი დაკვეთითაც აკათებს, მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ მათ მოიპოვეს ეთერი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მათგანს იქეთკენ მიჰყავს საქმე, რომ ხელს უწყობს სააკაშვილის გეგმების რეალიზებას. ეს ძალიან რთული პროცესებია და სააკაშვილი კარგად იყენებს შექმნილ ვითარებას. კარგად იყენებს თუნდაც საზოგადოებაში გაჩენილ უდიდეს საპროტესტო მუხტს, შეიძლება ითქვას, ზიზღსაც ხელისუფლების მიმართ. ნებისმიერი,  ვინც ამ ხელისუფლებას აუგად მოიხსენიებს, გალანძღავს თუნდაც შეურაცხყოფის დონეზე, ამ საპროტესტო მასის თვალში რეიტინგული  ფიგურა ხდება.  ისევე, როგორც ვინც ხელისუფლების გვერდით აღმოჩნდება, რომელიღაც სატელევიზიო კადრში, აშკარად უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში. ხელისუფლება ამას სერიოზულად უწევს ტირაჟირება-პროპაგანდირებას. ისევე, როგორც მას თავისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები ჰყავს. სატელიტი ექსპერტები ჰყავს და ხელოვნების თუ სპორტის სატელიტი წარმომადგენლები, რომლებსაც ვითომ ოპოზიციური მანტიით ამსახურებს თავის ინტერესებს. ასევე, ბუნებრივია, გამოჩნდება მორწმუნეთა რიგებშიც. ასევე ვითომ კრიტიკულად განწყობილი სააკაშვილის მიმართ, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და ხელს უწყობს სერიოზულად ეკლესიის შიგნიშ ბზარის გაჩენას.
_ და ბოლოს, რელიგიურ კონფერენციებთან მიღებული კანონის პარალელურად აქტიურად კეთდებოდა განცხადებები, რომ ბოკერიას ჯგუფი ეკლესიის შიგნით განხეთქილების მიზნით აქტიურად მუშაობსო. შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ კუთხით უკვე საგანგაშო ვიტარებაა?
_ შეგვიძლია ვთქვათ. ამ 35 წლის განმავლობაში რა პროცესებიც ვითარდებოდა ეკლესიის გარშემო, მე პირადად, მონაწილე თუ არა, საქმის კურსში ვიყავი. შემიძლია ვთქვა, რომ საგანგაშო არაა, მაგრამ ძალიან მძიმე  სიტუაციაა. იმიტომ რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლების შიგნით არის ცენტრი, რომელიც 24 საათის მანძილზე მეტს არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, იმუშაოს იმ მექანიზმებზე რით შეუქმნას პრობლემა ეკლესიას. როგორ შეუშალოს ხელი ეკლესიას თავისი ფუნქციების რეალიზებაში; როგორ  დაყოს, გაანადგუროს,   მოისყიდოს, სასულიერო პირები მრევლი და ა.შ სამწუხაროდ არ არსებობს ერთიანი ცენტრი, სადაც მორწმუნე საზოგადოება შეიკრიბება და ელემენტარულად კრიზისიდან გამოსვლის გზებს დასახავს; სადაც ერთიან სამუშაო გეგმებს შეიმუშავებს; სადაც ელემენტარულად ჩამოყალიბდება მორწმუნე საზოგადოება, რა არის დღეს საკეთებელი,  რა არის უმთავრესი ამოცანა; დადებენ თავის ხედვებს და ერთობლივად დაიცავენ ერისა და ეკლესიის ინტერესებს. პოლიტიკური პარტიები ამას ვერ აკეთებენ. ამას შეიძლება ახსნა ჰქონდეს _ მათ შეიძლება სხვადასხვა მსოფლთმხედველლობა გააჩნდეთ. მაგრამ, როგორ შეიძლება მრევლი,  რომელსაც ერთი მსოფლმხედველობა უნდა გააჩნდეს, არ მუშაობდეს ასეთი  ცენტრის შექმნაზე. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ყველანი ქრისტესკენ მივდიოდეთ და ერთმანეთს არ  ვუახლოვდემოდეთ.  სწორედ აქ  დგება  პრობლემა.  ე.ი. ჩვენ ერთმანეთს არ ვუახლოვდებით.  თუ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს არ ვეძებთ, მაშინ ჩვენ   არ  ვუახლოვდებით  ქრისტეს.  როცა მტერია ორგანიზებული და ჩამოყალიბებული და მეორე მხრივ, მრევლი არ არის ორგანიზებული და არ არის კოორდინაციაში, ბუნებრივია, ეს არის ძალზედ მძიმე ვითარება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress