giorgadze-1

რატომ გადაფარა სააკაშვილი-ახალაიას შესახებ ჩანაწერმა ევროსაბჭოს რეზოლუციაში თურქი-მესხების დაბრუნებისა და რეგიონული ენების დაცვის ვალდებულებები

2014-10-13  ნინო ხაჩიძე   “თბილისელები” 13.10.14

თუმცა დიდი მითქმა-მოთქმაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილის გამო, უნდა აგონ თუ არა პასუხი ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ჩადენილი დანაშაულებების გამო (თუკი დაუმტკიცდებათ), სამაგიეროდ, თითქმის არავის გაუმახვილებია ყურადღება იმ საკითხზე, რომ ევროპარლამენტმა შეგვახსენა, რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირების დროაო, რის ვალდებულებაც, რატომღაც, ავიღეთ. მეორე მხრივ, არაკეთილმოსურნენი სათავისოდ ცდილობენ ამ ქარტიის განმარტებას და იმედოვნებენ, რომ რეგიონული ენების სტატუსი აქეთ –  სომხურსა და აზერბაიჯანულს ეკუთვნის, იქით –  მეგრულსა და სვანურს. არადა, ევროსაბჭო არ ზღუდავს სახელმწიფოს თავად დაადგინოს, რომელ ენას სჭირდება გადარჩენა და ამაში არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ის ენები, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოში  სახელმწიფო ენების სტატუსი აქვთ და აბსოლუტურად დაცულიც არიან. როგორ უნდა გავიგოთ ევროსაბჭოს მოწოდება და რომელ ენებს ეკუთვნით საქართველოში ქართული სახელმწიფოს მხრიდან დაცვა, თემაზე „სახალხო პარტიის“ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ვრცლად »

mamuka

ხელისუფლებამ სოციალური ვალდებულებები უნდა შეასრულოს!

თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 17.09.14

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ თურმე მასაც უსმენენ, პორტატული აპარატურა ვერ აღმოაჩინეს, ვერ პოულობენ, აბრალებს ნაციონალებს, რომ ისინი უსმენენ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უსაფრთხოებაზე მათი პირადი ცხოვრების დაცულობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ამიტომ ნაციონალები ფლობენ ამ აპარატურას, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, თუ ვინმე სხვა კონკრეტული პირი, ამაზე აუცილებლად პასუხისმგებელი ხელისუფლება. კეთილი ინებოს, მიაკვლიოს დასაჯოს თუ ეს უკანონობაა, ვრცლად »

gerbebi_Page_6

საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო, კონსტიტუციის ასოსა და სულისკვეთების არსის მიზანმიმართულ გაყალბებაზე დაყრდნობით, საქართველოს კანოონმდებლობაში არსებული ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელე¬ბის უფლებაზე, საქართველოში საკუთრებაში ჰქონდეთ მიწა, დამყარებულია სამ ძირითად სიყალბეზე. ამათში ყველაზე ფართოდ გამოყენებული (მრავალ ეპიზოდში განმეორებული) არის ის, რომ
_ ა) სასამართლო ან ლიტონი სიტყვით (ანუ უარგუმენტოდ) უარყოფს ყველა იმ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებების~ `მნიშვნელოვნებას~, რომლებიც მიმდინარე კანონისთვის იმის საფუძველს წარმოადგენენ, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად საქართველოს მიწის საკუთრებაზე არამოქალაქე¬ების უფლება შეიზღუდოს ან უარყოფილ იქნას, ვრცლად »

SONY DSC

პლასტელინი ივანიშვილისკენ თითის გაშვერას ვერ გაბედავს!

10-11-2014, 13:04

iverioni.com.ge

მამუკა გიორგაძე: ,,პლასტელინი ივანიშვილისკენ თითის გაშვერას ვერ გაბედავს!

რატომ არის მარგველაშვილი პლასტელინი, გარდაუვალია თუ არა ალასანიას უნიათო და კორუმპირებულ მმართველად წარმოჩენა და სად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესი – „ივერიონს“ „სახალხო პარტიის“  თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა

-ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს. თქვენი აზრით, ხელოვნურად გართულებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ ალასანიამ გარისკა და ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?

-ეს პროცესი ადრე თუ გვიან უნდა დაწყებულიყო, რადგან, კოალიცია „ქართული ოცნება“  ხელოვნურად იყო გაერთიანებული, ხოლო მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებდა არა პოლიტიკური ხედვა, არამედ, ”ძალაუფლებისადმი ლტოლვის ცხოველური ჟინი”. ვრცლად »

giorgadze-1

მთავრობამ “ნაციონალებს” მისცა რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება

11-11-2014, 13:07
მამუკა გიორგაძე:-

  “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე “ივერიონის” პრესკლუბში ბაჩო ახალაიას დღეს გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა , რომ სწორედ მთავრობამ მისცა “ნაციონალებს” რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება. ვრცლად »

giorgadze_mamuka

თავდაცვის სამინისტრო არ არის კოდაკის თეატრი, რომ იქ ფოტოსესია ტაშით და წითელი ხალიჩით მოაწყო

‘’სახალხო პარტიის’’ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე  ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან ირაკლი ალასანიას ემოციურ გაცილებას ეხმიანება  და აცხადებს, რომ ,,შიდა კოალიციური პრობლემები სახელმწიფო პრობლემად იქცევა“.

ამასთან, მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანიამ საკუთარი პოლიტიკური სიმტკიცის გამოვლინება ვერ მოახერხა. ვრცლად »

gerbebi_Page_6

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითონვე გადაიყვანა სამართლებრივი დავა პოლიტიკურ სიბრტყეშ

6-11-2014, 21:28  iverioni.com.ge
   ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას “სახალხო პარტია” ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

    -”სახალხო პარტია ეხმაურება, ამ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ სახეზეა მცდელობა საზოგადოებაში მოხდეს ზოგადად დასავლური ფასეულობების და ქვეყნის საგარეო ვექტორის დისკრედიტაცია, ხოლო შიდა კოალიციური პრობლემების სახელმწიფოებრივ პრობლემად გადაქცევა, იდეის ან კურსის საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და ამ პროცესებში საზოგადოების ჩათრევა უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ქმედითუნარიანობაზე. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც საკუთრების ობიექტის გასხვისება დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით შემოღებულია გარკვეული შეზღუდვები.
სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ და საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეუზღუდავად, თავისუფლად შეძენის (მიღების) უფლება აქვთ მიწადმოქმედის სტატუსის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ყველა სხვა შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ხდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სრულვყოთ კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“

პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., პროფესორი

ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი
სადღეისოდ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ფართო-მასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება სოფლის მეურნეობის აღორძინე-ბის¬თვის, რა თქმა უნდა მისასალმებელია. მაგრამ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს გარკვეული საშიშროება იმისა, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების გამო, ამ მიზნით გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, როგორც ხდებოდა განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში. ვრცლად »

gerbebi_Page_6

უანბანო სტრატეგია. გულწრფელი თუ მოჩვენებითი?

სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტი ჩვენ, ჯანსაღი და წელგამართული გლეხობა ვართ

პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., სტუ პროფესორი
ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი

საქართველოს აგრარულ სფეროში შექმნილი კრიზისის დაძლევის აუცილებ¬ლობა ობიექტურად მოითხოვს საგანგებო ღონის¬ძიებების განხორციელებას, რისთვისაც მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის სისტემური განვითარების (რომელსაც თამამად შეიძ¬ლება ეწოდოს სოფლის გადარჩენის) სტრატეგია.
ქვეყნის მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადი და დინამიკური განვითარებისთვის საჭიროა, ისეთი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება-რეალიზება, რომელშიც ასახული იქნება უახ¬ლოესი წლების (1 3 წ.) ამოცანები (კონკურენტუნარიანი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი დარგე¬ბის მაღალი ტემპებით განვითარება) და მათი განხორციელე¬ბის საშუალებებიQ საქართვე¬ლოს საშუალო და გრძელვადიანი (5-10-15 წ.) მიზნების გათვალისწინებით (ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და აგრარული კრიზი¬სის დაძლევა, სურსათის ექსპორტის გაფართოება და სურსათის იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება). ვრცლად »

Powered by WordPress