Archive for March, 2014

SONY DSC

რატომ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი რუსებს უბრძოლველად

10.08.2012 “ახალი თაობა” თამარ ნინიძე 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების სამარცხვინო ქმედებებს  გვახსენებს.  ცოტა ხნის წინ  კიდევ ერთხელ გავიხსენეთ როგორ კურდღლებივით შეშინებულები იდგნენ წითელ ხიდთან სააკაშვილის ხელქვეითები და საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.  გაქცეულთა შორის არაერთხელ გახმოვანდა კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას სახელიც.  დღეს კი რურუას ლომის გული და გამბედაობა მიეცა და [...]

mamuka

ლაფანყურის ოპერაციაში ხელისუფლება ვიღაცასთან გარიგებული იყო – 2012

2012-09-05 “ახალი თაობა” ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი და სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ სწორედ უნდა დასვას საკითხები და ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. – დღეს რაიმე საუბარი იმაზე და ლოგიკური მოსაზრება, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები ქართული სახელმწიფოებრიობის განმტიცებისათვის იყო საჭირო, პრაქტიკულად შეუძლებელია. იკვეთება ერთადერთი ვერსია, რომ ხელისუფლება [...]

giorgadze_mamuka

ამ ხელისუფლებას საყრდენი ბოძი ყველამ – ერთად და ცალკეც უნდა გამოვაცალოთ

ახალი თაობა 2012-08-25 ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან – ბატონო მამუკა, ფაქტია, სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლა ძალიან საინტერესოდ ვითარდება. თქვენი შეფასებით, რის წინაპირობას ქმნის პოლიტიკური ბრძოლის ეს პროცესი? – საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება შორსაა ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ელემენტარული მოთხოვნებისგან, რაც, სამწუხაროდ, ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სააკაშვილის შექმნილი ტირანული რეჟიმი ყოველნაირად ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის საფუძვლად [...]

giorgadze-1

ეკლესიაზე ზეწოლა ვერავინ ვერ უნდა გაბედოს!

22-23.09.2012 თამარ ნინიძე ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან _ საპატრიარქოში მიიჭრნენ საზოგადოებისთვის სახიფათო სუბიექტები დათა ახალაია და სოსო თოფურიძე. რატომ არ გახმაურდა ამ ვიზიტის დეტალები? _ მისმა უწმინდესობა, როგორც მას სჩვევია და რაც არის საქართველოს დედაეკლესიის ბუნებრივი ფუნქცია დადგა თავისი მრევლის გევრდით, პატრიარქი და მღვდელმსახურები არა ერთხელ სვამდნენ საკითხს პატიმართა მძიმე მდგომარეობის შესახებ, არაერთი [...]

ევროპარლამენტის წევრს ბატონ ვიტაუტას ლანდსბერგისს

ძვირფასო ბატონო ლანდსბერგისს მოგმართავთ, როგორც წლების მანძილზე თანამებრძოლს იმპერიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და მეგობარს. მართალია, საქართველო დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული, სამწუხაროდ, რუსეთის გადამწყვეტმა გავლენამ და ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის ელემენტებმა უხვად გამოავლინა თავი ჯერ ედუარდ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ამიტომ დასავლეთის დახმარება დღესაც ისევე გვჭირდება, როგორც ადრე. 

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება -2012

ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს შემზარავი კადრები საქართველოს ციხეებში გამეფებული წამების, ადამიანის ღირსების შეურაცმყოფელი და ჯგუფური სადისტური ქმედებების შესახებ. სააკაშვილის და მისი კრიმინალური დაჯგუფების მცდელობა წარმოაჩინონ მომხდარი, როგორც მხოლოდ ერთი, კერძოდ, სასჯელაღსრულების სისტემის წარუმატებელი რეფორმა, კრახისთვისაა განწირული.

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებისკენ იბრძოლებს

NEWS.GE 11.03.2014 “სახალხო პარტია” საქართველოს პატრიარქის სამ განცხადებას ეხმაურება. პარტიის წევრები მიჩნევენ, რომ მისი განცხადებებიდან ჩანს “ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებები და აქცენტები მკაფიო გზავნილია როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ არსებული იმ ძალების მიმართ.” პარტიის წევრები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სამოქალაქო სივრცეში ეკლესიას გამოუჩნდეს ერთგული, სტრუქტუირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განეიტრალებას შეძლებს.

sioni

მამუკა გიორგაძე ილია მეორეს მადლობას უხდის

NEWS.GE 11.03.2014 ოპოზიციონერი მამუკა გიორგაძე სტამბოლში გამართული დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი სხდომის შესახებ საუბრობს. იგი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეს იმისათვის, რომ “ძნელბედობის ჟამს ბრძენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მოჰმადლა.” “მიმდინარე 6-9 მარტს სტამბოლში დიდი და წმინდა კრების მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. გავრცელდა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიერ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტაძარში მართლმადიდებელი პირველიერარქების [...]

SONY DSC

მამუკა გიორგაძე: ამ ქმედებებით ჩვენი ქვეყნის მომავალი არა ევროკავშირში, არამედ ევრაზიულ კავშირშია!

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება “ნაციონელური მოძრაობის” მიერ “დამკვიდრებულ პრაქტიკას” განაგრძობს. გიორგაძეს ამის მაგალითად ბანკი “ქართუს” მაგალითი მოჰყავს და ხელისუფლებას ხმაურიანი საქმეების გასაჯაროებისკენაც მოუწოდებს. “ხელისუფლება აგრძელებს ნაცმოძრაობის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას: საკუთარ პიროვნულ თუ ჯგუფურ ინტერესში მყოფი საქმეების პროკურატურის მეშვეობით კულუარულად მოგვარებას. მსგავსი მოტივის მქონე ჩადენილი დანაშაულები, როგორც წესი, არ მიდის სასამართლომდე და [...]

“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მიმართავს

NEWS.GE 10.03.2014 “სახალხო პარტიის” წარმომადგენლები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემებს ქვეყნის მთავრობა არასახელმწიფოებრივად უდგება. “დღეს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პრობლემატიკას დაემატა ღურტაში მომხდარი აღმაშფოთებელი ინციდენტი, სადაც სახელმწიფომ ძალა გამოიყენა პროტესტის გამოსახატავად გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ ინციდენტში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის საქციელი, რომელმაც [...]

Powered by WordPress