2014-10-13 ნინო ხაჩიძე “თბილისელები” 13.10.14
თუმცა დიდი მითქმა-მოთქმაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილის გამო, უნდა აგონ თუ არა პასუხი ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ჩადენილი დანაშაულებების გამო (თუკი დაუმტკიცდებათ), სამაგიეროდ, თითქმის არავის გაუმახვილებია ყურადღება იმ საკითხზე, რომ ევროპარლამენტმა შეგვახსენა, რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირების დროაო, რის ვალდებულებაც, რატომღაც, ავიღეთ. მეორე მხრივ, არაკეთილმოსურნენი სათავისოდ ცდილობენ ამ ქარტიის განმარტებას და იმედოვნებენ, რომ რეგიონული ენების სტატუსი აქეთ – სომხურსა და აზერბაიჯანულს ეკუთვნის, იქით – მეგრულსა და სვანურს. არადა, ევროსაბჭო არ ზღუდავს სახელმწიფოს თავად დაადგინოს, რომელ ენას სჭირდება გადარჩენა და ამაში არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ის ენები, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოში სახელმწიფო ენების სტატუსი აქვთ და აბსოლუტურად დაცულიც არიან. როგორ უნდა გავიგოთ ევროსაბჭოს მოწოდება და რომელ ენებს ეკუთვნით საქართველოში ქართული სახელმწიფოს მხრიდან დაცვა, თემაზე „სახალხო პარტიის“ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ვრცლად »