რატომ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი რუსებს უბრძოლველად

SONY DSC
  • 10.08.2012 “ახალი თაობა” თამარ ნინიძე
    2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების სამარცხვინო ქმედებებს  გვახსენებს.  ცოტა ხნის წინ  კიდევ ერთხელ გავიხსენეთ როგორ კურდღლებივით შეშინებულები იდგნენ წითელ ხიდთან სააკაშვილის ხელქვეითები და საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.  გაქცეულთა შორის არაერთხელ გახმოვანდა კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას სახელიც.  დღეს კი რურუას ლომის გული და გამბედაობა მიეცა და მუზეუმის  თანამშრომელ მანდილოსნებთან  ხელჩართულ ბრძოლაშია ჩაბმული.  მხოლოდ იმიტომ, რომ მუზეუმიდან სახელმწიფოს საკუთრების, უიშვიათესი ხატების გატანა  მოინდომა.”ახალი თაობა”  სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მამუკა გიორგაძეს დაუკავშირდა და აგვისტოს ომზე, ნაცმოძრაობისა და ეკლესიის ურთიერთობებზე ესაუბრა.

    _2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან პოლიტიკური პარტიების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. თქვენ როგორ შეაფასებდით ოთხი წლის წინ მომხდარ მოვლენებს?
    _სააკაშვილმა 2008 წელს უზრუნველყო რუსეთის საბაბით, დაეკავებინა საქართველოს ტერიტორიები, სააკაშვილმა შეგნებულად გადადგა რამოდენიმე დანაშაულებრივი ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ერის წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ქარტველი ერი კაცობრიობის ერთ-ერთი ნაწილია. მან ვერ უზრუნველყო სწორი პოლიტიკური ხაზის წარმართვა საზოგადოების კონსოლიდაციის მიმართულებით, პირიქით, ასევე არ უზრუნველყო დასავლეთისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა ზემოქმედება განხორციელებულიყო რუსეთზე, ამიტომ სააკაშვილს პასუხი უნდა მოსთხოვოს ქართველმა ერმა, ერის ღირსების საქმეა, ეს ჩვენი გასაკეთებელია. რუსეთის მოქმედება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მას აქვს საკუთარი ინტერესები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
    _ როგორ ფიქრობთ რა შეცდომები დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებამ  შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით?
    _ სააკაშვილის ხელისუფლება არის შევარდნაძის ხელისუფლების გაგრძელება. სტრატეგიული ხაზი იგივეა, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საჭირო პოლიტიკური ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა განვითარდეს, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ერთიანი ქართული ცნობიერება მყარად იქნეს დაფუძნებული საქართველოში,  არაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოხდეს ქართველი საზოგადოების კონსოლიდირება, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად  ხდებოდა ქართული საზოგადოების ნიჰილიზმში გადაყვანა, მისი ღირსების შეურაცხყოფა, ხდება შიშის ფაქტორის დანერგვა, აქტიური ადამიანების გამოთიშვა პოლიტიკური ცხოვრებიდან, საზოგადოების ეგზალტირება, საღი აზრი გადამწყვეტი არ არის, საზოგადოების დაყოფა ამისტად და იმისტად და ეს ყოველივე ხელსაყრელია იმისთვის, რომ მართოს ეს საზოგადოება. წლების  მანძილძე  ხდებოდა პრობლემის კონსერვაცია, ხელი ეწყობოდა ეწყობოდა იმას რომ ადგილზე სეპარატისტულ რეგიონებს შეეძინათ თავის რწმენა, დამკვიდრებულიყვნენ როგორც სახელმწიფო, გამოსულიყო ახალი თაობა,რომელსაც არ უცხოვრია ქართულ სახელმწიფოში, ეს თაობა გაუცხოვებულიყო ქართველი თანატოლებისგან, ეს ხდებოდა გეგმაზომიერად და პერმანენტულად ჩნდებოდა ცხელი ეპიზოდები, რომელიც, როგორც წესი, ქართული მხარის დამარცხებით მთავრდებოდა. სააკაშვილმა გაისროლა მაშინ, როცა მისგანვე რუსეთის სამშვიდობო ძალებს ჰქონდათ კანონიერი უფლება  ე.წ. წესრიგის დამყარებისა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სააკაშვილისგან ხენშეკრულებით  ჰქონდათ მინიჭებული უფლება, დახმარებოდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარებს. აქ ჩანს სააკაშვილის ღალარის ანატომია. რატომ ისროლა სააკაშვილმა, ეს ეს არ არის მთავარი, მას ჰქონდა სროლის უფლება, მაგრამ ამ უფლების გამოყენება განუკითხავად დანაშაულია.  რატომ დაბომბეს ცხინვალი და არა როკის გვირაბი, ესეც ნათლად ასახავს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ ბუნებას. კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება, კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთის დარქმევა, ახალგორის შეყვანა კომფლიქტის ზონაში, მთელ მსოფლიოში პროპაგანდირება, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთი, რატომ არის სამხრეთ ოსეთი თუ რუსეთი ოკუპანტად მიგვაჩნია, რატომ ვიყენებთ ოკუპანტის მიერ დამკვიდრებულ ტერმინს და რატომ არ ვიყენებთ ნეიტრალურ ტერმინს ცხინვალის რეგიონი. რატომ ვეუბნებით მსოფლიოს, რომ ეს არის ეთნიკური ოსების ტერიტორია, მაშინ, როცა ამ ხალხის ჩამოსახლება ძირითადად საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო? ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი_შევარდნაძის რეჟიმი გეგმაზომიერად მიდიოდა აქეთკენ. კოდორში მისგანვე ხელმოწერილი დოკუმენტით ჯარის შერყვანის უფლება არ ჰქონდა და შეიყვანა იქ ჯარი. საჭიროა, სწორად მოვთხოვო პასუხი სააკაშვილს, სამწუხაროდ, არასწორად ვაკეთებთ აქცენტებს.
    _ სააკაშვილსა და ეკლესიას შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ვრცელდება ინფორმაცია, თქვენი აზრით, სააკაშვილის უფლებები ეკლესიასთან მიმართებაში სად ვრცელდება და სად უნდა გაჩერდეს?
    _ მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ეკლესიისა და ხელისუფლების  დამოკიდებულებას ვუყურებთ, როგორც ცალკე ფალავნების ჭიდილს. სად არის ქართველი საზოგადოების ადგილი? ეკლესია ორსუბიექტიანი ორგანიზმია, ეს არის სასულიერო პირები და მრევლი. რატომ ვტოვებთ სასულიერო პირებს სამოქალაქო  სივრცეში ათეისტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო? სად არის ჩვენი, როგორც ეკლესიის შვილების და ეკლესიის პარტნიორების ადგილი ფუნქცია და როლი? რატომ გვგონია, რომ მთელი რიგი საკითხები სასულიერო პირების პრეროგატივაა და მათი გადასაწყვეტია, რატომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ არ შეიძლება ეკლესია იყოს მხარე, ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მხარე თუკი ვინმე   დაიწყებს ანტიქრისტიანულ ანტიქართულ ქმედებებს, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლშევიკები და შესაბამისად იყო დამოკიდებულება ქართული ეკლესიისა. სხვა შემთხვევაში ეკლესიის ბუნებიდან გამომდინარე ის ვერ იქნება მხარე.  დედაეკლესიას რომ ვუწოდებთ, არ შეიძლება დედა დავტოვოთ მომხდურ მტერთან ერთი ერთზე, ჩვენ უნდა ავიღოთ ეს ფუნქცია და გავუფანტოთ ილუზია სააკაშვილს, რომ შეძლებს ეკლესიაზე ზემოქმედებას. როცა დაინახავს, რომ ეკლესიას ჰყავს პარტნიორი სამოქალაქო სექტორში, სულ სხვანაირი იქნება ხელისუფლების ქმედება. ხომ კარგად გვახსოვს ეროვნული მოძრაობის ზეობის პერიოდი, რატომ ვერ ბედავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიის წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებს, მაშინ, ეროვნული ძალები და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციები იდგნენ ფეხზე, რატომ ვერ ბედავდა ხელისუფლება ეკლესიის მიმართ მსგავს დამოკიდებულებას, იმიტომ, რომ მან იცოდა, ქართველი საზოგადოება, მრევლი ამაზე პასუხს მოსთხოვდა. სამწუხაროდ, დღეს ეკლესიას არ ჰყავს პარტნიორი სამოქალაქო სივრცეში, შესაბამისად მარტო დავტოვეთ ეკლესია, დავით გარეჯის პრობლემასთან, აზიზეის მეჩეთთან მიმართებაში, სასულიერო პირების მხრიდან თავგანწირვა რომ არა, დღეს შეიძლება ქართველ მებრძოლთა საფლავების გვერდით სასტუმროს აშენების ცერემონიისთვის გვეყურებინა.  როცა ჩნდება  პრეტენზია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ,  უპირველეს ყოვლისა, ეს პრეტენზია საზოგადოებამ საკუთარი თავისკენ უნდა მიმართოს, საკუთარი უნიათობის, ურწმუნოებისკენ, საკუთარი გულდედლობისკენ მიმართოს. თუ  ჩვენ ამ ილუზიას გავუფანტავთ სააკაშვილს, ის ვერ გაბედავს არათუ უხეშ ლაპარაკს, არამედ მიახლოებასაც კი ეკლესიის გალავანთან. მოვუწოდებ საზოგადოებას, მრევლს, რომ ეს ჩვენი ბრალია და ჩვენი პრობლემაა და ნუ უყურებს სასხვათაშორისოდ ამ საქმეს. მრავალი პოლიტიკური პარტიის განცხადებაში აზიზეის მიმართებაში იყო ერთადერთი მოთხოვნა, ჩართეთ ეკლესია მოლაპარაკებაში. კი, მაგრამ სად არის თვითონ ამ პარტიების პოზიცია მეჩეთთან მიმართებაში? ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით? რომ არ იყოს საქართველოს ეკლესია, ჩვენ არ უნდა დავიცვათ დავით გარეჯა და ჩვენი ძეგლები? ჩემთვის გაუგებარია ჩვენი საზოგადოების მაყურებელი როლი, როდესაც შენ დედას ეხებიან და თუკი დედად მიგაჩნია საქართველოს დედაეკლესია,  შენი მოქმედება უნდა იყოს ადეკვეტური, ქმედითუნერიანი, შედეგზე ორიენტირებული, სამწუხაროდ, მაზოხიზმში ვართ ჩავარდნილნი.  ნახე, რას გვიკეთებენ, გავცეთ პასუხი და იქით ვაძახებინოთ ვაი დედა იმათ.

     

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress