მაშ, რად გვინდა ასეთი ძვირადღირებული სათამაშო❗

gerbi

23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება❗

⭕ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კონსტიტუციის შემზღუდავი საგანგებო უფლებამოსილებების განხორციელების უფლებას მაინც იტოვებს.

⭕ არც იწუხებს თავს მათგანვე კონტროლირებული პარლამენტის პირობებშიც კი ფორმალურად მაინც დაიცვას კონსტიტუცია.

⭕ კორონა ვირუსით შენიღბული, ,,ხალხზე ზრუნვით დამაშვრალი“ საქართველოს მთავრობა არ იშლის ვირეშმაკობას და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პარლამენტის უფლებამოსილებას ითავსებს, რითაც ცდილობს მოიპოვოს განუსაზღველი ძალაუფლება❗

⭕ ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და კონტროლის დამყარებას ცდილობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე.

⭕ პარლამენტმა ამ კანონპროექტისადმი მხარდაჭერით თავისი უფუნქციობა დაადასტურა და ყველას დაანახა, რომ ის ცალკე სუბიექტი კი არა, არამედ მთავრობის დეკორაციაა!

⭕ მაშ, რად გვინდა ასეთი ძვირადღირებული სათამაშო❗

⭕ არჩევნებამდე შეაჩეროს მისი უფლებამოსილება და მასზე გამოყოფილი ფული მიეცეს გაჭირვებულ მოსახლეობას❗მათგან ასე მაინც ნახავს რაიმე ხეირს ხალხი.

✅ მოგიწოდებთ ყველას არ დავიშუროთ ძალღონე და წინ აღვუდგეთ საქართველოს მთავრობის დიქტატურის დამყარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს❗

21 მაისი 2020

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress