მამუკა გიორგაძე, ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამავე დროს მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა, ა.წ. 26 ივნისს გაატარა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს პლენუმის გადაწყვეტილება #3/1/5/512”, რომლითაც გაუქმდა უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილ, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელ ~სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ყველა შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ამით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა – ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის და მათი შთამომვლობის საარსებო ბაზა აწ და მარადის – გატანილი აღმოჩნდა მსოფლიოს ღია ბაზარზე, სადაც, დღესდღეობით და უახლოეს ათწლეულებში საქართველოს ფარულად პრო-რუსული ორი ადმინისტრაციის ოცწლიანი დივერსიული ბატონობით განპირობებული საყოველთაო გაღატაკების ფონზე, მოსახლეობის მთელი მასა არაკონკურენტუნარიანია საქართველოს მიწის მითვისების აუარებელ უცხოელ მსურველებთან შედარებით. ამ ოცწლიანი ოპერაციის მიზანი და მოტივაცია, ხელისუფალთა ანგარების პარალელურად, სხვა არა არის რა და სხვა ვერ იქნება თუ არ საქართველოს დემოგრაფიული დექართველიზაცია და მისი მიწა-წყლის ათვისება ახალი, გარედან მოყვანილი ან ბუნებრივად იმიგრირებული მოსახლეობის მიერ. პაპუაშვილის ეს შეუნიღბავად ანტისახელმწიფოებრივი მანევრი თავისი განხორციელების ფორმით, სახელდობრ, არგუმენტაციის სიმულაციით, რომელიც ცდილობს იურისპოდენციისა და ზოგადად ჰუმანიტარული ცოდნის სფეროში მიღებული მეცნიერული ტერმინოლოგიით ოპერირებას, ემყარება ერთის მხრივ სრულ არაინფრომირებულობას ამ სფეროებში, მეორეს მხრივ კი ასევე სრულ უცოდინარობას – ან: უცოდინრობის სიმულაციას – იმ მოვალეობათა და ვალდებულებათა თაობაზე, რომლებიც აქვს სახელმწიფოს ადნმინისტრაციას თავისი ქვეყნის წინაშე და არჩეულ ხელისუფლებას – ამომრჩეველთა წინაშე. ამ უმეცრების შემადგენელ ელემენტთა შორის დავასახელებთ ორს, რაც საკმარიისია, რათა მხილებულ იქნას საკონსტიტუციო სასამრთლოს ამ აქტის მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივი, პროფესიულად (დარგობრივად) არაკომპეტენტური, დანაშაულებრივად დესტრუქციული ხასიათი.
1. დადგენილების ავტორებმა არ იციან (ან სიმულაციას ეწევიან, თითქოს არ იციან), რომ საზოგადოებაში, სახელმწიფოს ჩათვლით, სამართლის განხორციელებას აქვს თავისი პრინციპები, რომელთაგანაც ერთი ფორმულირებულია ცნობილ მაქსიმაში ფიატ ჯუსტიცია, პერეატ მუნდუს (“აღსრულდეს სამართალი, თუნდ დაიღუპოს ქვეყნიერება”). ეს მაქსიმა არასოდეს ხორციელდება და ვერც განხორციელდება, მაგრამ იგი მონაწილეობს სამართლის განხორციელების ყველა აქტში, როგორც რეგულატიური იდეა. ანუ: არც კანონს, არც მოსმართლეს არ აქვს უფლება, რომ პრაგმატული მოსაზრებით (მაგ. იმით, თუ რა შედეგი ექნება კანონის ან სასამრთლო გადაწყვეტილების ამა თუ იმ პუნქტს “ბრუნვისთვის”, როგორც ამას პაპუაშვილი იქმს) დაარღვიოს ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, ამ შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც მისი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეთაგან განსახვავებით, ერთმევათ^ სამშობლოს და მისი საარსებო საყრდენის – სასოფლო-სამეურნეო მიწის _ მარადიული შენარჩუნების გარანტირებული პრინციპული უფლება.
2. ასევე არ ესმის – ან სიმულანტობს, თითქოს არ ესმის – პაპუაშვილს ის, რომ უცხოელის შეუზღუდაობა მის საკუთრებაში ამა თუ იმ გზით მოხვედრილი ქართული მიწის მოხმარებასა და განკარგვაში არ არის ერთადერთი, მისი ტერმინოლოგიით, “ღირებულება” და, შესაბამისად, ერთადერთი მიზანი, რომელსაც, პრაქტიკულ პლანში, უნდა ისახავდეს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს მიწას აქვს მრავალი სხვა მიზანიც გარდა იმისა, რომ “ყველა ადამიანის”, განურჩევლად მოქალაქეობისა, თანაბარი საკუთრების უფლების საგანი იყოს. მაგალითად, ის მიზანი აქვს, რომ შეადგინოს საქართველოს მოქალაქეთა მომავალი თაობების სარჩენი ბაზა, შეადგინოს ამ თაობათა ლაღად გაზრდისა და ჩამოყალიბების გარემო, მათი ყოველმხრივი თავისუფალი განვითარების გარემო, სახელმწიფოსა და ერის სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი და ა.შ. ეს და ანალოგიური მრავალი სხვა მიზნები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მიზნებია (აგრეთვე სტრატეგიული მიზნებია), ანუ იმ კატეგორიისა, რომელთა გამოც ყველა სახელმწიფო ყოველ ეპოქაში მიმართავს – და უფლებამოსილია მიმართოს – უძრავი საკუთრების შეზღუდვის, მათ შორის – რეკვიზიციის მეთოდს. “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებები”, რომლებითაც საქართველოს კონსტიტუცია ზღუდავს უცხოელების მიერ საქართვლოს მიწის საკუთრებას, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის საშიშროებების აცილების ამოცანას გულისხმობს. ხოლო უცხოელზე, მოქალაქისაგან განსხვავებით, დაკისრებული ტვირთი – მიწის მოქალაქეზე გასხვისების მოვალეობა – არის ამ “აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებათა” გამო შეზღუდვის რიგისა და არა ექსპროპრიაციის (საგნის ჩამორთმევის) რიგისა, ანუ არ არის მისი საკუთრების, როგორც ასეთის, პრინციპის ხელყოფა.
იმისთვის, რომ პაპუაშვილის ქმედებაში ერთის მხრივ უმეცრებისმიერი და მეორეს მხრივ ნებსითი შეცდომების არსი და სიღრმე გასაგები იყოს ნაკლებ ინფორმირებული მკითხველისათვის, დავიმოწმებთ შემდეგს. ემუქრება თუ არა მიწის უცხოელ მეპატრონეს, ქართველისგან განსხვავებით, საქართველოში შექმნილი სასურსათო საფრთხე? არა, მას გადარჩენის ღუზა საზღვაგარეთ აქვს. სამშობლოს დაკარგვის საფრთხე (იხ. ზემოთ)? არა, მას სამშობლო სხვაგან აქვს. ქართულ ომში გაწვევის საფრხე, რასაც უდიდესი ალბათობა აქვს და რაც მას, როგორც მეურნეს, არაქმედითს გახდის? არა, მას საქართველო ვერ გაიწვევს. და ა.შ. და ა.შ. ამგვარად, ბრმა შესწორებები ისედაც კოჭლ (საქართველოსთვის საზიანოდ კოჭლ!) კანონში მიწის შესახებ ემსახურება არა ადამიანთა თანასწორობის, არამედ მყვირალა, რადიკალური, ბარბაროსული უთანასწორობის შექმნას მათ შორის, ოღონდ – უსათუოდ ქართველისა და საქართველოს მოქალაქის საზინაოდ, რასაც გარკვეული კატეგორიის ნახევრადწიგნიერი თანამდებობის პირები (მათი სახელი ლეგიონია) რატომღაც თავისი დემოკრატიული მენტალიტეტის ნიშნად რაცხენ.
მარტივად რომ ვთქვათ: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის აღნიშნული გადაწყვეტილება სამართალსაწინააღმდეგოა იმით, რომ საქართველოს კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს: საკუთრების ესა და ეს შეზღუდვები კანონდება იმიტომ, რომ _ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ _ ამას “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს. პლენუმი, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონის მიერ “ანტიკონსტიტუციურად” აცხადებს, კონსტიტუციის ამ მუხლთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
პაპუაშვილის იურიდიული არაკომპეტენტურობის სიღრმეს მოწმობს, სხვა მრავალთა შორის ის, რომ იგი ვერ ხვდება: კონსტიტუციის ფორმულირება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება” არის ზოგადი დეფინიცია, რომლის ქვეშაც ერთიანდება ყველა ის კონკრეტული შემთხვევა, როცა კანონმდებელი ამა და ამ კონკრეტულ ვითარებაში მიწის საკუთრების ამა და ამ შეზღუდვას ასეთი საჭიროების საგნად ჩათვლის. უცხოელი მოქალაქის სარჩელის დაკმაყოფილებამდე, რომელმაც ამ შეზღუდვის მოხსნა მოითხოვა, ალბათ, სათანადო წაბიძგების შედეგად, სასამართლოს პლენუმი ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ მიწის საკუთრების ესა და ეს კონკრეტული შეზღუდვა, რომელიც მიწის კანონში წერია, არ არის განპირობებული ამ სახის არც ერთი საშიშროებით. პლენუმს ეს არ გაუკეთებია. ხოლო მის ფაქტებში და სახელმწიფო პოლიტიკაში პაპუაშვილის არაინფორმირებულობის გამოხატულება ის არის, რომ იგი საქართველოს რეალობაში ვერ ხედავს იმგვარი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებების” არსებობას, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის სოფლის მოსახლეობის ასი პროცენტის უმიწოდ დარჩენის დაუშვებლობას ადამიანების, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა თვალსაზრისით. ბატონ პაპუაშვილის აზროვნების ლოგიკურსა და ანალიტიკურ უუნარობას კი ნათლად მოწმობს მისი მსჯელობის ასეთი სქემა: ადამიანები თანასწორნი ვართ. კერძოდ, კანონის წინაშეც თანასწორნი ვართ (ეს მართლაც ასეა და ჩვენს კონსტიტუციაშიც გვიწერია). მაშასადამე, ასკვნის პაპუაშვილი, მიწის საკუთრების საკითხშიც მოქალაქეებს და არამოქალაქებს ზუსტი თანასწორობა გვეკუთვნის. იმას, რომ ეს პრიმიტიული ლოგიკური სქემა ყალბია, პაპუაშვილი რომელსაც იურისტის დიპლომი აქვს, ვერ ჰხვდება ან სიმულანტობს, რომ ვერ ჰხვდება. სახელდობრ, ვერ ჰხვდება იმას, რომ თანასწორნი ვართ თანასწორ პირობებში ანუ ერთსა და იმავე მდგომარეობაში (ჯანმრთელს არა აქვს ის უფლებები, რაც ინვალიდს, და ა.შ.). და მხოლოდ ამა და ამ კონკრეტულ პარამეტრებში და არა ყველაში, მაგ. პავლეს არა აქვს ის უფლებები პეტრეს ოჯახის მიმართ, რაც თვითონ პეტრეს აქვს. კაცს ჯარში იწვევს თავისი სახელმწიფო, მაგრამ არა სხვისი სახელმწიფო და ა.შ. ამ განსხვავების დანახვა შესაძლოა ერთერთ ტესტშიც იყოს გამოყენებული “უნარ-ჩვევებად” წოდებული საგნის გამოცდებზეც იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც უნივერსიტეტში შესვლა და იურიდიული ცოდნის დაუფლება ჰსურთ. ამ ტესტში ჩაჭრა, ალბათ, აზროვნების დეფექტად კვალიფიცირდება და არა მხოლოდ პროფესიული მომზადების დეფექტად.
ეს ბარბაროსული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, რეალურად ეკუთვნის არა მართულ სასამართლოს, არამედ მმართველ ხელისუფლებას. ეს უკანასკნელი – შეგახსნმებთ – პრაქტუკილად, მხილებულია როგორც არალეგიტიმურობაში, ისე სახელმწიფო ღალატის მცდელობაში მეზობელი აგრესიული სახელმწიფოს სასარგებლოდ. თქმულიდან გამომდინარე, მათი აქტები საქართვლოს მიწის გაყიდვისა უცხოელებზე, თავისი კანონმდებლობითა და პრაქტიკითურთ, არალეგიტიმურია და გაუქმებადია. ამიტომ მოვუწოდებთ ქართული მიწის უკვე მესაკუთრესა და მესაკუთრეობის მგეგმავ უცხოელებს: იცოდეთ, თქვენ ყიდულობთ საგანს იმისგან, ვისაც ამ საგნის გაყიდვის უფლება არ აქვს. მარტივად: თქვენ ყიდულობთ ნაქურდალს, ამ გარემოებიდან გამომდინარე ყველა სამართლებრივი და მორალური შედეგებით.
ჩვენი ეს კრიტიკული შენიშვნები პაპუაშვილის ნამოქმედარის მიმართ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შეპასუხებებისა, რასაც ეს მოქმედება და შესაბამისი ტექსტი იწვევს. ჩვენს შენიშვნებზე პასუხისმგებელნი ვართ. მზად ვართ დისკუსიის გაგრძლებისათვის უფრო ფართოდ და დეტალურად.
საჭიროდ ვრაცხთ ავღნიშნოდ შემდეგიც:
1. გამჭვირვალეა და უპირობოდ დასაგმობია “მოპასუხის” – საქართველოს პარლამენტის – პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარებულ პროცესზე. სახელდობრ, თუ დავუჯერებთ პლენუმის გადაწყვეტილების “აღწერილობითი ნაწილის” ტექსტს, ამ მოპასუხეს არ მოჰყავს მთავარი არგუმენტები სარჩელის წინააღმდეგ: იგი არ იმოწმებს იმ სასიკვდილო საშიშროებებს საქართველოსთვის, რასაც ქმნის ღია ბაზარზე საქართველოს მთავარი სიმდიდრის – სასოფლო-სამეურენო მიწის – გატანა საქართველოსა და მისი მოქალაქეების დღევანდელი არაკონკურენთუნარიანობის პირობებში.
2. საკუთარ მიწის ფონდს უცხოელებზე განიავებისგან იცავს, პრაქტიკულად, მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობა.
3. საბაზრო ეკონომიკაში მიწის ჩართულობას აქვს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი ფორმა: საკუთრებისა და გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარისა. ნასაბჭოვარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დემოკრატიულ ქვეყანათა კომპეტენტური ეკონომიკური ორგანიზაციები ურჩევენ ამ ორს შორის მეორის – იჯარის განვითარებას.
4. ზემოხსენებული ანტიქართული ოპერაცია პაპუაშვილის ერთადერთი “გმირობა” არ არის. ა.წ. 12 მაისს მან ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა უსირცხვილო სიცრუე, თითქოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას თავის უკანასკნელ შეკრებაზე შეეჩერებინოს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება, რაც ედრებოდა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის პოლიტიკურ “რეაბილიტაციას”. კითხვას “ვინ არის პაპუაშვილი?” თუკი იგი ვისმე აინტერესებს, მკაფიო პასუხი აქვს: სააკაშვილს კადრი, მისი ვიწრო გუნდის წევრი, თანამდებობისთვის შერჩეული მხოლოდ ერთი ნიშნით: მუდმივი მზაობით საქართველოს საღალატოდ.
მამუკა გიორგაძე, ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი