ობიექტივი #44 9.02.2011
წამყვანი _ ანი კიკნაძე.
სტუმარი _ “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე.
თემა: ეროვნული იდეა.
მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.
ანი კიკნაძე: _ ბატონო მამუკა, ქართულ პოლიტიკაში “რაღაცის” ნაკლებობაზე საუბრობენ. ბოლო ხანს გამოიკვეთა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექრს ეროვნული იდეა აკლია. რას იტყით ამაზე? როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეროვნული იდეა მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მამუკა გიორგაძე: _ ნებისმიერი პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ღირებულებები, რომლისათვისაც თავის გაწირვა ღირს. ასეთი ღირებულებებია, უმაღლესი საკაცობრიო ღირებულებები და ეროვნული იდეაც ამ საკაცობრიო ღირებულებებში შედის და შესაბამისად, ეროვნული ინტერესების რეალიზება ნებისმიერი ადამიანის ვალია. ერი მიისწრაფვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი სხვა ერებს შორის. სამწუხაროდ, ასეთი ღირებულებების დეფიციტი მოწინავეობის მერკანტილიზაციას იწვევს. თუ, არ არსებობს იდეა, რომლის გამო თავის გაწირვა ღირს, მაშინ ადამიანი ვერ გამოხატავს თავის თავს და მაშინ წინა პლანზე კომერციული ინტერესები შემოდის, ადამიანური ინსტიქტები იჩენს თავს. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ სრულყოფილებამდე, რომლის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი. ბედნიერება სწორედ ამ სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში რეალიზდება. ბედნიერება ნამდვილად არ არის ის, რომ შენ საჭმელი გაქვს, გადაადგილება შეგიძლია. ბედნიერება არის ის, როცა შენ გამოხატავ შენი სულის უმაღლეს შესაძლებლობებს, ხოლო ერი თავის თავში გამოხატავს მსოფლიო სტანდართების დონის კრიტერიუმებს.
ანი კიკნაძე: _ ქართულ პოლიტიკაში ეს კომერციული ინტერესები იმდენად გადმოვიდა წინა პლანზე, რომ აღარ შეიძლება ვისაუბროთ ეროვნული იდეის არსებობაზე?
მამუკა გიორგაძე: _ ერთი კაციც, რომ გამოხატავდეს ეროვნულ იდეას, ის უკვე არსებობს. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე გამოხატავდა ეროვნულ იდეას, ამიტომ ვამბობთ, რომ ილია იყო ეროვნული მოძრაობა. ის იყო მთელი ერის ინტერესების გამომხატველი და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რომელიც ებრძოდა ამ იდეას დღეს გაშიფრულია ქართველი ერისაგან და მათი მოღვაწეობა შეფასებულია. დღეს, ეს იდეა არსებობს, მაგრამ არის თუ არა წარმმართველი საზოგადოებრივი ცხოვრებისა. ასე, რომ იყოს პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ მკვეთრად ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა და ესწრაფვოდეს ამ ღირებულებათა რეალიზირებას. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ სპექტრში ვხედავთ ზოგად დეკლარაციებს და ენერგია იხარჯება “მიშა წადიზე”. ყურადღების გამახვილება ხდება ისეთ თემებზე, რომელიც ამაღლებულ ემოციებსა და გრძნობებს მოკლებულია.
თუ, ჩვენ არ ვიტყვით მიშა რატომ უნდა წავიდეს, თუ არ ვიტყვით როგორი სახელმწიფო გვინდა, მაშინ ჩვენ თვითონვე ვიკლავთ იმის საშუალებას, რომ ამაღლებულს შევეწიროთ.
იგივე თაობა, იგივე ხალხი თუ 20 წლის წინ გულანთებული იბრძოდა სამშობლოს დასაცავად, დღეს ყოვლად ღირსებააყრილი ემსახურება სააკაშვილის რეჟიმს. ამ ადამიანების მეტამორფოზა გარემომ განაპირობა. 20 წლის წინანდელი გარემო იძლეოდა მისი ადამიანური გრძნობების საუკეთესოდ რეალიზების საშუალებას. ამიტომ ის თავს თვლიდა ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცად და თავადაც უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის სწორედ იმ 9000-თაგანის მონაცვლეა, რომელიც მარაბდაში დაიღუპა. გავიდა 20 წელიწადი, ამ ღირებულებებმა დევალვაცია განიცადა, მოხდა სტიმულირება დაბალი ადამიანური ინსტიქტებისა. საქართველოს წარმატებულობის სიმბოლოდ მებრძოლი გოგო-ბიჭები კი არ არიან, არამედ ისენი, რომლებმაც ყველაფერი იკადრეს, ქვეყანა გაყიდეს, ფული იშოვნეს, ტელევიზორში გამოჩნდნენ, უზნეოდ ცხოვრობენ და სხვასაც უზნეოდ ცხოვრებისაკენ მოუწოდებენ.
იქნება გარემო ეროვნული? თვითოეული ჩვენგანი ვისწრაფვით, რომ ასეთი ღირებულებების დამცველნი გავხდეთ. არ იქნება ასეთი გარემო? ჩვენში უკეთური გრძნობები იღვიძებს (წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ადამიანის ბუნება უკეთურებისაკენ მიდრეკილ არს) და თუ, მაღალი ზნეობრივი სტანდარტების მატარებელი არ არის, ცდილობს იოლად გავიდეს. ცოდვის ჩადენა ტკბილია, ცოდვაში ყოფნა კომფორტულია, კომფორტი საკმარისი არასოდეს არის და ოღონდ მანქანა, ბინა ვიყიდოთ, თანამდებობა მივიღოთ, ტელევიზორში გამოვჩნდეთ, მზად ვართ გავყიდოთ ერიც, პიროვნებაც და ოჯახიც. ძალიან ბევრი ვიცით ისეთი, მზად არის ცოლი და დედა დააწვინოს უფროსთან, ოღონდ კარიერაში წარმატება იპოვოს.
ანი კიკნაძე: _ თუ, გარემო შეიცვლება, შეძლებს თუ არა ეროვნული იდეა თავის ფუნქციის დაბრუნებას, მაგალითად, როგორც 90-იან წლებში იყო.
მამუკა გიორგაძე: _ რა თქმა უნდა, ეს გარემო იქმნება კონკრეტული პიროვნებებისაგან, იმ მაღალი ზნეობრივი სტანდარტების მქონე თავდაუზოგავი თვითშეწირვითი ბრძოლის შედეგად. ეროვნული მოძრაობის დროს, ადამიანების მცირე ჯგუფმა მცირე დროში შექმნა ეს გარემო და საზოგადოებას ალტერნატივა შესთავაზა. ნებისმიერ ადამიანში არის ღვთიური ბუნება და ჩვენ, ეს ბუნება უნდა გავაღვიძოთ. თუ, შენ გინდა საუკუნეების განმავლობაში შენი სახელი კარგ კონტექსტში ჟრერდეს, მაშინ შენ უნდა ესწრაფვო მაღალი ღირებულებებით ცხოვრებას და ამ ღირებულებებისათვის სიკვდილს.
ამიტომ, მტერი თავიდანვე ფიქრობს ამ ღირებულებების გადაგვარებას, მოსპობას, ორიენტირების შეცვლას. რას აკეთებდა განსაკუთრებულს შახ-აბასი? მას უნდოდა ის სოციალური ურთიერთობები მოეშალა, რომელიც საქართველოში სოციალურ ფენებს შორის არსებობდა. აკეთებდა იმას რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. მას უნდოდა მოეშალა ქართული მეურნეობა და უმთავრესი ჩვენი კულტურა, რომლითაც მიწასთან ერთად მიბმული ვართ უფალთანაც, ვაზი გადაგვარებულიყო საქართველოში. მოსახლეობის დემოგრაფიული წონასწორობის დარღვევა, შახ აბასმა გაასახლა 200 000 ქართველი, ჩამოასახლა სხვა ტომები. რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. იძულებულს ხდის ადამიანს საქართველოდან წავიდეს და ჩამოჰყავს სხვა ეთნოსი და ქართულ დამოგრაფიულ სივრცეს ცვლის. კუთხეების მიტაცება, იგივეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლებაც. ქართული ძირ-ძველი მიწა, მისი ჭკუით ოსურ ეთნოსს დაუკანონა და გამოაცხადა, რომ ის არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ასე, რომ შახ-აბასის და სააკაშვილის მოქმედებები ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდება.
მაგრამ, როდესაც ინიციატივა ეროვნული მოძრაობის ხელში იყო, ვერ მოხერხდა ამ ღირებულებების იმდენად განმტკიცება, რომ დღევანდელ პოლიტიკოსებს არ შეძლებოდათ ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ ასე წარმატებით ბრძოლა. უდიდესი შეცდომები დაუშვით და ახალგაზრდობამ უნდა გაანალიზოს ეს შეცდომები, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში სიღრმისეულ პროცესებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა ზედაპირზე. უნდა ვისწრაფოთ, რომ ეს ღირებულებები იმდენად ხელშეუხებელი გახდეს საქართველოში, რომ ვერც ერთმა ხელი-სუფლებამ ვეღარ შეძლოს მისი ერთი ხელის მოსმით უარყოფა.
ანი კიკნაძე: _ როდესაც ჩემი თაობის ახალგაზრდებთან ეროვნულ იდეაზე ვსაუბრობ, მპასუხობენ, რა დროს ეროვნული იდეაა, ჩვენი ყურადღება გლობალიზაციისაკენ უნდა მივმართოთ და უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ. თქვენი აზრით, გაიხლიჩება თუ არა საზოგადოება ეროვნული იდეის ირგვლივ?
მამუკა გიორგაძე: _ სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდებს ისეთ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, რომ მნიშვნელოვანი იყო თვითგადარჩენა და არა ღირებულებების დამკვიდრება. მათი ბავშვობა მძიმე ცხოვრებას დაემთხვა, როდესაც ყველანაირი ურთიერთობები მოიშალა. ჩვენ კი ამ მხრივ ცოტათი გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ ეპოქაში ვცხოვრობდით, ჩვენს აღზრდაში გარკვეული იდეალისტური ელემენტები იყო. ჩემმა თაობამ ერთბაშად დაიწყო ფიქრი საკუთარ რაობაზე, არსზე, ეკლესიაში მივიდა, ეძება. ჩვენ გვქონდა ძებნის ფუფუნების საშუალება, რადგან არსებობისათვის ბრძოლა არ გვიწევდა. ჩვენმა ოჯახებმა უზ-რუნელგვყვეს განათლებითაც და დროითაც. დღევანდელ ვითარებაში კი ახალგაზრდა თაობა მისმა უფროსმა თაობამ ვერ უზრუნველყო ვერც თავისუფალი დროით ფიქრისათვის და ვერც მატერიალურად. ამ თაობას როგორც კი მიეცემა საშუალება ოდნავ ამაღლებულზე იფიქროს, ქართული გენეტიკა ისეთია, ეს ეროვნული ღირებულებების დაცვა თითოეულ მათგანში ამოსჩქეფს. როგორც ჩვენს დროს უკვირდათ, როგორ აღმოჩნდნენ კომუნისტურ საზოგადოებაში, რომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მივიდნენ ეკლესიაში და დაიწყეს დისიდენტობა. იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები თავის თავს მოძებნიან. მაგრამ დღეს, არის უდიდესი პლიუსი. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ გვერდით ცხოვრობდა 37-ში რეპრესირებული ოჯახი, რომელიც ამას არ გვეუბნებოდა, ეშინოდა. დღეს, არის ინფორმაცია, მაგრამ არის ამ ინფორმაციის გადამუშავების პრობლემა და დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდებს არ მიეცეთ სერიოზული ფიქრის საშუალება. ტელევიზიით ვერც ერთ გადაცემას ვერ ნახავთ, რომ ის ღრმა ანალიზს უკეთებდეს საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თოკ-შოუებით ვაძლევთ ინფორმაციას ბავშვებს და აფხაზეთის საკით-ხის განხილვა თოქ-შოუს Fფორმატში ძალიან ძნელია და უშედეგო იქნება.
მაგრამ, მოდის ჩვენზე თავისუფალი თაობა და თუ, სწორ მიმართულებას მივცემთ ინფორმაციისა და ანალიზის თვალსაზრისით, ხვალ გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე ჩვენ ვიყავით.
თუ, თვითდამკვიდრების დროს, ჩვენგან რჩევებს მიიღებენ და ჩვენს მწარე გამოცდილებას გაითვალისწინებენ, მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ამ საკითხშიც ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თაობათა შორის კავშირი გაწყვიტოს.
თუ, ახალ თაობას სწორ ორიენტირებს არ მივაწოდებთ, რა არის ჭეშმარიტი ღირებულება და რა არის მტრისგან შემოგდებული, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ. რატომ ებრძვიან ეკლესიას? ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც გვასწავლის და მოგვიწოდებს უმაღლესი ზნეობრივი სტანდარტებისაკენ სწრაფვას. მაღალზნეობრივი ადა-მიანები, ამ ხელისუფლებას არ სჭირდება, მას უსახური მასა სჭირდება.
დოსტოევსკის აქვს ასეთი ფრაზა: ეშმაკი ებრძვის ღმერთს და ბრძოლის ადგილი ადამიანის გულია. დღეს, ჩვენი ახალგაზრდების გულებისათვის იბრძვის ეს ხელისუფლება და არასწორ ორიენტირებს სთავაზობს. გადავხედოთ ჩვენს ტელევიზიას, სულ ჩანს 300 კაცი. პირველი ნახევარი, მეორე ნახევარს დღის პირველ ნაწილში უწყობს ჩვენებას, მეორე ნახევარი საღამოს უჩვენებს პირველ ნახევარს რაღაც ფართს. ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ ამ ყველაფერში. ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გონებაზე მოქმედებს ეს ზეწოლა. თურმე რა საამურია ცხოვრება, თუ შენ საერთოდ უარს იტყვი ღირებულებათა სისტემებზე და ზნეობის იმ მინიმალურ სტანდარტებზე, რომელსაც შენი ეროვნული ღირებულებები გთავაზობს. ლამაზ გაცისკროვნებულ სახეებს გვაჩვენებენ და სტიმულირებას უკეთებენ უზნეობას. როდესაც ამას ხელისუფლება აკეთებს, ის მტერია. ეს ყველაფერი ვითომ თავისუფლების სახელით კეთდება.
გამოსავალია, შევთანხმდეთ რა არის ქართული ღირებულება, რისთვის ვიბრძვით, როგორი საქართველო გვინდა. დავიწყოთ ამ საქართველოს აშენება იმ უახლესი ტექნოლოგიური მიღ-წევებით, რაც მსოფლიო ცივილიზაციას შეუქმნია.