ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი – გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ბოგველი

25 წელი გახდება, რაც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე გია ჭანტურია მოკლეს და აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები დღემდე არ არსებობს, დღემდე არ ვიცით რატომ, რა პროცესების ეშინოდათ საქართველოს მტრებს და რა მიზნებს ემსახურებოდა მისი მკვლელობა, რა მოვლენებს შეუწყო და რა მოვლენების განვითარებას შეუშალა ხელი მისმა მკვლელობამ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ვინაობა იმათი, თუ ვინ იდგნენ შემსრულებლების უკან.

როგორც გია ჭანტურიას ოჯახმა, ისე საზოგადოების ერთმა ნაწილმა რამოდენიმეჯერ მიმართეს პროკურატურას საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მიზნით, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას დღესაც არა აქვს პოლიტიკური ნება ამ საქმეს მოფინოს ნათელი.

ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას ღია წერილით და ითხოვს გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას.

უცვლელად გთავაზობთ ბ-ნი ბესიკ ბოგველის საქართველოს მთავარი პროკურორის ბ-ნი ირაკლი შოთაძისადმი გაგზავნილ წერილს.

საქართველოს გენერალურ პროკურორს  ბატონ ირაკლი შოთაძეს

ბატონო ირაკლი, 2019 წლის 19 აგვისტოს საზოგადოების ჯგუფმა შემოვიტანეთ წერილი N01/13-82213 (იხ. დანართი 1), რომელიც ეხებოდა 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას  მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის გამოძიების საკითხს, რაც მედიას საშუალებით ფართოდ გაჟღერდა. გავიდა 7 თვე და არათუ საკითხის განხილვა, საერთოდ არანაირო წერილობითი, ან სიტყვიერი რეაგირება არ მომხდარა პროკურატურის მხრიდან. ყოველივემ გადამაწყვეტინა დამეწერა წერილი და დეტალურად გამეკეთებინა ანალიზი თუ რა სახის პოლიტიკურ ლიდერის მკვლელობასთან გვაქვს საქმე რადგან ვთვლით, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, პროკურატურის ღირსებისთვის აუცილებელია გამოძიებული იქნას ეს კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ტერორი, რომელიც საზოგადოების აზრით, განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოს დასავლური გზით განვითარების შეფერხებას. შეგახსენებთ რომ 1994 წელს გიორგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად. გ. ჭანტურია მწვავედ აკრიტიკებდა 1993 წელს შევარდნაძეს საქართველოს დსთ-ში შესვლას, რის გამო ედპ პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.
1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები: შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია (გარდაიცვალა მოსკოვში) უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს (ამჟამად მოსკოვშია) და თავდაცვის მინისტრს ვარდიკო ნადიბაიძეს (ამჟამად მოსკოვშია) და მათ პრორუსულ ორიენტაციაში სდებდა ბრალს. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

ეს უკვე საუკუნის განმავლობაში სამი ედპ პარტიის ლიდერის (ილია ჭავჭავაძე- მოკლულია მეუღლეს თანდასწრებით, ახლოს სახლთან, კოტე აფხაზი – სასტიკი წამების, დამცირებით მოკლულია, მისი ცხედრის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია, გია ჭანტურია – სასტიკად დაცხრილეს, მეუღლე დაჭრეს სახლთან ახლოს. დღისისთ საზოგადო სივრცეში ასეთ არადამიანური დემონსტარციული მკვლელობას აუცილებლად უნდა მივცეთ შეფასება – როგორც ედპ-ის ღირებულებებზე, (ედპ ერთადერთი პარტიაა რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას მოიაზრებს ეკლესიის, ტრადიციების და ეროვნული ღირებულებებზე დაყრდნობით), მის მიზნებზე ფსიქოლოგიური დაშინებით განხორციელებული კვალიფიკაცია. აღარ ვსაუბრობ ედპ წევრების მკვლელობას, გადასახლებას, დევნას კომუნისტების მხრიდან.

Картинки по запросу

ილია მართალი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 1905 წელს ქმნის ედპ პროგრამას. 1907 წელს რუსეთის დუმაში მონაწილეობა მიიღო და არ დაუჭირა ხმა სოციალ-დემოკრატების ბოიკოტს მიწების რეფორმასთან დაკავშირებით, რის გამო მათი განრისხება დაიმსახურა. სიტყვიერი დაპირისპირება ამის გამო ნოე ჟორდანიასაც კი ქონდა. დუმა დაშალა ნიკოლოზ II, რის შემდეგაც ილია დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად დაიწყო ედპ პარტის შექმნა და მისი საშუალებით სურვილი ქონდა ეკლესიის და საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაეწყო, თუმცა კლავენ. ნოე ჟორდანია და კრემლი დიდხანს ცდილობდა რომ ეს მკვლელობა არ გამოძიებულიყო, თუმცა ერთეული ღვაწმოსილიმა მეცნიერმა პირადი შემართებით გამოიძიეს. 2010 წლის პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის ნაშრომით „თანმდევი სული“ დგინდება მის მკვლელები: ილიკო იმერლიშვილი (ზედმეტსახელი „იმერელი“) რომელიც ასევე ფიგურირებს რუსი ეგზარხოსის ნიკონის მკვლელობის საქმეში. დიმიტრი ჯაში – ილია ჭავჭავაძის მოურავი (რუსეთის ოხრანკის ოფიციალური აგენტი ზედმეტსახელი „ჯაში სლუჩაინი“). ილიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, მოკლეს ილიას მოურავი მოსე მემარნიშვილი ილიას მკვლელებმა გიგლა ბერბიჭაშვილმა, პავლე ფშავლივილმა. დიმიტრი ოხრანკას აწვდიდა ინფორმაციას ავტოკეფალისტების მოძრაობის და სოციალ-ფედერალისტურ პარტიის შესახებ, ასევე ფიგურირებს რუსი ეგზარხოზ ნიკონის მკვლელობის საქმეში. ამდენად არა მარტო ილიას მკლელობის საქმეში არამედ რუსი ეგზარქოზ ნიკონის საქმეში ფიგურირებენ ილიას მკვლელები. შეგახსენებთ რომ ავტოკეფალისტებს დაბრალდათ 1908 წლის მაისში რუსი ეგზარქოსის მკვლელობა, დააპატიმრეს ლეონიდე, კირიონ საძაგლიშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები. ამის გამო ავტოკეფალიის აღგენა გადაიდო 10 წლით. საქმეში ფიგურირებენ  ილიას მკვლელები: რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი, ბოლშევიკი ილია იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი, დიმიტრი ჯაში და სტალინის მარჯვენა ხელი ალექსი ქართველოვი (ქართველიშვილი). – ამდენად, რუსეთის საიდუმლო სამსახურმა, სოციალ-დემოკრატიულ ბოლშევიკურ ძალებთან თანამშრომლობით განახორციელა მკვლელობები, რომელიც ქართული ეკლესიის, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ეს მკვლელობი განკუთვნილი იყო იმ ეროვნული მოღვაწეების გასაფრთხილებლად, ვინც გააგრძელებდა მის გზას. მართლაც შემდომ გამოჩენილი სასულიერო და საერო მოღვაწეების საჯარო მკვლელობა იქცა დაშინების, ანგარიშსწორების ნიმუშად. ილიას შემდეგ მონასტერში საკუთარ კელიაში კლავენ პატრიარქ კირიონს, შემდეგ მის მომხრებს. აქაც გზავნილი – ჩვენ ყვალგან ვართ  მონასტერშიც კი. საქმე დახურეს და არ გამოუძიებიათ დღემდე.  გენერალი მაზნიაშვილის, კოტე აფხაზის და სხვა მამულიშვილების, არაადამაინური დახოცვა უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის, დაშინების ფსიქოლოგიურ იარაღად. ასეთი ქმედებები გათვლილია ფსიქიკის პარალიზებისთვის, იწვევს საზოგადოების დაშინებას და ეროვნული ძალების უმოქმედობას.

ეკლესიის დამოუკიდებლობა და მშენებლობა ეროვნულ დემოკრატიული ძალების უპირველესი ამოცანაა.  ამიტომაც ბუნებრივია, რომ 1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გახსნილ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდნენ სპირიდონ კედია (შემდგომ ედპ თავმჯდომარე), ტრიფონ ჯაფარიძე (ედპ კომიტეტის წევრი),   გიორგი ჟურული.  შემდგომ ედპ წევრებმა ორგანიზება გაუწიეს პატრიარქ კირიონის რუსეთიდან ჩამობრძანებას.

Картинки по запросу

ამავე წელს სპირიდონ კედიამთანამოაზრეებთან (დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აფხაზი და სხვ.) ერთად ილიას პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. სასულიერო პირებიც გულშემატკივრობდნენ პარტიის მშენებლობას. წმინდა ნაზარი მიტროპოლიტი ფულით დაეხმარა სპირიდონ კედიას პარტიული გაზეთის გამოსაშვებად.

ამდენად, ეკლესია და ედპ ერთიან ეროვნულ ღირებულებათა სისტემად გვევლინება. სოციალ დემოკრატებისთვის კი პირიქით, ეკლესია, როგორც პარტნიორი, სახელმწიფოს მშენებლობაში არ მოიაზრებოდა. ეს განსხვავებული მიდგომები აისახა ქართველი სოციალ-დემოკრატების ეკლესიისადმი განწყობაშიც. ნოე ჟორდანიამ არ გაითვალისწინა პატრიარქ კირიონის პირადი თხოვნა და მიღებული კანონით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა კონფესიებს გაუთანაბრა. მათთვის ყოვლისშემძლე ძალად ევროპის სოციალ-დემოკრატიული ინტერნაციონალი მოიაზრებოდა და არა საკუთარი ხალხი. თბილისში აფრიალებულ წითელი დროშის ფონზე, ქუთაისში ასე ანუგეშებდნენ შეშინებულ მოსახლეობას მენშევიკები „ამხანაგებო გული არ გაიტეხოთ ევროპის ინტერნაციონალი და ევროპის პროლეტარიატი, ბოლშევიკებს ამას არ შეარჩენსო“ – იგონებდა გაოგნებული სპირიდონ კედია. ასე ტყუილებით აბრუებდნენ  ხალხს და ბრძოლის მაგივრად სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ ევროპის მოიმედე.

1981 წ. გია ჭანტურიამ აღადგინა ედპ და აქტიურად დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 1988 წელს ედპ-ს მიერ მოწყობილი ნოემბრის მასშტაბური აქციით მოხდა გარდატეხა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის და ედპ პარტიული ბრძოლის საუკუნოვანი ანალიზი. 1919 წ. სოციალ დემოკრატ . 109 ხმა / ედპ – 8

1995 წელი გიას მკვლელობის შემდეგ – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 90 ხმა (სოციალ დემოკრატიული იდეოლოგია)/ ეროვნული დემოკრატიული პარტია  31 ხმა (ქრისტიან დემოკრატიული იდეოლოგია), დემოკრატიული აღორძინების კავშირი 25 ხმა (სოციალ დემოკრატიული იდეოლოგია). მე მგონი ეს მონაცემები ბევრ რამეზე მეტყველებს. ქონდა თუ არა ედპ ლიდერი მკვლელობის მიზნით პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხო ძალის აქტიურ ჩარევას? ადვილი მისახვედრია, რომ გია ჭანტურია, რომელიც სხვა ლიდერებისგან გაბსხვავებით სასულიერო პირების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, როგორც ყველაზე ორგანიზებული პარტია და როგორც ევროპულ პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირი დიდ შედეგებს მოიპოვებდა საპარლამენტო და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

კიდევ ერთი საინტერესოა ისტორია – ბატონ გურამ შარაძის მონაყოლი ამბავი – „ამა 15 წლის წინ, (დაახლოებით 1992 წ/) როცა ილია ჭავჭავაძეზე დიდი მონოგრაფიის წერას შევუდექი და ილიას მკვლელობას ვიკვლევი, დოკუმენტურად დავასაბუთე, რომ ილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოკლეს. მაშინ ალექსი ინაურმა გამომიგზავნა კგბ-ს ერთ-ერთი თანამშრომელი, ეს უკანასკნელი დღეს მწერლობს და შემომითვალა: “ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ილიაზე დიდ ნაშრომს წერთ. ისიც ვიცით, რომ ილიას მკვლელობის გამოსამზეურებლად სწორ გზას დაადექით და ეს გზა თქვენ კომუნისტებამდე მიგიყვანთ. კატეგორიულად გიკრძალავთ მუშაობის გაგრძელებას!”

Картинки по запросу

შემდგომ 2007 წლის 20 მაისს ვინმე ბარათელმა შემთხვევით დაინახა და 7 წლის წინ ამბავის გამო გურამ შარაძეს  საჯაროდ ორი საკონტროლო ტყვია დაახალა.

ამდენად აშკარად იკვეთება ეროვნული იდეოლოგიაზე მდგარი ადამიანების მკვლელობა საჯაროდ, ხალხის დასანახად, ოჯახი წევრების მკვლელობის, ან ოჯახის უახლოესი ადამიანებთან დასწრებით, რაც მთავარია შემდგომ ასეთ ადამიანებზე ხორციელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

ამდენად დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დადგინდეს იმ ძალების უხეში ჩარევა რაც აბრკოლებს პარტიულ მოღვაწეობას. ქართულ საზოგადოებას არ უნდა აწუხებდეს გამოუკვლეველი პარტიული მოღვაწეების მკვლელობები. დამეთანხმებით რომ ეს ერთიან დამნაშავეთა რაღაც უწყვეტ კავშირს გავს და რამდენი ხანია ქართველი ხალხი ელოდება სიმართლეს. ელოდება პროკურატორის და სამართლდამცავების, მმართველი პარტიის დაინტერესებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თაობებს დემოკრატიულ საქართველოში ყველაზე ბნელ საუკუნედ გაახსენდებათ ეს პერიოდი. მთელ საზოგადოება ელოდება სიმართლეს – პროკურატორის საფუძვლიან და კეთილსინდისიერ გამოძიებას, რათა ნათელი მოეფინოს ბოლშევიკების სისაძაგლეს, დაუნდობლობას და არ არის გასაკვირვი, რომ დანაშაულმა მიგვვიყვანოს საქართველოს გარეთ არსებულ ძალებთან რომელნიც ვერ იტანენ საქართველოს ეკელსიის და სახელმწიფოს დამუკიდებლობას და გაძლიერებას.

წარმატებას გისურვებთ და გემშვიდობებით იმ იმედით, რომ ქართული საზოგადოება მალე მოისმენს პროკურატურის მხრიდან დუმილის სანაცვლოდ ღირსეულ საჯარო განაცხადს და 2019 წლის 19 აგვისტოს საზოგადოების ჯგუფის შემოტანილ  წერილზე N01/13-82213  წერილობით პასუხს.

პატივისცემით, ცენტრის ხელმძღვანელი - ბესიკი ბოგველი  03.16.2020

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress