ობიექტივი #37 27.11.2010
წამყვანი: _ ლალი აფციაური.
სტუმარი: _ მამუკა გიორგაძე.
თემა: _ სახალხო კრება და ქართული პოლიტიკური სპექტრი.
მომზადებულია რადიოეთერის მიხედვით.
ლალი აფციაური: _ რა მოხდა 25 და26 ნოემბერს? ძალიან მაინტერესებს თქვენი ანალიზი. როდესაც მეუბნებიან, რომ რომელიმე პარტია ემზადებოდა აქციისათვის, ან თუნდაც სახალხო კრება ემზადებოდა ამ მოძრაობის დასაწყებად, და მამუკა გიორგაძე კონსულტანტის სტატუსით არ იყო მიწვეული, უკვე ვიცი, რომ იქ არაფერი არ გაკეთდება. მე ბატონ მამუკას 89 წლიდან ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ ეს შემიძლია განვაცხადო.
მამუკა გიორგაძე: _ სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში არ არის ღირებულებათა, იდეათა ბრძოლა. დღეს არის ინტერესთა ჭიდილი და ეს უკვე ბიზნესია. შესაბამისად, დღეს საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, იმიტომ, რომ ღირებულებათა სისტემის დამკვიდრება არ ხდება. ვრცლად »