76

რას მიიღებს საქართველო ნატოსგან? – 2007

აფხაზებს გული და სიყვარული უნდა შევთავაზოთ
ეთერ ბალაძე “ახალი თაობა” 16.02.2017
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ჟენევაში ქართულ-აფხაზური შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აფხაზეთთან უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი და ყველაფერი უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?
_ დიალოგი აუცილებელია ყველასთან და არა მარტო აფხაზეთთან, არამედ საერთოდ, მით უმეტეს, აფხაზებთან დიალოგი მისასალმებელია და საჭიროა, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რაზე ვისაუბრებთ აფხაზებთან. ვინ საუბრობს აფხაზებთან, ამ ხელისუფლებას აქვს შეთანხმებული პოზიციები საქართველოს მოსახლეობასთან? ვრცლად »

giorgadze-1

დავამარცხოთ ეშმაკი ჩვენს გულში და სააკაშვილის ადგილი აღარ იქნება საქართველოში – 2009

“საერთო გაზეთი” #47 2009წ     -   ნატო ივანიაძე 
‘ინტერვიუ “სახალხო პარტიის” თავმჯდომარესთან ბატონ მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა ქვეყანა განიცდის უმძიმესს კრიზისს და მოსახლეობა ღრმა დეპრესიაშია, როგორ და რითი ავხსნათ ეს?
_ ეს ყოველივე არის იმ ბრძოლის შედეგი, რასაც მოწინააღმდეგე ეწევა საქართველოს წინააღმდეგ. იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს ქართული, ეროვნული, ძლიერი სახელმწიფო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პროცესი არის ერთიანი უწყვეტი ჯაჭვი. ბრძოლა არ დამთავრებულა 91 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. მას მოჰყვა მცირე პაუზის შემდეგ ახალი აგრესია. ასე იყო ოსმალების დროს, მონგოლების დროს, ირანის დროს. მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს დაპყრობისთვის. ვრცლად »

რატომ უნდა ვაცალოთ ახალ ხელისუფლებას

“ახალი თაობა” თამარ ნინიძე 08. 11. 2012

  • სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე საქართველოში დაპირისპირებებისა და დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისების მიზეზად წარსული პოლიტიკური მოვლენების შეუფასებლობას მიიჩნევს, მისი ინიციატივაა, რომ შეიქმნას 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც პოლიტიკურ შეფასებას მისცემს იმ პერიოდში განვითარებულ პროცესებს.  `ახალ თაობას~ მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
    _ თქვენი აზრით რატომ დაბრუნდა ბაჩო ახალაია საქართველოში?
    _ ბაჩო ახალაია, არა მგონია ის გულადი ვაჟკავი იყოს, რომ ერთბაშად მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს ბედზე ზრუნვით და როგორც მართალი კაცი, თავისუფლად მოგზაურობს და მოძრაობს.  ასეთი რომ იყოს, იმ  დანაშაულებს არ ჩაიდენდა, როგორი ეჭვებიც არის მასზე, ვფიქრობ, რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე.
    _ მაინც რა ვარაუდები და ეჭვები გაქვთ? ვრცლად »
mamuka

ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის უნდა გვრცხვენოდეს

“ნაციონალური” ხელისუფლების ექს-მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავებამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ საკითხის კომენტირება “ივერიონმა” “სახალხო პარტიის” თავმჯდომარეს მამუკა გიორგაძეს სთხოვა.

 

“ჩემთვის პოლიტიკურად მიუღებელია ის მეთოდი, რა მეთოდითაც დააკავეს ბაჩო ახალაია. ახალაია შედარებით მსუბუქი მუხლით დააკავეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მერე გაამკაცრებენ, რაც არასწორად მიმაჩნია. ჩვენ უნდა გვქონდეს ცალსახად მკვეთრი და მკაცრი პოზიცია იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც აქამდე გვქონდა საქართველოში”, _ ამბობს გიორგაძე.

მისივე თქმით, ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც არ იყო ინფორმირებული ახალაიას უკანონო ქმედებებზე. “ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, შესაბამისად, ახალაიაც ამ დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი თანამიონაწილე იყო. თავი უნდა დავანებოთ დემოკრატობანის თამაშს და ასევე უნდა შევეშვათ იმ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რასაც შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმები იყენებდნენ. ეს ის ტექნოლოგიებია, რითაც ხდება ხელისუფლების განტკიცება.

ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები და სწორად გამიგეთ, უნდა განვიწმინდოთ ძველი ცოდვებისგან. როგორც გერმანელ ხალხს რცხვენოდა და რცხვენია ფაშიზმის არსებობა, სწორედ ასევე უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” რეჟიმის არსებობის გამო საქართველოში.

ასე რომ, რცხვენოდათ გერმანელებს ფაშისტური რეჟიმი სწორედ მისი შედეგია ის, რომ უკვე 60 წელია არავის მოსვლია თავში აზრად მსგავსი რამის განმეორება. აი, სწორედ ასე უნდა შეგვრცხვეს ჩვენ სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენივე ცოდვებიდან ვერ განვიწმინდებით”, _ აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

gerbebi_Page_6

საჯარო წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას

„რეზონანსი”
მოსაზრება
(10.11.2012)
საქართველოს სათავეში თქვენი ყოფნის ჯერჯერობით ძალიან მოკლე დროის მანძილზე თქვენი მხრიდან, თქვენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფ წევრთა ჩათვლით, გაჟღერდა ცნობები თქვენი განზრახულობებისა და თქვენი მიმდინარე მოქმედებების შესახებ, რომლებიც, ჩვენი აზრით და ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობის აზრით, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიწაწყლის დაცვის ინტერესებთან. ეს ცნობები და განზრახვები ეხება:
- რუსეთთან ურთიერთობის “გაუმჯობესებას” უპირობოდ, ანუ მანამდე, სანამ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ნაწილთა ოკუპაციას და მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას;
- აფხაზეთის დღესდღეობით მმართველი ჯგუფის და ცხინვალის რეგიონის დღესდღეობით მმართველი ჯგუფის აღიარებას “მხარეებად” საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში;
- საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას მოძრაობისათვის მისი დღევანდელი ოკუპაციის პირობებშივე;
- ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის “შერბილებას”; ვრცლად »

SONY DSC

სააკაშვილი არის რუსული ადმინისტრაცია საქართველოში – 2012

მამუკა გიორგაძე – ახალი თაობა

თამარ ნინიძე
ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან

_ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა, ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების მიმართ ზედმეტი ანგარიშსწორებით არის გატაცებულიო. თქვენ ამ პოზიციას იზიარებთ?
_ პირიქით, ახალი ხელისუფლება უფრო მეტად თავშეკავებულია, ვიდრე ამას ნაციონალები იმსახურებენ. ამ კუთხით ნაცმოძრაობის მხრიდან ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ამ ფორმით სურთ პრევენცია გააკეთონ ხელისუფლების მხრიდან შემდგომ აქტიურობაზე.
_ სააკაშვილის შეხვედრა ნატოს გენმდივან რასმუსენთან და მისი განცხადება ორხელისუფლებიანობაზე და ამავე დროს რასმუსენის შეხვედრა ივანიშვოლთან აქტიური განხილვის თემებია. თქვენ როგორ შეაფასებთ ორივე ამ შეხვედრას? ვრცლად »

giorgadze-1

პარლამენტმა საქართველოს დაქუცმაცებას დაუკრა ტაში – 2007

შორენა კოწოწაშვილი  -  ახალი თაობა  15.05.2007
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

_ ბატონო მამუკა, ბოლო დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ გამწვავდა. რას უკავშირებთ ამას, დროებითი ადმინისტრაციით რუსეთი სერიოზულად გაღიზიანდა?
_ არა, ეს რეალური მიზეზი ნამდვილად არ არის. ეს იმ თამაშის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. თავისთავად, ადმინისტრაციის ინსტიტუტის შემოღება და ასე ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის მისვლა არანაირად კავშირში არ არის. აქ მთავარი ის არის, რომ ეს სპექტაკლი განკუთვნილია ქართველი ხალხისთვის. ეს არ არის განკუთვნილი არც ოსებისთვის და არც რუსებისთვის. უბრალოდ, ჩვენ უნდა დაგვანახონ ამ დროებითი ადმინისტრაციის შექმნის აუცილებლობა და რომ სანაკოევი ქმედუნარიანი სუბიექტია; რომ თითქოს მისმა გააქტიურებამ გამოიწვია კოკოითის ასეთი გააქტიურება. სინამდვილეში, არც კოკოითი და არც სანაკოევი არაფერს წარმოადგენენ. მთავარი აქ ის არის, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულწილად დაინტერესდეს და სანაკოევის მხარე დაიკავოს. სინამდვილეში სანაკოევი გახლავთ ისეთივე უკანონოდ არჩეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, როგორც კოკოითია. რუსული მხარე ათამაშებს კოკოითის კარტას, ქართული მხარე კი _ სანაკოევის. საბოლოო ჯამში კი, თამაშდება ის, რომ ეთნიკური ავტონომია ფიქსირდება და ამას ხაზს უსვამს ორივე მხარე. სანაკოევის გამოსვლაც ამას ადასტურებდა, ვრცლად »

ხელისუფლება დაჭერებით არ უნდა გაერთოს!

მამუკა გიორგაძე:
შორენა კოწოწაშვილი
ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ნაბიჯები ღია უნდა იყოს როგორც ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, ასევე ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა დავალებით მიდის დიპლომატი ზურაბ აბაშიძე მოსკოვში.
რა შეცდომას უშვებს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რა საერთო აქვს `ქართულ ოცნებას~ შევარდნაძე-სააკაშვილის კურსთან? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კუთხით წარმოებულ პოლიტიკას და რამდენად იკვეთება, რომ ბაჩო ახალაია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია? ვრცლად »

mamuka

პუტინმა სააკაშვილს ყური აუწია – 2006

  • დღევანდელი ხელისუფლების მოსვლას რუსეთმა შეუწყო ხელი    2006, 2329ივლისი,#201
    /შორენა კოწოწაშვილი/
    ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან
      _ ბატონო მამუკა, პარლამენტის დადგენილებას რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით ხელისუფლება ისტორიულს უწოდებს. რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული დადგენილება, რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს ოპოზიციას?
    _ ეს ხელისუფლება არ შეიძლება ქართველი ერის ნებას, ინტერესებს გამოხატავდეს, ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ პრობლემას თავის საკუთარ არსებობას აბამს. ყველა ეს თემა პირდაპირ არის მიბმული მის ხელისუფლებაში ყოფნაზე. ამიტომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა არის ქართველი ერის ნება და რას ითხოვს დღეს ქვეყნის ინტერესები. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ეს ადამიანები გულწრფელები არიან და თუ მათ მიაჩნიათ, რომ “სამშვიდობო პროცესმა” დაღუპა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა; თუ ეს ადამიანები გულწრფელები არიან იმაში, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების იქ ყოფნამ დააზარალა ქართული სახელმწიფოებრიობა, ელემენტარულად, იმ ხალხის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ყოველივე ეს გააკეთა. ვრცლად »
მერაბი მამუკა

26 მაისი – მერაბ კოსტავა

ძმანო და დანო, უძვირფასესო მოყვასნო ჩემნო! მოგილოცავთ ქართველი ერისათვის უსანუკვარეს თარიღს, 1988 წლის 26 მაისს, დღესასწაულთა შორის დიახაც გამორჩეულს_საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების 70 წლისთავს. ამ ღირსად შესარაცხ დღეს ქართველობამ განიცადა ის დიდი სიხარული, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ ღირსებია. მე-15 საუკუნიდან სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, რომლის მთლიანად დამორჩილება ამ ხნის მანძილზე მეგობრის ნიღბით მოვლენილი რუსეთის იმპერიის გარდა ვერავინ შესძლო, კვლავ აღდგა 1918 წელს ამ იმპერის ნანგრევებზე, როგორც სახემწიფო სუვერენული და ერთიანი, თვითმყოფადი და თავისუფალი. საქართველოს დამოუკიდებლობა იმჟამად მრავალმა სახემწიფომ სცნო, რამეთუ როგორც ღვთის, ასევე ხალხების წინაშე ჭეშმარიტად სამართლიანი გახლდათ ქართველი ერის მიერ ყოველივე იმის დაბრუნება, რუსეთის იმპერიამ რომ წარსტაცა გეორგევსკის ტრაქტატის ხელყოფითა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების აშკარად ანტიქრისტიანული აქტით. ერთის მხრივ, თითქოს წარმატებით დაგვირგვინდა ის ბრძოლა, ქართველი ხალხის რჩეულმა შვილებმა რომ გაუმართეს რუსეთის იმპერიას, მეორეს მხრივ, აშკარად ღაღადებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განაპირობა არა იმდენად შინაგანმა, რამდენადაც გარეგანმა მიზეზმა. ვრცლად »

Powered by WordPress