ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებითსაქართველო მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას. გაჩნდა რეალური შანსი, გავანთავისუფლოთ ქართული სახელმწიფო სააკაშვილისა და მისი “ნაციონლური მოძრაობის” დიქტატისგან, რომლის უმთავრესი მიზანი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებაა.
სააკაშვილის ტირანია სხვა მის ხელთ არსებული რესურსების გარდა მისი ნასუფრალით ნაკვები ფსევდოოპოზიციის საქმიანობასაც იყენებს, რომელთაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი დეზორგანიზების, საეთერო სივრცის შევსების, ჯანსაღ დამოუკიდებელი ძალების ადგილის დაკავების მცდელობის და ხელისუფლების ფსევდოლეგიტიმაციის შექმნის ფუნქცია აკისრიათ. 

ჩვენთვის განსაკუთრებით მტივნეულია ჩვენი და ჩვენი მეგობრების ოფლითა და სისხლით შექმნილი ორგანიზაციის _ “ედპ”-ს სრული დეგრადაცია, რომელიც შევარდნაძე-სააკშვილის რეჟიმმა საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ავანგარდიდან ქვეყნისა და ერის სირცხვილად აქცია, უკანონობისა და სადიზმის დამცველი გახადა და ყველა დროისა და ყველა ხელისუფლების მომსახურე “ლეიბორისტული პარტიის” უღიმღამო ანარეკლი გახადა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი, იმედია, საბოლოოდ აუხელს პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ნაწილს თვალს, თუკი ისინი განუკურნებლად არ არიან დაბრმავებულნი.
მოვუწოდებთ, თუკი ვინმე დარჩა “ედპ”-ში ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც ახსოვს სამშობლოსთვის ბრძოლის ძველიHჰეროიკა, გაემიჯნოს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს, ხელი არ შეუწყოს ქვეყნის სათავეში კვლავ ნაციონალური მოძრაობის დარჩენას და ქვეყნისთვის დამანგრეველი პოლიტიკის გაგრძელებას. იგივეს მოუწოდებთ სხვა ფსევდოოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ არის დრო სინანულისთვის და ვაფრთხილებთ მათ:
“ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს, ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.” მათე: 3;10
სახალხო პარტია
24.09.2012

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress