საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის

gerbebi_Page_6

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო, კონსტიტუციის ასოსა და სულისკვეთების არსის მიზანმიმართულ გაყალბებაზე დაყრდნობით, საქართველოს კანოონმდებლობაში არსებული ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელე¬ბის უფლებაზე, საქართველოში საკუთრებაში ჰქონდეთ მიწა, დამყარებულია სამ ძირითად სიყალბეზე. ამათში ყველაზე ფართოდ გამოყენებული (მრავალ ეპიზოდში განმეორებული) არის ის, რომ
_ ა) სასამართლო ან ლიტონი სიტყვით (ანუ უარგუმენტოდ) უარყოფს ყველა იმ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებების~ `მნიშვნელოვნებას~, რომლებიც მიმდინარე კანონისთვის იმის საფუძველს წარმოადგენენ, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად საქართველოს მიწის საკუთრებაზე არამოქალაქე¬ების უფლება შეიზღუდოს ან უარყოფილ იქნას,
_ ბ) ან აცხადებს, რომ ვერ დგინდება `ლოგიკური კავშირი~ კონკრეტულ მიწის განუკითხავ გაყიდვასთან დაკავშირებული ხიფათის შემცველ გარემოებასა და, კონსტიტუციის ტერმინოლოგიით, `აუცილებელ საზოგადოებრივ ინტერესს~ შორის. ზოგჯერ ასეთი ლიტონი მსჯელობა გარეგნულად დამაჯერებელი ჩანს, სახელდობრ, იმ ერთადერთ შემთხვევაში, როცა სასამართლო ფიქრობს, რომ სასოფლო-სამეურნეო შრომის კარგი ორგანიზებისათვის არ არის გადამწყვეტი, ვის ეკუთვნის შესაბამისი მიწა _ მოქალაქეს თუ უცხოელს (თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სასამართლოს ამ მსჯელობაში სრულებით უგულებელყოფილია საქართველოს მიწის სხვა, არა აგრარულ ფუნქციათა არსებობა, რომლებიც სახელმწიფოსა და ერისათვის არა თუ არსებითნი, არამედ სასიცოცხლოდ არსე¬ბით¬ნი არიან). ყველა სხვა შემთხვევაში სასამართ¬ლო თავის უარგუმენტო არაკომპეტენტურ აზრს გამოთქვამს იმგვარ თემებზე, რომელზედაც მეცნიერული ცოდნა არსებობს, რის შედეგადაც სასამართლოს არა აქვს უფლება უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღებისა (სახელდობრ, მოხმობილ გა¬რემოებათა მნიშვნელოვნობის უარყოფისა) ექსპერტიზის გარეშე. მაგალითად, იმაზე, თუ საქართველოს მიწის თავისუფალი გაყიდვის შემთხვევაში რა ვადაში მიწის რა პროცენტი აღმოჩნდება უცხოელთა ხელში, სასამართლოს არა აქვს უფლება იმსჯელოს ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, ხოლო იმაზე, მიწის რა პროცენტი უნდა გადა¬ვი¬დეს უცხოელთა ხელში, რათა სახელმწიფომ სტრატეგიული ან სოციალური კრახი განი¬ცადოს, სასამართლო ვერ განსაზღვრავს (და არა აქვს უფლება, განსაზღვ¬როს) ვერც ეკონომიკური, ვერც პოლიტიკური, ვერც გლობალურ-პროგ¬ნოზუ¬ლი და ვერც სტრატეგიული ექსპერ¬ტი¬ზის გარეშე. ამას¬თანავე, რა ზომისა და რა სოციალური შედეგების მომტანი იქნება მიწის ამ გადანაწილებით მოყენე¬ბული ფსიქიკური, მორალური და მსოფლ¬მხედველობრივი ტრავმა (საქართველოს სოფ¬ლის მოსახლეობისათვის ცალკე და მთლიანად მოსახლეობისათვის _ ცალკე), სასამართლო ვერ იმსჯელებს ვერც აქსიოლოგიური (ღირებულებათ- მცოდნეობითი), ვერც ფსიქოლო¬გიური, ვერც სოციო-ფსიქოლოგიური და ვერც სოციოლოგიური ექსპერ¬ტი¬ზის გარეშე, ისევე, როგორც ვერც ერთი სასამართლო ვერ იმსჯელებს ბრალ¬დე¬ბულის შერაცხა¬დობა-შეურაცხადობის საკითხზე მანამდე, სანამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა არ ექნება. 2012 წლის გადაწყვე- ტილებაში სასამართ¬ლო დე¬მონს¬ტრა¬ტიულად, ჯიუტად, ურიდოდ მიდის მეცნიერებისა და სასამართლო პრო¬ცესში მეც¬ნიე¬რების არსებულ მონაცემთათვის ანგარიშგაწევის სავალდებულოობის წინააღმდეგ. 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებაში სასამართლო თავის ამ დანაშაულებ¬რივ მიდგომას აღრმავებს და მისი განზოგადების თითქოსდა სამართლებრივი ბაზის შექმნას ლამობს. დადგენილებაში ვკითხულობთ (სამოტივაციო ნაწილი, აბზაცი 9):
,,საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის ითვალისწინებს კონკრეტული საქ¬მის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნო¬ბილი ნორმის შინაარსს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტი¬ტუ¬ციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ცნობილ იქნა არაკონსტი- ტუციურად, იგი სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართვე¬ლოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
გამოდის, რომ, თუ შემთხვევით პირთა კრებულმა, რომელსაც დღეს ` საქართ¬ვე¬ლოს საკონსტიტუციო სასამართლო~ ეწოდება, ჩათვალა (ვიმეორებ: მეცნიერების უკითხავად), რომ სოფლის მიწის 5%-ის გადასვლა უცხოელთა ხელში არ არის საკმარისად `მნიშვნელოვანი~, რათა კანონმა მიწის გაყიდვაზე შეზღუდვა შემოი¬ღოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ასევე `უმნიშვნელოდ~, ანუ საკანონმდებლო `გამონაკლისისათვის~ `არასაკმარისად~ ჩაითვლება უცხოელთა მიერ სოფლის მი¬წის 30%-ის, 50%-ის და 100%-ის დაკავებაც. სასამართლოს მსჯელობა ამ შემთხ¬ვე¬¬ვა¬შიც, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვათა უმრავლესობაში, ანტიმეც¬ნიერულია თავი¬სი ფორმითაც (და არა მხოლოდ შინაარსით), ანუ მოსამართლეები ვერ ფლო¬ბენ ვერც მეცნიერული აზროვ¬ნების, ვერც, საერთოდ, გამართული აზროვნების ტექნიკას. მაგალითად, სიტყვას `მსგავსი~ მეცნიერული მსჯელობისთვის (და, საერ¬თოდ, აზრობრივად გამართული მსჯელო¬ბის¬თვის) აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხ¬ვევაში, თუ უთითებთ, რომელ პარამეტრში იდენტობას ნიშნავს ეს `მსგავ¬სება~. მაგალითად, სამკუთხედები მსგავსნი არიან, თუ ფორმით იდენტურნი არიან, მაგრამ ზომით სხვადასხვა. ლიტერატურული სიუჟეტები მსგავსნი არიან, თუ მოქმედების განვითარება ამა და ამ მონაკვეთებში იდენტურია, ან ინტ¬რი¬გა რაღაცა შემთხვე¬ვებში იდენტურია, თუმცა მოქმედ პირთა სახელები განსხვავებულია, და ა.შ. გარ¬და ამისა, მოსამართლე ვალ¬დე¬ბუ¬ლია იცოდეს, რომ თუ გინდათ რაღაცა ხდომი¬ლე¬ბის თაობაზე სასამართლოს მიერ ერთხელ მიღე¬ბული გადაწყვეტილება მექანი¬კუ¬რად გაავრცელოთ სხვა ხდომი¬ლე¬ბაზე (ხდომი¬ლებებზე), ამ ხდომილებათა იურიდი¬ული შინაარსში (სტრუქტურა) ურთიერთმსგავსი კი არ უნდა იყოს, არამედ ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ იდენ¬ტუ¬რი (მაგ. შერაცხადი და შეურაცხადი დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება თუ ორი წვეთი წყალივით ურთიერთმსგავსია, ეს არ აძ-ლევს სასამართლოს, რაგინ¬და¬რა პრიმიტიულად მოაზროვნეს, იმის საშუალებას, რომ მეორე ხდომილების შემთ¬ხ¬ვევაში პროცედურაში `ეკონომია~ მოინდომოს და მეო¬რე საქმეზე გადაწყვე¬ტი¬ლება, როგორც იტყვიან, `გონების შეუწუხებლად~ პირ¬ვე¬ლის თარგზე წარმართოს. საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც 2012 წლის 26 ივნისის ზემოხსენებული ყალბისქმნა, ჯერჯერობით, დაუსჯელად შერჩა, როგორც ჩანს, იმედი მისცემია, რომ თავის ამ ერთხელ წარმატებულ ხრიკს სტაბილურ მეთოდად გახდის და ამიე¬რი¬დან ყველა მცდელობას, რომ საქართ¬ველოს მიწა განიავებისაგან დაცულ იქნას, ამ ერთი თაღლითური ხრიკით მოი-გერიებს. ეს სასამართლოს მხრიდან არა მხოლოდ შეგნებული არაკეთილსინ¬დი¬სიე¬რე¬ბაა, არამედ არაკომპეტენტურად (უმეცრულად) დაგეგმილი არაკეთილსინდისიე¬რე¬ბაც. კონკრეტულად: სასამართლოს ჰგონია, რომ, რაკი მან ერთხელ გადაწყვიტა ერთხმად, რომ უცხოელთა მიერ მიწის შეძენის საშიშროება `უმნიშვნელოა~, და ეს მოხდა მაშინ, როცა უცხოელთა ხელში იყო საქართველოს მიწის 0,5%, მას შეუძლია ამ საფუძველზე არსებითი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს, განჩინების წესით, რომ ეს საშიშროება უმნიშვნელოა მაშინაც, როცა ეს პროცენტი იქნება 50%.
* * *
იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის დოკუმენტში გაიგივება 2012 წლის სარჩელის თემისა (უცხოელებისთვის მიწის საკუთრების აკრძალვა) და 2014 წლის სარჩელის თემისა (დროებითი მორატო- რიუ¬მის შეჩერება) იურიდიული ნონსენსია, დავიმოწმებთ მეცნიერულ პუბლიკაციას (პ. კოღუაშვილი, ზ. ჯინჯოლავა, ან. Fფირცხალაშვილი _ `თავიდან ავიცილოთ საქართველოს მიწის განიავება.~ ჟურნ. `ეკონომიკა და ბიზნესი~,@#4. თსუ. 2014), რო¬მელ¬საც სავსებით ვეთანხმებით. აქ ვკითხუ¬ლობთ:
`საქართველოს ახალად არჩეული პარლამენტი (2012, 01. 10) ვერ მიიღებდა იგივე შინაარსის გადაწყვეტილებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. კანონმდებლობის შემუშავებისთვის პარლამენტმა (2013 წლის 26 ივნისი) უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება დროებით შეაჩერა. ფაქტობრივად, კანონმდებელმა დრო ითხოვა ახალი (და არა იგივე) რეგულაციის შესაქმნელად. ამასთან, მთავრობას ექვსი თვის ვადაში (2014 წლის 31.12-მდე) უნდა უზრუნველეყო:
_ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთინი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;
_ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა;
_ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება;
_ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკადასატრო მონაცემების სრულყოფნის მიზნით.
სამწუხაროდ, დღეისთვის ამ გადაწყვეტილების თითქმის არცერთი პუნქტი არ არის შესრულებული, რადგან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფაქტობრივი მდგო¬მა¬რეობა გასული ხელისუფლების წყალობით „სამაგალითოდ“ იყო აღწერილი (2004 წლიდან საქართველოში შეწყდა ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი სიმდიდრის – მიწის ერთიანი ბალანსის (ანუ, მიწის აღრიცხვის და კონტრო¬ლის) შედგენისა და დამუშავების აპრობირებული პრაქტიკა), ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შემუ¬შავების საშუალება საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს არ მისცა.
2014 წლის 24 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მის მიერ 2012 წელს გაუქმებული ნორმისა და პარლამენტის მიერ კვლავ მიღებული ახალი ნორმის შინაარსი იდენტური იყო, ერთი და იგივე მიზანს ემსა¬ხუ¬რებოდა და შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტი¬ტუ¬ცი-უ¬რად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სადავო მორატორიუმი.
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება, რომელიც მორატორიუმის შინა¬არ¬სი¬სა და მის მიერ 2012 წელს გაუქმებული ძირითადი აკრძალვის შინაარსებრივ იდენტურობას ადგენს, სამართლებრივად სრული Nნონსენსია. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი, გასხვისების აკრძალ¬ვის მიზანი მოცემულ საქმეებშში ცალსახად სხვადასხვა იყო. თუ პირველ დავაში სახელმწიფო უკრძალავდა უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას ქვეყ¬ნის ეკონომიკურ-სოციალური ინტერესიდან გამომდინარე, მეორე სადავო ნორმის მიზანი მხოლოდ ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნა იყო, რომელიც თვის მხრივ უზრუნველყოფდა მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. და მეორე, სასამართლოს შეუძ¬ლებელია ვერ დაენახა „ხანგრძლივობის“ განსხვავება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის ფლობის სამუდამოდ აკრძალვასა და მის მხოლოდ დროებით შეჩერე¬ბას შორის. შესაბამისად, არა მხოლოდ მიზანია სხვადასხვა ამ ორი ნორმისა, არამედ მათი მოქმედების ხანგრძლივობაც.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ზედმიწევნით კარგადაა ცნობილი, რომ თუ კანონმდებელმა უმოკლეს ვადაში ვერ მიეღო ახალი რეგულაცია, ამას გამოუს¬წორებელი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს (სამართლებრივი, სოცია¬ლუ¬რი და ეკონომიკური უსაფრთხოების ზომების გარეშე საქართველო სახელმწი¬ფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება).
მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტი¬კაში განუყოფლად გაბატონებულია მოცემული ქვეყნის მიწის უცხოელებზე გაყიდ¬ვის შემზღუდავი ნორმების გამოყენება _ ზოგჯერ სრული აკრძალვაც. ამავე დროს არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, მიწაზე საკუთრება არ წარმო¬ადგენს აბსოლუტურ უფლებას (გამოყენების და ბოროტად გამოყენების უფლება), არამედ ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით~.
საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ, ისევე როგორც თავის 2012 წლის გადა¬წყვე¬ტი¬ლებაში, მიჰმართავს წინასწარგანზრახულ სიყალბეს (სავარაუდოდ) იმის იმედით, რომ მოპასუხე (პარლამენტი) მას ამ სიყალბეში არ ამხელს (და არა ვერ ამხელს). სახელდობრ, იმოწმებს რა კანონის ნორმას, სასამართლოს განჩინება გვეუბნება (სამოტივაციო ნაწილის აბზ. 3-4): „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე საქმეში, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს სადავო ნორმა წარმოადგენს თუ არა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით, საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არაკონსტიტუციურად ცნო”. სასამართლო ახორციელებს პატარა `სკუპს~ (`ლოგიკური სკუპის~ ტიპისას) და ციტატში ხსენებული `იგივეობის~ ნაცვლად `მსგავსე¬ბაზე~ მსჯელობას იწყებს იქვე, აბზ. 9):
,,თუ საკონსტიტუციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, იგი სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
იმის დასაბუთება, რომ იგივეობის (იდენტობის) მოთხოვნის ჩანაცვლება `მსგავსე¬ბის~ მოთხოვნით
ა) იურიდიულ დოკუმენტში მიუღებელია და რომ
ბ) ამგვარი ჩანაცვლება ტექსტის ავტორთა სრულებით მიუღებელი ლოგიკური გაუნათლებლობის სამხილია,
შეგვიძლია ვიხილოთ აქვე ზემოთ.
აბსურდული (და კანონსაწინააღმდეგო) წანამძღვარი, რომ კანონის მიერ მოთხოვნილი ან ნაგულისხმევი `იდენტობის~ (იგივეობის) ჩანაცვლება `მსგავსე¬ბით~ დასაშვებია, გასდევს 2014 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ნაწილს გვერდების მანძილზე და განაპირობებს სასამართლოს ვრცელ ისევ და ისევ აბსურდულ მსჯელობებს, რომელთაც არ ახლავთ არავითარი მითითება რაგინდარა სახის საკანონმდებლო საფუძველზე. მათ შორის (იქვე, აბზ. 12-13):
,,შესაბამისად, სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა.
სადავო ნორმის, საქმის განხილვის პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის, მოსარჩელისა და მოპასუხის არგუმენტების ანალიზი წარმოაჩენს მნიშვნელოვან მსგავსებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებსა და წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარ ნორმას შორის. კერძოდ, ისევე როგორც პლენუმის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმები, მოცემულ საქმეშიც სადავოდ გამხდარი ნორმა ზოგადად კრძალავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლებას. სადავო ნორმით განსაზღვრული აკრძალავა, მსგავსად წინა შემთხვევისა, ეხება ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწას და წარმოადგენს ზოგად და აბსოლუტურ (თუმცა დროში შემოფარგლულ) აკრძალვას. ამ კუთხით მასში არ არის მოცემული რაიმე განსხვავებული რეგულირებები. უფრო მეტიც, არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმებისგან განსხვავებით, მოქმედი რეგულირება უფრო ამძიმებს უცხოელი ფიზიკური პირის მდგომარეობას, რადგან არ იძლევა საშუალებას, რომ პირმა, თუნდაც დროებით, მემკვიდრეობით მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში. ამდენად, სადავო ნორმაში მოცემული ქცევის წესი, არსებითად იგივე შინაარსის შემცველია, როგორი შინაარსიც გააჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს.”
საყურადღებოა, რომ იმავე აზრობრივად აბსურდულსა და მიზნმიმართულობით თაღლითურ ოპერაციას _ იგივეობის (იდენტობის) მოთხოვნის ჩანაცვლებას `მსგავსე¬ბის~ მოთხოვნით _ სასამართლო აგრძელებს მაშინაც, როცა იმეორებს თავისი თაღლითობის მესამესა და ყველაზე მძიმე სახეს _ უტიფრად ამტკიცებს, რომ საქართველოში მიწის განიავების პროცესის შეწყვეტის `აუცილებელი საზო¬გა¬დოებრივი საჭიროება~ (კონსტიტუციის სიტყვებია) არ არსბობს, სახელდობრ, იგი ან `უმნიშვნელოა~ ან მისი კავშირი `ლეგიტიმურ მიზნებთან~ `ლოგიკურად~ `არ იკვეთება~. ამას სასამართლო იქმს მიუხედავად იმისა, რომ კანონის და მისი განმარტებითი ბარათის მიერ დამოწმებული საშიშროება ამჯერად შეუდარებლად უფრო მძიმეა, ვიდრე 2012 წელს იყო (იხ. ზემოთ ციტატში). აი, ამ არგუმენტაციის ამჯერად, 2014 წლის ტექსტი (იქვე, აბზ. 14, 16):
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 28 ივნისის N795-IIს საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშულია, რომ „დღევანდელი მდგომა¬რეო¬ბით, არსებობს მიწების არარაციონალურად გასხვისების საფრთხე, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე, ასევე, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარა¬ლოს სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდი¬ნარე, განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, გარკვეული პერიოდით, 2017 წლის 1 იანვრამდე, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი პოლიტიკის შემუ¬შავე¬ბამდე, …. უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეუჩერდეთ მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვება“. როგორც განმარტებითი ბარა¬თი¬დან ირკვევა, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება თავდაპირველად 2017 წლის 1 იანვრამდე იგეგმებოდა, თუმცა სადავო ნორმის მოქმედების ვადა საბოლოოდ 2014 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა. სწორედ ამ შინაარსით იქნა იგი გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. ამასთან, განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვის მიზანს, წარმოადგენს სახელმწიფოს საჯარო ინტერესი, უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე, შესაბა¬მისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებამდე და საკადასტრო მონაცემების მოწესრი¬გებამდე, თავიდან იქნეს აცილებული მიწების არარაციონალურად გასხვისება და იაფი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მასობრივი შესყიდვა”.
,,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები, რომელთა უზრუნველყოფასაც სადავო ნორმა ემსახურება, არსებითად მსგავსია იმ მიზნებისა, რაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ N512 კონსტი¬ტუცი¬უ¬რი სარჩელის („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განხილვისას იქნა დასახელებული”.
სასამართლო თავის უფლებად რაცხს. ამ საშიშროების განხილვის თემის არ¬ა¬სოდეს აღარ დაუბრუნდეს (ეს თემა გამორიცხულად ჩათვალოს) იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამოწმებული საზოგადოებრივი საჭიროება ის იქნება, რომ საქართველოში არის N ან M ქვეყნიდან იმიგრანტმა მოსახლეობამ უკვე 49%-ს მიაღწია და, თუ პროცესი გაგრძელდება, იგი კანონიერი რეფერენდუმით იმ დიდი აზიური ქვეყნის 101-ე შტატი გახდება!
(ფრჩხილებში შევნიშნავთ, აქვე რომ მოპასუხე, ანუ დღევანდელი პარლამენტი, თავისი ადვოკატის სახით ან წევრების სახით, ან მოსარჩელის მხარეზე იბრძვის, ან თავის არაკომპეტენტურობას ავლენს, როცა აცხადებს, რომ მისი დასახე¬ლე¬¬ბული `ლეგიტიმური მიზნები~ იგივეა, რაც 2012 წლის მოპასუხეს ჰქონდა. ამჟა¬მად ეს ასე არ არის. (აბზ. 16). ახალი გარემოება ის არის, რომ უცხოელთა მიწების ჯა¬¬¬მი გამრავალკეცებულია, გარემოებები კი ისაა, რომ კანონის განმარტებაში შა¬ვით თეთრზე დაფიქსირებული საშიშროებები სხვაა და შარშანწინდელთან შედა¬რებით უფრო მძიმე.
მე-17 აბზაციდან დაწყებული და ქვემოთ სასამართლო ცდილობს იმის დამტ¬კი¬ცებას, რომ დროებითი ხასიათი დავის ახალი საგნისა _ (2014 წლის დეკემბრამდე) უცხოელებზე მიწის მიყიდვის შეჩერებისა _ არ კმარა იმის საფუძვლად, რომ კიდევ ერთხელ არსებით განხილვას დაექვემდებაროს საკითხი უცხოელებზე მიწის გაყიდვის შეზღუდვის ან აღკვეთის კონსტი¬ტუცი¬ურობის შესა¬ხებ. ეს მცდელობა აგებულია, როგორც მინიმუმი, ერთ აშკარად ყალბ წანა¬მძღვარზე მაინც. 2012 წელს უცხოელთა საკუთრების განსა¬ხილ¬ველი შეზღუდვის გადაწყეტილების ერთ-ერთი აუცილებელი წანამძღვარია ის, რომ ყველა ის კონკრე¬¬ტუ¬ლი `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება~, (კონსტიტუციის სიტყვე¬ბია), რომელიც კანონის აზრით, აუცილებელს ხდის მიწაზე უცხოელთა საკუთრების შეზ¬ღუდვას ამა და ამა სახით, აღიარებულია არაუცილებლად (`არამნიშვნე¬ლოვ¬ნად~, `ლოგიკურად არდაკავშირე¬ბუ¬ლად~ შეზღუდვის რაობასთან) ცალცალკე, 2014 წლის საქმეში რამდენიმე¬თვი¬ა¬ნი მორატო¬რიუმის განმაპირობებელ `აუცილე¬ბელ საზოგა¬დოებ¬რივ საჭიროებად~ კი დასახელებულია სხვა გარემოება _ სახელ¬მწიფოს მიერ თავისი შინაგანი ადმინისტრაციული მეურნეობის მოწესრიგების საჭიროება (კადასტრის განხორციელება და სხვა). მაშ რა ლოგიკით მსჯელობს სასამართლო, როცა უნდა ა, ბ და ც მოტივთა `უმნიშვნელობის~ დამტკიცების ბაზაზე (იგულისხმება _ დინჯი, კვალიფიციური, მეცნიერულად გამართული დამტკი¬ცების, რაც, როგორც ვთქვით, არც 2012 წელს მომხდარა) დაასკვნას, რომ უმნიშვნელოა სხვა, 2014 წელს მოპა¬სუხის მიერ დასახელებული გარემოებე¬ბიც? სასამართლოს უფლება ჰქონდა ეს ახა¬ლი გარემოებაც განეხილა მისი არსებითობის თვალსაზრისით, მაგრამ არ ჰქონ¬და უფლება მისი (და აურაცხელი სხვა მომავალში აღმოჩენადი გარემოებების) არსებით განხილვაზე უარის თქმისა. ეს გახლავთ კიდევ ერთი იურიდიულად, ზნეობრივად და პოლიტიკურად მიუღებე¬ლი შემთხვევა `რქებით~ შეტევისა ჭეშმა¬რი¬ტების ფაქიზ კონსტრუქციაზე უპასუ¬ხის¬მგებ¬ლო და უპატიოსნი მოპასუხის _ ამ შემთხვევაში, დღევანდელი პარლამენ¬ტის _ ჩუმ-ჩუმი დახმარების იმედით. ამ მძიმე ბრალდების რეალურობის ილუსტრა¬ციისათვის საკმარისია განჩინების შემდეგი სიტყვები (აბზ. 41):
,, მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა კავშირს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვას ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის პოლიტიკის შემუშავებას შორის”.
მაგრამ ეს `კავშირი~ ამ შემთხვევაში იმდენად თვალსაჩინოა, რომ სასამართ¬ლო, რაგინდ დაბალი IQ-ს (`ინტელექტუალობის ხარისხის~) მქონე, ვალ¬დებული იყო, იგი საკუთარი გონებით დაენახა.
სასამართლოს ამ მანკიერი სტრატეგიის ბუნებრივი თანმხლებია ისეთი აბსურდული განმარტებები, როგორიცაა მაგ. აბზ. 22, რომელიც სასამართ¬ლოს აზრით, აღნიშნული მიზნის დამამდაბლებელი არგუმენტია: ,,კადასტრის დაზუს¬ტება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრა და სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, თავისთავად, არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც თვითმყოფადი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. აღნიშნული ზომები/ქმედებები წარმოადგენს კონკრეტული მიზნის, საჯარო ინტერესის მიღწევის საშუალებებს.” (მიზნის მისაღწევი საშუალებაც მიზანია, თუმცა შუალედური, არათავისთავადი. ეს მეოთხეკლასელისთვის ცნობილია).
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ცინიზმის და ამავე დროს აბსურდის ზეიმია დოკუმენტის სამოტივაციო ნაწილის 23-24-ე აბზაცები. ცინიზმი ის არის, რომ სახელმწიფოს `ეკონომიური უსაფრთხოება~ და `სახელმწიფო უშიშროება~ არის ის `არსებითად იდენტური მიზნები~, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართ-ლომ, თავისი აზრით, სამუდამოდ ამხილა, როგორც არასაკმარისად მნიშვნელოვანი მოტივები მიწის გაყიდვის პროცესის რეგულირების ამოცანის კონტექსტში, რომ¬ლე¬ბიც რაიმე `აუცილებელი საზოგადოებ¬რივი საჭიროების~ სტატუსს ვერ დაიმსახურებენ. აბსურდი კი (სახელ¬დობრ, იურიდიული აბსურდი) ისაა, რომ `არ¬სე-ბითად იდენტური~ და `არსებითად მსგავსი~ კვლავ გაიგივებულია და ეს უწიგ¬ნური გაიგივება განჩინებას საფუძვლად ედება, როგორც ერთ-ერთი წანამძ¬ღვა¬რი.
რა ჰმართებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოს დღეს, რომ ხსე¬ნე¬ბული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოიგერიოს? ამ კითხ¬ვის პასუხი სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მის გაცემამდე ერთი კითხ¬ვათ¬აღმძვრელი გარემოება უნდა აღვნიშნოთ.
2012 წლის პროცესზე, რომელიც 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დამ¬თავრდა, `მოპასუხე~, ანუ საქართველოს პარლამენტი არასაკმარისად აქტიური და არასაკმარისად პრინციპული პოზიციით გამოდის, რაც საკმარისია იმ ეჭვისათვის, რომ იმ დროის პარლამენტი (როგორც ცნობილია, ტოტალური გაყალბებით არჩე-უ¬ლი და დანაშაულებრივად ერთპარტიულ-ერთსულოვანი) თანახმაა შერიგებისა საქართველოს მიწის ტოტალურად უცხოელების ხელში გადასვლის პროცესთან, რომელიც სახელმწიფოსათვის კატასტროფულია და სწრა-ფად მიმდინარეობს. მისი, ანუ მოპასუხის, წინააღმდეგობა დუნეა და მთავარი იარაღის შეხებას ერიდება. როცა მოწინააღმდეგე სთავაზობს აბსურდულ არგუ¬მენტს, ამა და ამ მძიმე პერს¬პექ¬ტივაში გამონაკლისის კანონმდებლობითი განსაზღვრის საჭიროებას ვერ ვხედა¬ვო, მოპასუხე არ იმოწმებს თვალსაცემად კატასტროფულ გარემოებებს, რომლებიც ზე¬დაპირზე დევს და რომელთაც სასა¬მართ¬ლო, რაგინდარა ინტელექტსუსტი და ამორა¬ლუ¬რი, ვერ შეეკამათება. ასევე იქ¬ცევა, დაახლოებით, დღევანდელი მოპასუხე _ დღე¬ვანდელი პარლამენტი. სახელ¬დობრ, მოპასუხე იშველიებს მხოლოდ ერთ არგუ¬მენტს _ რომ უცხოელთა მიერ საქართველოს მიწის შეძენის შეჩერების ნორ¬მა მხოლოდ დროებითია, ისიც _ მოკლე¬ვა¬დი¬ა-ნი, რის გამოც უცხოელის უფლების შელახვა არის à`არაინტენსიური~, ხოლო იმ დაბრკოლებებზე კანონის პასუხი, რომლებიც მდგო¬მარეობს კადასტრის ჯერჯე¬რო¬ბით გაუმართაობაში, და ა.შ. _ `პროპორ¬ციუ¬ლი~. პარლამენტს შეეძლო და ვალ¬დებულიც იყო, რამდენადაც მიწის კანონ¬მდებ¬ლობა მხოლოდ მისი კომპე¬ტენ¬ციაა კონსტიტუციის თანახმად, ახალ კონ¬ტექს¬ტში და ახალ გარემოებათა მოხმო¬ბით დაესაბუთებინა ახლა, არსებულ მდგომარეობაში მიწის თავისუფალი ვაჭრობის კატასტროფული ხასიათი საქართვე¬ლოს სახელმწი-ფოსათ¬ვის. სხვა სიტყვით: პარლამენტს შეუძლია კანონისმიერი რე¬გუ¬ლირების ახა¬ლი ფორმულრებები შემოიტანოს იმ საფუძველზე, რომ ჰორიზონტ¬ზე ახალი კატასტ¬როფული შედეგების კონტურები დავინახეთ. ინტელექტით სუსტი სასამართ¬ლოს კრიმინალური გემოვნების მოსათოკად კი ის კმარა, რომ მოპასუხემ ყველა საჭირო შემთხვევაში ექსპერტიზა მოითხოვოს. გარდა ამისა, პარლამენტი ვალ¬დებული იყო და დღესაც არის, რომ მოიაზროს და განახორციელოს საკანონ¬მდებ¬ლო ნაბიჯთა პაკეტი, რო¬მე¬ლიც საკმარისი იქნება, რათა აღკვეთოს დაწყებუ¬ლი დივერსიის რეალიზაცია და გაღრმავება კრიმინალური ჯგუფის (შეთქმულების) მიერ, რომლებიც ცალსახად იმხი¬ლებიან საქართველოს სახელმწიფოს ღალატის მცდელობის სხვა ეპიზოდებშიც (სახელ¬დობრ, სააკაშვილი და პაპუაშვილი) და თავის დღევან¬დელ ფუნქციებთან მისულნი არიან იმ პროცედურის გაუვლელად, რასაც დემოკ¬რატიულად არჩეული კანონიერი პარლამენტის მიერ დამტკიცება ეწოდება.
საქართველოს პარლამენტს ჰმართებდა და ჰმართებს ამავე არსე¬ბითი შინაარსის კანონი _ საქართველოში მიწის მესაკუთრედ (მცირე გამო¬ნაკ¬ლისით) მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ყოფნის კანონი _ ჩამოაყალიბოს და მიიღოს იმდენჯერ, სხვადასხვა სიტყვებითა და სხვადასხვა გარემოებათა დამოწ¬მებით, რამდენჯერაც მტე¬რი შეძლებს ამა თუ იმ ხროვის ხელით და ამა თუ იმ ხრიკით ამ ნორმის გაუქ¬მე¬ბას, როგორც ამჯერად შეძლო. მაიძულებელი გარემოებები მრა¬ვა¬ლია, ერთი¬მეორეზე ტრაგიკული, და ყველა მათგანი ბრძოლის საშუალებას იძ¬ლევა. მა¬გა¬ლი¬თად, არგუმენტს, რომ მიწის გაყიდვას საქართველოს მოსახლეობის შეცვლა მოსდევს, საქართველოს დექართველიზაცია მოსდევს, შეთქმულთა ვერც ერთი ჯგუ¬ფი, თუკი პარლამენტმა იბრძოლა, ვერ დაუპირისპირებს დებილები¬სათ¬ვის განკუთვნილ შეპასუხებას, `ეს საკმარისად მნიშვნელოვანი გარე¬მოე¬ბა და `საზოგა¬დოებ¬რივი საჭიროება~ არ არისო~. ასეთი გარემოებები მრავალია (იხ. ზე¬მოთ). პარალელურად, რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს საკა¬ნონ¬მდებ¬ლო ცვლილებები დივერსიისა და ღალატის იმ ტიპის აღსაკვეთად, რომ¬ლის მაგალითი ახლა ვიხილეთ, ანუ კანონმდებლობითი წესით ბოლო უნდა მოუღოს
_ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების არაგამჭვირვალობას და
_ მისს სრულ თავისუფლებას `კონტროლირებისა და საპირწონეების~ (ცჰეკს ანდ ბალანცეს) მექანიზმის მოქმედებისაგან.
დასასრულ. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის პროცესის მოსარჩელე ვერ მიეკუთვნება ინტელექტუალურად წონადი პირების რიცხვს, რომელთაც შესაძ¬ლებლობა აქვთ, ბუნებისაგან ბოძებული, რომ საქართველოს კანონმდებლობის კორექციას შეეწიონ. ეს ცალსახად ჩანს იქიდან, რომ თავის თავხედურ პრეტენ¬ზიაში, იგი უცხოელთათვის საქართველოს მიწის შეძენის უფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ იმოწმებს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, თუმცა ამ მუხლის მკაფიო ჩამონათვალში, თუ რის განურჩევლად ვართ ადამიანები თანაწორნი, მოქალაქეობა არ არის და ვერ იქნება.
\

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress