პროკურატურასა და სასამართლოს შორის პინგ-პონგის თამაში მიმდინარეობს

ნინო ჟღენტი 2013.01.30
  • „გვინდა უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაუროთ. ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილმა ხალხთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია შემოგვთავაზა, მეორე მხრივ სააკაშვილმა „რაგატკებით” დაიწყო სიარული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რაღაც საცირკო სანახაობებში ღებულობენ მონაწილეობას და საკონსტიტუციო კომისია ცირკად გადააქციეს. თუმცა, ყველას გიგი უგულავამ გაასწრო, რომელმაც ხელისუფლებას ტაქტიკა დაუწუნა და ძველქართული ტერმინოლოგიით რიტორიკული კითხვების დასმა დაიწყო”, – განაცხადა „სახალხო პარტიის” ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
    ვრცლად »
SONY DSC

ივანიშვილს აქვს შანსი ჯანსაღი პოლიტიკური გარემო დანერგოს

თამარ ნინიძე  ”ახალი თაობა” 10.01.2013

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრეზიდენტ სააკაშვილის ხუთპუნქტიან შეთავაზებაზე, ივანიშვილის და მისი კოლაციიის მომავალზე და პოლიტიკური სპექტრში ჯანსაღი კონკურენციის პირობების განვითარებაზე `ახალ თაობას~ ესაუბრა.
_ პრეზიდენტმა წინასაახალწლო მილოცვაში, რომელიც წესით მთელ ერს ეკუთვნოდა პოლიტიკური წინადადებები გაახმოვანა, განხილვის თემა არის მისი ხუთპუნქტიანი შეთავაზება საყოველთაო შერიგების კონტექსტში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ შეთავაზებას?
_ როცა  ძალაუფლების მფლობელი იყო მიხეილ სააკაშვილი, მაშინ არაფერს ნიშნავდა მისი შეთავაზებები. უნებრივია, დღესაც არაფერს ნიშნავს. ერთადერთი ეს ემსახურება იმას, რომ საინფორმაციო სივრცეში დაიმკვიდროს ადგილი და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქმედითუნარიან პრეზიდენტად უნდა გამოჩნდეს. ამით უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თავი და საკუთარი მხარდამჭერების კეთილგანწყობა მის მიმართ.
_ პარლამენტი საკონსიტიტუციო ცვლილებებს ამზადებს მისი ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით. რას ფიქრობთ ამ პროცესზე? ვრცლად »
giorgadze-1

სააკაშვილის რეჟიმი თუ ეს ტირანია იყო, მაშინ მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ, რომ ტირანიასთან თანამშრომლობას გვთხოვენ.

“საერთო გაზეთი” 22.01.2013

საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით `საერთო გაზეთს~ სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
- უპირველეს ყოვლისა, `საერთო გაზეთის~ მკითხველებს შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო. თქვენი გაზეთი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან არსობრივად ეძიებს პრობლემატიკას. დღეს პოლიტიკურ სპექტრში, მედიაში, აკადემიურ წრეებში არ მიდის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, რა განსხვავებაა იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და იმ დეკლარაციებს შორის, რომლითაც თითქოს ჩვენი ხელისუფლებები ამ ქვეყანას აშენებენ, რა არსობრივი განსხვავებაა დღევანდელ დღესა და თუნდაც საბჭოთა პერიოდს შორის. რახან ეს დისკუსია არ მიდის, საზოგადოებას უჭირს გაერკვეს ასეთ ემოციურ, სოციალური პრობლემებით დატვირთულ ფონზე, სად არის ძაღლის თავი დამარხული. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ შეჯერება ძირითად პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, ვერ შევაფასეთ რა იყო ბოლშევიზმი, რა ნაწილი იყო საბჭოთა სისტემაში ისეთი, რომელიც რეფორმირებას უნდა დაქვემდებარებოდა და რა ნაწილი იყო ისეთი, რომელიც რეფორმირებას არ ემორჩილებოდა და უნდა ჩამოგვეცილებინა.  ვრცლად »
sioni

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!

 აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

თქვენო უწმიდესობავ!
გილოცავთ, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 35 წლისთავსა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა ასეთი ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ სხვა სარწმუნოების ჩვენს მოქალაქეებშიც და ანგარიშგასაწევ ძალად აქცია იგი საერთაშორისო სარბიელზე.  ვრცლად »
ilia meore

პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი უკვე წარმატებულია

“ახალი თაობა” 24.01.2013    შორენა კოწოწაშვილი

ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკმაოდ ფრთხილი და სახელმწიფოებრივი ინტერესებით განპირობებული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ამასთან, გიორგაძე ივანიშვილის მთავრობას ურჩევს, იგივე ე.წ. `სამხრეთ ოსეთთან~ მიმართებაში დააკვირდეს, პატრიარქის ტერმინოლოგია როგორია და მიბაძოს ოფიციალურ ლიტვას.
გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, სწორი აქცენტები გააკეთა  ხელისუფლებამ მეზობელ ქვეყნებთან, იგივე რუსეთთან მიმართებაში? ფაქტია, საკმაოდ მნიშვნელოვანია პატრიარქის რუსეთში ვიზიტი.  ვრცლად »

ლადო ჭიპაშვილის ადგილი შიდა კლანურ განაწილებაში აღარ იყო – 2007

ახალი თაობა 2007, 4 სექტემბერი, #243

შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ საკმაოდ მოულოდნელად განხორციელდა სამთავრობო ცვლილებები. თქვენი აზრით, მაინცდამაინც ლადო ჭიპაშვილის მოხსნით რატომ დაიწყო ეს ცვლილებები და, საერთოდ, რას უკავშირდება ეს კარუსელი?
_ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება სულ სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობს. არა მარტო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ ერთმანეთი არ აინტერესებთ, არამედ რეალურადაც ასეა. ხელისუფლებას არანაირი საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს. მას საზოგადოებრივი აზრი რომ აინტერესებდეს, ის საკუთარი, კანონიერი სახლებიდან მოსახლეობას გამოყრიდა? საკუთარი ხალხის აზრი რომ აინტერესებდეს, გაჭირვებულ დენილებს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით ყოფნით სულდგმულობენ, გამოყრიდა და ასეთ ტანჯვა-წამების რეჟიმში ამყოფებდა? ან არჩევნებზე როდესაც არის საუბარი, ისე ჩაატარებდა არჩევნებს, როგორც მან ჩაატარა? მე მიკვირს სახელისუფლებო პარტიის ლიდერთა ასეთი გულუბრყვილო განცხადებები, რომ ეს ხდება არჩევნებისთვის და ა.შ. ვრცლად »

ბურები მოდიან – 2011

ობიექტივი #42 22.01.2011

წამყვანი: ნოდარ ნათაძე.
სტუმრები: მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი.
თემა: _ ბურების ჩამოსახლება.

მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.

ნოდარ ნათაძე: _ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროგრამის ძირითადი პუნქტის განხორციელება და საქართველოს მოქალაქეების ახლით შეცვლა, პირდაპირ ხელჩართული სახით იწყება. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა 1992 წლის დასაწყისიდან სწორედ აქეთ არის მიმართული. პირდაპირ გამოცხადებულია საქართველოში ბურები უნდა ჩამოასახლონ. დაგეგმილია საქართველოს დემოგრაფიული განადგურება. მე-16 საუკუნისა და მე-17 საუკუნის დასაწყისში საქართველომ ძალიან მძიმე ომები ჩაატარა ირანის ომებში. ირანის მეთაური შახ-აბასი იყო. აღმოსავლეთ კახეთი და შიდა კახეთი აყრილი იყო და ირანში გადასახლებული. კახეთში არაერთი სახალხო აჯანყება მოხდა, რომელმაც სპარსელები გაანადგურა. ვრცლად »

ეროვნული იდეა ქართულ პოლიტიკაში – 2011

ობიექტივი #44 9.02.2011
წამყვანი _ ანი კიკნაძე.
სტუმარი _ “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე.
თემა: ეროვნული იდეა.
მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.

ანი კიკნაძე: _ ბატონო მამუკა, ქართულ პოლიტიკაში “რაღაცის” ნაკლებობაზე საუბრობენ. ბოლო ხანს გამოიკვეთა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექრს ეროვნული იდეა აკლია. რას იტყით ამაზე? როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეროვნული იდეა მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მამუკა გიორგაძე: _ ნებისმიერი პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ღირებულებები, რომლისათვისაც თავის გაწირვა ღირს. ასეთი ღირებულებებია, უმაღლესი საკაცობრიო ღირებულებები და ეროვნული იდეაც ამ საკაცობრიო ღირებულებებში შედის და შესაბამისად, ეროვნული ინტერესების რეალიზება ნებისმიერი ადამიანის ვალია. ერი მიისწრაფვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი სხვა ერებს შორის. ვრცლად »

mamuka

რატომ აღიარა “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა – 2012

შორენა კოწოწაშვილი  “ახალი თაობა” 04.12.2012

რა შეცდომებს უშვებს ივანიშვილის ხელისუფლება, არიან თუ არა სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები პოლიტპატიმრები და რა მხრივ იმეორებს “ქართული ოცნება” ნაციონალების კურს? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

  • _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ხელისუფლების მოღვაწეობის ორთვიან პერიოდს, რა გამოკვეთა ახალმა ხელისუფლებამ? ამბობენ, რომ 3 თვის მანძილზე ახალი ხელისუფლების კრიტიკისგან თავის შეკავება ჯობია, მაგრამ დადებითი და უარყოფითი ნაბიჯები ხომ უნდა გამოიკვეთოს?
    _ კრიტიკა არაფერ შუაშია. ვითარება უნდა შეაფასოს ადამიანმა ყოველგვარი ჩასაფრებული პოზიციების გარეშე. ეს სიტუაცია თუ სწორად იქნება გაანალიზებული, ყველასთვის კარგი იქნება. ვინც ჩახედულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რეალობაში კარგად ერკვევა, დამერწმუნება იმაში, რომ იმდენი პრობლემა დახვდა ხელისუფლებას, რომ ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება დასჭირდებოდა. ვრცლად »
gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის განცხადება

ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მიმდინარეობს მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებიდან გამომდინარე და დიდი ალბათობით, შედეგად მივიღებთ ისეთ ეკლექტურ გაერთიანებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პიროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იბრძოლებს.ამ მოლაპარაკებებში არსად ჩანს სახელმწიფოს ინტერესებზე მზრუნავი, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფების ხედვა პროცესების სწორედ წარმართვის შესახებ. ვრცლად »

Powered by WordPress