მარო ბაღდავაძე

მარიკა ბაღდავაძე – მარო მაყაშვილის ღირსეული “მემკვიდრე”

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა  ცნობილი დისიდენტი, “სახალხო პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე.   80 იანი წლების  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე  დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში  ჩაერთო.  რთულ გზას -  დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს აძლევდა სხვებს. ვრცლად »

მამუკა აააა

რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას გადაეცემა მიმდებარე ტყის მასივები, არასამთავრობო სექტორიც ამოძრავდა და საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა კონფესიამაც გამოთქვა პროტესტი – არათანაბარ პირობებში ვართო. უნდა შევნიშნოთ ერთი უცნაური ტენდენცია – პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოელთა ნაწილი, რომლებიც კონკორდატს აპროტესტებენ, მიიჩნევენ, რომ ვრცლად »

მაყაშვილი

მარო მაყაშვილი – დიდება გმირებს

99 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, მე-11 წითელ არმიას ემსხვერპლა პირველი ქართველი ქალი, უნივერსიტეტის სტუდენტი, მოწყალების და – 19 წლის მარო მაყაშვილი.

საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მარო მაყაშვილის საპატივსაცემოდ ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი — მარო დაარქვა.

ასეთ მოქალაქეების გმირობებზე დგას ნებისმიერი ქვეყანა.

მარო მაყაშვილი 1901 წლის აგვისტოში დაიბადა, კოტე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის ცნობილ ოჯახში. მაროს ბებია ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ. ვრცლად »

მარო ბაღდავაძე

დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის ლეგენდა

გარდაიცვალა საბჭოთა სისტემისგან ერისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მრავალგზის დევნილი, გამორჩეული ქართველი დისიდენტი, პოლიტპატიმარი, სახალხო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი ქ-ნი მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე.
მარიკა ბაღდავაძემ განვლო ძლიერი, უკომპრომისო და სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება. იგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და მის თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ვრცლად »

სახალხო ყრილობა

“სახალხო პარტია” – რეალური არჩევნებისთვის

საქართველოში წლების განმავლობაში დანერგილი მავნე პრაქტიკა დღესაც გრძელდება – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლების ინიციატივით, საარჩევნო გარემოს „გაუმჯობესების“ მოტივით, იწყება „მწვავე“ დისკუსია, რომელიც, როგორც წესი, აყალიბებს ხელისუფლებისთვის მისაღებ ხელოვნურ ორპოლუსიან და პოლარიზებულ სამოქალაქო სივრცეს. როგორც წესი, ამ დისკუსიების დროს აქცენტი კეთდება ერთ ან ორ საკითხზე (შეიძლება აუცილებელზეც) და ყურადღების მიღმა შეგნებულად რჩება საარჩევნო კანომდებლობის საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზეა დამოკიდებული კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ვრცლად »

germanuli_modeli_

მამუკა გიორგაძე – „ეკლესიასთან დაკავშირებული სკანდალები კიდევ გაგრძელდება“

„ქრონიკა +“  18 -24.02.2020.     30 წელი ბელადის ლოდინი არანორმალურია

საკმარისია, ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მოიმატოს, რომ იქვე, ეკლესიაში გორდება სკანდალი. ამჯერადაც ასე მოხდა _ მამა ანდრია სარიამ, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაახლოებული პირია, სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა. მამა ანდრია სარია ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა. სარია „მთავართან“ ყვება, რომ ამ თემაზე მას პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოსთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა მან და სხვა მღვდელმსახურებმა მისი მოსმენა არ ისურვეს. სარია ამბობს, რომ ბერი, რომელმაც ეპისკოპოსი ამხილა და მისი მძღოლიც იყო, ამაზე პატრიარქსაც ელაპარაკა: როგორც „მთავარი არხი“ აცხადებს, სასულიერო პირმა მათ გადასცა იმ სხდომის აუდიოჩანაწერი, რომელზედაც ანდრია სარია დაიბარეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებების გამო შენიშვნას აძლევდნენ. სწორედ ამ სხდომაზე ისაუბრა სარიამ ერთ-ერთი ეპისკოპოსის სქესობრივ კავშირზე. ტელეკომპანიის განმარტებით, 16-წუთიანი აუდიოჩანაწერი ორივე მხარის თანხმობით გაკეთდა. ვრცლად »

1580333096-მამუკა-გიორგაძე-

მამუკა გიორგაძე – ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად ხდება დესტაბილიზაციის წყარო

ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, არჩევნები ყველა გზით მოიგოს, ავტომატურად, თავად ხდება დესტაბილიზაციის წყარო, – ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ, არსად არ მიდიან, წარმომადგენლების გარეშე ქუჩაში რჩებიან და ბუნებრივია, ეს დესტაბილიზაციის წყაროა“, – განაცხადა გიორგაძემ. ვრცლად »

mamuk

რატომ იხდიან საქართველოს არასეპარატისტი მოქალაქეები აფხაზი სეპარატისტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს

მართალია, სემეკის გვერდზე გამოქვეყნებულია ელექტროენერგიის (და არა მხოლოდ) ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, მაგრამ მასში გარკვევა რთულია არასპეციალისტისთვის (ეჭვი მაქვს, სპეციალისტისთვისაც). თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ, მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფში ასახულია აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, იმას გარდა, რომ ასახულია ყველა ინვესტიცია, რაც „რაომ“ (თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მმართველმა კომპანიამ) განახორციელა, როდესაც თავის დროზე „თელასი“ შეიძინა, იმასაც ამბობენ, რომ ტარიფში ასახული ამერიკული „ე ი ესის“ მიერ განხორციელებული ვრცლად »
mamuka mamuka

მამუკა გიორგაძე – „ივანიშვილს პატრიარქის რეიტინგის შურს“

სალომე ზურაბიშვილმა იმ მოღალატე ქართველების ტრადიცია გააგრძელა, რომლებმაც კრწანისის ბრძოლიდან გასაქცევად გამზადებულ აღა მაჰმად-ხანს ამცნეს, _ ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. დაახლოებით ასე მოიქცა საქართველოს პრეზიდენტი და საჯაროდ, დიდი სიამაყით განაცხადა, _ საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც არასდროს ექნებაო. ბედის უკუღმართობით ეს ქალი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია. ვრცლად »

mamuka 16

„შეიძლება, ძალიან დაცემული იყოს ქართველი ერი დღეს, მაგრამ ოჯახზე გადაიტანოს შურისძიების განცდა, მთლად ასე გათახსირებულიც არ მგონია“

19 დეკემბერს კოლხურ კოშკთან, გალის ქუჩაზე დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დამნაშავე ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ გამოძიება სისხლის სამართლის 19-108 მუხლით მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. პოლიციელები, სავარაუდოდ, ეძებენ ყავარჯნიან მამაკაცს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა. ვრცლად »

Powered by WordPress