შეიძლება Covid -19 -თან ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ ომი წავაგოთ ❗

gerbi

ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად ვხვდებით ჩვენ გვერდით მოღვაწე მრავალ თავის პროფესიაზე შეყვარებულ მცოდნე ადამიანს, რომლებიც თავდადებული შრომით ჩვენს ქვეყანას მრავალი გამოწვევა გადაალახვინეს. Covid -19 -ის პანდემიამ მსოფლიო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა, რომ ქართულ სახელმწიფოს ღირსეული მაღალკავალიფიცირებული კადრები ჰყავს, აშკარად გამოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში როგორ ეფექტურად მოქმედებენ ერთობლივად ძველი და ახალი თაობის მეცნიერები, ექიმები, ძლიერი ეპიდემიური სამსახური თავისი ინფეციური ინსტიტუტით, გამოცდილი კადრებით, ლაბორატორიებით. ასევე აღსანიშნავია სხვა დარგების სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა.

 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისათვის ❗

⭕ ამასთანავე, უნდა გავიხსენოთ წლების განმავლობაში ჩვენს თვალწინ, თუ როგორ ნადგურდებოდა სამეცნიერო ინსტიტუტები, მათი ბაზები, კადრები, მეცნიერებებისთვის განკუთვნილ ქონება. მიზანი ცხადია – საქართველოს არ უნდა ქონდეს ძლიერი სამეცნიერო ბაზები და კადრები, რომ გაჭირვების დროს ისე როგორც ძველად, სხვაზე ვიყოთ დამოკიდებული (ამ ნგრევაში დიდი წილი უდევს კორუფციულ მდგენელსაც).

️მისასალმებელი და სასიხარულოა, რომ სამედიცინო ეპიდემიური სამსახური, იხვეჭს ავტორიტეტს და ნდობას ხალხში, რასაც მთავრობა საკუთარ რეიტინგს აბამს. ღმერთმა შეარგოთ! ოღონდ საქმე გაკეთდეს და ვინც უნდა მან მიიწეროს, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფექციური დარგის სპეციალისტები ორიოდე თვის წინ, საპროტესტო აქციაზე იდგნენ (საავადმყოფოს შენობიდან აძევებდნენ).

⭕ ბოლო პერიოდში კი იყო ექიმთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქები.

️მიმდინარე პროცესებმა სახელმწიფოში არანაკლები პრობლემები გამოავლინა. ამიტომაც საჭიროა სხვა მიმართულებითაც გაიშალოს საბრძოლო ფრონტი, რათა მომზადებული შევხვდეთ მოსალოდნელ სირთულეებს..

⭕ მომავალში ქვეყანას აუცილებლად დაუდგება ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის და სხვა სამედიცინო დარგების პრობლემები, რის მოსაგვარებლადაც სახელმწიფო ჯერ-ჯერობით სასურველ ნაბჯებს არ დგამს.

️დიდი კატაკლიზმების, პანდემიების დროს ყოველთვის თავს იჩენს პოსტ ტრავმული-სტრესული აშლილობა თავისი სირთულეებით ოჯახებში, სოციუმში. ამას თუ დავუმატებთ ადამიანების კომფორტული და პიროვნული, ეკონომიური და შემოქმედებითი სტაბილური სივრცეების მოშლის შედეგად გამოწვეულ ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ აშლილობებს საკმაოდ საგანგაშო სიტუაცია გამოჩნდება. საქართველოს ფსიქიატრიული სამსახური ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას. ამ სისტემას ასევე ტვირთად დააწვა ნარკოტიკულ საშუალებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული მოწყვლადი პაციენტები.

️თუ გავითვალისწინებთ მძიმე ეკონომიკურ ფონს და მოსახლეობის გაჭირვებას ადვილი მისახვედრია პრობლემების სრული სიღრმე. პანდემიიდან გამომდინარე მენტალური პრობლემების და საფრთხეების გამო ა/წ 14 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ხელმძღვანელობამ მოუწოდა სახელმწიფოებს განახორციელონ დროული პრევენციული ღონისძიებები და ფინანსური დახმარება ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერების მიმართულებით.

️ამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს მანამდე არსებული მიდგომას ერთიანი ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური სამსახურის მიმართ. ფსიქიატრიული დარგის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფსიქიატრიის სამეცნიერო მიმართულების გაძლიერება და ასევე, დიდი პროფილური სავადმყოფოს არსებობა, სადაც მოხდება პაციენტების ნევროზულ, მწვავე, ქრონიკულ და სხვა კვალიფიცირებული მკურნალობა.

️აგრეთვე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ინდივიდუალური და ჯგუფური, შრომითი და სხვა ალტერნატიუილი თერაპიების მომსახურეობის მხრივ დარგის განვითარება, რაც დღევანდელი ჯანდაცვის კომერციალიზაციის და მედ-პერსონალის დაბალი ანაზღაურების გამო შეუძლებელია. საჭიროა ფინანსური და კადრების ოპტიმიზაციის პარამეტრების გადახედვა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მოხდა მსგვსი მენტალური ინსტიტუტების: ფილოსოფიის, ფსიქოლოგის განადგურება. „ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ აღადგენდა ნაციონალური მოძრაობის მიერ განადგურებულ დ. უზნაძის სახ. ინსტიტუტს და რომ აქედან დაიწყებოდა რეფორმები -

“დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენით იწყება ქართული მეცნიერების წარსულის აღიარება და ახალი მეციერების მშენებლობა“,

⭕ თუმცა დღემდე ოცნების ვალდებულება სამეცნიერო საზოგადოების წინაშე შეუსრულებულია.

ასევე, მნიშვნელოვანია სამეცნიერო დისციპლინების ბაზების, კადრების გადამზადებისა და მათი თანამედროვე მიმართულებით განვითარების პროექტების შემუშავება.

აუცილებელია სახელმწიფო დონეზე მოხდეს ამ დარგებში მიმდინარე პროცესების ანალიზი, მათ წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფასება. შესაბამისად, ამ დარგების განვითარების კონკრეტული კონცეფციების განხილვა.

✅ და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად აუცილებლად მოვიგებთ მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ისე არ უნდა აღმოჩნდეს, რომ საერთო ჯამში ომი წვაგოთ და სხვა სფეროების, სამეცნიერო და კულტურული დარგების, სოფლის მეურნეობის, ეკომიმიკის ჩავარდნის გამო დიდი ზარალი განვიცადოთ და ადამიანური მსხვერპლი მივიღოთ, საფრთხის წინაშე დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

მამუკა გიორგაძე
ბესიკ ბოგველი
სახალხო პარტია  19 მაისი 2020

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress