თავდაცვის სამინისტრო არ არის კოდაკის თეატრი, რომ იქ ფოტოსესია ტაშით და წითელი ხალიჩით მოაწყო

giorgadze_mamuka

‘’სახალხო პარტიის’’ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე  ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან ირაკლი ალასანიას ემოციურ გაცილებას ეხმიანება  და აცხადებს, რომ ,,შიდა კოალიციური პრობლემები სახელმწიფო პრობლემად იქცევა“.

ამასთან, მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანიამ საკუთარი პოლიტიკური სიმტკიცის გამოვლინება ვერ მოახერხა.

,,ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა   სახელმწიფოს  და იმ პოლიტიკური სპექტრის სახე აჩვენა, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია.  ფაქტობრივად, ხდება შიდა კოალიციური პრობლემების  სახელმწიფო პრობლემად ქცევა. ამას კრიზისს ვერ  დავარქმევთ, ვინაიდან ,,ქართული ოცნება’’ ჯერჯერობით ფლობს სიტუაციას, თუმცა ქვეყანაში გარკვეულწილად რყევებია, ეს  ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, ხოლო სახელმწიფოში, სადაც ასეთის არამდგრადი სიტუაციაა, არც ინვესტორი ჩამოვა და არც მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება უახლოეს მომავალში.  ხდება იდეის საკუთარ თავთან იდენტიფიცირება,   ყველა გამოდის და  ამბობს, რომ მხოლოდ ის არის პროდასავლური კურსის მატარებელი. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მან, სამწუხაროდ, ვერ გამოიჩინა მდგრადობა,  ვერც პოლიტსიმტკიცე. მან ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არის პროდასავლური ორიენტაციის მქონე თავისი მოქმედებებით.  თავდაცვის სამინისტრო არ არის „კოდაკის“ თეატრი, რომ იქ ფოტოსესია  მოაწყო ტაშით და წითელი ხალიჩით. ამას გარდა, ჩემში ეჭვი აღძრა იმან, რომ სამართლებრივი საკითხი გადავიდა პოლიტიკურ საკითხში და მგონია, რომ საქმე ისე არ არის, როგორც აცხადებენ. ასეთ სიბრტყეში საკითხის გადატანა, ერთის მხრივ, ეჭვს  აღძრავს და თვითონ დაპატიმრებულებსაც  მდგომარეობას ურთულებს. ამასობაში, საკუთარ რეიტინგზე ზრუნვას ჯობია,  შენს თანამებრძოლებზე იზრუნო, თუ კი გაგაჩნია რეალურად ამ პრობლემის მოგვარების სურვილი. მეორე საიკითხი არის ის, რომ ამ სიტუაციით ალასანიამ ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ მისცა საშუალება, ჩამოწეროს თავისი ცოდვები.  საბოლოოდ ამ ყველაფერმა ქვეყანას ჩრდილი მიაყენა’’, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress