ივანიშვილს აქვს შანსი ჯანსაღი პოლიტიკური გარემო დანერგოს

SONY DSC

თამარ ნინიძე  ”ახალი თაობა” 10.01.2013

სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრეზიდენტ სააკაშვილის ხუთპუნქტიან შეთავაზებაზე, ივანიშვილის და მისი კოლაციიის მომავალზე და პოლიტიკური სპექტრში ჯანსაღი კონკურენციის პირობების განვითარებაზე `ახალ თაობას~ ესაუბრა.
_ პრეზიდენტმა წინასაახალწლო მილოცვაში, რომელიც წესით მთელ ერს ეკუთვნოდა პოლიტიკური წინადადებები გაახმოვანა, განხილვის თემა არის მისი ხუთპუნქტიანი შეთავაზება საყოველთაო შერიგების კონტექსტში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ შეთავაზებას?
_ როცა  ძალაუფლების მფლობელი იყო მიხეილ სააკაშვილი, მაშინ არაფერს ნიშნავდა მისი შეთავაზებები. უნებრივია, დღესაც არაფერს ნიშნავს. ერთადერთი ეს ემსახურება იმას, რომ საინფორმაციო სივრცეში დაიმკვიდროს ადგილი და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქმედითუნარიან პრეზიდენტად უნდა გამოჩნდეს. ამით უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თავი და საკუთარი მხარდამჭერების კეთილგანწყობა მის მიმართ.
_ პარლამენტი საკონსიტიტუციო ცვლილებებს ამზადებს მისი ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით. რას ფიქრობთ ამ პროცესზე?
_ სააკაშვილის ძალაუფლება უკვე შეზღუდულია  პირველი ოქტომბრის შემდეგ. ის უკვე მიხვდა, რომ უფლებამოსილების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენია, რომ არ გამოეყენებინა, თუნდაც ძალოვანი მინისტრების დანიშვნა. ის იმ უფლებებსაც ვეღარ იყენებს, რომელიც აქვს. სააკაშვილი უკვე წარსულია, მასზე აღარც უნდა ვლაპარაკობდეთ. ჩვენი ამოცანაა ქართველებმა როგორ ვიპოვოთ კონსენსუსი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, როგორ ჩამოვაყალიბოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი მიმართულებები, რა ურთიერთობები უნდა გვქონდეს კონკრეტულ დონეზე რუსეთთან, სად გადის საქართველოს ინტერესების ქვედა ზღვარი, როგორ განვახორციელოთ სახელმწიფო სისტემის რეფორმირება, როგორი უნდა იყოს სოციალურ ფენებს შორის თანამშრომლობა და ფართო კონსიენსუსით მივაღწიოთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებას.
_ ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არც 5 იანვარს და არც 20 იანვარს კოალიცია არ დააყენებს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას, და რომ დასავლეთი ამას ვერ გაგვიგებს. იზიარებთ ამ პოზიციიას?
_ დღეს სააკაშვილის იძულება გადადგომაზე ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული საქმეების კეთებისგან გადავიდეთ კვლავ ემოციურ აჟიტირებულ ფონზე, მოვახდინოთ ვითარების ესკალაცია და ეს ხელს შეუშლის თვითონ მთავრობას. როცა მცირერიცხოვანი ხალხი გამოდის, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ როცა ასი ათსობით ადამინი გამოდის, ეს გამოიწვევს მთავრობის საქმიანობის პარალიზებას. მთავრობას თვითონ არ აწყობს მასობრივი აქციები დიდ ქალაქებში. გარკვეული ძალები შეეცდებიან ინიციატივის ხელში აღებას, მთავრობა იძულებული იქნება ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომელიც მას დაგეგმილი გზიდან ააცდენს. ასეთი აქციების განხორციელების აუცილებლობას ივანიშვილი ვერ ხედავს და სწორადაც ვერ ხედავს; მეორე საკითხია აჟიოტაჟი კონსიტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მთავარი მაგისტრალური ხაზიდან გვაცილებს, ამ ენერგიის ხარჯვა ენერგიას დააკლებს საქმის კეთებას. თუ გვინდა ძველმა ხელისუფლებამ პასუხი აგოს, ამისთვის საჭიროა, შეიქმნას კომისია, შეფასდეს 2003-2012 წლის მოვლენები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს ამა თუ იმ ადამიანის. დავუშვათ გადადგა სააკაშვილი, ექვსი თვის შემდეგ ნაცმოძრაობა ჩაებმება სხვადასხვა ფორმით პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ამოცანა ყველამ დაინახოს _დასავლეთმაც და აღმოსავლეთმაც, რომ შეგვიძლია შევაფასოთ პოლიტიკური ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები. დღეს არა გადადგომის მოთხოვნაზე მსჯელობაა აუცილებელი, არამედ ამ კომისიის ეგიდით ან სხვა ფორმატით შეფასდეს ნაცმოძრაობის ქმედებები და აიკრძალოს ნაცმოძრაობის წევრთა პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე წლის მანძილზე. ჩვენ ნაცმოძრაობას თავის სააკაშვილიანად ლიცენზია უნდა შევუჩეროთ. მისი გადადგომა და განდევნა საქართველოდან შედეგს არ მოგვცემს. იმიტომ, რომ მის მიერ შექმნიმილი სისტემის შეფასება არ იქნება განხორციელებული. ეს სისტემა უნდა დავშალოთ. მხოლოდ სააკაშვილის სასამართლოში გადაცემა არ ნიშნავს სისტემის დემონტაჟს.
_ პარლამენტის ერთპარტიულობის შესახებ არის შიშები, თუკი რამეზე გაბრაზებული ნაცმოძრაობა დატოვებს საკანომდებლო ორგანოს, მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს. არის მოსაზრება რომ ივანიშვილმა უნდა გააძლიეროს ქართული ოცნება როგორც პარტიული ორგანო, ეს ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციასაც ხელს შეუწყობს. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი აზრი?
_ ხელოვნურად არაფერი შეიქმნება, ივანიშვილს აქვს შანსი ჯანსაღი პოლიტიკური გარემო დანერგოს საქართველოში. შემდეგ ყველა პარტია თავისი ნიჭის და უნარის მიხედვით განვითარდება. ხელოვნურად არ შეიძლება პარტიების შექმნა და დაშლა. 1 ოქტომბრის   შემდეგ გაჩნდა შანსი, რომ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო დაინერგოს საქართველოში. ეს დაიცავს ქვეყანას ერთპარტიული დიქტატურისგან.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress