giorgadze-1

პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს

თამარ ნინიძე
სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძემ დადებითად შეაფასა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და `ახალ თაობასთან~ საუბარში განაცხადა, რომ დამთავრდა მონოპოლიზებული პოლიტიკური გარემო და ერთპარტიული პარლამენტი, რაც ქვეყანას აუცილებლად ცივილიზებულ სამყაროსთან დააახლოებს.

_ საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, ითვლიან შედეგებს, საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილებები ამ არჩევნებთან დაკავშირებით? ვრცლად »

gerbebi_Page_6

ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით


სახალხო პარტიის განცხადება ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებითსაქართველო მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას. გაჩნდა რეალური შანსი, გავანთავისუფლოთ ქართული სახელმწიფო სააკაშვილისა და მისი “ნაციონლური მოძრაობის” დიქტატისგან, რომლის უმთავრესი მიზანი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებაა.
სააკაშვილის ტირანია სხვა მის ხელთ არსებული რესურსების გარდა მისი ნასუფრალით ნაკვები ფსევდოოპოზიციის საქმიანობასაც იყენებს, რომელთაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი დეზორგანიზების, საეთერო სივრცის შევსების, ჯანსაღ დამოუკიდებელი ძალების ადგილის დაკავების მცდელობის და ხელისუფლების ფსევდოლეგიტიმაციის შექმნის ფუნქცია აკისრიათ.  ვრცლად »
gerbebi_Page_6

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

სახალხო პარტიის  განცხადება
საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობასთან დაკავშირებით

ვარდების რევოლუციად წოდებული 2003 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ატარებდა ანტისახალხო პოლიტიკას და დღესდღეობით კლასიკურ ტირანიად ჩამოყალიბდა. არავითარი ილუზია, იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი ნორმალურთან ოდნავ მაინც მიახლოებულ არჩევნებს ჩაატარებს, საქართველოს სახალხო პარტიას არ აქვს. ვრცლად »

დრამატული მოვლენების მიზეზი სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა

„სახალხო პარტიის“ ერთერთი ლიდერის გოგი ლორთიფანიძის განცხადებით, ქვეყანაში, ოცი წლის განმავლობაში არსებული პრობლემების ვერმოგვარების მიზეზი, სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და იმის მაგივრად, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევები იყოს ცივილიზებული მსოფლიოს გამოწვევები, ჩვენ ისევ იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ვიდექით ამ 20 წლის განმავლობაში.

საქართველოში განვითარებული ამ დრამატული მოვლენების ძირითადი მიზეზი სუსტი სამოქალაქო საზოგადოებაა და სამწუხაროდ დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრია, ვიდრე გუშინ. ვრცლად »

SONY DSC

“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!

ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.

დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო ყველა იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო და არის არა მარტო რელიგიურ_აღმსარებლობითი ინსტიტუტი, არამედ, ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს.
გარკვეულ ძალებს საქართველოში და მის გარეთ მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე დღეს არის საქართველოს სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ, ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა, ხელს უშლით თავისი ზრახვების განხორციელებაში _ ერთიანი ეროვნული ცნობიერების მიზანმიმართულ ნგრევაში; ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში; ერის გენოციდში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებაში; ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში.
საქართველოში არსებული ეს ძალები, გადანაწილდნენ რა სახელისუფლებო, ოპოზიციურ და სამოქალაქო ჯგუფებად, მიიჩნევენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მათი კეთლდღეობის მთავარ მოწინააღმდეგედ (სიმართლე რომ ვთქვათ, სწორადაც მიაჩნიათ!!!). ბუნებრივი და ლოგიკურია ამ ჯგუფების საქართველოს ეკლესიასთან კონფლიქტი.
როცა ჩათვლიან, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინტერესების საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია ხდება.
მრავალი მიზეზის გამოა (რომელთაც ამ წერილში არ განვავრცობთ), რომ ასე გააქტიურდა საქართველოში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ გეგმაზომიერი შეფარული, რიგ შემთხვევაში კი აშკარა ბრძოლა, _ შეტევა ქრისტიანობაზე, ქართულ ცნობიერებასა და ქართული ცხოვრების წესზე. სხვადასხვა კერძო პრობლემის საჯარო განხილვის საგნად ქცევით, შანტაჟით, რელიგიაზე და სამღვდელოებაზე ქილიკით, სასულიერო და საერო პირების მოსყიდვითა და გადაბირებით, რეალური ვითარებისა და ბრძოლის მექანიზმებში გაუცნობიერებელი ადამიანების ქმედებათა გამოყენებით ეკლესიის წინააღმდეგ, უნდათ, ერთი მხრივ, საზოგადოებას მათგანვე შექმნილი რეალურად მძიმე პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაატანინონ ყურადღება და, მეორე მხრივ, რაც მთავარია, გამოთიშონ ჩვენი ეკლესიის პოზიცია და ქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმიდან, საშიშროება შეუქმნან ეკლესიის ერთიანობას, რომელიც, თავისთავად, დღეს ქვეყნის ერთიანობის უმთავრესი ბალავარია.
ბრძოლის მოტივი ბევრია: სულ ცოტა ხნის წინ, მისი უწმიდესობის ძალისხმევით თვითმმართველობის კანონპროექტის VII კარიდან ამოღებულია “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების” შექმნის საკითხი, რამაც ქვეყნის პირდაპირი დაშლის საფრთხე შეამცირა; შესაძლებელი გახადა ტაო_კლარჯეთში ძეგლების აღდგენა ბათუმში მეჩეთის აშენების გარეშე და საქართველოს სხვადასხვა მხარეში რელიგიური დაპირისპირებების ინსპირაციის აღკვეთა; თრუსოს ხეობას დღესაც მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი იცავს; მკაფიო პოზიცია გამოიხატა საყდრისის ოქროს მომპოვებელი უნიკალურ მაღაროს ნგრევისა და ხუდონის კაშხალის წარმოდგენილი პროექტით აშენებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.
მისი უწმიდესობისა და ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი (რომელიც მავანთ მოსვენებას არ აძლევთ) საქართველოსა და მსოფლიოში, საქართველოს ეკლესიის მაღალ სულიერებასა და ჭეშმარიტ ეროვნულობაზე დაფუძნებული პოზიცია, ახერხებს, შეამციროს მოწინააღმდეგეთა აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში, რის გამოც ისინი ავადმყოფურად რეაგირებენ პროცესებში ისეთი პიროვნებების მონაწილეობაზე, რომლებთაც ძალუძთ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა, რაც ავტომატურად იწვევს მათი ანტიქართული ქმედებების მხილებას.
ხელისუფლება, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა (საკონსტიტუციო შეთანხმებაც მოითხოვს ამას), თავად გახდა ეკლესიური ცხოვრების განვითარების ხელის შემშლელი. გადააწყდა რა სახელმწიფოსთვის საზიანო პოზიციების გატანაში დიდ წინააღმდეგობას, მთელ რიგ საკითხებში უკან დახევა მოუწია, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული გაღიზიანება და ეკლესიის მკაფიო პოზიციის გამო სამაგიეროს გადახდის სურვილი გამოიწვია.
ანტიეკლესიური კამპანიის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკლესია თავს ვალდებულად მიიჩნევს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესიის პასუხისმგელობის მაღალი დონე ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.
ბოლო პერიოდში პოლიტიკური ლიდერების ოფიციალური განცხადებები და კულუარული საუბრები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ “ნაცმოძრაობა” და `ოცნება~ (ზოგიერთი წევრის გამოკლებით) და მათგან კონტროლირებადი ე.წ. არასამთავრობო სექტორი და მედია (განსაკუთრებით ტელეკომპანია „ტაბულა“, სადაც ანტიეკლესიური მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობს ვითომდა ობიექტური, ინტელექტუალური და მშვიდი საუბრების მიღმა), პრაქტიკულად, ერთიან ორგანიზებულ შეტევას აწყობს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. აშკარა ხდება მათი მიზანი _ მორჩილებაში იყოლიოს რელიგიური დაწესებულება.
ამ ფონზე, საერო და სასულიერო პირების მხრიდან, ეკლესიაში არსებული პრობლემების მოგვარების საბაბით, გახშირდა სხვადასხვა განცხადების გაკეთება და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელება. რაც უნდა “კეთილშობილური” მიზნები ამოძრავებდეს ამ ადამიანებს, მით უმეტეს _ სასულიერო პირებს, მათი მხრიდან პრობლემების საჯარო სივრცეში გამოტანა და არაეკლესიური ფორმებითა და მეთოდებით მოქმედება ძალიან ხშირად ეკლესიის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამს წყალს;. რაც უნდა გულუბრყვილო იყოს ადამიანი, უნდა ხვდებოდეს, რომ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, “ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით” განხორციელებული ეს ქმედებები ეკლესიაში შიგნიდან განხეთქილების მცდელობისთვის ხდება გამოყენებული.
ასევე, ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისგან უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როდისაა ამისთვის შესაბამისი დრო და მათ „გადაჭარბებულ გულმოდგინებას“ ისევ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებს მავანი.
დღეს, როდესაც გაშლილი ფრონტით მიმდინარეობს შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე და, როცა ჩვენი დედაეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის ერთადერთი რეალური დამცველია, ეკლესიის შიგნით დაძაბულობის ნებისმიერი კერის გაჩენა ეკლესიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასია (რა უნდა გაგვიკვირდეს, მაცხოვარს ჰყავდა იუდა ისკარიოტელი). ყველამ, მით უმეტეს, სასულიერო პირებმა, უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებების გამოყენების მსურველი საქართველოში მრავალია.
სასულიერო პირების მხრიდან გარკვეულ ინდივიდუალურ გადაცდომებს, გნებავთ _ შეცოდებებსა თუ სხვადასხვა სახის კანონიკურ-სამართლებრივ დარღვევებს, შეიძლება, მართლაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, ეს მხოლოდ საეკლესიო სამართლით დადგენილი წესით უნდა დარეგულირდეს. Gგანა, რომელიმე, თუნდაც მცდარი გადაწყვეტილების გამო, სასულიერო პირის მხრიდან მეორე სასულიერო პირის ან ეპისკოპოსის საჯაროდ ლანძღვა მთლიანი ეკლესიის ლანძღვა არ არის?! ვის აქვს უფლება, გამოვიდეს და აგდებულად ილაპარაკოს იერარქებზე, თუნდაც ამ იერარქების ქმედება არ მოეწონოს?! თუნდაც რომ შეეშალოს სინოდს გადაწყვეტილება, განა შეიძლება, თუ შენ დედად მიგაჩნია ეკლესია, დედას რამე რომ შეეშალოს, მთელ ქვეყანაზე გამოაჭენო?! E
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, არ მივიღოთ მონაწილეობა საეკლესიო ცხოვრებაში ან არ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. პირიქით, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ორგანიზებულები, უნდა ვიქცეთ ერთიან მრევლად, პროცესების არა დამკვირვებლებად, არამედ ქმედითუნარიან მონაწილეებად; შიდა ამოცანების გადაწყვეტა ეკლესიის „გალავანს“ შიგნით უნდა მოვახერხოთ, ხოლო მის გარეთ შეთანხმებული ერთიანი პოზიციით წარვდგეთ.
თუ რომელიმე სასულიერო პირის, მით უმეტეს _ იერარქის პოზიცია მიუღებელია ან მათი ქმედებები ეჭვს იწვევს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც, შეიძლება, გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს, მაგრამ, მისი განზოგადება და შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვა დაუშვებელია, მით უმეტეს, როცა იცი, რომ გარედან ორგანიზებული ქმედებები მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და განხეთქილების მოწყობის მიზნით.
ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის ამ პრობლემებს, ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გარედან ზემოქმედების განეიტრალების პარალელურად. Aამას თუ არ გავიცნობიერებთ, მივიღებთ გაცილებით უარეს შედეგს _ თავად ეკლესიის ერთიანობას ეჭვქვეშ დავაყენებთ.
თქმულის საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისია რუის-ურბნისის კრების შედეგების შეფასება: „დავით აღმაშენებელმა ჩაატარა საეკლესიო რეფორმა და გაწმინდა ეკლესია“ _ ეს საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიის სტერეოტიპია. რეალურად კი რუის-ურბნისის კრება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მოწვეული, რაც წმიდა დავით აღმაშენებელმა, დიდი ბრძოლის შედეგად, ხელისუფლება გაამყარა, აღმოფხრა კერძო ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები და გახდა მტკიცე გარანტი საერო პირების მხრიდან ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის აღკვეთისა, რითაც საშუალება მიეცათ ღირსეულ მამებს, საკუთარი ძალებით თავადვე განეხორციელებინათ, წმიდა სწავლებაზე და საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, ეკლესიის შიდა პრობლემების მოგვარება და ქართული ეკლესიის უდიდეს სიმაღლეზე აყვანა. წმიდა გიორგი მთაწმინდელის დაწყებული საქმე, მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნის შემდგომ, წმიდა არსენ იყალთოელისა და წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ძალისხმევით, საქართველოს ეკლესიის ღირსმა მამებმა განახორციელეს, ხოლო თვით წმიდა მეფე ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩარეულა (ბიზანტიური და რუსული პრაქტიკისგან განსხვავებით, მას არ უცდია, ხელისუფლებისთვის დაექვემდებარებინა ეკლესია!), პირიქით, მაღალი იერარქები მიიწვია სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში.
მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარება იწყება გარედან ზეწოლის შემცირების პარალელურად. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც თავს მიიჩნევს ეკლესიის შვილად და მრევლის წევრად, გავემიჯნოთ ანტიეკლესიური კამპანიის ორგანიზატორების გეგმებს! ნუ შევუწყობთ ხელს მათ! ჩვენი ენერგია მივმართოთ მათ წინააღმდეგ და შემდეგ, თავისუფალ გარემოში, ეკლესია თვითონ შეძლებს საკითხების გადაჭრას!
დღევანდელ დღეს ყველანი ვხედავთ, რა დიდ საქმეებს აკეთებს ასეთი ზეწოლის პირობებში საქართველოს ეკლესია კონკრეტული ადამიანისთვის, თავისი ერისა და სახელმწიფოსთვის. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ თავისუფალ გარემოში რას გააკეთებს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმისთვის!
ანტიეკლესიური კამპანიის მესვეურთა ერთ_ერთი მთავარი ხელშემწყობი ამ ბრძოლაში, მრევლის საზოგადოებრივი პასიურობა და რელიგიური “ნელთბილობაა”. ეს ყოველივე ნათლად გამოჩნდა, როდესაც ზოგიერთი ჯგუფის წარმომადგენელმა საკუთარ თავს თავხედური და უხამსი საქციელის ჩადენის უფლება მისცეს, ხოლო მათი შემკავებელი და პასუხის მომთხოვი სამოქალაქო ძალა არ აღმოჩნდა.
ეკლესიის წევრებს და გულწრფელად მის გვერდში მდგომ ადამიანებს Uუნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას დღეს ჰყავს ორგანიზებული, მოტივირებული და ეკლესიისა და სახელმწიფოს ნგრევისკენ მიზანმიმართულად მავალი მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც იყენებენ ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ მეთოდს. ხოლო ეკლესიას, სამწუხაროდ, სამოქალაქო სივრცეში არ ჰყავს ერთგული, სტრუქტურირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც შეძლებს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედების განეიტრალებას და მისცემს საქართველოს ეკლესიის ღირსეულ მოძღვრებს საღვთო და საერო ფუნქციების რეალიზების საშუალებას.
ამიტომ ჩვენ, ვინც ეკლესიის ერთგულ შვილად მივიჩნევთ თავს, ჩვენი რეალური ქმედებებით მოძალადეს უნდა გავუფანტოთ ილუზია იმისა, რომ მას ძალუძს, ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, როგორც სურს და, რომ მათი მოღალატური და დანაშაულებრივი რომელიმე ქმედება დაუსჯელი დარჩება! Aასევე, უნდა გავუფანტოთ ყველა შემცდარსა თუ ორგულს (შემოსილსა თუ შეუმოსავს) იმის ილუზიაც, რომ ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს!
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს _ გაიცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა, რომ თვალი გავუსწოროთ საშიშროებას და ამ კრიტიკულ დროს ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად. მრევლი ვალდებულია, თვითონ გახდეს ერის ინტერესების დამცველი და ეკლესიის პარტნიორი ამ ბრძოლაში, მოახერხოს გლობალური გამოწვევების ორგანიზებული დახვედრა და ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის აღკვეთა.

მამუკა გიორგაძე 15.02.2014

 

giorgadze-1

საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესიის უარყოფითად წარმოჩენაში

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, “საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსოფლიოს თვალში საქართველოს ეკლესიის უარყოფითად წარმოჩენაში”.

როგორც გიორგაძემ „Front News“-სთან 12.03.2014 საუბრისას  აღნიშნა, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ევროკავშირის უმაღლეს კომისარ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრისასაც ისაუბრა, როცა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული თითქოს საქართველოს ეკლესია ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აბრკოლებს. ვრცლად »

ვინ ახორციელებს მედიაშეტევას საზოგადოებაზე

NEWS.GE  12.03.2014

„სახალხო პარტია“ პოლიტიკურ ძალებს, რეალური პრობლემების გადაფარვის მიზნით, ქართულ საზოგადოებაზე მედიაშეტევაში ადანაშაულებს.

„დღეს, აშკარად ჩანს, როგორ მიმდინარეობს ქართული საზოგადოებაზე ღია, მასირებული და კარგად ორგანიზებული მედიაშეტევა – წამყვან სატელევიზიო არხებზე უაზრო პოლიტშოუების ჩვენებით და მასში მონაწილე ერთი და იმავე ფიგურანტების მეშვეობით. თითქოს ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლები არ არსებობდეს და არც მათზე პასუხის დამფიქსირებელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კომპეტენტური პიროვნებები. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ღალატის მცდელობის მორიგი ნაბიჯი – 21.07.2012

ნოდარ ნათაძე
პაატა კოღუაშვილი                                        
მოსაზრება
მამუკა გიორგაძე
თამარ ჩხეიძე

საქართველოს ერთერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ანალიტიკურსა და მიმოხილვით წერილში ინგლისურ ენაზე სათაურით “რეტროსპექტივა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციისა” (9 მაისი, 2012 წელი), ინტერნეტით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სფეროდან, რომელსაც ძალუძს საგარეო პოლიტიკაში და საშინაო პრობლემების რეგულირების საქმეში საქართველოს მძიმე ზარალი მიაყენოს. ვრცლად »

SONY DSC

ქართველი ხალხის გაბითურებისა და სააკაშვილის ჩანაცვლების გეგმის შედგენა დაწყებულია

მამუკა გიორგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია და  ოპოზიციაც რუსულ სპექტაკლში ასრულებს როლებს.    გაზ. “ვერსია” # 11. 2009წ.  ნინო ლურსმანაშვილი.
 საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი, სადაც სახალხო პარტია, სახალხო ფრონტი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე `ვერსიას-თან~ საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემების სათავე ~ხელისუფლების უზურპაცია, ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ცნობიერების, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქართველი ერის ფიზიკური გენოციდეს მცდელობაა~. მამუკა გიორგაძე იმასაც ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუ-ფლება პუტინის ადმინისტრაციაა და ოპოზიციის დიდი ნაწილიც რუსული სპექტაკლის მონაწილეებია.
_ ფაქტები ამტკიცებს, რომ სააკაშვილი, დასავლური ღირებულებების სახელით, პრორუსულ პოლი-ტიკას ატარებს. ამ ვითომდა პროდასავლური ღირებულებების მატარებელ ადამიანებს, კანონის უზენა-ესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თვითმმართველობის დანერგვის, ხელისუფლების გადანაწილე-ბის კუთხით არაფერი გაუკეთებიათ, რომ დასავლური ცხოვრების წესს მივახლოებოდით. ქართული და რუსული ხელისუფლება თვისობრივად ერთია და შესაბამისად, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ვრცლად »

მიწის გაყიდვა საქართველოს მომავლის გაყიდვაა

მამუკა გიორგაძე, ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამავე დროს მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა, ა.წ. 26 ივნისს გაატარა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს პლენუმის გადაწყვეტილება #3/1/5/512”, რომლითაც გაუქმდა  უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილ, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელ ~სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ყველა შეზღუდვები უცხოელთა მიერ  სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ვრცლად »

Powered by WordPress