სახალხო პარტიის პოზიცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით

ბათუ

სახალხო პარტიის პოზიცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით

✅ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია, ერთიანი საერო ამოცანის – ,,დარჩი სახლში” მოწოდების მიღმა, რატომაა უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა.

✅უფრო მეტიც, ზოგ პროექტზე მუშაობა, საერთოდ ამოვარდნილია საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შესაბამისი მორალიდან.

✅დღეს, საერთო ამოცანა უნდა აერთიანებდეს ყველას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის ბედსა და ყოფაზე ზრუნვა და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

✅როგორც არასდროს, თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხრიდან მისადმი მხარდაჭერას. უფრო მეტიც, ეს მხარდაჭერა პერსონალურ დონეზეც უნდა გამოიხატებოდეს.

✅ის ,რომ ხელისუფლებამ ასე თუ ისე უზრუნველყო ჩვენი მართლაც და გმირი ექიმების რეკომენდაცია- მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სახლებიდან გარეთ გაუსვლელობა, არ არის საკმარისი.

✅ხელისუფლება პასუხისმგებელია მოქალაქეების არა მარტო ჯანმრთელობის ზრუნვაზე, არამედ მათი ელემენტარული ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეც.

✅საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხელისუფლებამ ოჯახებისათვის, მინიმუმ კომუნალური გადასახადები მაინც უნდა აიღოს თავის თავზე.

✅ვინ თუ არა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

✅გვესმის, რომ ეს მძიმე ტვირთი იქნება ბიუჯეტისათვის, მაგრამ დროებით მაინც დაანებონ თავი დღეისათვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ამ გამონთავისუფლებული თანხით შეძლონ მოსახლეობის მხარდაჭერა.

✅ხელისუფლების ეს ნაბიჯი, მატერიალურ სარგებელთან ერთად, ძლიერი მორალური მხარდაჭერა იქნებოდა ყველასათვის.

✅სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა კი უთუოდ დიდი სტიმული იქნება კორონავირუსის დამარცხების მომდევნო ნაბიჯებისას, მოსახლეობის მხრიდან უკუდახმარებაზე.

✅ამ ურთიერთ ჰარმონიული ქმედებებით არამარტო კონკრეტული შედეგი(ვირუსის დამარცხება) იქნება მიღწეული, არამედ სამაგალითოც ვიქნებით აქ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და იქ, მთელი დასავლური სამყაროსათვის.

სახალხო პარტია
ბათუ ჭუმბურიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress