10988892_810070899081969_26282274_o

რატომ დატოვა ივანიშვილმა ღარიბაშვილი თანამდებობაზე

მამუკა გიორგაძე: “რესპუბლიკელები თავდაცვის სამინისტროში `შავ   ხვრელებს~  ვერ ამოავსებენ”

 

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” 17.05.2015

ამოავსებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში `შავ ხვრელებს~ მინისტრი ხიდაშელი, რა თანხვედრა იკვეთება ხელისუფლების და ნაცების ნაბიჯებში და რა შემთხვევაში შეიცვლება პრემიერ-მინისტრი? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, რა მესიჯია თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა? ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელების გაძლიერებით შიდა პოლიტიკურ ფლანგზე მის მიერვე შერჩეულ ძალთა ბალანსი შეცვალა?

_ თვადაცვის მინისტრად დანიშვნა თინა ხიდაშელის, ეს არის მესიჯი იმათთვის, ვისაც უნდა, რომ დაარწმნოს, რომ საქართველოს არმია არ ეყოლება, საქართველოს თავდაცვის უნარიანობა კვლავ იქნება იგივე. აი, იმათთვის არის მესიჯი ივანიშვილის მხრიდან _ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ ჩემს ლოიალობას თქვენ მიმართ.

_ რესპუბლიკელები ივანიშვილისთვის საიმედო პარტნიორები იქნებია? `ოცნებაში~ ცოტა ხნის წინ რესპუბლილელების კოალიციდან გასვლას არ გამორიცხავდნენ. ვრცლად »

SONY DSC

დროა გამოვფხიზლდეთ

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთის აგენტურა საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებებში წარმატებით ახერხებს მათი ხელით “ოპოზიციური” აქციების რეპრესირების ორგანიზებას იმგვარი ბარბაროსული ფორმებით, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიასთან და, შესაბამისად, საქართველოს მონაწილეობასთან დასავლეთის პოლიტიკურ,  სათავდაცვოსა და ეკონომიკურ სტრუქტურებში.

ასეთი იყო, მრავალთა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ მხუთავი (და არა ცრემლმდენი) გაზის გამოყენება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში, რომლის მიზანი იყო საკუთარი “არადემოკრატიულობის” დემონსტრირების საშუალებით დაბლოკვა, რამდენიმე თვის შემდეგ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის “მაპ”-ის სტატუსის მინიჭების აქტისა. ასევე, 2009 წლის 6 მაისის სისხლიანი დარბევის ორგანიზება თბილისში.  ვრცლად »

saqarTvelo

„ქართული პლატფორმის“ მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი.

ქალბატონებო და ბატონებო,

ვაცნობიერებთ რა, ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციას,
ვაცნობიერებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე არსებულ ხელისუფალთა მხრიდან სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობას და მათ უუნარობას, რის კულმინაციადაც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, კერძოდ, ის, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 1 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 761 ათასი (14,7%), ხოლო 1992 წლიდან დღემდე 1 მილიონ 737 ათასით კაცით, ანუ 31%-ით.

ვხედავთ რა, რომ იგივე პერიოდში საქართველომ დეფაქტო დაკარგა არსებული ტერიტორიების თითქმის მეხუთედი ნაწილი,

ვხედავთ რა, რომ არსებობს საქართველოს უქართველებოდ და ქართველების უსაქართველოდ დარჩენის რეალური საფრთხე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნიდან წასვლამ მიიღო ისეთი მასშტაბები, რომლის კომპენსაცია ვერ ხდება ( შეუძლებელიცაა) ბუნებრივი მატებით.

ვხედავთ რა, რომ დაცარიელებულია ქართული სოფლები არა მარტო ოკუპირებულ, არამედ კონტროლირებად ტერიტორიაზეც, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი კუთხეების დეპოპულაციას,

მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია სახელმწიფო ენის მოქმედების არეალის (მათ შორის კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი) საგრძნობლად შეზღუდვა,

მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა (მისი უმოქმედობა) არ ტოვებს იმედს, რომ მას შესწევს უნარი ქართველი ერი რეალურად არსებულ საფრთხეს გადაარჩინოს! ვრცლად »

SONY DSC

ბრძოლა მიდის თუ ვინ იქნება წარმმართველი ძალა ივანიშვილის კარზე

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად, სახელმწიფოს მართვის ნაწილში ძირითადად უმოქმედოა და მისი ძირითადი ენერგია გადადის უკვე სამი წლის წინ დამარცხებული ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე (ანუ ძალაუფლების შენარჩუნებაზე) და ამ ძალაუფლების (ანუ მისგან გამომდინარე პირადი კეთილდღეობის)  გადანაწილებისთვის შიდა კლანური ურთიერთობის რკვევაზე. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, მრავალი საკითხი ყურადღების გარეშე  რჩება და ეს ყოველივე აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. სახეზე გვაქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისიც. ეს ყოველივე მოქმედებს  ინვესტიციებზეც, ლარის კურსზეც, სამართლებრიობაზეც, თავდაცვისუნარიანობაზეც, კანონშემოქმედებითობაზეც, საგარეო ურთიერთობებზეც,  სამართლიანობის აღდგენაზეც და ა.შ.

ეს ვითარება ხელისუფლებისგან მოითხოვს მაქსიმალურ ერთიან ძალისხმევას, არადა ამ დროს, პირიქით  ყველა სახელისუფლო კლანი შეიკრა ღარიბაშვილის წინააღმდეგ და ცდილობს შექმნილი პრობლემები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენოს. თავის მხრივ, ღარიბაშვილმა ვერ შეძლო არსებული პრობლემების მოგვარება და ბევრი არგუმენტი მისცა მის მოწინააღმდეგე კლანებს. რადგანაც ძალაუფლების ფორმალური და რეალურად მფლობელი სხვადასხვაა,  კლანები მუშაობენ  ჩააჩოჩონ ღარიბაშვილი და ბრძოლა მიდის ვინ იქნება წარმმართველი ძალა ივანიშვილის კარზე. ვრცლად »

giorgadze_mamuka

ღარიბაშვილის ჩაჩოჩებაზე ბევრი კლანი მუშაობს

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 30.04.2015

არის თუ არა მთავრობის გადადგომის მიზეზი სახელისუფლო კლანებს შორის დაპირისპირების შედეგი, რა არჩევანი აქვს ბიძინა ივანიშვილს და რა გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, რამდენად აშკარაა, რომ ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც ერთვის?
_ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ძირითადი ენერგია გადადის უკვე სამი წლის წინ დამარცხებული ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე და შიდა კლანური ურთიერთობის რკვევებზე. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე მრავალი საკითხი მიუხედავი რჩება და ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ფაქტობრივად, ჩვენ სახეზე გვაქვს არამარტო შიდა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეკონომიკური კრიზისიც.
_ რაზე მიანიშნებთ, შიდასახელისუფლო გადატრიალებას უნდა ველოდოთ? ვრცლად »

SONY DSC

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !

საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი.
სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა), რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს, ერთი მხრივ, ,,ნაცმოძრაობას” აძლევს საშუალებას, ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და, მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში. ვრცლად »

mamuka

მამუკა გიორგაძე: ამ ჩანაწერების გავრცელების მერე, საბოლოოდ გაიყო ეროვნული მოძრაობა!

„სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე „რეპორტიორთან” საუბრისას მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალას -  „ღირსების სასამართლოს” საკითხს გამოეხმაურა. გიორგაძეგანმარტავს – რას ასახავს რეალურად აღნიშნული კადრები და რა იყო მისი წინაპირობა.

„ეს იყო შიდა მოხმარებისთვის გადაღებული ფირი.  შეხვედრა უკავშირდება  1988 წლის აქციას, რომლის თაობაზეც მწირი ინფორმაცია აქვს ახალგაზრდობას.

 ამ დროს საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე – ერთი მხრივ არის ეროვნული მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და მეორე მხრივ დგას საბჭოთა ხელისუფლება,  რომელიც აკონტროლებს სიტუაციას. ამ დროს საქართველოს სახელმწიფო  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაურია, კაცი, რომლის სახელიც თავზარს სცემდა მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტებს. არის ეს ორი ძალა, ფაქტობრივად, ინიციატივას არავინ იღებს, ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილი, რეპრესიებში გადაზარდოს  საქმიანობა, ჩვენც ვერ ვიღებთ ბევრ  რამეს ჩვენს თავზე და ამ დროს მოხდა გარღვევა – თბილისში დაიწყო ძალიან „თავხედური” აქცია. 62 ადამიანი დაჯდა საშიმშილოდ და  ხელისუფლებას  გამოუცხადა, ჩამოყალიბდით – ან წადით რეპრესიების გზით და თუ დემოკრატიის გზით აპირებთ წასვლას, მაშინ კეთილი ინებეთ და საქართველოს კონსტუტუციაში რომ შეგაქვთ ცვლილება, რომლის მიხედითაც საქართველოს არ ექნება საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალება, აი ამაზე თქვით უარი. ვრცლად »

10988892_810070899081969_26282274_o

მამუკა გიორგაძე – ალასანიას განცხადებაზე, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა

მამუკა  გიორგაძე -  ალასანიას  განცხადებაზე, რომ  ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა.

_ აქ ალასანია იმაში ცდება, როცა აცხადებს, რომ  ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა. არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ასე იყო ალასანიას დროსაც. როცა ალასანია იყო კოალიციის წევრი და თავდაცვის მინისტრი, როცა ალასანია მონაწილეობდა საარჩევნო პროგრამის და სამთარობი პროგრამის განხორციელებაში, მაშინაც იგივე ხდებოდა. კურსის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ადგილი აქვს მხოლოდდამხოლოდ ალასანიას მდგომარეობის შეცვლას. აბაშიძე-კარასინის ფორმატი თუკი, როცა მინისტრი იყავი, მაშინ აუცილებელი იყო, მინისტრობიდან წამოსვლის მერე, შენ რატომ შეიცვალე პოზიცია, ახლა აღარ არის აუცილებელი?! როდესაც მაია ფანჯიკიძე იყო მინისტრი და ის მიესალმებოდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრას, ახლა რატომ აღარ მიესალმება, რა შეიცვალა?! `ქართული ოცნება~ არ შეცვვლილა. ვრცლად »

giorgadze mamuka (30)

მამუკა გიორგაძე – პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაზე

_ პრეზიდენტის ინსტიტუტი, უპირველეს ყოვლისა, მარგველაშვილმა დააკნინა, როდესაც ის დათანხმდა – როცა გუდურასავით მიიტანეს, დადეს და დაარქვეს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტი მარგველაშვილმა დააკნინა, როდესაც გამოაცხადა, რომ არის პლასტელინი და როგორსაც გამოძერწავენ, ისეთი იქნება. აქედან გამომდინარე, ასე მოიპოვა სტატუსი და ახლა უნდა ამ სტატუსით რეიტინგიც აიწიოს, ხალხის პატივისცემა და კეთილდღეობა მოიპოვოს და მომავალ პოლიტიკურ ვაჭრობაშიც მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ვრცლად »

SONY DSC

მამუკა გიორგაძე: ე.წ. ღირსების სასამართლოს კადრები სპეცსამსახურმა კრიმინალური გზით მოიპოვა

„სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე მედიაში გავრცელებულ ე.წ. „ღირსების სასამართლოს” ვიდეოს ეხმაურება, სადაც ასახულია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის ამსახველი კადრები. როგორცგიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული კადრები სიახლეს არ წარმოადგენდა, რადგან ის ჯერ კიდევ 26 წლის წინ აჩვენა საბჭოთა ტელევიზიამ.

„ამ კადრების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო. გარკვეული ეპიზოდები -ყველაზე ემოციური ნაწილები – ჯერ კიდევ 26 წლის წინ აჩვენა საბჭოთა ტელევიზიამ. ეს რაიმე სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. დღეს კი ეს კადრები გამოყენებულ იქნა არამარტო იმისთვის, რომ ეჩვენებინათ ეროვნული მოძრაობის სამზარეულო და კონკრეტულ ლიდერთა ქცევები, არამედ გამოყენებულ იქნა ეროვნული იდეის, საქართველოს დამოუკიდებლობის დისკრედიტაციისთვის. ვრცლად »

Powered by WordPress