ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის უნდა გვრცხვენოდეს

mamuka

“ნაციონალური” ხელისუფლების ექს-მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავებამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ საკითხის კომენტირება “ივერიონმა” “სახალხო პარტიის” თავმჯდომარეს მამუკა გიორგაძეს სთხოვა.

 

“ჩემთვის პოლიტიკურად მიუღებელია ის მეთოდი, რა მეთოდითაც დააკავეს ბაჩო ახალაია. ახალაია შედარებით მსუბუქი მუხლით დააკავეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მერე გაამკაცრებენ, რაც არასწორად მიმაჩნია. ჩვენ უნდა გვქონდეს ცალსახად მკვეთრი და მკაცრი პოზიცია იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც აქამდე გვქონდა საქართველოში”, _ ამბობს გიორგაძე.

მისივე თქმით, ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც არ იყო ინფორმირებული ახალაიას უკანონო ქმედებებზე. “ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, შესაბამისად, ახალაიაც ამ დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი თანამიონაწილე იყო. თავი უნდა დავანებოთ დემოკრატობანის თამაშს და ასევე უნდა შევეშვათ იმ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, რასაც შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმები იყენებდნენ. ეს ის ტექნოლოგიებია, რითაც ხდება ხელისუფლების განტკიცება.

ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები და სწორად გამიგეთ, უნდა განვიწმინდოთ ძველი ცოდვებისგან. როგორც გერმანელ ხალხს რცხვენოდა და რცხვენია ფაშიზმის არსებობა, სწორედ ასევე უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” რეჟიმის არსებობის გამო საქართველოში.

ასე რომ, რცხვენოდათ გერმანელებს ფაშისტური რეჟიმი სწორედ მისი შედეგია ის, რომ უკვე 60 წელია არავის მოსვლია თავში აზრად მსგავსი რამის განმეორება. აი, სწორედ ასე უნდა შეგვრცხვეს ჩვენ სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიასა და მერაბიშვილის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენივე ცოდვებიდან ვერ განვიწმინდებით”, _ აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress