საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც საკუთრების ობიექტის გასხვისება დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით შემოღებულია გარკვეული შეზღუდვები.
სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ და საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეუზღუდავად, თავისუფლად შეძენის (მიღების) უფლება აქვთ მიწადმოქმედის სტატუსის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ყველა სხვა შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ხდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა ხდება ყიდვის პრიორიტეტული უფლების განსაზღვრის საფუძველზე.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ყიდვის პრიორიტეტული უფლება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ:
_ მიწათმოქმედს, რომელსაც იჯარით ქონდა აღებული მიწა;
_ გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავე მიწის მესაკუთრე 35 წლამდე ასაკის მიწათმოქმედებს;
_ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით შექმნილ მიწათმოქმედის სტატუსის მქონე იურიდიულ პირებს, რომელთა მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამსხვილება;
_ გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავე მიწის მესაკუთრე მიწათმოქმედის სტატუსის მქონე იურიდიულ და 35 წელზე მეტი ასაკის ფიზიკურ პირებს;
_ თემის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიწათმოქმედებს;
_ თემის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მიწათმოქმედებს;
მიწათმოქმედის იურიდიული განსაზღვრა
მიწათმოქმედად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობის დარგში, რომლის შემოსავალს შეადგენს მისი, როგორც მიწათმოქმედის, პროფესიული საქმიანობა და არა ხელფასი. Aმ მიზნით ის გამოიყენებს თავის საკუთრებაში არდებულ საწარმოო საშუალებებს მინიჭებული უფლებების ფარგლებში.
მიწათმოქმედის სტატუსის მინიჭება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში ყოველწლიური რეგისტრაციით.
სასოფლო სამეურნეო საქმიანობა
მიჭათმოქმედი მთელი თავისი შემოსავლის 60% მაინც ღებულობს მიწის სამუშაოებით (იურიდიული პირის შემთხევეაში ეს არის ბრუნვის 60%).
მუშაობის ყოველი მიმართულება, რომელიც საჭიროებს მცენარეული ან ცხოველური ხასიათის ბუნებრივი, ბიოლოგიური ან რამდენიმე აუცილებელი ეტაპისგან შემდგარი ციკლის ცოდნას და გამოყენებას, მიეკუთვნება სოფლის მეურნეობის დარგს.
მიწათმოქმედის შემოსავალია არა ხელფასი, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
მიწათმოქმედის უფლებები
მიწათმოქმედის სტატუსის ქონა აუცილებელი არ არის, თუმცა ეს სტატუსი იძლევა სოფლის მეურნეობაში საზოგადოებრივი და კერძო დახმარების მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას; კერძოდ, ეს მექანიზმებია:
_ აგრობანკის მიერ გაცემული სესხები (სხვადასხვა ხასიათის);
_ მეცხოველეობისათვის საჭირო სესხები;
_ საცხოვრებელი სახლების მშენებლონისათვის გასაცემი სესხები;
_ სხვადასხვა სახის დახმარება (დოტაცია) შექმნილი პირობების მიხედვით ან ერთდროული დახმარებით;
_ საზოგადოებრივი სახის დახმარება სტიქიური უბედურების შემთხვევაში;
_ სოფლის მეირნეობის განვითარებისათვის გადასახადებიდან გათავისუფლება;
_ სოცდაზღვევისა და პენსიებისათვის გათვალისწინებული თანხები;
_ სპეციალური საიმპორტო ნებართვის მიღება, საიმპორტო ლიცენზირების პრიორიტეტული დაფინანსება, პრიორიტეტული ნებართვის მიღება უცხოური ვალიტის გამოყენების თაობაზე, სავალუტო ანგარიშგების გახსნის ნებართვა საქართველოში და საზღვარგარეთ.
მიწათმოქმედის სტატუსის მქონე პირებს უფლება
აქვთ არჩეული იქნან:
_ სხვადასხვა საგარანტიო დახმარების ფონდებში, სასოფლო-სამეურნეო კავშირებში, რეგიონალურ და დარგთაშორის გაერთიანებებში, აგრარული პოლიტიკის ეროვნულ საბჭოში და სხვ.
მიწათმოქმედის სტატუსის დაკარგვა
მიწათმოქმედის სტატუსი უქმდება:
_ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ეროვნულ წლიურ რეგისტრში ჩანაწერის განუახლებლობის დროს;
_ ნებაყოფლობით გამოსვლისას;
_ ყალბი დეკლარაციის წარდგენისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში;
_ მესაკუთრის სტატუსის დაკარგვის დროს (სასოფლო იჯარის ვადის გასვლის, მიწის გაყიდვის) და ა.შ.;
_ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
_ გარდაცვალების შემთხვევაში (მხოლოდ ფიზიკური პირის);
_ სოფლის მეურნეობის დარგის მიტოვების შემთხვევაში;
_ სოფლის მეურნეობის დარგის გარკვეული მიმართულების დაკარგვის (გაუქმების) შემთხვევაში.
P.შ. ბატონებო, აღნიშნული მასალა შემიძლია მოგაწოდოთ უფრო დაწვრილებით კანონპროექტის სახით. A
A აქვე გიგზავნით ჩემს მოსაზრებას მთავრობის მიერ შემუშავებული კანონის პროექტის 15 თაობაზე.
15. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰა-ზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 100 (ასი) ჰექტარს. (თქვენი გადმოგზავნილი)
ახალი ვარიანტი: ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის გასხვისება არ შეიძლება თუ სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი გასხვისების შედეგად პატარავდება ხუთ ჰექტარზე ნაკლებად. გარდა იმ შემთხვევისა თუ ნაკვეთი დამოუკიდებლად ხუთ ჰექტარზე ნაკლებია” ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 100 ( ასი) ჰექტარს.
პატივისცემით,
პაატა კოღუაშვილი