დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე რთული საბჭოური აზროვნების შეცვლა აღმოჩნდა. ეს განსაუთრებით კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ისინი „ხალხზე ზრუნვის“ ლამაზი რიტორიკის მიღმა, ნახევარ ნაბიჯების გადადგმასა და პოპულისტურ მიდგომებს ვერ გასცდა.
ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადის დაფინანსებასთან დაკავშირებით – ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია მოსახლეობის ნებისმიერი ნაწილის მიმართ თანადგომა. მაგრამ, კორონავირუსი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური გაჭირვება ყველას ხომ ერთნაირად უქმნის პრობლემას, რასაც ხელისუფლება თვითონაც ყოველწუთს აცხადებს.
ფაქტობრივად, ეს შეღავათები ეხება მხოლოდ ხელმოკლე ადამიანებსა და იმ ოჯახებს ვისაც ორი და მეტი ბინა აქვთ. ნებსით თუ უნებლიეთ მოსახლეობის ყველა სხვა ჯგუფი გასულია ხელისუფლების ხედვის არეალიდან, „კულაკებად“ არის გამოცხადებული პრინციპით – მეტი ელექტროენერგია თუ გეხარჯება ე.ი. მეტი ფული გაქვს და შენ გადაიხადე. თან, ამ კრიზისულ დროს მაინც, რატომ აბამ მას წყლის და დასუფთავების გადასახადს?! ვრცლად »