01 ივლისი, 2014. 14:07
აღნიშნული განცხადება, დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გაკეთდა.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს თხოვნით:
1.აღუდგეს კულტურული ძეგლის სტატუსი მსოფლიოში უძველეს საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს;
2. გაგრძელდეს საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევა;
3. სამთავრობო დონეზე იქნას შესწავლილი ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები;
4. სათანადო ყურადღება მიექცეს ამ რაიონში მაცხოვრებელ და დასაქმებულ პირთა შრომისა და ჯანმრთელობის უფლებებს;”- ნათქვამია მიმართავში.
გავრცელებულ განცახდებას, ხელს, შემდეგი პოლიტიკური პარტიები აწერენ: „საქართველოს გზა“, „თავისუფალი საქართველო“, „ქართული დასი“, „სახალხო პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, „მწვანეთა პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“.