მამუკა გიორგაძე 14.08. 2009. შორენა კოწოწაშვილი
ოპოზიციისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა შეფასება მოჰყვა, ეროვნულ პოზიციებზე მდგომი არასაპარლამენტო ოპოზიცია, ისე, როგორც ექსპერტების ნაწილი, ამ შეხვედრას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და მას სააკაშვილის პოლიტიკურ `გარეცხვად~ მიიჩნევს.
და მაინც, რატომ დაჯდა ე. წ. რადიკალური ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვისი თამაში ითამაშეს და ექნება თუ არა ამ შეხვედრას შედეგი? სახალხო პარტიის ლიდერის თქმით, ამ შეხვედრით სააკაშვილის ნასუფრალით გამოკვებილმა ოპოზიციამ სააკაშვილს დასავლეთის თვალში დემოკრატი მმართველის ანტურაჟი შეუქმნა.
მამუკა გიორგაძე მკვლელ ხელისუფლებასთან დიალოგს გაუმართლებლად მიიჩნევს და ოპოზიციისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საერთოდ კი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იგი ასეთ პოზიციას აფიქსირებს:
_ ბატონო მამუკა, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ოპოზიციის ლიდერების ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა, რაიმე შედეგი თუ მოჰყვება ამ შეხვედრას, როგორ ფიქრობთ?
_ არანაირი სერიოზული შედეგი ამ შეხვედრებს არ მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა არ არის მიმართული სახელმწიფოში ვითარების გამოსწორებისაკენ. ეს შეხვედრა ემსახურება სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების იმიჯის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე. მეორეს მხრივ, ეს სჭირდება მოსახლეობის თვალში პიარისათვის საჭირო ელემენტებოს შემოტანას. სხვა მიზანი ხელისუფლების მხრიდან ამ შეხვედრას რეალურად არა აქვს. ეს ყველამ კარგად იცის და დასამალიც ამაში არაფერია. თავისთავად ის ფაქტი, რომ მთავარ თემად იქნა განხილული თუნდაც პატიმრების განთავისუფლება და არა შეფასება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და კრიზისიდან გამოსვლის გზები, რომე-ლიც ავტომატიურად უნდა მოჰყვეს პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება და მათი განთავისუფლება. ეს ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ხელისუფლებას სურვილიც არ აქვს, რაიმე პოზიტიური ნაბიჯი გადადგას, თავისი არსით ვერც დგამს, იმიტომ, რომ ვითარების ოდნავი გადემოკრატიულებაც ავტომატურად ნიშნავს ამ არაკონკურენტუნარიანი ხელისუფლების ქვეყნის მართვიდან ჩამოშორებას. ამიტომ იქ ილუზიაც არ არსებობს იმისა, რომ ვითარება შეიძლება რადიკალურად გამოსწორდეს.
_ ანუ მართებული პოზიცია დაიკავეს ოპოზიციის იმ ლიდერებმა, რომლებმაც უარი თქვეს ხელისუფლების ანტურაჟში მონაწილეობაზე?
_ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს, მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილს სისხლიანი ბრიგადების შემქ-ნელს ეძახდი, როდესაც მას ბრალად სდებდი ყველა პოლიტიკურ თუ ადამიანურ დანაშაულს, დღეს მასთან ერთად დაჯდომა რა აუცილებლობაა. ეს უნდა აგვიხსნას იმ ხალხმა, რომლებიც მერაბიშვილთან და ადეიშვილთან სალაპარაკოდ დასხდნენ. ზოგადად ის, რომ სამშობლო გიყვარს და ამიტომ ჯდები მოლაპარაკებაზე, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, კი მაგრამ სამი თვის წინ არ გიყვარდა სამშობლო, რო-ცა ამბობდი დღესვე უნდა დავამთავროთ ხელისუფლებაო? ჩემთვის გაუგებარია, რას პასუხობენ ამ ლოგიკას.
_ ირაკლი ალასანიას თქმით, ის შექმნილი სიტუაციიდან სხვა გამოსავალის სხვა გზას ვერ ხედავს.
_ მაშინ უნდა გაგვცეს პასუხი, 9 აპრილს ეს ხალხი გვატყუებდა, როცა მოგვიწოდებდა, მივსულიყა-ვით მიტინგზე და 24 საათი იქ ვმდგარიყავით. როდესაც გვეპატიჟებოდნენ რკინიგზის გადასაკეტად და ცდილობდნენ, თითოეულ ჩვენგანს თითო ღამე მაინც გაგვეტარებინა საკანში, რა მაშინ გვატყუებდნენ? მაშინ არ არსებობდა სხვა გზა? მაშინ დავმსხდარიყვნენ მოსალაპარაკებლად, როცა 300 ათასი კაცი ქუჩაში ვიდექით, მაშინ უფრო მეტი შედეგი ექნებოდა მოლაპარაკებას, ეს არის ამ ოპოზიციის მხრიდან ალოგიკური და არათანამიმდევრული ნაბიჯები, რა გამოდის, როცა გაგვლახეს, დაგვარბიეს და გაგვანადგურეს, ჩვენი მომხრეები დააპატიმრეს, მერე მიდის ეს ოპოზიცია მოლაპარაკებაზე? ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკებაზე მიდიხარ დამარცხებული და განადგურებული და ითხოვ: ბოლომდე ნუ გამსრეს, იქნებ ჩემი რეპუტაცია გადაარჩინოო. შეიძლება კაცმა გაგლახოს კიდეც მაგრამ ღირსება შეინარჩუნო. შეიძლება, ვიღაცამ გაჯობოს, მაგრამ შენი თავმოყვარეობა არ შელახოს. პირადად ჩემთვის გაუგებარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, რომ მიდიხარ მოსალაპარაკებლად, შენობაზე, რომელზედაც ამბობდი ბოროტების ბუდეაო.
_ შეგნებულად იქნა ეს ადგილი შერჩეული?
_ შეხვედრის ადგილი შერჩეულია იმისათვის, რომ დაითრგუნოს ქართული საზოგადოება. ამით ხელი-სუფლება გვაჩვენებს, ჩვენ გარეშე ხელს ვერ გაანძრევთო, სააკაშვილი თავმომწონეა და მიგვანიშნებს თქვენი ლიდერები მოდიან და სალაპარაკოდ სხდებიანო. სალაპარაკო თემა კი კარგად არის ცნობილი ეს ხალხი დარჩეს პოლიტიკაში.
_ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ძალოვნებთან შეხვედრაზე უდანაშაულოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების განთავისუფლების საკითხზე ისაუბრეს.
_ ამ კეთილშობილური მოტივაციით სპეკულიაციას თავი უნდა დაანებონ. მაინტერესებს, იკითხეს, რატომ მოხვდნენ ციხეში ეს უდანაშაულო ადამიანები? დააყენეს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? როგორც ვიცით, არ დაუყენებიათ. საკითხი დაისვა ასე: შ.ს. სამინისტრო გადახედავს თავის შეხედულე-ბებს და თუ აქციების დროს დაპატიმრებულთაგან, ვინმე კარგად იქცევა მათ გამოუშვებენ. ეს შეურაცხ-მყოფელია ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება _ ხელისუფლებას სთხოვო, დაგტოვოს პოლიტიკაში. სხვა მხრივ ჩემთვის წარმოუდგენელია ტირანთან ურთიერთობის ეს მექანიზმები. ეს არის კოლაბორაციონიზმი და მეტი არაფერი. ბევრი ადამიანისაგან ეს გასაკვირი არ არის, ისინიც აქამდე სააკაშვილის ნასუფრალით იკვებებოდნენ პოლიტიკაში, მაგრამ ზოგიერთისაგან მაინც მიკვირს მსგავსი ნაბიჯები.
_ მაინც ვისგან?
_ იმათგან ვინც 9 აპრილის აქციებში მონაწილეობდა.
_ მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიასაც გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა მაინტერესებს, რატომ არ გრძნობენ 9 აპრილის აქციების ორგანიზატორები პასუ-ხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში საკნები ჯერ კიდევ არის და იქ ადამიანები დღემდე თავგანწირვით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. რა გამოვიდა, ვისი მოწოდებითაც ხალხი რეჟი-მის წინააღმდეგ საბრძოლველადG გამოვიდა, ის ხალხი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება-გარიგებას აწარმოებს, იმ ხალხს თვალებში როგორ უნდა შეხედონ?! ღირსეული ადამიანები დღემდე იბრძვიან სა-აკაშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობ, მათ წინაშე მთელმა საქართველომ ქედი უნდა მოიხაროს ფაქტია, ოპოზიციის ამ ლიდერებს, გარეთ მყოფი ადამიანების ინტერესები ვერ დაუცავთ და არა მგონია, დაჭე-რილების ინტერესების დასაცავად იყვნენ მისულები მერაბიშვილ ადეიშვილთან. ჩემი აზრით, ამორალურია, როცა შენ მიერ გამოცხადებულ აქციას ხალხი აგრძელებს ზუგდიდში და მათ იგნორირე-ბას უკეთებ. ეს ლიდერები არ იყვნენ, რომ იძახდნენ არ დავიშალოთო? ვფიქრობ, ეს ისინი უნდა ჩავიდ-ნენ ზუგდიდში და ბოდიში უნდა მოუხადონ.
_ ირაკლი ალასანიამ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას პოზიტიური უწოდა. მისი თქმით, ეს შეხვედრა ხელისუფლების გამოცდაც იყო.
_ სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს გამოცდები, რით ვერ გამოსცადეს? თუ გამოცდა გრძელდება, მაშინ რატომ საუბრობენ სააკაშვილზე, როგორც ტირანზე? რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის ყოველთვის დიალოგის მომხრე იყო, აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ მაინტერესებს, რატომ იყენებენ ისინი ორგანი-ზაციულ კავშირში სამი თვის განმავლობაში განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებთან?
_ ბატონო მამუკა, ოპოზიციის, ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა რეალურად ხელისუფლებისათვის არის პოზიტიური ნაბიჯი?
_ ბუნებრივია ეს არის ტირანი ხელისუფლების გასუფთავება, იმ ხელისუფლებისა, რომელიც ამ ხალ-ხის მიერ მკვლელებად იქნა გამოცხადებული. რატომღაც შეფასებებზე პასუხისმგებლობა გვავიწყდება და არაადეკვატური ვხდებით. როგორ მიდიხარ მკვლელ ხელისუფლებასთან დიალოგზე? მე ალასანიას დიალოგზე წასვლა არ მიკვირს, მიკვირს მათი, ვინც ხალხს სამი თვის განმავლობაში მოუწოდებდა სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. რატომ არიან ისინი ასე არათანამიმდევრულები?!
_ ამ ლიდერებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოამჟღავნეს, თუ კარტი გახსნეს და აჩვენეს, რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობენ?
_ პრაქტიკულად, კარტი გახსნეს, დამნაშავე ხელისუფლებასთან დასხდნენ მოლაპარაკებაზე. ამით, გარკვეულწილად გამყიდვლური ბუნებაც წარმოაჩინეს.
_ ანუ სწორი პოზიცია დაიკავა ნინო ბურჯანაძემ, როცა მერაბიშვილთან და ადეიშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდა?
_ არ ვიცი, ბურჯანაძე მიწვეული იყო თუ არა იმ შეხვედრაზე. თუ მიწვეული იყო და არ წავიდა, ეს კარგი ნაბიჯია.
_ ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების შემდგომი განვითარება, როცა სააკაშვილმა აქტიური პოზიცია მერაბიშვილს გადაულოცა?
_ ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა: ის ტალღა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, არ იყო ორგანიზებული, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული. ნათელი იყო, რომ სააკაშვილი კონტრშეტევაშე წამოვი-დოდა და საქართველოს საქმე უფრო გაუარესდებოდა. დღეს, სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ვართ. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ეროვნულ ძალებს, გამიჯვნოდენ მათ. ყველა ვხედავთ, რომ სააკაშვილი მოძლიერდა და კონტრშეტევაზე გადმოვიდა. ის შეეცდება, რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ ჯგუფს მო-ახვიოს თავისი გავლენა და დასვას მაგიდასთან თავისი ქოლგის ქვეშ. მათ მიმართ, ვინც ამ მაგიდასთან არ დაჯდება, სააკაშვილი დაუნდობელი და რადიკალური იქნება. აქ მთავარი ერთი რამ არის: სააკა-შვილს ოპოზიციასთან დაჯდომა იმისათვის სჭირდება, რომ საქართველო გაანადგუროს და საბოლოოდ ჩაკლას ქართული სული. მას ჯანსაღი წინააღმდეგობის მოსპობა სურს. აუცილებელია პრინციპებისა და პროგრამების გარშემო გაერთიანება და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა. სხვაგვარად გამარჯვება ვერ იქნება. სამწუხაროდ, ოპოზიციის ასეთი ბრძოლით სააკაშვილი დარჩა გამარჯვებული. იმ პოლიტიკოსებ-მა კი. რომლებიც აქციების სათავეებთან იდგნენ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მათ არ იციან პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები და მექანიზმები. მათთვის პოლიტიკა ბიზნესია და არა სამშობლოსათვის თავდადება.