“სახალხო პარტია” გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

26 მარტი 16:35 NEWS.GE

“დღეს ცოცხალი ქართველი კლასიკოსი მწერალის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ბ-ნი გურამ დოჩანაშვილს 75 წელი შეუსრულდა.

ბ-ნი გურამის შემოქმედების მთავარი წარმართველი თემები ქრისტიანული ღირებულებები, სამშობლო, სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. პირადი ცხოვრებით ჩვენი თაობისთვის სამშობლოსთვის ბრძოლის, თავდადების, მეგობართა ერთგულების და ტკივილის ღირსეულად ატანის სიმბოლოა.

სწორედ, ბ-ნი გურამის ნაირ ადამიანებზე დგას და იდგება საქართველო.

სახალხო პარტია ულოცავს ამაგდარ შემოქმედს და საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტს დაბადების დღეს, უსურვებს მას დიდი ხნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რათა მისი გული და გონება კიდევ დიდხანს იდგეს ქვეყნის სამსახურში.

დღეს, ასევე 50 წელი სრულდება მას მერე, რაც ბ-ნმ გურამმა ოჯახი შექმნა და ამ თარიღსაც გულით და სულით ვულოცავთ მას და მის უსაყვარლესს და სამაგალითო ოჯახს. ვუსურვებთ ბედნიერებას და გადატანილი დიდი ცხოვრებისეული ტრაგედიის მიუხედავდ, უფლის შეწევნით ხვალინდელი დღისკენ სიყვარულით და იმედით სვლას”, – ნათვამია “სახალხო პარტიის” მილოცვის წერილში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress