️საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვითარდება მორიგი ტრაგი-კომიკური ფარსი. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(თავისი განაყოფებით) ბრალს სდებენ ერთმანეთს ხელმოწერილი შეთანხმების ინტერპრეტირებაში. ორივე “მხარე” აპელირებს დოკუმენტზე, რომლის ტექსტი ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ დღეს იხილა.
დიპლომატიური კორპუსი, რომლის ხელშეწყობითაც შედგა და მიმდინარეობდა შეხვედრა, როგორც გამოჩნდა, კარგად ვერ ერკვევა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთ სპეციფიკურ ასპექტში და აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში: იგი ორივე „მხარემ“ არჩევანის წინაშე დააყენა – მისგან მხარდაჭერას, ანუ მხარედ გახდომას ითხოვენ.
ორივე „მხარე“ ერთმანეთს პოლიტიკურ ბრალდებას უყენებს, საქმეში ჩართეს სატელიტი „სამოქალაქო საზოგადოება“ და „მიუკერძოებელი მედია“ და ქარიშხალს ატრიალენენ ჭიქაში. ერთმანეთზე სიმართლესაც ამბობენ, მაგრამ ეჭვს ქვეშ დგება საქართველოსადმი მათი ერთგულების ხარისხი.
„ნაცების“ ლოგიკა გაუგებარია – თუ პროპორციული არჩევნები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პანაცეად მიაჩნიათ, მასთან „მიახლოებულად“ ჩათვალეს და საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადეს 120/30-ზე ვარიანტი, ⭕ მაშინ ქვეყნისთვის მისაღებ წინადადებაზე დამატებითი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო რატომ ამბობენ მასზე უარს?!
⭕ რა უაზრო „პრინციპულობას“ თამაშობენ?! მათი განცხადებით, „ოცნებას“ მაჟორიტარული არჩევნები აწყობს და ამაში ხელს უწყობენ?!
⭕ მსგავსი პოზიცია პრაგმატული თვალსაზრისითაც აბსურდია – პატიმრები მაინც ციხეში რჩებიან, ხოლო „ოცნების“ მიზნების რეალიზებას „ნაცები“ ეხმარებიან!!!
⭕ ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას გათავისუფლება რატომ იწონის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეტს!
მით უმეტეს, ახლა რომც გაანთავისუფლონ ისინი ციხიდან, რა გარანტია აქვთ „ნაცებს“, რომ მათგანვე „გადამგდებად“ გამოცხადებულმა „ოცნებამ“ კენჭისყრის ჩატარების შემდეგ, სიტყვა არ გატეხოს და კვლავ არ დააკავოს ისინი? თანაც, ჭეშმარიტად სამართლის აღსრულების(და არა აჟიოტაჟის) სურვილის შემთხვევაში, მათზე არსებული რეალური მასალებითა და სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით?!
️„ოცნება“, თავის მხრივ, გამოდის პოზიტიური ინიციატივებით – სრულად პროპორციული ან მასთან მიახლოებული არჩევნების ჩატარების წინადადებებით და შემდეგ, სხვადასხვა ჯგუფებს უკეთებს სტიმულირებას ამ პროექტების ჩასაგდებად.
️დოკუმენტზე ხელს უწერს „ნაცებს“ და შემდეგ აცხადებენ – სხვა რამეს ვგულისხმობდითო, რითიც თავადვე უზრუნველყოფენ „ნაცებს“ საბაბით რომ იძახონ – ხელისუფლება შეთანხმებას არ ასრულებსო, ხოლო როცა „ნაცებს“ თეორიული საბაბიც კი არ აქვთ წინადადების ჩასაგდებად, ამისთვის თავისივე მაჟორიტარებს ააქტიურებენ.
„ოცნება“ აშანტაჟებს საზოგადოებას, მათ თვალში დამნაშავეებად მიჩნეული პირების გათავისუფლების სანაცვლოდ საარჩევნო ცვლილებებზე უარის თქმით და „ნაცების შესაძლო გამარჯვების“ შიშით საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერას ითხოვს.
✅ ️რეალურად კი, არც ერთს არ სურს თავისუფალი, სამართლიანი და მრავალსუბიექტიანი არჩევნების ჩატარება. ორივე „მხარე“ კომფორტულად გრძნობს თავს ხელოვნურად ორპოლუსიან და „შუაგაკრეფილ“ პოლიტიკურ ველზე. კლასიკურ მაგალითს წარმოადგენენ მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტალური თეორიისა – „დაპირისპირებულთა ერთიანობის შესახებ“.
ციხეში მყოფებზე აპელირება კი სპექტაკლის დრამატიზებისთვის საბაბისთვის სჭირდებათ.
მათი ხელოვნური აჟიოტაჟი და ემოციების ფრქვევა მიზნად ისახავს მათივე ჭეშმარიტი ზრახვების გადაფარვას, ქართველი ხალხის მორიგ გაბითურებასა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თვალში ნაცრის შეყრას.
⭕ ️ რაც მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ორივე ჯგუფი რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება, რადგან მხოლოდ რუსეთს აწყობს დღეს საქართველოში ქაოსის ორგანიზება და მონოპოლიზებული პოლიტიკური სივრცე❗
ქვეყნის განვითარებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვის დააკისრებს „პასუხისმგებლობას“. მთავარია კიდევ ერთი არჩევნები გაიმართება ისე, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე არავინ იცის რა სისტემით ჩატარდება ის. აღარაფერს ვამბობთ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე რომ საერთოდ არ ვფიქრობთ. სამწუხაროდ, დროც ცოტაა მისი რეალიზებისთვის❗
✅ საზოგადოებას თუ ოდნავ მაინც გააჩნია, თავმოყვარება და ქვეყნისადმი პასუხისმგებლობას გრძნობა უნდა გააპროტესტოს ეს თამაში და პასუხი მოსთხოვოს მის მონაწილეებს.
⭕ მივმართავთ ხელისუფლებას – ნუ აშანტაჟებთ ქართველ ხალხს❗
✅ სურვილის შემთხვევაში გაქვთ მექანიზმები მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები❗
⭕ ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად გეკისრებათ თქვენ‼