პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., პროფესორი
ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი
სადღეისოდ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ფართო-მასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება სოფლის მეურნეობის აღორძინე-ბის¬თვის, რა თქმა უნდა მისასალმებელია. მაგრამ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს გარკვეული საშიშროება იმისა, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების გამო, ამ მიზნით გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში.
ჩვენი აზრით, სწორედ ასეთ სტრატეგიულ შეცდომასთან გვაქვს საქმე ე.წ. იაფი კრედიტის პროგრამასთან მიმართებაში, სადაც დაფინანსებული პროექტე-ბის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებზე, ძირითადად შპს-ებზე მოდის და მათ შორის არ არის არც ერთი სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივი. ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვაიძუ-ლებს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლოსდაბოლოს ცალ¬სახად და კატეგორიულად უნდა განსაზღვროს, რომელი ორგანიზაციულ-სამარ¬თლებრივი ფორმა არის უფრო ახლოს აგრარულ სექტორში სახელმწიფოს სოცი¬ა¬ლურ და ეკონომიკურ მისიასთან და შესაბამისად, რომელ მათგანს შეიძ¬ლება მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფო ხელშეწყობის თვალსაზრისით.
აგრარული სექტორის ფუნქციონირების ბოლო ორი ათეული წლის ეკონო-მიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეო¬ბის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: გადამმუშავებელი საწარმოები, რომლე¬ბიც ძირითადად წარმოდგენილი იყო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცი¬ულ-სამართლებრივი ფორმის – შპს-ს სახით, მოგების გაზრდის მიზნით ახდენდ¬ნენ ფერმერებისაგან პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასებით, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებდა პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი. ისინი პრაქტიკულად გადაიქცნენ გადაულახავ, კარტელურ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის. ინტერესთა აღნიშნული კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო სასოფლო-სამეურნეო სისტემის არა¬სწორი, გაუაზრებელი ორგანიზაციული მოწყობით, მნიშვნელოვანწილად გახდა საფუძველი ერთისმ ხრივ – სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრა¬ციისა და მეორე მხრივ – ქვეყანაში აგრარული წარმოების პარალიზებისა. კერ¬ძოდ, განახევრდა ვენახისა და ხეხილის ფართობები, ჩაის პლანტაციებით გაშე¬ნე¬ბული ათასობით ჰექტარი ტყედ არის ქცეული, უმძიმეს დღეშია საკონსერვო მრეწველობა, კატასტროფულად შემცირდა ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა და სხვ.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმის განვითარება და გლეხობიდან პროდუქციის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ხელშეწყობას სოფლის მოსახლეობისათვის, საბოლოო ანგარიშით, უკუშედეგის მომტანი იქნება. კერძოდ, სოფლის მოსახლეობას (განსაკუთრებით მიწის წვრილ მესაკუთრეებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენენ) საბოლოოდ დაუკარგავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციას და რაც მთავარია, სპობს სოფლად ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარე¬ბის პერსპექტივას.
შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებ¬რივი ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როცა არსებობს აგროწარმოე¬ბის განვითარების სხვა, უფრო ძლიერი სოციალური და ეკონომიკური მოტივები, მათი იგნორირება, ჩვენი აზრით, სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომად უნდა ჩაითვალოს.
ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო ხელშეწყობის სასოფლო-სამეურ¬ნეო სუბიექტის განსაზღვრისას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პრიორი¬ტე¬ტუ¬ლი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს მიეცემათ პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნის შესაძლებლობა, სადაც პროდუქცი¬ის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და ისინი დაინტერესე¬ბუ¬ლი იქნებიან საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად გაზრ¬დილი შემოსავლებით.
მეურნეობრიობის ეს ფორმა გარკვეულწილად ხსნის, როგორც მიწის დამუ¬შა¬ვე¬ბის, ასევე წარმოებული პროდუქციის გადამუშავების და რეალიზაციის პრობლემებს, საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო წარმოე¬ბის კონცენტრაციის უფრო მაღალი (მეორე, მესამე) დონის მქონე – კოოპერაცი¬ული ფორმების შექმნას.
ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” კანონის მიღება უდავოდ უნდა ჩაითვალოს წინ გადად¬გმულ ნაბიჯად, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნე¬ლოვანი დარგების ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირ¬დაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ის ხარვეზები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ჩვენი აზრით, ნეგატიურად აისახება ამ უმნიშვნელოვანეს პროცეზე. კერძოდ:
1. კანონში არ არსებობს არანაირი მექანიზმი (ეკონომიკური და ფინანსური) სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატივების ფინანსური ხელშეწყობისათვის (რაც უნდა განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტომ), რომელიც მიმართული იქნება მხოლოდ კოოპერატივებზე. ფინანსური ხელშეწყო¬ბის გარეშე საქართველოშიკოოპერციული მოძრაობის დაწყება, პრაქტიკულად, წინასწარ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფიასკო. ეს პროცესი განსაკუთრებით პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება მაღალმთიან რაიონებში და ომით დაზა¬რა¬ლებულ საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული კატასტროფა ;
2. კანონით “სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისშესახებ” არ ხდება კოოპე¬რა¬ტივის შიდასაწარმო ოურთიერთობათა მარეგულირებელი ძირითადი წესების განსაზღვრა. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რაც განასხვა¬ვებს მას მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორ¬მებიდან. კოოპერატივის არსებობის მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი ძირითა¬დი ფაქტორი უნდა იყოს არა საპაიო ფონდში შეტანილი ფულადი და სხვა სახის ქონება, რომელიც მეპაიეს აძლევს დივიდენდების მიღების საშუალებას, არამედ მისი წევრების შრომითი რესურსების კაპიტალიზაცია, რაც უზრუნველ¬ყოფს შრომის უკუგების ყველაზე მაღალ ხარისხს. სწორედ ამ ორი კომპონენ¬ტის – შრომითი და მატერიალურის ორგანული შერწყმით (სადაც დომინანტია შრომა, ხოლო მატერიალური რესურსების ერთადერთი დანიშნულებაა – არა გაზრდილი დივიდენდების მიღება, არამედ კოოპერატივის წევრთა შრომის უკუ¬გების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა), მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ეფეტიანობის, სოციალურ სოლიდარობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სისტემის ფორმირება.
ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ თანამედროვე, ევროპული ტიპის კოოპერატივებს განვითარების 170-წლიანი გამოცდილება გააჩნიათ, რაც იძლევა მდიდარ მასალას ჩვენს ქვეყანაში კოოპერაციული მოძრაობის სწორი გზით წარმართვისათვის. ამ გამოცდილებიდან ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკურად განვითარებული ყველა წარმატებული ქვეყანა ქმნის შესაბამის ნორმატიულ-საკანონმდებლობაზას, სადაც ისეთი ელემენტების შეტანით, როგორიცაა: საპაიო შენატანი, დამატებითი პაი, კოოპერაციული გადა¬ხ¬დები, კოოპერატივის ასოცირებული წევრობა და სხვ., ახდენენ კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების რეგულირებას უშუალოდ საკანონმდებლო დონეზე, იმ მთავარი მიზნით, რომ ამ ურთიერთობებში შრომითი რესურსის ფაქტორი იყოს განმსაზღვრელი და მას ზემატერიალურმა კაპიტალმა, საპაიო შენატანების სახით, არ მოახდინოს დომინანტური ზეგავლენა.
თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული პრაქტიკაც: კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე ხდება კანონის მიღება “სასოფლო-სამეურნეო კოოპერა¬ტი¬ვის შესახებ” გამარტივებულიწესით, რომელიც არ ახდენს კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების რეგულირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სა¬კითხი რეგულირდება ქვეყნის მთავრობის, ან შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტით, რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტიპური წესდების მიღება-დამტკიცებით.
სამწუხაროდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ თავის დროზე ეს საკითხები არ მიიჩნია სათანადოდ მნიშვნელოვნად, რომ სხვა ქვეყნების მსგავ-სად (რომელთა შორისაა პოსტსაბჭოურ იქვეყნები: უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელორუსია, რუსეთი, ყირგიზეთი) მოეხდინასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდასაწარმოო ურთიერთობების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე.
მიუხედავად მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციებისა, ამ კანონით არ მოხდა საერთაშორისო პრაქტიკისა და ქართული სასოფლო-სამეურ¬ნეო სისტემის არსებული რეალობის ადეკვატური, კოოპერატივების შიდასაწარ¬მოო ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი წესების განსაზღვრა. რაც, ჩვენი აზრით, კანონის სერიოზულ ხარვეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობათა მარეგულირებელი ძირითადი წესები – ესააუმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლე¬ბე¬ლია კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რაც მას დიამეტრალუ¬რად განასხვავებს მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებ¬რივი ფორმებისგან. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის კანონები სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის (კოოპერატივების) შესახებ შეიცავენ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც ძირითადი და საერთოა ყველასთვის. მაგალითად:
– კოოპერატივის წევრთა პაი ყალიბდება აუცილებელი და დამატებითი საპაიო შენატანებით. კოოპერატივის წევრის აუცილებელი საპაიო შენატანის მოცულობა განისაზღვრება თანაბრად, ან კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობა¬ში მისი მონაწილეობის პროპორციულად;
– დამატებითი პაის შეტანის წესი განისაზღვრება კოოპერატივის წესდებით.
– კოოპერატივის წევრს შეუძლია განახორციელოს დამატებითი საპაიო შენატანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიერ სრულად იქნება დაფარული აუცილებელი საპაიო შენატანი;
– დამატებითი საპაიო შენატანი კოოპერატივის წევრს უფლებას აძლევს მიიღოს დივიდენდი.
– აუცილებელი ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი შემოსავლის კანონით განსაზღვრული ნაწილი გადანაწილდება დივიდენდების სახით დამატე¬ბი¬თი პაის შემტან კოოპერატივის წევრებზე, მათი დამატებითი საპაიო შენატანის პროპორციულად. დივიდენდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წევრის მიერ მიმდინარე საფინანსო წელს განხორციელებული დამატებითი საპაიო შენატანის მოცულობის კანონით განსაზღვრულ ნაწილს;
– დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები ნაწილდება კოოპერატივის წევრებზე, კოოპერატივის ამეუნეო საქმიანობაში მათი ეკონომიკუ¬რი მონაწილეობის პროპორციულად;
– ამ შემოსავლებიდან ავტომატურად ხდება აუცილებელი საპაიო შენატა-ნის გადაუხდელი ნაწილის დაფარვა.
აღნიშნული ნორმები უკვე იძლევა საშუალებას, რომ მათთან ერთად, ერთი¬ან კონტექსტში კანონში ჩაიდოს ამ სისტემის მასტიმულირებელი მთავარი ეკო¬ნომიკური და ფინასური მექანიზმი, რომლითაც შენარჩუნებული იქნება კოოპერა¬ტივის ძირითადი არსი: კერძოდ ის, რომ კოოპერატივი მოწოდებულია მისი წევ¬რე¬ბის შემოსავლების ზრდაზე და მის ძირითად მიზანს არ წარმოადგენს უპირა¬ტე¬სად მოგების მიღება. ანუ უნდა მოხდეს კოოპერატივის მიერ არაწევრ პირებზე მომსახურების გაწევისა და არაწევრი პირებიდან პროდუქციის შესყიდვის შეზღუდ¬ვა და რეგლამენტირება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ დღეს, როცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ისევე, როგორც ქართული სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში, კა-ნონ¬ში “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” შევიდეს მუხლი სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს კოოპერატივის არაწევრ პირებს, განათავსონ საკუთარი ფინანსური სახსრები კოოპერატივის საპაიო ფონდში, რაც კოოპერატივებს შეუქმნის მისი განვითარებისთვის აუცილებელი საფინანსო რესურსის მობილიზების კარგ საშუალებას, ხოლო ასოცირებულ წევრებს – მოგებიდან დივიდენდის მიღების საშუალებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ერთადერთი სწორი გამოსავა¬ლი შექმნილ სიტუაციაში იქნება:
1. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განახორციელოს შესა¬ბა¬მი¬სი საკანონმდებლო ცვლილებები კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატი¬ვის შესახებ;
2. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ან სოფლის მეურნეობის მინი-სტრ¬მა, სხვა ქვეყნების აპრობირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტიპური წესდების დამტკიცების თაობაზე, რომელიც სავალდებულო იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიღების მსურველი ყველა იურიდიული სუბიექტისთვის.
ასეთი ადმინისტრაციული რეგულაციის გარეშე კოოპერატივები ვერ უზრუნ¬ველ¬ყოფენ ყველაზე მთავარს – ორიენტირებული იყვნენ შრომითი რესურ¬სის კაპიტალიზაციაზე, მის მაქსიმალურ უკუგებაზე და არა ფულადი და მატე¬რი¬ა¬ლური რესურსების დომინანტობაზე (შპს-ებისა და სხვა მომგებიანი საწარ¬მოების მსგავსად). წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ ფაქტობრივად მალე გადაიქცევა კანონად „სასოფლო-სამეურნეო შპს-ების შესახებ“, რადგან ასეთი „კოოპერატივისგან“, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისგან, დარჩება მხოლოდ სახელი და აბრა. ისინი ფაქტობრივად გადაიქცევიან შპს-ებად, და წარმატებით გამოიყენებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კანონით მინიჭებულ საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებს, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება კოოპერატიული მოძრაობის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში ისედაც შორს წასულ სოციალურ პოლარიზაციას და ვერანაი¬რად ვერ უზრუნველყოფს იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რისთვისაც შეიქმნა კანონი “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” (სოფლად ყოფა¬ცხოვრებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა და აქტიური მოსახლეობის კატასტროფული მიგრაციის შეჩერება). ვფიქრობთ, ასეთი კანონის რეალურ პრაქტიკაში გატარებას ექნება უკუეფექტი, რაც პირველყოვლისა მოსახლეობის უფრო დაჩქარებულ მიგრაცია¬ში ნახავს თავის გამოიხატულებას.
დასკვნის მაგიერ. მიღებულ კანონში თითქმის არაფერია კონკრეტული, გარდა ზოგა¬დი განცხადებებისა (სახელმწიფო დახმარების, იაფი კრედიტების და სხვა ზოგა¬დი დაპირებებისა), მასში არაა ის მასტიმულირებელი მუხტი, რომელიც აუცილე¬ბელია ქვეყანაში კოოპერაციული მოძრაობის შემდგომი განვითარებისა და სოფ¬ლად ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
კანონის მიღებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და საინტერესოა, რა გამოხმა¬უ¬რება აქვს მას ადგილებზე, თუ მოიწონეს ის უკვე მოქმედმა კოოპეტატივებმა ან რა შენიშვნები გააჩნიათ მის მიმართ. როგორ აისახა კანონი კოოპერატივთა რიცხოვნობის დინამიკაზე. გაზარდა კანონმა სოფლად ახალი კოოპერატივების (მეორე და მესამე საფეხურის) ფორმირების სტიმულები?
თავის შეკავება აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარების მხარდამ¬ჭერი ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნე¬ბის მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან (სადაც სახელმწიფო იღებს პასუ¬ხისმგებლობას და კისრულობს ამ უაღესად მნიშვნელოვანი პროცესის ძირითად მაკოორდინირებელ, მაორგანიზებელ და ხელშემწყობ ფუნქციას და სადაც კოო¬პერატივებს სუბსიდირებას უწევენ და ყოველნაირად ეხმარებიან ფეხზე დადგო¬მამდე), აუცილებლად შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისა¬ხე¬ბა მთავრობის მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაგეგმილ სისტემურ-სინერგიულ ეფექტზე.