“სახალხო პარტია” ხელისუფლებას მიმართავს

NEWS.GE 10.03.2014

“სახალხო პარტიის” წარმომადგენლები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავენ და ამბობენ, რომ ამ პრობლემებს ქვეყნის მთავრობა არასახელმწიფოებრივად უდგება.

“დღეს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ხუდონჰესის პრობლემატიკას დაემატა ღურტაში მომხდარი აღმაშფოთებელი ინციდენტი, სადაც სახელმწიფომ ძალა გამოიყენა პროტესტის გამოსახატავად გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ ინციდენტში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის საქციელი, რომელმაც როგორც აქციის მონაწილენი აღნიშნავენ შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ღურტის მოსახლეობა მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ჩვენი მიზანი, არ არის განვიხილით ზოგადად დიდი ჰესების, ამ ფორმით და ამ ადგილებში მშენებლობის მიზანშეწონილობა, ჩვენ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ქვეყნის მთავრობის არასახელმწიფოებრივ მიდგომაზე ამ პრობლემისადმი. ვრცლად »

mamuka

სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში რუსული ხელისუფლებაა – 2009

  • 18 მარტი 2009
    შორენა კოწოწაშვილი.
    ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან. 
        _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს?
    ფაქტია, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. . .
    _ შეგვიძლია ბოლო 20 წლის პერიოდს გადავხედოთ და მივხვდებით, რომ რაიმე ახალი ნამდვილად არ ხდება. უკვე მერამდენედ მეორდება იგივე. ერთსა და იგივე მდგომარეობაში ვართ და შემდეგ გვიკვირს, რომ საშველი არ გვაქვს. ხდება ვითარების მაქსიმალური დაძაბვა. ხდება საზოგადოების პოლარიზაცია არა პოლიტიკური პრინციპე-ბის, არა კონცეპტუალური ხედვების, არამედ იმის მიხედვით, თუ ვის რა დამოკიდებუ-ლება აქვს ერთ ან ორ კონკრეტულ პიროვნებასთან, შემდეგ ხდება მათი დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, უკვე იოლი სამართავი ხდება მასა, რომელსაც თვითმიზნად აქვს ქცეული ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლა. დღესაც იგივე ხდება. იმდენად დიდია ზიზღი და წინააღმდეგობა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, რომ უკვე საზოგადოება არც პოლიტიკურ კონცეფციებს ითხოვს, არც პროგრამებსა და პრინციპებს. პრაქტიკუ-ლად, ხდება ის, რომ ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და მერე თუ გინდა ყველაფერი დაქცეულა.
    _ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მთავარია პირველი პრობლემა მოგვარდეს, პრეზიდენტი გადადგეს და დანარჩენი შემდგომში მოგვარდება.
    _ უბედურება ის არის, რომ ცხოვრება ასე ეტაპებად არ არის დაყოფილი: ჯერ ამ ეტაპს გადავლახავ, მერე _ იმ ეტაპს. პოლიტიკური ცხოვრება ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც დღეს ვსვამთ მთავარ საკითხს, თუ რა არის მთავარი ამოცანა, ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ. მთავარი ამოცანა სააკაშვილის წასვლაა? _ მთავარი ამოცანა არ არის სააკაშვილის წასვლა. სააკაშვილის წასვლა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ შევასრულოთ მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა აქ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ვრცლად »
SONY DSC

არანაირი დასავლური მფარველები სააკაშვილს არ ჰყავს – ის ემსახურება რუსებს და რუსების მითითებით ახორციელებს ანტიქართულ პროექტებს! – 2012

არანაირი დასავლური მფარველები სააკაშვილს არ ჰყავს – ის ემსახურება რუსებს და რუსების მითითებით ახორციელებს ანტიქართულ პროექტებს!

გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე

-ბატონო მამუკა როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ პრეზიდენტის გამოსვლამ და პარლამენტში შემდეგ გამართულმა დებატებმა?
-სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტის დასკვნას, ჩავაბულბულეთ დღევანდელი დღეო, რომ თქვა. მართლაც ჩააბულბულეს, -შეიქმნა წარმოდგენა, თითქოს პოლიტიკური ცხოვრება დუღს პარლამენტში. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა დემოკრატიაა თურმე ჩვენთან. პრეზიდენტმა გააგზავნა მთავარი მესიჯები იქ, სადაც მას სჭირდებოდა. ასე რომ სააკაშვილი უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა იყოს. შეიძლება ბოლომდე არ იყო გათვლილი მისი ნერვების ასე გაღიზიანება. მაინც პირდაპირი ეთერია და როგორც არჩევნებზე იღებენ ხმებს, 107 ან 115-პროცენტით, მთლად ისე არ გამოვიდა (იცინის). მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაატარა სააკაშვილმა. გაუგზავნა რუსეთს მესიჯი, თქვენი ვარ, ოღონდ დამტოვეთ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვისო, ანუ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ერთგულება. ვრცლად »

giorgadze-1

ხელისუფლებას აქციები არ უნდა დავარბევინოთ!” “ოპოზიციამ ადამიანები მარტო არ უნდა დატოვოს რეჟიმის პირისპირ – 2012

ახალი თაობა      2012-06-29
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

- როგორ შეაფასებთ იმას, რაც ხდება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით?
- ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მისთვის დამახასიათებელი ტაქტიკით ბრძოლა, უფრო სწორად, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, შესაბამისად ის ასეთი ფორმით მოვიდა ხელისუფლებაში, ასეთი ფორმით აგრძელებდა ბრძოლას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ წლების მანძილზე, ასეთი ფორმით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას აქვს გეგმა ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში საპროტესტო მუხტით და დაარბიოს, დაასუსტოს ოპოზიცია?
- მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენთან უფრო მეტს საუბრობენ საშუალებებზე, ვიდრე მიზანზე. არჩევნები, პიკეტი, პრესკონფერენცია, ეს ყველაფერი საშუალებაა იმისათვის, რომ მიაღწიო მიზანს. ვრცლად »

როგორ მიდიხართ დიალოგზე მკვლელ ხელისუფლებასთან – 2012

   მამუკა გიორგაძე   14.08. 2009.           შორენა კოწოწაშვილი

ოპოზიციისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა შეფასება მოჰყვა, ეროვნულ პოზიციებზე მდგომი არასაპარლამენტო ოპოზიცია, ისე, როგორც ექსპერტების ნაწილი, ამ შეხვედრას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და მას სააკაშვილის პოლიტიკურ `გარეცხვად~ მიიჩნევს.
და მაინც, რატომ დაჯდა ე. წ. რადიკალური ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვისი თამაში ითამაშეს და ექნება თუ არა ამ შეხვედრას შედეგი? სახალხო პარტიის ლიდერის თქმით, ამ შეხვედრით სააკაშვილის ნასუფრალით გამოკვებილმა ოპოზიციამ სააკაშვილს დასავლეთის თვალში დემოკრატი მმართველის ანტურაჟი შეუქმნა.
მამუკა გიორგაძე მკვლელ ხელისუფლებასთან დიალოგს გაუმართლებლად მიიჩნევს და ოპოზიციისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საერთოდ კი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იგი ასეთ პოზიციას აფიქსირებს:
_ ბატონო მამუკა, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ოპოზიციის ლიდერების ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა, რაიმე შედეგი თუ მოჰყვება ამ შეხვედრას, როგორ ფიქრობთ?
_ არანაირი სერიოზული შედეგი ამ შეხვედრებს არ მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა არ არის მიმართული სახელმწიფოში ვითარების გამოსწორებისაკენ. ვრცლად »

giorgadze-1

არ დავუშვათ სახელისუფლებო ტერორი! – 2012

  • გიორგაძე მამუკა  სახალხო პარტია   01.07.2012  
      დღევანდელი ნეობოლშევიკური ხელისუფლების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს ღირსეული, განათლებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებების არსებობა, საერთოდ, ხელისუფლებისგან არ შექმნილი და მის მიერ ვერ კონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.
    ხელისუფლებამ   კარგად იცის, რომ აშკარად მიუღებელია ქართველი ერისათვის. იციან, რომ   უმცირესობაში არიან დღესაც და იქნებიან მომავალშიც და  ამიტომაც   თვლიან, რომ საჭიროა აგრესიული, თავხედობამდე მისული შემტევი და ძალადობრივი ქმედებები და მეთოდები.  ნეობოლშევიკებს სურთ, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც  უაზრო, უღირსებო, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასა. ვრცლად »

ისეთი თემები უნდა წამოვწიოთ, რომელსაც სააკაშვილი ვეღარ აიტაცებს და გაიშიფრება – 2012

  • “სააკაშვილს როგორც კი გაუჭირდება, რუსეთი მაშინვე თოკს გადაუგდებს როგორც წყალწაღებულს”

    “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ხელისუფლებასთან საბრძოლველად ოპოზიციური სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის

     ”კვირის პალიტრა”      იზო რიკაძე  25.06.2012
    - ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია. ეს ოპოზიციის უპირატესობაა და ასეთ დროს დამარცხება დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნისთვისაც. ამის მწარე მაგალითია 2007-2008 წლები. “ქართული ოცნების” დამარცხება (თუ ოპოზიციამ ვერ აიღო უმრავლესობა) შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეისა და საქართველოს ხვალინდელი დღისათვის. სისტემასთან ბრძოლის ნაცვლად  პიროვნების ხელისუფლებიდან განდევნისკენ გვაქვს მეტი ყურადღება მიმართული. უფრო მეტად ვლაპარაკობთ მის ხელისუფლებაში მოყვანასა და გაშვებაზე, ვიდრე იმაზე, რომ არსებული სისტემის ნაცვლად ახალი უნდა შეიქმნას.
    - რა ახალ სისტემას გულისხმობთ? ვრცლად »

რონალდ რეიგანის აგრარული პოლიტიკა

პაატა კოღუაშვილი   (29.06.2012)

ამ წერილის მიზანია ხელისუფალთ შეახსენოს მსოფლიოში მოწინავე სახელმწიფოს და მისი მეურნეობის ერთ-ერთი მოწინავე დარგის გაძღოლის ანბანი. ღმერთმა ინებოს ფაქტების ენა სწორად გაიგონ.
აშშ-ში აგროსამრეწველო, სასურსათო კომპლექსზე ზრუნვა უმაღლესი ეროვნული ინტერესების რიცხვში შედის. სწორედ ამ მიზნით, 1985 წელს პრეზიდენტ რეიგანის ინიციატივით, კონგრესმა მიიღო კანონი “აშშ-ს სასურსათო უშიშროების შესახებ”. მასში აისახა ქვეყნის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება და თავისი არსით იურიდიული საფუძველი ჩაუყარა სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ახალ ეტაპს. უპირველეს ყოვლისა მან ხაზი გაუსვა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებულ დარგს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია აშშ-ისთვის. რეიგანმა რადიკალურად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა სასოფლო-სამეურნეო რესურსების გამოყენებისა და სასურსათო უშიშროებისადმი. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სწორი ბრძოლა გამარჯვების საფუძველია

საქართველოს “სახალხო პარტიის” პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე
პოლიტიკური პროცესების შესახებ

დღეს, საქართველო თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დადის და იმის მაგივრად, რომ ჩვენ მთავრი გამოწვევები იყოს XXI საუკუნის ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში. მხედველობაში გვაქვს, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და ხელისუფლების ცვლილების პრობლემები. ვრცლად »

მოგწონს თუ არ მოგწონს აქციის ორგანიზატორი, ყველა ქართველის ადგილი არის იქ, სადაც დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება! – 2012

  •  გვესაუბრება „სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე
    -ბატონო მამუკა, 27 მაისს „ქართულმა ოცნებამ” მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ქუჩის აქციების წინააღმდეგი იყო. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი გეგმების შეცვლა და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ აქციისგან?
    -აქცია იქნება, პრესკონფერენცია თუ სხვა სახის ღონისძიება,  ყველა მათგანი  საშუალებაა იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზანი. შესაბამისად, ყველა ქმედება ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული გარკვეული ნაბიჯი. ამიტომ, დღეს კამათი იმასთან დაკავშირებით აქცია უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს, ჩემთვის ნამდვილად უადგილოა. ვრცლად »
Powered by WordPress