სახალხო პარტიის განცხადება -2012

gerbebi_Page_6

ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს შემზარავი კადრები საქართველოს ციხეებში გამეფებული წამების, ადამიანის ღირსების შეურაცმყოფელი და ჯგუფური სადისტური ქმედებების შესახებ.
სააკაშვილის და მისი კრიმინალური დაჯგუფების მცდელობა წარმოაჩინონ მომხდარი, როგორც მხოლოდ ერთი, კერძოდ, სასჯელაღსრულების სისტემის წარუმატებელი რეფორმა, კრახისთვისაა განწირული.

გავრცელებულ ვიდეომასალაზე ასახულ ამაზრზენ ფაქტებს უფრო შეესაბამება ადამიანურობის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ქართველი ერის გენოციდის კვალიფიკაცია, რომელზე პასუხისმგებლობაც ორი და თუნდაც სამი მინისტრით ვერ შემოიფარგლება: დამნაშავეა მთელი მთავრობა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და მათი მხარდამჭერები, რომლებიც დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან.
სააკაშვილის რეჟიმმა თავისი რეალური სახე სრულად გაამჟღავნა. სიდამპლის სუნი, რომელიც მმართველ ხროვას ასდის სულს უხუთავს ხალხს და აავადებს მომავალ თაობებს. სასამართლო, პროკურატურა, იუსტიცია, პოლიცია, ჯანმრთელობის, პოლიტიკური და უფლებადაცვითი სისტემა, მედია, სულ მცირე, ისევე პასუხისმგებელია, როგორც სასჯელაღსრულების უწყება. მათი მონაწილეობისა თუ ხელშეწყობის გარეშე მსგავსი დანაშაულებები ვერ განხორციელდებოდა.
სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან უსამართლობა, თავნებობა, სიმხეცე საკუთარი მოქალაქეების მიმართ საქართელოს დღევანდელი ყოფის ორგანული ნაწილია და ციხეებში არსებული ვითარება მხოლოდ მკრთალი ანარეკლია ტირანიის მიერ მთლიანად ქვეყანაში დამყარებული აუტანელი მდგომარეობისა.
მომხდარზე არანაკლებ აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ხელისუფლების წარმომადგენელთა და მათ მომხრეთა უტიფარი ცინიზმი, თითქოს ისინი შოკირებული არიან, მოითხოვენ სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას _ ნეტავ ვის სთხოვენ?! ისევე, როგორც ამაზრზენი ფაქტებისა და მოსახლეობის გულწრფელი პროტესტის ხელისუფლების კლანებს შორის ურთიერთობის გარკვევისთვის გამოყენება!
საყურადღებოა, რომ ეს ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის არახალია. მიუხედავად ციხეებიდან სისტემატიურად მომდინარე მწვავე სიგნალებისა, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯიუტად დუმდა. არ ხდებოდა სათანადო რეაგირება საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურთა, ადვოკატთა, უფლებადამცველთა და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლთა მოწოდებებზე.
დადგა დრო, ჩამოვირეცხოთ თითოეული ჩვენგანისა და მთელი ერის ეს სირცხვილი _ უმკაცრესი პასუხი მოვთხოვოთ, როგორც ამ დანაშაულთა უშუალო შემსრულებლებსა და დამკვეთებს, ისე მათ იდეურ ინსპირატორებსა და მფარველებს: ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობას. არავითარი პოლიტიკური, იურიდიული და მორალური უფლება დარჩეს საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აღარ გააჩნია.

სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე
19 სექტემბერი 2012 წელი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress