მამუკა გიორგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია და ოპოზიციაც რუსულ სპექტაკლში ასრულებს როლებს. გაზ. “ვერსია” # 11. 2009წ. ნინო ლურსმანაშვილი.
საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსი, სადაც სახალხო პარტია, სახალხო ფრონტი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე `ვერსიას-თან~ საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემების სათავე ~ხელისუფლების უზურპაცია, ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ცნობიერების, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქართველი ერის ფიზიკური გენოციდეს მცდელობაა~. მამუკა გიორგაძე იმასაც ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუ-ფლება პუტინის ადმინისტრაციაა და ოპოზიციის დიდი ნაწილიც რუსული სპექტაკლის მონაწილეებია.
_ ფაქტები ამტკიცებს, რომ სააკაშვილი, დასავლური ღირებულებების სახელით, პრორუსულ პოლი-ტიკას ატარებს. ამ ვითომდა პროდასავლური ღირებულებების მატარებელ ადამიანებს, კანონის უზენა-ესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თვითმმართველობის დანერგვის, ხელისუფლების გადანაწილე-ბის კუთხით არაფერი გაუკეთებიათ, რომ დასავლური ცხოვრების წესს მივახლოებოდით. ქართული და რუსული ხელისუფლება თვისობრივად ერთია და შესაბამისად, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს.
_ აგვისტოს ომის შემდეგ იმის დაჯერება, რომ ორი ქვეყნის ორი ხელისუფალი ერთმანეთს კარგად უგებს, ცოტა რთულია.
_ გეუბნებით, ყველაფერი სპექტაკლია. იმაზე უკეთ, რაც სააკაშვილმა გააკეთა, რუსეთს ვერავინ მო-ემსახურებოდა. კაცმა ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე შეინარჩუნა რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ჯარები, ტე-რიტორიები მისცა, დსთ-დან დღემდე არ გამოვიდა და ქართული ეკონომიკა, განსაკუთრებით ენერგე-ტიკა მათ გადააბარა. რუსი გვბომბავს, ჩვენ კი მას ენგურჰესს ვყიდით თუ ვჩუქნით.
_ თუ 10 წლით ერთობლივი მართვის ხელშეკრულებას ვაფორმებთ?
_ ჯერ არ დაბადებულა მოღალატე, რომელსაც ეთქვას _ მოღალატე ვარო. რა ერთობლივ მართვა-ზეა საუბარი, როცა ენგურჰესის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი რუსეთია. აშკარაა, საა-კაშვილი თავის მომყვანს _ რუსეთს ემსახურება. რუსეთსაც აქ სააკაშვილის რეჟიმი აწყობს. როცა იგი თავის საქმეს გააკეთებს, წაიყვანენ და სხვას მოიყვანენ. ქართველი ხალხის გაბითურებისა და სააკაშვილიწს ჩანაცვლების გეგმის შედგენა, დაწყებულია. საინტერესია ვისზე გააკეთებენ არჩევანს.
_ არადა, პირიქით, ბოლო დროს მუდმივად საუბრობენ, რომ პუტინი სააკაშვილის Fფიზიკურ განადგურებას გეგმავს. . .
_ დუდაევს მოუღეს ბოლო ერთი რაკეტით. ჯვარი სწერია სააკაშვილს, მაგრამ პუტინს მისი მოშო-რება, რომ უნდოდეს, ამას ადვილად გააკეთებდა. ამ ჭორებითაც ხალხის ზომბირება ხდება. აბა, ხო არ იტყვიან, სააკაშვილი ჩვენ დაგისვით და ჩვენი აგენტიაო. გინახავთ, იგორ ივანოვი ოპოზიციის მიტინგზე დარბოდეს? 2007 წლის ნოემბერში რატომ არ ჩამოვიდა ლავროვი? რატომ დააფინანსა სააკაშვილი-ჟვანიას გუნდი 1999 წელს რუსეთის პრემიერმა აქსიონენკომ? ამ კითხვაზე პასუხი ადვილად გასაცემია. სააკაშვილი-პუტინი ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ ლანძღავენ, ხალხს დაუმტკიცონ მტრები ვართო.
_ ახლა არ გვითხრათ, ამერიკელებსაც ატყუებს სააკაშვილი, როცა უმტკიცებს ნატო-სკენ მოვის-წრაფიო
_ ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან, რომ აქ რუსული ადმინისტრაციაა. უბრალოდ, დროებით ეგუებიან. ნატო-ში შესვლაზე საუბარიც სპექტაკლის ნაწილია, რეალურად ხომ ამისათვის არაფერს ვაკეთებთ?! ამერიკა კი, თანამიმდევრულად, გეგმაზომიერად ცდილობს ფსიქოლოგიურად, ისტორიუ-ლად და მენტალურად პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ გვეჩქარება თორემ ამერიკა არ ჩქარობს. დასავლეთისათვის საქართველო რეგიონში ერთადერთი პართნიორი შეიძლება გახდეს. ამიტომ, დროებით ეგუებიან, რომ აქ ახლა მთავარი მოთამაშე რუსეთია. პარალელურად ახალგაზრდები მიჰყავთ, სხვადასხვა სფეროში განათლებას აძლევენ და აპოლიტიკურ ლიდერებად ამზადებენ, ცდილობენ, დასასმელი კითხვები დასვან და ჩვენს მიერ ინიცირებული წინადადებებიც დააფინანსონ.
_ და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც ამზადებენ, მაგ ალასანიას სახით?
_ ამას ჯერ არ აკეთებენ, რადგან, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის ძირითადი სპექტრი რუსეთ-ზეა მიბმული.
ალასანია საინტერესო თემაა. ვინმემ იცის, ალასანია საჭმელია თუ სასმელი? კაცია თუ ქალი? მაღალია თუ დაბალი? მისი პოზიცია არავინ იცის. ბურჯანაძეს 7 ნოემბერს ხმა არ ამოუღია, ახლა კი ამოიღო იმიტომ, რომ მისი გავლენა არ გაიზარდა. ალასანიას შემთხვევაში რა მოხდა? უცნობია, საქართველოში მას რა გავლენის სფეროები, რა ეკონომიური ინტერესები აქვს, რა კლანი დგას მის უკან. . . იქნებ ისიც გამოდგეს და სხვა ოპოზიციონერებივით ამტკიცოს, სააკაშვილი ბუშის პროექ-ტიაო. ვინც ამას ამბობს, ხომ რუსეთის სპექტაკლს თამაშობს?
_ ანუ ამტკიცებთ, რომ ოპოზიციაც რუსეთს ემსახურება?
_ 300 000 კაცი ქუჩაში, რომ გყავს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, ან უცოდინა-რი ხარ, ან უარესი _ ხელისუფლების მოკავშირე. ახლა თავად აირჩიონ, რომელი ურჩევნიათ. პოლი-ტიკა 6, 20 და 25 იანვარს ჩატარებული არჩევნების ჯამი კი არა, ყოველდღიური ბრძოლაა. ინაგუ-რაციის დღეს მოვლენების ეპიცენტრს ხალხი მოაშორეს. ამაზე დიდ საქმეს ხელისუფლებას რას გაუ-კეთებდნენ? არც მათი მჯერა და არც ხელისუფლებიდან წამოსული ადამიანების “აღსარებების”. ბერძენიშვილის აღსარებამაც გამაღიზიანა, ოქრუაშვილისამაც, ბურჯანაძისამაც და სუბარისამაც. სახალხო დამცველმა თუ იცოდა, რომ ეს კაცი მკვლელია, რატომ დუმდა და მის გვერდით როგორღა იდგა?
_ სუბარმა განაცხადა, იმიტომ არაფერი ვთქვი, სისხლი არ დაღვრილიყოო.
_ სისხლი კი არ დაიღვრებოდა, ეს პრევენცია იქნებოდა. უბრალოდ, ამის ვაჟკაცობა არ ეყო. ვერ აიღო საკუთარ ავზე ამხელა პასუხისმგებლობა. ეს კიდევ არ არის მთავარი. 5 იანვარს როგორღა მიულოცა გამარჯვება? გვეუბნებოდა _ შეიცვალა სააკაშვილი, ახალი ეტაპი იწყება და ადამიანის უფლებებიც დაცული იქნებაო. მიღება გაუმართა ტაშის გრიალში. ამის მერე როგორ დავიჯერო მისი? ახლა ოპოზიციაში გადადის და სწორედ ეს არის სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი. ეს ხალხი _ ბურჯანაძე, ალასანია, ნიღაიდელი სუბარი. . . გრძნობენ, რომ ახალი სპექტაკლი იწყება და ახალი როლების მიღებას ცდილიბენ. ამიტომ არ მჯერა მათი ყალბი აღსარებებისა და ყალბი ბრძოლისა. ნამდვილი ბრძოლა თუ უნდათ, გაითვალისწინონ, რომ მიშას ერთადერთი პრობლემა აქვს _ ფსიქოლოგიური, ადამიანური, პოლიტიკური თვისებები არ აძლევს იმის საშუალებას, დიდ მოედანზე პრესინგი ითამაშოს. მას გასაქანი არ უნდა მისცე. დისკომფორტი უნდა შეუქმნა. რესტორნიდან რესტორანში დადიან, მერე წელიწადში 4 მიტინგს ჩაატარებენ, ამას ხომ ყველა მთავრობა აიტანს.
_ შორიდან სხვის ნაკლზე საუბარი ადვილია, თუ ასეა, თქვენ რატომ არ უტარებთ სააკაშვილს პრესსინგს?
_ სამწუხაროდ, დღეს ძალიან რთულია, ერთის მხრივ, დღევანდელ ხელისუ-ფლებას ებრძოლო, მეორეს მხრივ, მის უკან, საზღვრებსგარეთ მყოფ სცენარისტებსა და რეჟისორებს და მესამეს მხრივ _ ოპოზიციის მანტიაში გამოწყობილ რენეგატებს. ყველაზე მძიმე კი ისაა, ოპოზი-ციაში ბევრი პატიოსანი ადამიანი, რომლებსაც ვემეგობრებით, შეცდენილი რომაა და მათთან ერთიანი გეგმის შემუშავებას რომ ვერ ვახერხებთ. არსებული რესურსით გვიჭირს, გავარღვიოთ ეს ბარიერები და ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ ვფიქრობთ, ახლა შესაძლებლობა გვაქვს, ფაქტებით ვისაუბროთ. ერთი აქტით სააკაშვილი რუსეთის არმიას ოკუპანტს უწოდებს, მეო-რეთი კი მას საქართველოში წესრიგის დაცვას სთხოვს. მხოლოდ ეს ფაქტიც კმარა, რომ საზოგადო-ებას თვალი აეხილოს. ჩვენ პოლიტიკის თოქ-შოუებით წარმართვას არ ვაპირებთ. თეორიულ კონცეფ-ციებს დავდებთ და დაუღალავად ვიბრძოლებთ.
_ გამოდის, თქვენ და ოპოზიციურ ძალებს ერთი მიზანი გქონიათ. მათთან მოლაპარაკებებსაც ხომ არ აწარმოებთ?
_ ნებისმიერ ეროვნულ და დამოუკიდებელ ძალასთან ვითანამშრომლებთ. ოღონდ არა იმათთან, ვისაც ახლა პოლიტიკური პროცესების დაძვრის რესურსი აქვს და აჭიანურებს, რადგანაც მითითებებს საზ-ღვრებს გარედან ელოდებიან. რამოდენიმე ძალასთან ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რაღაც ერთ ნიშნუ-ლამდე მივიდეთ. მათი დასახელებისაგან ჯერ თავს შევიკავებ. მთავარია, მწარე გამოცდილება არ დაგვავიწყდეს, რომ ლოზუნგს _ `ყველა მინუს ერთი~ და სიძულვილით შეკრებას მხოლოდ ცუდი მოაქვს. ოპოზიციამ ეს კარგად უნდა გაიაზროს.
_ სანამ ოპოზიცია ამას იაზრებს, ამბობენ, რომ სააკაშვილმა შეიძლება საპარლამენტო არჩევნებიც კი დანიშნოს.
_ ბევრისაგან განსხვავებით, სააკაშვილმა პოლიტიკური კონიუქტურა და მეთოდოლოგია იცის. ისწა-ვლა შევარდნაძისაგან, როდის რა უნდა გააკეთოს. პოლიტიკური მიზანსცენების დადგმაც ეხერხება და
თავისი კოზირების გამოყენებაც. ამიტომ, გაათმაგებულად უნდა ვიმოქმედოთ. საპარლამენტო არჩევნე-ბი, რომ დანიშნოს, ისევ მოიგებს. ხელისუფლებაში მისი ყოფნის ყველა დღე კი ქვეყნისათვის სახი-ფათოა. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ვამხილოთ ის პოლიტიკური ძალები ვინც დამოუკიდებე-ლი არ არის. ნამდვილმა ეროვნულმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა კი ხალხს სწორი მიმართუ-ლება უნდა მივცეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანით.
_ ამბობთ, აქტიური ბრძოლის რესურსი არ გვაქვსო. იმედი გაქვთ, რომ მიზანს მიაღწევთ?
_ ჯერ მიზანი უნდა განისაზღვროს სწორად. მიზანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება უნდა იყოს რასაც სააკაშვილი ხელს უშლის. სააკაშვილის გადადგომა მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. გამარჯვების ფორმულა სახარებაში გვაქვს მოცემული. თუ მხოლოდ სააკაშვილის გადა-სადგომად მიდიხარ, იქ უფალი შენთან არ იქნება. მაგრამ თუ ბრძოლაში სახელისა უფლისათვის
მიდიხარ, თუ შენი ქვეყნის სიყვარულისა და ნათელი მომავლისათვის მიდიხარ, უფალი შენთან იქნება და გაიმარჯვებ.