შევქმნათ 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი კომისია

gerbebi_Page_6

სახალხო პარტიის ინიციატივა            გაზ. “რეზონანსი” 16.02.2013

მოსაზრება(16.02.2013)

მამუკა გიორგაძე , პაატა კოღუაშვილი

 

  • საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თანდათან იძაბება. ხელისუფლების ცვლილების პროცესში ძალაუფლებისათვის ბრძოლა უფრო და უფრო საშიშ ფორმებს ღებულობს, რომელიც არსობრივად არა იმდენად პრინციპული პოლიტიკური დაპირისპირებაა, რამდენადაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა.

    საქართველო ასეთ ვითარებაში პირველად არ აღმოჩენილა. საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამდენჯერმე, ძალზედ დრამატულ ვითარებაში შეიცვალა ხელისუფლება, განვითარებული მოვლენების პოლიტიკური ანალიზი და შეფასება კი არ მომხდარა, არც შედეგებზე აუღია ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არც ვინმეს მოუთხოვია.

    მიგვაჩნია, რომ საქართველოში ტრადიციად ქცეული დაპირისპირებების და პოლიტიკური კრიზისების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ წარსული პოლიტიკური მოვლენების ჯეროვანი შეუფასებლობა და პასუხისმგებლობის დაუყენებლობაა.

    პოლიტიკური შეუფასებლობისა და პასუხისმგებლობის დაუკისრებლობი სპირობებში:

    - ხელი ეწყობა დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას პოლიტიკასა და პოლიტიკოსებში, როცა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხს არავინ აგებს, ან თუ პასუხისმგებლობა დაეკისრება, დამნაშავეები თავის თავზე ლაპარაკს იწყებენ, როგორც პოლიტიკურ დევნილებზე, რათა ეპატიოთ და შერჩეთ;

    - დამარცხებულ ძალას რჩება შესაძლებლობა ჩადენილ დანაშაულებზე არა მარტო დემაგოგიურად იმართლოს თავი, არამედ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მსხვერპლადაც წარმოჩინდეს;

    - გამარჯვებულ ძალას უჩნდება ცდუნება, ჩაიდინოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, დანაშაული და პოლიტიკური აუცილებლობლობით გაამართლოს ის;

    - გამარჯვებულ ძალას ეძლევა პოლიტიკური ცხოვრების სრული მონოპოლიზაცის სტიმული, მოტივი და შესაძლებლობა და იგი ამ ინტერესის რეალიზებისთვის საჭირო მიზანშეწონილობის მიხედვით პატიებისა და დასჯის საკითხს საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს;

    - და რაც ყველაზე შემაშფოთებელია: მოსახლეობის არაკეთილსინდისიერ ნაწილს საკუთარი კეთილდღეობისთვის საშუალებაეძლევა, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისხარჯზე, ტირანიასთან თავისი უპრინციპო თანამშრომლობა მორალურ, ბუნებრივ და მისაღებ ქმედებად წარმოაჩინოს.

    ახლა მაინც თუ არ იქნა ტირანიაშეფასებული, მიგვაჩნია, რომ მომავალშიც საქართველოში კვლავ არამდგრად პოლიტიკურ ცხოვრების დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს.

    სახალხო პარტია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას 2003-2012 წლებში მიმდინარე მოვლენების შემსწავლელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი კომისია (სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით), რომელიც პოლიტიკურ შეფასებას მისცემს აღნიშნულ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და პოლიტიკური სუბიექტების ქმედებებს.

    ამასთან, უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმ კრიტერიუმების შესამუშავებლად და დასანერგად, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება თუ პარტია, რათა მას ჰქონდეს მორალური უფლება პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლად იწოდებოდეს.

    ჩვენ უნდა შევქმნათ ეს პრეცედენტი, არა მარტო იმიტომ, რომ პასუხი აგონ ძველი ხელისუფლების დროს დანაშაულის ყველა ჩამდენმა, ან ამჟამინდელ თუ მომავალ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური სუბიექტები თუ ცალკეული პიროვნებები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთი მოღვაწეობის პერიოდს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდეს სამართლიანობა და სტიმულირებული იქნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, დაფასდეს საზოგადოებისა და პოლიტიკური სუბიექტების პატიოსნება და ღირსება. ყველას მიეკუთნოს ის ადგილი, რომელიც მან თავისი ქმედებით დაიმსახურა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress