ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
მაშ, რად გვინდა ასეთი ძვირადღირებული სათამაშო❗
23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება❗
⭕ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კონსტიტუციის შემზღუდავი საგანგებო უფლებამოსილებების განხორციელების უფლებას მაინც იტოვებს.
⭕ არც იწუხებს თავს მათგანვე კონტროლირებული პარლამენტის პირობებშიც კი ფორმალურად მაინც დაიცვას კონსტიტუცია. ვრცლად »
შეიძლება Covid -19 -თან ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ ომი წავაგოთ ❗
ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად ვხვდებით ჩვენ გვერდით მოღვაწე მრავალ თავის პროფესიაზე შეყვარებულ მცოდნე ადამიანს, რომლებიც თავდადებული შრომით ჩვენს ქვეყანას მრავალი გამოწვევა გადაალახვინეს. Covid -19 -ის პანდემიამ მსოფლიო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა, რომ ქართულ სახელმწიფოს ღირსეული მაღალკავალიფიცირებული კადრები ჰყავს, აშკარად გამოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში როგორ ეფექტურად მოქმედებენ ერთობლივად ძველი და ახალი თაობის მეცნიერები, ექიმები, ძლიერი ეპიდემიური სამსახური თავისი ინფეციური ინსტიტუტით, გამოცდილი კადრებით, ლაბორატორიებით. ასევე აღსანიშნავია სხვა დარგების სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისათვის ❗ ვრცლად »
ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ერთად ებრძვიან საქართველოს მომავალს❗
⭕ „ოცნებამ“ ჯერ გაურკვეველ და ბუნდოვან დოკუმენტზე მოაწერა ხელი, შემდეგ ორი თვე საკუთარ „სიმართლესა“ და „პრინციპულობაში“ არწმუნებდა მოსახლეობას და ბოლოს, დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააწნა სილა❗
⭕ ქართველი ხალხის გაბითურების
მორიგი პროცესი დაიწყო❗ 16 მაისი 2020 ვრცლად »
️ხელისუფლება აშანტაჟებს ქართველ ხალხს❗
️საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვითარდება მორიგი ტრაგი-კომიკური ფარსი. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(თავისი განაყოფებით) ბრალს სდებენ ერთმანეთს ხელმოწერილი შეთანხმების ინტერპრეტირებაში. ორივე “მხარე” აპელირებს დოკუმენტზე, რომლის ტექსტი ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ დღეს იხილა.
დიპლომატიური კორპუსი, რომლის ხელშეწყობითაც შედგა და მიმდინარეობდა შეხვედრა, როგორც გამოჩნდა, კარგად ვერ ერკვევა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთ სპეციფიკურ ასპექტში და აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში: იგი ორივე „მხარემ“ არჩევანის წინაშე დააყენა – მისგან მხარდაჭერას, ანუ მხარედ გახდომას ითხოვენ. ვრცლად »
,,ოქროს თაობა“ ანუ, ,,ჩარეცხილ“-„გარიყულები“
90-იანი წლებისთვის ჩამოყალიბებული თაობა (ასაკობრივად 30 წ. და მეტი) მოსახლეობის ის ფენა იყო, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, განათლება მიიღო კოსმოსის ათვისების, სამხედრო-სამრეწველო მანქანის განვითარების თუ ამერიკასთან შეჯიბრში მყოფ განათლების სისტემაში. საბჭოთა განათლების სისტემა მთლიანად იდეოლოგიზირებული იყო და უპირისპირდებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუმცა, ამ კონკურენციაში, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ფუნდამენტალური მეცნიერებების განვითარებას.
ამ თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლასა და პროფესიით მუშაობაში ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ფენებად. ვიწროსპეციალური ნიშნით კი შეიქმნა განთქმული ქართული პროფესიული სკოლები. საბჭოთა სისტემის დასუსტების პარალერულად კი იზარდებოდა თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობაც. ვრცლად »
ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში
⭕ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში, მნიშვნელობა არ აქვს ეს მხოლოდ მისი “დამსახურებით” მოხდა, თუ იმ ხალხის “მუხლჩაუხრელი მოღვაწეობით”, ვინც ამ ვირუსით მანიპულირებს.
ფაქტი უდავოა – ახალი რეალობაა!
⭕ეს ვითარება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე თითოეული ადამიანისგან, მოითხოვს ყველაფრის ახლებურად გააზრებას, ახალი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას. მიუხედავად დიდი ნეგატივისა, პროცესს გააჩნია დადებითი მხარეც – დაგვანახოს სისუსტეები, დაშვებული შეცდომები და მათი აღმოფხვრა-გამოსწორების გზები. ვრცლად »
ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელების მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ?“
წინასააღდგომო დღეებში ბევრი მორწმუნე დადგა არჩევანის წინაშე, რა არის ქრისტიანის მოვალეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე – იზრუნოს სხვა ადამიანზე, ანუ ბიბლიურად რომ ვთქვათ, იზრუნოს მოყვასზე, თუ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის გარისკოს ეკლესიაში წასვლა და ზიარება?!
უნდა დაირღვეს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს? ამის შესახებ For.ge „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს ესაუბრა. ვრცლად »
“საქართველოს ეკლესიამ იმთავითვე დასვა მკაფიო აქცენტები. ყველაფერში ვემორჩილები ხელისუფლებას, კეისარს – კეისრისა, მაგრამ ღვთის დიდებას ვერ შევწყვეტ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის დაცვა, მათი ჯანმრთელობა ამ ლოცვებზეც არის დამოკიდებული.”-მამუკა გიორგაძე
გამოიყენეს თუ არა მსოფლიოს დაინტერესებულმა ძალებმა კორონავირუსის პანდემია ღმერთის წინააღმდეგ საბრძოლველად და რატომ დაემთხვა ყველა კონფესიის მთავარ რელიგიურ დღესასწაულებს მოსახლეობის იზოლაცია.
თითქოს კორონავირუსის პანდემია არ ეყოფოდა მსოფლიოს, მორიგ სამიზნედ რწმენაც იქცა. ისე მოხდა, რომ დედამიწის ლამის ყველა სალოცავი დაიკეტა: მექა დაცარიელდა, რომის პაპმა მარტომ ილოცა ვატიკანში, ცარიელ მოედანზე (რაც, ჩემი აზრით, უფრო დამთრგუნველი სანახაობა იყო) და, ცხადია, ჩვენს ქვეყანაშიც წამოიწყეს შეტევა მაზიარებლებზე, ეკლესიების გამოკეტვის აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ, ანუ პროცესს კარგად ნაცადი ბოლშევიკური იდეოლოგიის ელფერი დაჰკრავს. უცნაურია, მაგრამ პანდემიის პიკი დაემთხვა თითქმის ყველა ძირითადი რელიგიის რელიგიურ დღესასწაულებს, ეს მხოლოდ დამთხვევაა თუ, რელიგიის ენაზე რომ ვთქვათ, ამაში რაღაც დემონურიც იკითხება? – ამ თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ. ვრცლად »