თენგიზ კიტოვანი წუხს, რომ საქართველოს მოქალაქეობა „ჩამოართვეს“

მანანა ნოზაძე   2014-09-03 21:33:39        for.ge 03.09.14

თენგიზ კიტოვანი რომ არა, მარგველაშვილი სახლში ქსოვას გააგრძელებდა, მიშა კი „კვერცხია“, – ჩვეულ სტილში ახასიათებს კიტოვანი მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს. ორივეს მიმართ საყვედურს გამოთქვამს. მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა, რაც არ შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ 8 წლის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატი იყო და „დიდი წვლილი მიუძღვის“ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. არ მალავს, რომ სწორედ მან ჩამოიყვანა ედუარდი, ხოლო, როცა საქართველოდან წავიდა, მერე ედუარდმა მოიყვანა მიშა… ვრცლად »

giorgadze-1

პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობა ქვეყნისთვის საშიშია

თამარ ნინიძე  “ახალი თაობა” 11.07.2014

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ დაანონსებული იყო დებატები მერობის კანდიდატებს შორის. ეს დებატები ბოლოს და ბოლოს შედგა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
_ რა პოლიტიკური ვითარებაც არის ქვეყანაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დებატების დროს, ნაცმოძრაობას აქვს ინტერესი რომ გავიდეს მეორე ადგილზე, ქართულ ოცნებას აქვს არგუმენტად მხოლოდ ის, რომ ნაციონალბზე უკეთესია. არანაირი შემოქმედებითი მიდგომა, არანარი პოლიტიკური იდეები არ ჩანს. ქვეყანა სტაგნაციის პერიოდშია შესული.
_ შემოდგომაზე ვარაუდობენ, რომ ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს განახორცილებს. ყველაზე სუსტი მინისტრი თქვენი აზრით ვინ არის?
_ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს განვითარების ორი გზა: ან უნდა დაუბრუნდეს ძველ მეთოდებს და ძალისმიერ მორჩილებაში ჰყავდეს ხალხი, ან მეტნაკლებად გახსნას საჯარო სივრცე, და თავისი კონკურენტუნარიანობა წარმოაჩინოს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

ვინც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას ცდილობთ – გამხელთ და დაგიპირისპირდებით!

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

14 ივლისი, 2014. 16:00

დღეს, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით დაწყებული კარვების აქციიდან 3 თვე შესრულდა.

საყდრისის მცველებმა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმოამდგენლებმა, პროფესორებმა და პოლიტიკოსებმა, დღეს რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს

მიმართვა – ჟურნალისტებს,  საყდრისის მცველმა და ჟურნალისტმა, ნინო მიქიაშვილმა გააცნო. ვრცლად »

SONY DSC

ქვეყანაში, გამართული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალის სერიოზული დეფიციტია!

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

08 ივლისი, 2014. 19:42

რამდენად ეფექტურად მუშაობს მინისტრთა კაბინეტირა სმენია  „5 მოღალატე მინისტრისშესახებრას ფიქრობს საპარლამენტო/არასაპარლამენტო ოპოზიციაზე და ელის თუ არა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას?

 რეპორტიორი” „სახალხო  პარტიის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს ესაუბრა:

- ქვეყანაში მოვლენები იქითკენ მიდის, რომ ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ჰქვია – არ აშენდეს.  ბოლო 20 წელია, გეგმაზომიერად მივდივართ ამ შედეგამდე. ბუნებრივია, პოლიტიკურად  ეს მხოლოდ და მხოლოდ აწყობს  რუსეთს და არც ერთ შემთხვევაში არ აწყობს ქართველ ხალხს. ვრცლად »

gerbebi_Page_6

პოლიტიკური პარტიები საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

01 ივლისი, 2014. 14:07

აღნიშნული განცხადება,  დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გაკეთდა.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს თხოვნით:

 

1.აღუდგეს კულტურული ძეგლის სტატუსი მსოფლიოში უძველეს საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს; ვრცლად »

gerbebi_Page_6

გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე აქციებით და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით

1-07-2014, 13:19

საყდრისთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ. ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ:“საქართველოს გზა”, “თავისუფალი საქართველო”,  ”ქართული დასი”, “პატრიოტთა ალიანსი”,სახალხო პარტია“,   ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია”, “მწვანეთა პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “ქართული იდეა”, “ახალი მემარჯვენეები” და “ზვიად განმანთავისუფლებლის პარტია”. ვრცლად »

giorgadze-1

“ქართული ოცნება” აბსოლუტური ძალაუფლებისკენ ისწრაფვის

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” #113. – 15.05.2013
არის თუ არა რუსეთის ხელისუფლების მმართველობა საქართველოში და არის თუ არა `რუხი კარდინალების~ პრობლემა ივანიშვილის მმართველობაში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავზობთ ინტერვიუს მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით დღეისათვის არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და იკვეთება თუ არა ქვეყნის წინსვლა, რაზეც პრემიერმა პასუხუსმგებლობა აიღო?
_ თავიდანვე უნდა ითქვა, რომ იმ ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველო იყო ბოლო წლებში, პრაქტიკულად პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინაერეობდა. ეს იყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის, იყო ხელისუფლება, რომელიც გეუბნებოდა: ,,დამამხე”, ხოლო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ იყო. შესაბამისად, ქვეყნის განვითარება არ მიდიოდა. ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე და კონკურენცია. ვრცლად »
SONY DSC

უმრავლესობის უფლებები უმცირესობის უფლებებს არ უნდა შეეწიროს

  • ნინო ჟღენტი 2013.05.20

    „სახალხო პარტიის” ლიდერი, მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში გარკვეული ღირებულებების დევალვაცია მოხდა და ამიტომაც მივიღეთ 17 მაისს განვითარებული მოვლენები. ამის შესახებ განცხადება მან for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. საუბარი გიორგაძემ დაიწყო იმით, რომ დღეს შესრულდა 90 წელი მას შემდეგ, რაც 1923 წლის 20 მაისს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დახვრიტეს. ესენი იყვნენ გენერლები ანდრონიკაშვილი, წულუკიძე, კოხტა აფხაზი, პოლკოვნიკები მუსხელიშვილი, ყარალაშვილი და ა.შ. სულ 15 კაცი.

    „ეს ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ძალიან სიმბოლურია, რომ გენერალ კონსტანტინე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო – „ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოს დამოუკიდებლობას ვეწირებიო.” სამწუხაროდ, ბევრი ასეთი პატრიოტი შეეწირა რეპრესიებს. თითოეულ მათგანს ჰქონდა განცდა, რომ მტრის გამარჯვება, გარედან თავს მოხვეული უხეში ფიზიკური ძალის, თუ საქართველოსთვის მიუღებელი იდეოლოგიის თავს მოხვევა არის დროებითი მოვლენა”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე. ვრცლად »

gerbebi_Page_6

საქართველოს მთავარ პროკურორს

  • საქართველოს მთავარ პროკურორს
    ბატონ არჩილ კბილაშვილს

    გიორგი ჭანტურიას და
    სახალხო პარტიის თავმჯდომარის
    მამუკა გიორგაძის

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    ბატონო არჩილ!
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვრცლად »

giorgadze-1

„ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის გარიგების ნიშნები არსებობს

ნინო ჟღენტი  2013 05.08 for.ge

„სახალხო პარტიის” თავმჯდომარე, მამუკა გიორგაძე წინა და ახალ ხელისუფლებებს შორის გარიგებებზე საუბრობს და პრემიერ ივანიშვილს მოუწოდებს, ამას ყურადღება მიაქციოს და ასეთი გარიგებები დროულად აღკვეთოს. ამის შესახებ განცხადება მამუკა გიორგაძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, მმართველ გუნდში არა სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ზრუნვა, არამედ ხელისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მთელი ქართული ენერგია სახელისუფლებო კლანებს შორის ძალაუფლების მოპოვებაზე იხარჯება. ვრცლად »

Powered by WordPress