ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა წმინდა სინოდის სხდომის მეორე დღეს!

gerbi

საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვათა ჩამონათვალი იგივეა, რაც ამ მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო განხორციელებული, გარდა ერთისა – დახურულ სივრცეში აიკრძალა 10 -ზე მეტი ადამიანის შეკრება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგანაც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გაუძლო გარკვეული ძალების მხრიდან მომდინარე შეტევას და არ შეცვალა საუკუნეების განმავლობაში მღვდელმსახურების დამკვიდრებული წესი (უფრო რთული ეპიდემიების დროსაც არ შეუცვლია), ხელისუფლებამ კანონით აუკრძალა მორწმუნეებს ეკლესიაში ერთობლივი ლოცვა. მით უმეტეს, მძიმე მარხვის პერიოდში. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 21 აპრილამდე. ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანთა მთავარი დღესასწაული – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა – წელს 19 აპრილს აღინიშნება.20 აპრილი საფლავთა კურთხევაა. აუხსნელია, დღევანდელი გადასახედიდან, ორი დღე რა პრინციპულ ვადას წარმოადგენს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დღე მაინც არ გაითვალისწინო შენი მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესი. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ისიც, რომ თუ ასე გაღელვებს შენი მოსახლეობის ბედი რაღაც ფორმით მაინც აგეღო პასუხისმგებლობა მათი სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობის გამო, როგორც ეს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებებმა გააკეთეს (8 წლის წინ ცუდი მემკვიდრეობა გვერგოო – ეს თავის გამართლების საბაბად აღარ გამოდგება). გასათვალისწინებელია ისც, რომ, როგორვ პრემიერმა განაცხადა: „საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას“, სადაც ოფისში 10 კაცზე მეტი მუშაობს(!) და ეხება ეკლესიას!
ისე, ძალიან საინტერესოა, 11ადამიანი, რომ მივიდეთ ტაძარში რა ღონისძიებებს გაატარებენ?!
პ.ს ცალკე თემაა – განცხადებაში მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვაზეა მხოლოდ საუბარი და არაფერია ნათქვამი მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress