უანბანო სტრატეგია. გულწრფელი თუ მოჩვენებითი?

gerbebi_Page_6

სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტი ჩვენ, ჯანსაღი და წელგამართული გლეხობა ვართ

პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., სტუ პროფესორი
ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი

საქართველოს აგრარულ სფეროში შექმნილი კრიზისის დაძლევის აუცილებ¬ლობა ობიექტურად მოითხოვს საგანგებო ღონის¬ძიებების განხორციელებას, რისთვისაც მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის სისტემური განვითარების (რომელსაც თამამად შეიძ¬ლება ეწოდოს სოფლის გადარჩენის) სტრატეგია.
ქვეყნის მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადი და დინამიკური განვითარებისთვის საჭიროა, ისეთი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება-რეალიზება, რომელშიც ასახული იქნება უახ¬ლოესი წლების (1 3 წ.) ამოცანები (კონკურენტუნარიანი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი დარგე¬ბის მაღალი ტემპებით განვითარება) და მათი განხორციელე¬ბის საშუალებებიQ საქართვე¬ლოს საშუალო და გრძელვადიანი (5-10-15 წ.) მიზნების გათვალისწინებით (ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და აგრარული კრიზი¬სის დაძლევა, სურსათის ექსპორტის გაფართოება და სურსათის იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება).
მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არც ერთი თანამედროვე სახელმწიფო საკუთარი სოფლის მეურნეობის განვითარებას მხო¬ლოდ თავისუფალი ბაზრის იმედად არ ტოვებს (ისინი უარს ამბობენ სუბსიდირების სისტემის გაუქმებაზე, რის გამოც `დოჰას რაუნდი~ დღემდე ჩიხშია შესული) და სხვა მრავალი სახის დახმარებას უწევენ სოფლის მეურნეობას, რადგან სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და პრიორიტეტული ამოცანაა, რომლის გადაჭრაში მთავრობას გადამწყვეტი როლი ეკისრება. სახელმწიფოს ხელშემწყობი ფუნქცია დარგის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე (როგორი წარმატებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი) არასოდეს კარგავს თავის აქტუალობას) . იგი აყალიბებს მკაფიო პრიორიტეტებს და შემდეგ საზოგადო¬ებრივი და კერძო სექტორის პარტნიორობის ფონზე ახორციელებს მის აღსრულე¬ბას. საქართვე¬ლომ სხვა ცივილიზებულ ერთა მსგავსად უნდა გამოკვეთოს პრიო¬რი¬ტეტები სოფლის მეურნეობაში. პრიორიტეტები ამ სფეროში ორი მიმართულები¬თაა. პირველი: სასურსათო უსაფრთხოების (უშიშროების) უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეო¬ბის სტრუქტურის ჩამოყალიბება და მეორე: სოფლის, როგორც ყოფა-ცხოვრების და როგორც ტერიტორიის შენარჩუნება.
მაგალითები იმიტომ არ მოგვიტანია, რომ ჩვენც ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ. აქ მთავარი ტენდენციის გაზიარება და იმის გაკეთებაა საჭირო რისი შესაძლებლობაც სახელმწიფოს აქვს. სწრაფად განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკა ადასტურებს არა რომელიმე მიმართულების, არამედ ლიბერალური და სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკების რაციონალური შეთანაწყობის უპირატესობას.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე ერთი ეკონომიკური პოლიტიკისადმი უპირობო ერთგულება საბაზრო ფუნდამენტალიზმის გამოვლინებაა. ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია პრაგმატული, ეკონომიკური დოგმებისგან თავისუფალი ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ყველაზე ეფექტიანი იქნება მოცემულ პირობებში.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის განვლილმა ორმა ათწლეულმა პრაქტიკულად აშკარა გახადა, რომ საქართველოს სოფლის მოსახლეობის მძიმე სოცი¬ალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მასობრივი უმუშევრობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ე.წ. კომერციალიზაციით ვერ გახდება დაჩქარებული ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი. შესაბამისად, დაუშვებელი იყო და არის მხოლოდ ამ საწყისებზე სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის აგება (თვით ვმო-საც კი დაწესებული აქვს ამ დარგის სუბსიდირების საზღვრები, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენ მას, სხვებისგან განსხვავებით, არ ვიყენებთ, რის გამოც მიღებული უარყოფითი შედეგები დიდი ხანია გასცდა ყოველგვარი გონივრულობის ზღვარს), რაც პრაქტიკულად ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის არ არსებობასა და პროცესების თვითდინებაზე მიშვებას ნიშნავს.
თავიდანვე შევნიშნავთ, რომ გლეხკაცს, ქართული მიწის მთავარ მეურვეს დღეს არ ულხინს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სოფელში არსებული უმძიმესი კრიზისული სიტუაცია და არასახარბიელო სოციალური ფონი ძირითადად აგრარულ საკითხებში 2004-2012 წლებში მთავრობის მონაწილეობის ნეგატიური როლითაა განპირო¬ბებული. კერძოდ პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალაქად შობადობამ გადააჭარბა სოფ¬ლისას. მოიშალა სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურა. სოფელი კარგავს ისტო¬რიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. რაც ყველაზე უფრო დამა¬ფიქრებელია, დღემდე სხვის იმედად მყოფი სოფლის მოსახლეობა ვერ ავლენს ბაზრის ელემენტარულ მოთხოვ¬ნებზე ადეკვა¬ტური რეაგირების უნარს. ქართული სოფლისათვის დამახასიათებელი გახდა სიღარიბე, რაც ძნელად მოსაშორებელია.
იმისათვის, რომ თავისუფალმა ბაზარმა შექმნას პროდუქციის სიუხვე, აუცი¬ლე¬ბე-ლია სახელმწიფოს მხრივ აქტიური პოლიტიკის განხორციელება აგრობიზნე¬სის ინფრა¬სტრუქ¬ტუ¬რის შესაქმნელად. იგი, პირველ ყოვლისა, გამოიხატება სპეცია-ლიზებული აგროსაკრე¬დიტო სისტემის შექმნით, რაც კრედიტს ხელმისაწვდომს გახდის და უზრუნ¬ველყოფს მოსავლის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას. ინფრა-სტრუქტურის აუცი¬ლე¬ბელი ნაწილი უნდა გახდეს მელიორაციის, ზოოვეტ-მომსახურების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ქიმი¬ური საშუალებების, საწვავის და ა.შ. უზრუნველყოფის ორგანიზება, უნდა წახალისდეს ერთგვაროვანი პროდუქ¬ციის სფეროში კოოპერირების გამოყენება და მარკეტინგული დახ¬მარება. ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად უნდა იქცეს სასოფლო რაი¬ონებში აგროტექნიკუ¬მების ფარ¬თო ქსელის გამოყენება, რომელიც შეძლებს ფერმერების პრაქტიკული ცოდნითა და ჩვევებით აღჭურვას და გამუდმებით მათი გადამზადების გარემოს შექმნას. ასე¬ვე, მნიშვნელოვანია დაქუცმაცებული სოფლის მეურნეობის საწარ¬მოო ბაზის გამს¬ხვილება-გამასივება (კონსოლიდაცია), მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობი¬თი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბება და მათი გადამმუშავებელ საწარმოებთან კოოპერირების სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობა (წარმოების, გადა¬მუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა).
როგორც ცნობილია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუ¬შავა „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია~ (2014-2020 წ.წ.). ქვეყანაში მანამდეც არსებობდა რამდენიმე მსგავსი შინაარსის დოკუმენტი, მათ შორის ოფიციალუ¬რად აღიარებულიც (1997 წ.), მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი პოლი¬ტიკური ნების უქონლობისა თუ ეკონომიკური კურსი¬სადმი მათი შეუსაბამობის გამო, არც ერთი არ განხორციელდა. აღნიშნუ¬ლის გათვალისწინებით საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოსაზრება გამოგვეთქვა მისი ავკარგიანობის შესახებ.
რაციონალურად დაბალანსებული სასოფლო-სამეურნეო სტრატეგია წარმო¬ად¬გენს იმ საყრდენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არსებული სიძ¬ნე¬ლეების დაძლევა და სახელმწიფოებრივი ხედვის რეალიზება სოფლის მეურნეო¬ბის სფეროში.
არსებითია, რომ სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის შემუშავებისას გათვალის¬წი-ნებულ იქნეს სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოფლის, როგორც ტერიტორი¬ული და სოციალური ერთეულის განვი¬თარების საჭიროება. ამიტომ ამ მიზნით ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად დასავ¬ლეთ¬ში მოქმედებს სოფლის განვითარე¬ბის პოლიტიკა, რომელიც უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარე¬ბა. მისი მიზანია სოფ¬ლის მოსახ¬ლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან, რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვ¬ნელობა აქვს.
სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის, განვითარების გარე¬შე (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმმართველობა, არჩეული მამასახლისი, ინს-ტიტუ¬ცი¬ო¬ნალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა _ გზა, წყალი, ელექტრო¬ენერგია, ჯანდაცვა, ბაგა-ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები, კლუბები, კავშირგაბ¬მუ¬ლობა, ტრანს-პორტი, დასაქ¬მება და სხვ.) ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლე¬ობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრე¬ბა. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო ფორმალური სოფლის მეურნეობა, არამედ თვით სოფელიც კი. ამიტომაც სასოფლო-სამეურნეო პოლიტი¬კის ძირითადი იდეაა სოფლის მოსახლეობის მოფრთხილება და საზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის მოტივაციის სტიმული¬რება, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო განსხვავებათა შემცირე¬ბა. ასეა ჯანსაღ ქვეყნებში _ ნაკლებ განვითარებულიდან დაწყებული და ყველა¬ზე განვითარებული დემოკრატიებით დამთავრებული. რადგან მათ კარგად იციან, რომ წააგებს ყველა, ვისაც არასწორი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა აქვს.
გლეხკაცი ვერ განიხილება, როგორც საშუალება რაღაც მიზნისთვის _ იგი უნდა განვიხილოთ მხოლოდ, როგორც მიზანი. მას მოფრთხილება, თანადგომა და შესაფერისი დაფასება სჭირდება. გლეხკაცის მოწოდება და დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ მოხნას, დაბაროს, გასხლას, მოუაროს პირუტყვს, მოიყვანოს მარცვლეული, მწვანილი, ხილი თუ ყურძენი. მისი პირველი მოწოდებაა ის, რომ იყოს ღირსეული, ჯანსაღი, ყოველ¬მხრივ გამართული ადამიანი, ქართველი ბავშვე¬ბის გამზრდელი, ქართველი ერის ხერხემა¬ლი, საზოგადოების გამომკვებავი, საქარ¬თველოს დემოგრაფიის დამცველი, მისთვის ოფლი¬სა და სისხლის დამღვრელი (ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქე) და საქართ¬ვე¬ლოს მიწის ყოველი ცალკეუ¬ლი გოჯის შემნახავი ასიათასობით პოტენციური `სტუმრის~ პირისპირ.
ვისაც დღეს საქართველოს ეროვნული მეურნეობის დაგეგმვა და მართვა ავალია, ამის დავიწ¬ყების უფლება არ აქვს. გლეხკაცი არის (და ყოველთვის იქნება, თუ მცდარმა ან დანა¬შაულებრივმა პოლიტიკამ არ შეუშალა):
_ სოფლის, როგორც საზოგადოებისა, ერისა და ეკონომიკური ფუძე-ერთეულის, მოსახლე და შემნახავი;
_ (სასაზღვრო ზონებში) ტერიტორიის გულით მონდომებული დამცველი;
_ ნატურალური პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაში გულწრფელად დაინტე-რესებული მეურნე;
_ შთამომავლობის მრავალრიცხოვნობასა და მაღალხარისხოვან აღზრდაში დაინ-ტერესებული მეოჯახე;
_ ქვეყნის კეთილდღეობასა და ძლიერებაში ასევე გულწრფელად დაინტერესე¬ბუ-ლი მოქალაქე.
ამისათვის მას სჭირდება:
_ თავისი ოჯახის სავსებით დამაკმაყოფილებელი უზრუნველყოფა;
_ ურბანულთან მაქსიმალურად მიახლოებული ცივილიზაციური კომფორტი;
_ ურბანულთან მიახლოებული განათლების საშუალება ბავშვებისათვის;
_ გონივრული ხარისხი დამოუკიდებლობისა ეკონომიკურ პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობაში (ღვინის ქარხანასთან, საკონსერვო ქარხანასთან, მექანიზა¬ციით მომსა-ხურების ფირმასთან, საწვავით მოვაჭრესთან, ჩაის ფაბრიკასთან, რძის შემგროვებელ და გადამმუშავებელ საწარმოსთან, ხორცკომბინატთან, პირუტყვის სასაკლაოსთან, ლოგის¬ტიკურ ცენტრთან, საცავ-მაცივართან და ა.შ.);
_ თავისი შთამომავლობისათვის ფართო (გეოგრაფიულად და სოციალურად) პერს-პექტივის იმედი.
რა ხდება ჩვენთან ამ მხრივ?
სადღეისოდ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულია ქართული სოფლის დახ-მა¬რების ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება, რომლის ქმედითუნარია-ნო¬ბა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რიგ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სისტემის სწორი ორგანიზა¬ცი-ული მოდე¬ლის შერჩევა, ანუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დახმარების უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად აფართოებს დახმარების პოტენციურ მიმღებთა წრეს. უზრუნ-ველყოფს ერთის მხრივ – ფინან¬სუ¬რი და ორგანიზაციული რესურსების მიზნობრივ მიმართვას და მეორეს მხრივ – აუცილებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას. სამწუხა¬როდ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს საშიშროება, რომ არასწორი კონცეპ¬ტუ¬ა¬ლური მიდგომების შემთხვევაში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბა¬ლი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა ამ ბოლო ათწლედებში.
სწორედ ასეთ სტრატეგიულ შეცდომასთან გვაქვს საქმე ე.წ. იაფი კრედიტის პროგრა¬მასთან მიმართებაში, სადაც დაფინანსებული პროექტების აბსოლუტური უმრავ-ლესობა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებზე, ძირითადად, შპს-ებზე მოდის და მათ შორის არ არის არცერთი სასოფლო-სამეურ¬ნეო კოოპერატივი. კოოპერატი¬ვების მუშაობის სტილი მოქნილია და დღევანდელი მოთხოვნების ადეკვატუ-რი. სახელმწი¬ფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ძალა, როგორც ძლიერი და სანდო პარტნი¬ო¬რი სოფლად რთული ეკონომიკური და ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებისას.
ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვაიძულებს განვაცხადოთ, რომ საქართველოს მთავ¬რო¬ბამ ცალსახად და კატეგორიულად უნდა განსაზღვროს – რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის უფრო ახლოს აგრარულ სექტორში სახელმწიფოს სოცია¬ლურ და ეკონომიკურ მისიასთან და შესაბამისად, რომელ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფო ხელშეწყობის თვალსაზრისით.
აგრარული სექტორის ფუნქციო¬ნი¬რების ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეო¬ბის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: გადამმუ¬შავებელი საწარმოები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი იყო მოგებაზე ორიენტირე¬ბული ორგანიზა¬ციულ-სამართ¬ლებ¬რივი ფორმის – შპს-ს სახით, მოგების გაზრდის მიზნით ახდენდ¬ნენ გლეხობისა¬გან პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასებით, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებდა პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ისინი პრაქ¬ტიკულად გადაიქცნენ გადაულახავ, კარტელურ ბარიერად გლეხობასა (მიწის წვრილი მესაკუთრეები, რომლებიც სოფლის მოსახ¬ლეობის დიდ უმრავ¬ლე¬სობას შეადგენენ) და თავისუფალ ბაზარს შორის. ინტერესთა აღნიშნული კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო სასოფლო-სამეურნეო სისტემის არასწო¬რი, გაუაზრებელი ორგანიზაციუ¬ლი მოწყობით, მნიშვნელოვანწილად გახდა საფუძ¬ველი ერთის მხრივ – სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციისა და მეორე მხრივ – აგრარული წარმოების პარალიზებისა.
საქმე ეხება ათი¬ათა¬სობით წვრილ გლეხურ (პარცელურ) მეურნეობას, რომლებსაც არც გამოცდი¬ლე¬ბა და არც ფინანსური საშუალებები არ გააჩნიათ დამოუკიდებლად ფეხზე დად¬გო¬მისათვის. სწორედ ასეთ ვითარებაშია სახელმწიფო ვალდებული ქმედითი დახ¬მა¬რება გაუწიოს გლეხთა კოპერაციულ გაერთიანებებს და იზრუნოს მათი ფინან¬სუ-რი მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ დაცლილ სოფ¬ლებს, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ქვეყნის ხელისუფ¬ლების ამოცანებში.
შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზა¬ციულ-სამართლებ¬რივი ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როცა არსებობს აგროწარმო¬ე¬ბის განვითარების სხვა, უფრო ძლიერი სოციალური და ეკონომიკური მოტივები, მათი იგნორირება სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს.
საქართველოს პარლამენტის მიერ `სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ~ კანონის მიღება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოცი¬ალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ის არსებითი ხარვეზები, რომლებიც დროთა განმავლობაში ნეგატიურად აისახება ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე. კერძოდ:
კანონმა არ გაითვალისწინა არანაირი ეკონომიკურ-ფინანსური მექანიზმი სახელმწი¬ფოდან კოოპერატივების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით, რაც უნდა განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტომ და რომელიც მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კოოპერატივებზე და არანაირ სხვა ორგა¬ნიზაცი¬ულ-სამართლებრივ ფორმებზე. ფინანსური ხელშეწყობის გარეშე საქართველოში კოოპერატივების განვითარების სერიო¬ზული პროცესის დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს პროცესი განსაკუთრე¬ბით პოზიტიური შედეგების მომტანი იქნე¬ბა მაღალმთიან რაიონებში და ომით დაზარა¬ლებულ საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს მკვეთრად უარყოფითი სოციალურ-ეკონომი¬კური და დემოგრაფიული პროცესები; კანონით `სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი¬ვის შესახებ~ არ ხდება კოოპერატი¬ვის შიდა საწარმოო ურთიერთობათა მარეგუ¬ლი¬¬რებელი ძირითადი წესების განსაზღვრა. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენ¬ტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია კოოპე¬რატივმა შეინარჩუნოს მისი ძირი¬თადი არსი, რაც განასხვავებს მას მოგებაზე ორიენტი¬რებული სხვა ორგანიზაცი¬ულ-სამართლებრივი ფორმებიდან (შპს, სააქციო საზოგადო¬ე¬ბა და სხვ.). კოოპერა¬ტივის არსებობის მიზანშეწო¬ნილობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს არა საპაიო ფონდში შეტანილი ფულადი და სხვა სახის ქონებრი¬ვი სახსრე¬ბი, რომელიც მეპაიეს აძლევს დივიდენდების მიღების საშუალებას, არამედ მისი წევრების, შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის დონე, რაც უზრუნველყოფს შრომის უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს. სწორედ ამ ორი კომპონენტის – შრო¬მითი და მატერიალურის ორგანული შერწყმით, (სადაც დომინანტია შრომა, ხოლო მატერიალური რესურსების ერთადერთი დანიშნულებაა – არა გაზრდილი დივიდენ¬დების მიღება, არამედ კოოპერატივის წევრთა შრომის უკუგების მაღალი ხარის¬ხის უზრუნველყოფა), მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ეფეტიანობის, სოციალურ სოლი¬და¬რობაზე და სამართ¬ლიანობაზე დაფუძნებული სისტემის ფორმირება.
ამ მიმართულებით ყველა წარმატებული ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკა¬ნონ¬მდებლო ბაზას, სადაც ისეთი ელე¬მენ¬ტების შეტანით, როგორიცაა: საპაიო შენატანი, დამატებითი პაი, კოოპერაციუ¬ლი გადახდები, კოოპერატივის ასოცირე¬ბული წევრობა და სხვ., ახდენენ კოოპერა¬ტი¬ვების შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგუ-ლირებას უშუალოდ საკანონ¬მდებ¬ლო დონეზე, იმ მთავარი მიზნით, რომ ამ ურთიერ¬თო-ბებში შრომითი რესურ¬სის ფაქტორი იყოს განმსაზღვრელი და მასზე მატერიალურმა კაპიტალმა, საპაიო შენატანების სახით, არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა. ზოგიერთ ქვეყანაში არსე¬ბობს განსხვავებული პრაქტიკაც: საკანონმდებლო დონეზე ხდება კანონის მიღება სასოფ¬ლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ გამარტივებული წესით, რომე¬ლიც არ ახდენს კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების რეგუ-ლი¬რებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საკითხი რეგულირდება ქვეყნის მთავრობის, ან შესაბა¬მისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტით, რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივე¬ბის ტიპური წესდების მიღება-დამტკიცებით.
სამწუხაროდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ თავის დროზე ეს საკით¬ხე-ბი არ მიიჩნია სათანადოდ მნიშვნელოვნად, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად (მათ შორისაა პოსტსაბჭოური ქვეყნები: უკრაინა, ბალტიის, ბელორუსია, რუსეთი, ყირგიზეთი) მოეხდინა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერ-თობების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ არსებული რეალობის გათვა¬ლისწინებით სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იკისროს ამ უაღ¬რესად მნიშვნელოვანი პროცესის ძირითადი მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და ხელშემწყობი ფუნქცია.
ეროვნული მეურნეობის ნებისმიერი დარგის განვითარების სტრატეგიაში, როგორც წესი, იგულისხმება სრულყოფილი სამართლებრივ-საკანონმდებლო ბაზის შექმნა და ეკო¬ნომიკური ბერკეტების გამოყენების საფუძველზე იმ ძირითადი ჩარჩო პირობების ჩამოყა¬ლიბება, რომელმაც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა უზრუნ-ველყოს დარგის მდგრადი განვითარება. ამ მიზნით მასში ასახული უნდა იქნეს როგორც ფუნქციონალუ¬რი, ასევე დარგობრივი პრიორიტეტები და მათი რეალიზა¬ციის საქმეში სახელმწიფოს ხელშემ¬წყობი ძირითადი ღონისძიებები როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე (მ.შ. ბაზრის სტრუქ¬ტუ¬რუ¬ლი სრულყოფა და მისი ნეგატიური შედეგების ნიველირება ფაქიზი კორექცი¬ის გზით).
წარმოდგენილ სტრატეგიაში არ არის განსაზღვრული, სოფლის მეურნეობის რომე¬ლი და როგორი მოდელი ესაჭიროება დღეს და სამომავლოდ საქართველოს. იგი მოკ¬ლებულია არა მხოლოდ ადექვატურ ზოგად ხედვას, არამედ კონკრეტიკასაც, მასში გააზრებული არაა მისი რეალიზაციისათვის საჭირო დანახარჯები, დასახული ღონისძიებების განხორციელების ვადები, ეტაპები და მოსალოდნელი სოცია¬ლურ-ეკონომი¬კუ¬რი შედეგები.
ამ მიმართულებით კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ საქართველოს მთავრობა შე¬ქ¬მ-ნიდა აგრა¬რული პოლიტიკის ეროვნულ საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს აგრარული პოლიტიკის კონცეფციას, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას და სოფლის განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს დარგობრივ პრიორიტეტებს, კვლევების, ინოვაციური და ეკო¬ნომიკურ-ტექნოლოგიური გარემოს ფორმირებისთვის ხელშემწყობ პოლიტიკას, განიხილავს სხვა პრობლემურ საკითხებს, მიიღებს შესაბამის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს.
აგროსექტორში კვლევა დღეს არა იმდენად ტექნოლოგიების მექანიკურ გადმოტანასა და დანერგვას სჭირდება, რამდენადაც კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებების და სხვა გამოწვევების გათვალისწინებით ისეთი კვლევების ჩატარებას, რომელიც მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციულ ღონისძიებებთან იქნება დაკავშირებული. მათ შორისაა ტექნი¬კურ-ტექნოლოგიური საკითხები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაადგილება და სპეცია¬ლიზაცია შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით და ა.შ., რაც წარმოდგენილ სტრატე¬გია¬ში საერთოდ არ ჩანს.
საქართველოს კვლევით სისტემას ევროპულისგან (და, საერთოდ, მსოფლიოსგან) ორი გარემოება ანსხვავებს: 1) სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში, დაფინანსებაში და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია. ევროპული სტანდარტების თანახმად ეს სრულყოფილი სამინისტ¬რო არაა – სამინისტრო კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული; 2) კვლევითი სისტემა არ შედგება იურიდიული პირებისგან. დასავლური პრაქტიკა ასეთ ვითარებას არ იცნობს, რადგან მათი აზრით: `სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა~.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში დღეისათვის შექმნილ სიტუაციაში სახელმ-წი¬ფომ ბაზარზე რამდენი მიწაც არ უნდა გაიტანოს გასაყიდად, მასზე ადგილობრივი მეწარ¬მის მოთხოვნა ნაკლებად იქნება, სათანადო ფინანსური სახს¬რების უქონლობის გამო. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სოფლად საქონელმწარმო¬ე¬ბელს მაშინ გაუჩნდება მოთხოვნა, როცა ამ მიწაზე წარმოებულ პროდუქციაზე გაჩნდება შესაბამისი მოთხოვნა, რაც დღეისა¬თვის ქვეყანაში დამკვიდრებული საბაზრო კონიუნქტურის გამო პრაქტიკულად შეუძლებე¬ლია. სოფლის მეურნეობისM მიწაზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ფუნქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა Mდაეკისროს, ნაცვლად ეკონომიკის სამისტროსი.
მკაფიოდ უნდა განსაზღვროს მიდგომები სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენი¬ლი საწარმოების მიმართ („გრუზვინპრომი“, აკურის ღვინის ქარხანა, ლაგოდეხისა და აბაშის რაიონებში განთავსებული მარცვლეულის საშ¬რობი საწარმო¬ები და სხვ.) და შეფასდეს ისინი, როგორც მძლავრი ეკონომიკური ბერკეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ეფექ¬ტური და მასშტაბური განვითა¬რე¬ბისთვის. აქედან გამომ¬დინარე, კატეგორიულად მიუღებე¬ლია მათი აუქციონის წესით გაყიდვა ან ამ საწარ¬მო¬ებში ე.წ. „ინვესტორების“ შეშვება სოლიდური წილით, გადაიარაღების ან სხვა ნების¬მიერი მოტივით. ამ შემთხვევაში საწარ¬მოო კოოპერაციისთვის დამახასიათებელი ყოველ¬გვარი სიკეთე (შემოსავლების ინტენსი¬უ¬რი ზრდა, დემოკრატიული და სამართ¬ლი¬ანი სოციო-ეკონომიკური გარემოს ფორ¬მირება) პრაქტიკულად დაიხურება ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის და მოხმარდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კიდევ უფრო გამდიდრებას. სახელმწიფო საწარმოე¬ბი უნდა გადაეცეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გრძელვა¬დიანი იჯარის ფორმით, ხოლო ინვესტიციები ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ან სხვა მიზნებით „იაფი სესხის“ პროგრამის ფარგლებში.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საბაზრო მექანიზმების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა, რომელიც წარმოებისა და რეალიზაციის მთელ ჯაჭვში ინტეგრატორის როლს შეასრულებს. გარანტირებული შესყიდვა უზრუნველყოფს პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებას, აგრარულ წარმოებაში მომსახურების სფეროს სრულ ჩართვას. Aასევე აუცილებელია სახელმწიფო (ნახევრად ადმინისტრაციული, ნახევრად კომერციული) მარე¬გულირებელი (ჩამრევი) სამსახურების შექმნა, რადგან ისინი აწესრიგებენ სასურსათო ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობას, რათა საბაზრო ფასე¬ბი დროის ყველა მომენტში წონასწორო¬ბასთან ახლოს იყოს. საქართველომ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე მარეგულირებელი სამსახური _ ამ ეტაპზე მარცვლეუ¬ლისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების სფეროში.
სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სათანადო კონდიციაში მოყ¬ვანა და მისი რეალიზაცია უდავოდ გახდება ქართული სოფლის აღორძინებისკენ შემობრუ-ნების ათვლის წერტილი. სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობაზე საჭირო იქნება სათანა¬დო მონიტორინგის დაწესება, რომელიც ძირითადად უნდა დაეფუძნოს მისი რეალიზაციის შეფასების ისეთ განმაზოგადებელ კრიტერიუმებს, როგორიცაა, აგროსასურსათო სექტორ¬ში რეალურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლე¬ბა¬ზე ორიენტირებულ დარგებში პრო¬დუქ¬ციის წარმოების გადი-დება, სურსათის ექსპორტის და იმპორტის მოცულობათა გაწონასწორებული თანაფარ-დობა, შრომის მწარმოებლურობა და სხვა აგრეგირე¬ბუ¬ლი მაჩვენებლები. ამასთან ერთად, სტრატეგიის რეალიზაციის მიმდი¬ნარეობის პერიოდულად შეფასება და აუცი-ლებ¬ლობის შემთხვევაში მასში სათანადო კორექ¬ტივების შეტანა, უნდა ხდებოდეს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს გადა¬წყვეტილებით. A
მთავრობის მარეგულირებელი ფუნქცია ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორში მეურ¬ნეობრიობისთვის საჭირო პირობებისა და ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმის შექმ¬ნას, აღწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რომელიც მყარ გარანტიებს შექმნის კოოპერატიული გაერთიანებების ჩამოყალიბების, სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაჭრის და სოფლად ყოფა-ცხოვრების აღორძინე¬ბისთვის.
მიგვაჩნია, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის (მ.შ. სასურსათო) ხასიათი, საქართველოს წინაშე დღეს არსებული გამო¬წვევები და მათი დაძლევის ამოცანები რეალურად მოითხოვს როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარ¬გობრივი სტრუქტურის გადახედვას (პრიორიტეტუ¬ლი დარგებისა და კულტურების განსაზღვრა. სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყა-ლიბება, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ად¬გილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის ფორმირების¬თვის საჭირო პროდუქტების წარმოებას), ასევე თითო¬ეული დარგის საწარმოო და საექსპორტო პოტენცია¬ლის დადგენას და გამოყენების სოციალურ-ეკონომიკუ¬რი მიზანშეწონილობის განსაზღვრას. გასაგებია, რომ დღეს არსებული სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის მოდერნიზაცია კონკურენტული უპირატე¬სობის პრინციპის გათვალისწინებით ერთბაშად შეუძ¬ლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწ¬ყება მეტად საჭიროა.
აქვე გთავაზობთ საქართველოს სოფლის მეურნეო¬ბის განვითარების სამოქმედო გეგმის (სტრატეგიის) ძირითად მონახაზს.
ხედვა _ კონკურენტუნარიანი აგრარული სექტორი _ ქვეყნის სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოება) ძირითადი გარანტი;
მისია _ მდგრადი განვითარების პრინციპებისა და, მაღალინტესიური თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე, აგროსასურსათო სექტორის სწრაფი განვითარება და ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა. სასოფლო რაიონების დაჩქარებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
გადასაწყვეტი პრობლემები:
_ სოფლის სტატუსის განსაზღვრა, სასოფლო-სამე¬ურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაცია, სოფლად კოოპერაციული მოძრაობის სტიმულირება;
_ სოფლის მეურნეობის საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შემდგომი გან¬ვითარება მარკეტინგული მოთხოვნების გათვალისწი-ნებით;
_ შესაბამისი პროფილის გადამმუშავებელი მრეწ¬ველობის საწარმოებთან აგრარულ საწარმოთა (კოოპე¬რატივთა) ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა;
_ აგრომწარმოებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ადგილებზე საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის ფორმირება;
_ ფერმერთა გადამზადება საბაზრო ურთიერთობა¬თა მოთხოვნების გათვალისწინებით;
_ სოფლის მეურნისათვის მიწათმოქმედის სტატუ¬სის მინიჭება და სათანადო რეგისტრაცია;
_ ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა და ორიენ¬ტირება აგროსასურსათო სექტორის სწრაფ განვითარე¬ბაზე (ფასების პარიტეტის დადგენის, ეფექტიანი საგა-დასახადო, აგროსაკრედიტო და სადაზღვევო სისტემის გამოყენებით, იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების მაღალი ტემპით განვითა-რება);
_ აგრარული ბაზრის ეკონომიკური რეგულირება განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისა და ვმო-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქმედო გეგმა
I. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონ¬სოლიდაცია და პარცელარული მეურნეობის ნეგატიური შედეგების ლიკვიდაცია:
ა) `სოფლის სტატუსის შესახებ~ და `სასოფლო-სამე¬ურნეო მიწის კონსოლიდაციის შესახებ~ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავება და პარლამენტში წარდგენა დასამტკიცებლად;
ბ) `სასოფ¬ლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა დასამტკიცებლად;
გ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარა¬გების, მარკეტინგული და სხვა საწარმოო-სამეურნეო მიმართულების კოოპერატივების ჩამოყალიბება, მათ¬თვის სათანადო შეღავათების შეთავაზების გზით;
II. სოფლის მეურნეობის საწარმოო და არასაწარ¬მოო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შემდგომი განვითარება მარკეტინგული მოთხოვნების გათვალის-წინებით;
ა) სარწყავი წყლის რესურსების აღრიცხვა და გამოყენების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტა¬ცია და შემდგომი განვითარება;
გ) სათესლე და სანაშენე საწარმოთა რეაბილიტა¬ციისთვის ხელშეწყობა;
დ) აგრონედლეულის გადამმუშავებელი კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა სიმძლავრეების რეა¬ბილიტაცია აგროსექტორის განვითარების შესაბამისად;
ე) სასაწყობო, სამაცივრო და სხვა საჭირო სიმძ¬ლავრეთა მშენებლობა პროდუქციის გრძელვადიანი შენახვისა და რეალიზაციის მიზნით;
ვ) განვითარებულ ქვეყნებში არსებული უახლესი მანქანათა სისტემების (მათ შორის, სამთო მიწათ¬მოქმედებისთვის) გადმოტანის და ათვისების მიზნით, სოფ¬ლად ტექმომსახურეობის თანამედროვე ინფრა¬სტრუქ¬¬ტურის განვითარება;
ზ) წყალმომარაგების, გაზიფიკაციის, საგზაო და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა პრობლემების დარეგულირება.
III. სოფლად საქონელმწარმოებელთა კვალიფიკაცი¬ის ამაღლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუ¬შავე¬ბის მიზნით, ადგილზე საკონსულტაციო-საინფორ¬მაციო სამსახურის ფორმირება; ფერმერთა გადამზადება საბაზ¬რო ურთიერთობათა მოთხოვნების გათვალისწი¬ნებით:
ა) საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის ქსე¬ლის შექმნა;
ბ) ფერმერთა გადამზადება სამეწარმეო უნარ-ჩვევე¬ბის გამომუშავების მიზნით;
გ) აგრონომიული, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და აგრობიზნესის პროფილის სტუდენტთა სტაჟირება საზღვარგარეთის მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებში;
დ) აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევი¬თი დაწესებულებების რეაბილიტაცია. სასოფლო-სამე¬ურნეო წარმოებასა და აგრომეცნიერებას შორის გაწ-ყვეტილი კავშირის აღდგენა ურთიერთმისაღები პირო¬ბების შემუშავების საფუძველზე.
IV. სოფლად საქონელმწარმოებლებისთვის მიწათ¬მოქმედის სტატუსის მინიჭება და სათანადო რეგისტ¬რაცია:
ა) `მიწათმოქმედის სტატუსის მინიჭების და რეგის¬ტრაციის შესახებ~ შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება და მთავრობაში დამტკიცება.
V. ეკონომიკური მექანიზმის ორიენტირება აგროსა¬სურსათო სექტორის სწრაფ განვითარებაზე, ფასების პარიტეტის დადგენა, ეფექტიანი საგადასახადო, აგრო-საკრედიტო და სადაზღვევო სისტემების ფორმირება იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტზე ორიენტირე¬ბული დარგების მაღალი ტემპით განვითარებისთვის:
ა) `აგრონედლეულისა და მისი აღწარმოებისათვის საჭირო საქონელზე (მომსახურებაზე) ფასების პარიტე¬ტის დადგენისა და დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება და პარლამენტში დამტკიცება;
ბ) სპეციალიზებული აგროსაკრედიტო, საგადასახადო და სადაზღვევო სისტემების შესახებ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავება და პარლამენტში დამტკიცება;
გ) `აგროსექტორში გამოყენებული მანქანა-მოწყობი¬ლობების, აგრეთვე აგრარული პროდუქციის აღწარმოე¬ბისთვის საჭირო სათესლე და სანაშენე საშუალებათა საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და პარლამენტში დამტკიცება.
VI. აგრარული ბაზრის დაცვა და ეკონომიკური რეგულირება განვითარებული ქვეყნების გამოცდილე¬ბისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) მოთხოვნათა გათვალისწინებით:
ა) ვმო-სგან მონიჭებული უფლებების _ ანტიდემპინ¬გური გადასახადის, სეზონური ფასების და ბაზრის დამცავი ღონისძიებების – გამოყენებით ბაზრის დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისგან.
VII. სახელმწიფო დაკვეთების ინსტიტუტის რეალუ¬რი ამოქმედება ძირითადი სახეობის სურსათზე და პროდუქციის შესყიდვა თანამედროვე ფორმებით:
ა) საბაზრო მექანიზმების გამოყენებით სოფლის მე¬ურნეობის პროდუქციის შესყიდვა, რომელიც წარმოე¬ბისა და რეალიზაციის მთელ ჯაჭვში ინტეგრატორის როლს შეასრულებს. პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა უზრუნველყოფს პროგრესული ტექნოლოგიე¬ბის გამო¬ყე¬ნებას და აგრარულ წარმოებაში მომსახურე¬ბის სფეროს სრულ ჩართვას;
ბ) ძირითად სასურსათო პროდუქტებზე (მარცვალი, ხორცი, რძე, შაქარი, ზეთი) მოთხოვნა-მიწოდების სტა¬ბილურობისა და წონასწორული (სტაბილური) ფასების შენარჩუნების მიზნით ბაზარზე ინტერვენციისა და ჭარბი პროდუქციის ამოღების სახელმწიფო მარეგულირებელი სამსახურის შექმნა (ამ ეტაპზე მარცვლეულისა და მეცხოველეობის პროდუქციის სფეროში);
დასკვნის მაგიერ. მთავრობის კომპეტენტურობა და აგრა¬რულ პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი, მიმართულება და დონე გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან (მ.შ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის) გადარ¬ჩე¬ნაში დღეს და სამომავლოდ.
ქვეყნის აგროსექტორში მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთ აუცილებელ ღონის¬ძიებას, მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების ჩამო¬ყა¬ლი-ბე¬ბა, სოფ¬ლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ურთიერთ¬ინტეგრაცია (პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა), დაწვრილ¬ერთეუ¬ლებული საწარმოო ბაზის (მიწის) კონსოლი¬და¬ცია, ბაზრებთან კავშირის აღდგენა, სპეცი¬ა¬ლიზებული აგროსაკრედიტო სისტემის (კოოპერაციული ტიპის, ურთიერთდახმარების, თავ¬დებობისა და გარანტიების) ფორმირე¬ბა და განვითარებული აგრარული (მელიორაციული, სასოფლო-სამეურ¬ნეო ტექნიკითა და ზოოვეტერინარული) მომსახურების სტრუქტურის ჩამოყალიბება წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრა¬მის განხორციელება, რომელიც შეიძლება გახდეს სოფლის მეურნეობისა და მრეწ¬ველობის ტრადიციული დარგებისა და მწვანე ტურიზმის ახლებური ორგანიზაციუ¬ლი მოწყობის, მისი ეფექტიანობის ამაღლებისა და შესაბამისად მიწათმოქმედთა შემოსავლე¬ბის მნიშვნელოვანი ზრდის რეალური მექანიზმი, რაც თავის მხრივ წარ¬მოადგენს მოსახ-ლეობის სოციალური განვითარების ძლიერ საფუძველს.
საქართველოს მთავრობა უნდა დაადგეს აგრარული პოლიტიკის ახალ სტრა¬ტე¬გიას სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით, რომელშიც არა უბრალოდ აგრარუ¬ლი, არამედ უფრო ფართო, _ სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის გან¬ვი¬თა¬რების პოლიტიკა (აგრარული, სოციალური და ყოფითი პრობლე-მების კომპლექსუ¬რად გადა¬ჭრა) იგულისხმება. ამასთან, უნდა გაითვალისწინოს, ის რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ეროვნული სპეციფიკა (ხასიათი, ჩვევები), რაც განსაკუთრებული თავისებურებებით წარმართავს ერის ყოფაცხოვრებისა და სამე¬ურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მექანიზმები ადამიანთა ურთიერთობის რეგულირებისა – ფსიქო¬ლოგიური, ტრადიციის¬მიე¬რი, ღირებულებათა შკალით განსაზღვრული, კულტურული, მიწასთან დამოკიდებუ¬ლებისა და სხვა. გაგვაჩნია განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემო, რესურსული პოტენცია¬ლი, ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული წარმო¬ე¬ბის წესი, ტრადიციები, საი¬დანაც მომდინარეობს საკვების შემადგენლობა, კვების თავისებურებები, კვების ხასი¬ათი და ა.შ. რაც, ბუნებრივია, მოითხოვს აგროსასურ¬სა¬თო სექტორის სიტემური რეფორ¬მირების და კომპლექსური განვითარების განსხვავებულ მიდგომას, მის განხორციელებას ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, და არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის (თუნდაც ძალიან წარმატებუ¬ლის) გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა-გამეორებას. ამერიკელი მეგობრები ამას გულისხმობენ, როცა მათ მიერ შემუშავებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2006-2015წწ სტრატეგიის მე-12 გვერდზე წერენ: `ნუ ჩათვლით, რომ საქართველოსთვის ავტომატურად სასურველია რაიმეს მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ ეს რაღაცა მიღებულია ევროპის, ამერიკის, იაპონიის თუ განვითარებული სამყაროს სხვა ქვეყნებში~.
სოფლის მეურნეობის დინამიკური სისტემის შექმნა მოქნილი სამოქმე¬დო გეგმით იქნება შესაძლებელი რეალისტური სტრატეგიის შემთხვევა¬ში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress