კორონავირუსმა მარნეულში, წლების განმავლობაში მიჩქმალული, პოლიტიკური პრობლემები გააქტიურა.

ბათუ

❗️სახალხო პარტია შეშფოთებას გამოთქვამს მარნეულში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ გამოხატულ აგრესიულ პრეტენზიებზე.

✅ შევეხებით პრეტენზიების იმ ნაწილს, რომელიც ეხება მათი მხრიდან სახელმწიფო ენის არცოდნას.

„სახალხო პარტიის“, ერთ-ერთი პროგრამული დებულებაა: „ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე” და წლების განმავლობაში, ჩვენი არაქართული მოსახლეობისთვის (დიასპორებისთვის) ითხოვს ჩვენს საერთო სახელმწიფოში მათი უფლებებისა და ვალდებულებების მკაფიოდ ჩამოყალიბებასადა რეალიზაციას.

ეს გულისხმობს:

✅მათ ჩართვას საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში;
კონსტიტუციით განსაზღვრული ერთიანი მოქალაქეობრივი ვალდებულებებისა და უფლებების გათავისებისათვის, სპეციალური პროგრამების ამოქმედებას, მათ შორის, სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა.

✅განათლების მიღების ხელმისაწვდომობით, ჯარში გაწვევით, არჩევით ორგანოებში მონაწილეობითა და სამსახურეობრივი კარიერით და სხვა აქტიურობებით მიღწეული უნდა იქნეს მათი სამოქალაქო ინტეგრაციას დანარჩენ მოსახლეობასთან.

✅ამავდროულად, დიასპორებს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეთ თავიანთი კულტურული, ტრადიციული და რელიგიური ცხოვრების ის წესები, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

❗️ყოველივე ზემოთაღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნებოდა, მინიმუმ – არაქართველი მოსახლეობის კონსტიტუციური ენის ფლობა.

საქართველოში დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა არსებული დიდი პრობლემის არამარტო გადაწყვეტას, მასზე ფიქრსაც კი.(აქვე ავღნიშნავთ, რომ ამით ჩვენს მტერ მეზობელ სახელმწიფოს საშუალება ეძლევა დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა პროვოკაციები).

მათვის არაქართული მოსახლეობა ყოველთვის წარმოადგენდა საარჩევნო ,,ხმების ბეღელს” და მუდმივად ცდილობდნენ ამ ჯგუფების ჩაკეტილ სივრცეში მოქცევას, სადაც მხოლოდ ხელისუფლებას ექნება წვდომა (სახალხო პარტიამ თავის თავზე გამოსცადა ამ რეგიონებში აქტიურობის გამო ხელისუფალთა რისხვა).

❗️ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ხმების სანაცვლოდ, ხელისუფლება შეგნებულად მიდის მეზობელ სახელმწიფოსთან მთელ რიგი დათმობებზე – ტერიტორიული, რელიგიური, ადგილობრივი მართველობა-თვითმართველობებისათვის სასურველ ენაზე საქმისწარმოების უფლება. ტრანზიტით განსაზღვრული ჩვენი წილი უფასო გაზის მათ მართვაში გადაცემა, აქედან მიწოდებული წყლის უფასო რეჟიმის შენარჩუნება და ის მრავალი, ჩვენთვის ცნობილი და უცნობი.

❗️ყოველივე ამის პარალელურად, ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პარტია საერთოდ ქვეყნის ფედერალიზაციაზე და „რეგიონალური ენების ქარტიის“ ამოქმედებაზეც კი მიდიოდნენ და რომ არა ,,სახალხო პარტიის” ძალისხმევა, უკვე დღეს გვექნებოდა ამ მხრივ უდიდესი პრობლემები.
განსაკუთრებით გვინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს დედა-ეკლესიას, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ამ საკითხში სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში მთავარი ფორპოსტია.

❗️თუმცა, ამ პარტიების, მათთან აფელირებული არასამთავრობოებისა და მედიის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა დღევანდელი ხელისუფლების „წაყრუების პოლიტიკის“ პირობებშიც არ შეჩერებულა.

❗️როგორც ცნობილი გახდა, მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, მარნეულის ქუჩების კურთხევით, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებების შელახვაზე.(რატომღაც სასამართლომ მაშინვე მიიღო).

❗️მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მაინც ალაგმოს „უფლებათა დაცვის“რელიგიური და ერთაშორისი შუღლის გაღვივების ყოველგვარი გამოვლინება.

❗️ამავდროულად, ხელისუფლებამ უზრუნველყოს „სახელმწიფო ენის შესახებ კანონის“ მოთხოვნების რეალიზაცია. მით უმეტეს, რომ ყველამ გააცნობიერა კრიზისის დროს სახელმწიფო ენის ცოდნა მრავალი გაუგებრობისა და პრობლემის მოგვარების საშუალებაცაა.

სახალხო პარტია
ბათუ ჭუმბურიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress