-
გიორგაძე მამუკა სახალხო პარტია 01.07.2012 დღევანდელი ნეობოლშევიკური ხელისუფლების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს ღირსეული, განათლებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებების არსებობა, საერთოდ, ხელისუფლებისგან არ შექმნილი და მის მიერ ვერ კონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.
ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ აშკარად მიუღებელია ქართველი ერისათვის. იციან, რომ უმცირესობაში არიან დღესაც და იქნებიან მომავალშიც და ამიტომაც თვლიან, რომ საჭიროა აგრესიული, თავხედობამდე მისული შემტევი და ძალადობრივი ქმედებები და მეთოდები. ნეობოლშევიკებს სურთ, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც უაზრო, უღირსებო, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასა.
ხელისუფლების მოქმედება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა – მთლიანად ოპოზიციური სპექტრის და, განსაკუთრებით, პოლიტიკური მოძრაობა `ქართული ოცნების” მიმართ _ მისი ფაშისტურ-კომინისტური რბევის გზით, არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგოა, ანტიდემოკრატიულია და სამართლებრივად დასჯადია, არამედ დემონსტრაციულად კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივიც, ანუ მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივია, პროვოკაციულია და ფართო მასაში აღშფოთების აღმძვრელი.
შემაშფოთებელიაი ის, რომ ადამიანთა მასის ეს მასობრივი დამცირება, როგორც მოქალაქეებისა და პოტენციური ამომრჩევლებისა, ახდენს ადამიანთა ფსიქოლოგიურ პარალიზაციას, ამით იწვევს მათს თანდათანობით პიროვნულ დეგრადაციას და თავმოყვარე საზოგადოების შვილების მდგომარეობიდან მათს გადაყვანას მუნჯი მონების მდგომარეობაში. ეს არის, როგორც ჩანს, ხელისუფალთა აღნიშნული ქმედების ერთ-ერთი წამყვანი მიზანი.
მოსახლეობას ჩააგონებენ, რომ მათი ბედნიერებისათვის კეთდება ყოველივე და აიძულებენ აღიარონ ის, რაც ეწინააღმდეგება ლოგიკას, ქართველი კაცის შინაგან ბუნებას, ეროვნულ ტრადიციებს, სარწმუნოებრივ სწავლებას, და თუ არ დაეთანხმები მაშინვე ფაშისტად, რუსეთის აგენტად, ექსტრემისტად და ჰომოფობად (კაცთმოძულედ) მოგნათლავენ.
პოლიტიკური ინფრასტრუქტურის განადგურება და საარჩევნო პროცესის ნაცვლად სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზება ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს.
ხელისუფლების მიმართ ხალხის სიძულვილის ხელოვნური გაღვივება გამჭოლ მიზნად ისახავს, რომ სიძულვილით დაბრმავებულმა მოქალაქემ პოლიტიკური აღტკინების ტალღაზე ვერ შენიშნოს, რას უმზადეენ მას. ერთ-ერთი შესაძლო ჰიპოთეზა ამ პროვოკაციის ახსნისა ის გახლავთ, რომ განზრახულია ფართო მასის უკიდურესად გამწვავებული მორალური პროტესტისა და მოძალადე ხელისუფლებისადმი სიძულვილის ფონზე მოდუნდეს მასის ყურადღება ანტიქართული გეგმის განხორციელების უშუალო ოპერაციისადმი – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამა თუ იმ იურიდიული ფორმით, საქართველოსგან მიტაცებულ ტერიტორიათა `დამოუკიდებლობის” აღიარების მიღწევისადმი.
ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ასეთი ქმედებებით ცივილიზებული სამყაროს წინაშე უკვე მერამდენედ წარვსდგებით, არა როგორც, მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და მაღალგანვითარებული კულტურის შემქმნელი ერი, არამედ, როგორც გამოქვაბულიდან ახლახანს გამოსული ბრბო (ჰილარი კლინტონის შეფასებაც კმარა_დახურული სივრციდან ოცი წლის გამოსულების პირობაზე არაგიშავთო).
ჩვენ ვგმობთ საქართველოში მიმდინარე ძალადობას!
ჩვენი ვალია წინაღვუდგეთ და თავიდან ავიცილოთ სახელისუფლებო ტერორი!
ჩვენ ან ვრჩებით ქართველებად და, როგორც ღვთისა და მამულის მეომრები, ჩვენი წილი საქართველოს დასაცავად ვდგებით, ან ჩვენივე სარწმუნოებრივი გულცივობის (“ნელთფილობის”), შიშის, შინაგანი სისუსტის, ანგარებისა თუ ცდუნების გამო ვხდებით მონები ან იარაღი ბოროტის ხელში.
ჩვენი ამოცანაა – მტერს გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.
საქართველოს მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ ტერორის თავიდან აცილების რწმენა, ხოლო ყველა აქტივისტს უნდა ქონდეს დაცულობის განცდა და იმის გარანტია, რომ ის მარტო არ იქნება მიტოვებული რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილი ქართული საზოგადოების ამ დიდი ნაწილის სტრუქტურირება და მისი ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბება. საერთო ეროვნული ამოცანის მოაზრება და თითოეული თანამებრძოლის ადგილის განსაზღვრა ამ ამოცანის შესრულებაში. თითოეულმა ჩვენგანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ სიტყვა ეთქმის და აქვს ძალა, რომ არსებულ რეჟიმს ერთი რომელიმე საყრდენი ბოძი მაინც გამოაცალოს, ეს აუცილებად უნდა გააკეთოს დამოუკიდებლად თუ კოორდინირებულად.
თუმცა მაღალი აზრისა არ ვართ იმ პოლიტიკური პარტიების საბრძოლო პოტენციაზე, რომელთაც ე.წ. `ოპოზიციური ნიშა~ ეკავათ ერთი, ორი, და ხუთი წლის წინ, მოვუწოდებთ მათ: სრულად გამოიყენეთ თქვენი მატერიალური და სხვა პოტენციალი რომ მომზადდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი ბაზა მაინც, რათა ახლო მომავალში, როცა საქართველო დღევანდელი ხელისუფლებისგან თავისუფალი იქნება, მათ მიერ განხორციელებული დანაშაულთა სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების იურიდიული გაბათილების მყარი საფუძველი შეიქმნას.
დღევანდელი ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების ყველაზე `მყვირალა~ დანაშაულთა აღსარიცხად მაინც, რათა ახლო მომავალში, როცა საქართველო მათგან თავისუფალი იქნება, მათ მიერ განხორციელებული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების იურიდიული გაბათილების მყარი საფუძველი შეიქმნას.
უნდა გავაგებინოთ და დავარწმუნოთ საქართველოს მოსახლეობა და მსოფლიო თანამეგობრობა რომ ჩვენ ძალგვიძს დავამარცხოთ ტერორი, დემონტაჟი გავუკეთოთ რეჟიმს და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო!გიორგაძე მამუკა სახალხო პარტია 01.07.2012
არ დავუშვათ სახელისუფლებო ტერორი! – 2012
March 10th, 2014 shalva chkhaidze